EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« სალათა მაკარონითა და ტუნათი »
კატეგორია: გურმანიავტორი: Shimazaki
თარიღი: 2023-12-06 00:04:17
ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
რეჰანი
თავისივე წვენში დაკონსერვებული ტუნა
ლიმონის წვენი
ზეთისხილი, უკურკო
ნიორი
მაკარონი
პამიდორი ჩერი
სალათის ფოთლები
ლიმონის ცედრა
ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, გადაწურეთ და გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
გახსენით ტუნას კონსერვი, გადაასხით წვენის დიდი ნაწილი, ტუნა ჩანგლით დააქუცმაცეთ. დაუმატეთ მაკარონს.
მოამზადეთ მოსასხამი: გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ, ან გახეხეთ. პატარა ჭურჭელში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი და პილპილი.
მოასხით სალათს მოსასხამი, აურიეთ და გადაიტანეთ სალათის ფურცლებდაფენილ თეფშზე. გააფორმეთ პომიდვრებით და რეჰანის ფურცლებით.