EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საუკეთესო მეგობრებმა ააშენეს პატარა სოფელი, სადაც ერთად დაბერებას გეგმავენ... »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-03-28 17:09:58
აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ აუსტინში სამეგობრო წრემ განსაცვიფრებელი გადაწყვეტილება მიიღო. 4 ოჯახისგან შემდგარ სამეგობრო წრემ, ერთმანეთთან უფრო მეტი დროის გასატარებლად მდინარე ლონას სანაპიროზე 4 კოტეჯი ააშენეს. პროექტს სახელად - "გაქცევა ლონას სანაპიროზე" დაარქვეს. მოწადინებულ სამეგობრომ კოტეჯების აშენება სწრაფ ტემპში დაიწყეს და დღეს უკვე ცხოვრობენ, ისინი ამ ტერიტორიას პატარა სოფელს ეძახიან.
![little vilage - evpatori.ge](https://i0.wp.com/evpatoriblog.files.wordpress.com/2023/10/four-couples-live-together-town-sustainable-homes-texas-llano-exit-strategy-matt-garcia-15.jpg?ssl=1)
თითოეული კოტეჯი შეფასებულია 40 000 დოლარად, ხოლო დიზაინერი მეთ გარსია, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორია. კოტეჯები გამოირჩევიან შესანიშნავი მახასიათებლებით: 5 000 გალონი წვიმის წყლის შენახვის შესაძლებლობა დახრილი ჭერების საშუალებით, არასასურველი სიცხისგან თავის დასაცავად აშენებული სპეციალური ამრეკლი კედლები, იზოლირებული ფანჯრები და კიდევ ბევრი...შიდა დიზაინიც შესანიშნავია, მოკლედ რომ ვთქვათ ეკონომიური და თბილი...
![little-vilage](https://i0.wp.com/evpatoriblog.files.wordpress.com/2023/10/2018010819105767247-1.jpg?ssl=1)
ზემოთ აღწერილი 4 წყვილი ერთმანეთს უკვე 20 წელია რაც იცნობენ, ისინი ერთმანეთისგან მოშორებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთთან უფრო ახლოს ყოფნისთვის გადაწყვიტეს პატარა სოფლის შექმნა, რომელიც მდინარე ლონას სანაპიროზე ააშენეს.
![little vilage - evpatori.ge](https://i0.wp.com/evpatoriblog.files.wordpress.com/2023/10/four-couples-live-together-town-sustainable-homes-texas-llano-exit-strategy-matt-garcia-6-1.jpg?ssl=1)
მთლიანი თანხა ერთად შეაგროვეს, კოტეჯების დიზაინი ერთნაირია, მათ მხოლოდ ერთ გარემოში მშვიდად ცხოვრების სურვილი აქვთ!
კოტეჯების დიზაინსა და მშენებლობაზე დიახარჯა 160 000 დოლარი, ანუ თითოეული კოტეჯი შეფასდა 40 000 დოლარად.
![little vilage - evpatori.ge](https://i0.wp.com/evpatoriblog.files.wordpress.com/2023/10/2018010819141367247.jpg.jpg?ssl=1)
სახლის შიდა დიზაინი პლაივუდითაა დაფარული. "დაბალი ფასით მიღებული მაღალი ხარისხის დიზაინი" - ამ სიტყვებით ხსნის არქიტექტორი გარსია კოტეჯებს!
სახურავის საშუალებით 5000 გალონი წვიმის წყლის შენახვა შესაძლებელი.
![little-vilage](https://i0.wp.com/evpatoriblog.files.wordpress.com/2023/10/2018010819141767247.jpg.jpg?ssl=1)
ჯამში იდეალური ადგილია საცხოვრებლად! მთავარი მონდომებაა, ყველაფერი გამოვა თუ გულით ისურვებ!
boredpanda.com