EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« სიცოცხლისთვის საბრთხის შემცველი ტკივილგამაყუჩებლები »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-28 14:37:17
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე მედიკამენტის მოხმარებამ შესაძლოა გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს.
იბუპროფენი, ცილეკოქსიბი, მეფენამიკური მჟავა, დიკლოფენაკი და ნაპროქსენი – ეს ის 5 ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომლებიც ტაივანელი მეცნიერების აზრით, მსოფლიოში ყველაზე საშიშია.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა dailymail-ი ავრცელებს.
კვლევის დროს, ტაივანელმა მეცნიერებმა 56 000 ზრდასრული ადამიანის მონაცემი შეისწავლეს, რომლებსაც მაღალი წნევა ჰქონდათ. შედეგად, ანალიზმა აჩვენა, რომ 330 ადამიანიდან ერთს, რომელიც იბუპროფენს იყენებდა, გულის შეტევა ან ინსულტი ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ჰქონდა. ცილეკოქსიბის შემთხვევაში კი ასეთი 105 ადამიანი იყო.
გულის შეტევა ან ინსულტი ჰქონდა 245 ადამიანიდან ერთს დიკლოფენაკის შემთხვევაში, ხოლო 214-დან ერთს ნაპროქსენის შემთხვევაში.
ამათან ყველაზე მავნე მეფენამიკური მჟავა აღმოჩნდა, რომელიც გულის შეტევას ან ინსულტს 394 ადამიანიდან ერთში იწვევს.