EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ერისი »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-19 13:44:12

Eris
136199 ერისი (Eris) (დროებითი სახელები: ოფიციალური — 2003 UB313, არაოფიციალური — ქსენა, ზენა (Xena) და ლილა (Lilah)) — ჯუჯა პლანეტა, 2005 ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც თავისმხრივ 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის ერისი მეათე პლანეტად გამოაცხადეს 2005 წლის იანვარში, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.
ორბიტაზე ის მზის ირგვლივ მოძრაობს 3436 მ/წმ სიჩქარით და მზის ირგვლივ ერთ სრულ ბრუნის პერიოდია 557 წელი ანუ 203 600 დღე.
მზიდან უშორესი მანძილი ( აფელიუმი ) არის 14 600 000 000 კმ ( 97,56 ასტრონომიული ერთეული ), მზესთან უახლოესი მანძილი( პერიფელიუმი ) 5 650 000 000 კმ. ( 37,77 ა. ე.) საშუალო მანძილი არის 10 120 000 000 კმ ( 67,67 ა. ე.).ექსცენტრისიტეტი ( ორბიტის გაწელილობის კოეფიციენტი ) არის: 0,44177. ერისის დიამეტრი სავარაუდოდ 2400 კმ -ია. თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი სავარაუდოდ არის 8 სთ. მისი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით არის მინიმუმალური: -243 °C ( 30 °K), მაქსიმალური -218 °C ( 55 °K). მისი არეკვლის უნარის კოეფიციენტი ( ალბედო ) არის 0.86.