• Evpatori.ge
  • მთავარი

 

   ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ







კაბა - თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს

კადრილი - თუ თქვენ ცეკვავთ კადრილთან, ე.ი. გელოდებათ სასიამოვნო დროსტარება

კავალერია, ცხენოსანი ჯარი - კავალერიის დივიზიონის ნახვა მიგანიშნებთ პირად წარმატებასა და ჯილდოზე, მაგრამ თქვენს დაწინაურებას შეიძლება ახლდეს პატარა სენსაცია

კაზაკი - კაზაკის დასიზმრება ნიშნავს დამცირებას, ლაქას თქვენს რეპუტაციაზე, გამოწვეულს სულმდაბალი გართობითა და უზნეო საქციელით

კათედრა - სიზმარში კათედრის დასიზმრება მოასწავებს ნაღველსა და ჯავრს. თქვენი თავი ნახოთ კათედრასთან–ნიშნავს ავადმყოფობას ან სამუშაოს დამაკმაყოფილებელ შედეგს

კაიუტა - სიზმარში ხომალდის კაიუტაში ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ გეწვევათ უბედურება, უფრო სწორედ, ეს იქნება სასამართლო პროცესი, რომელსაც წააგებთ თქვენი მოწმის არადამაჯერებელი ჩვენებით

კაკაბი - კაკაბის ნახვა სიზმარში გპირდებათ სიმდიდრის მოსაპოვებლად კარგი პირობების შექმნას. კაკაბის დაჭერა კაკანათით ნიშნავს, რომ თქვენი იმედები გამართლდება. კაკაბის მოკვლა–მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესანიშნავად უძღვებით საქმეს, თქვენი ქონების დიდი ნაწილი სხვების ხელში გადავა. კაკაბის ჭამა–მიიღებთ კმაყოფილებას დამსახურებული პატივისაგან. მფრინავი ფრინველის ნახვა–ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივაა

კაკალი - კაკალი სიზმარში მაუწყებელია ჭეშმარიტი სიხარულისა და ბედის კეთილგანწყობისა. თუ სიზმარში თქვენ ამტვრევთ ჭიან კაკალს–თქვენი მოლოდინი შეიცვლება მწუხარებითა და იმედგაცრუებით. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ ხელები გასვრილი აქვს კაკლით, ე.ი. მისი შეყვარებული თავის ყურადღებას გადაიტანს სხვა ქალზე, რის გამოც იგი ბევრს ინანებს გაუაზრებელი საქციელის გამო.

კაკანი, კრიახი - თუ სიზმარში გესმით ქათმების კრიახი–ნიშანია რაღაც ცნობისა, რომელიც გაგაოცებთ; შესაძლოა გაიგოთ ვიღაცის ნაადრევი სიკვდილი, შეიძლება, ავადმყოფობამ თქვენთვის საყვარელი ადამიანი გაკოტრებამდე მიიყვანოს

კაკაო - თუ კაკაო დაგესიზმრათ, მეგობრობას დაამყარებთ არასასიამოვნო ხალხთან სამსახურში დაწინაურების მიღწევის მიზნით

კალათი - თუ სიზმარში თქვენ მიგაქვთ სავსე კალათი, გელით უდიდესი წარმატება. ცარიელი კალათი მოგიტანთ მწუხარებასა და დაუკმაყოფილებლობას

კალეიდოსკოპი - სიზმარში კალეიდოსკოპის ნახვა თქვენს ცხოვრებაში სწრაფი ცვლილებებისა და მცირე სიხარულის მომასწავებელია

კალენდარი - თუ სიზმარში კალენდარში აწარმოებთ ჩანაწერებს–მთელი წლის განმავლობაში არ უღალატებთ თქვენს ჩვევებს და იქნებით წესიერი სიტყვასა და საქმეში. უბრალოდ, ნახვა კალენდრისა–გაწბილებაა თქვენს ვარაუდებში

კალია - კალია სიზმარში წინააღმდეგობებს მოასწავებს. იგი საქმეებში შეფერხებას ნიშნავს. თუ კალია ქალს დაესიზმრა, მას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. თუ კალია ბოსტნეულზე მიცოცავს, უსიამოვნო მოვლენები თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ კალიების გუნდით მინდორი დაიფარა–ეს ავადმყოფობის ნიშანია. თუ კალიების გუნდი მზეს ჩრდილავს–ცუდი ამბებია მოსალოდნელი

კალმახი - კალმახი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანია. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, კალმახს ნახავთ, დაიჭერთ თუ მიირთმევთ. მაგრამ თუ სიზმარში კალმახი ანკესს მოწყდა და წყალში ჩავარდა, თქვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. თუ მას მღვრიე წყალში ხედავთ, თქვენ სიყვარულში იმედგაცრუება გელით

კალმისტარი - სიზმარში კალმისტრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიდრეკილება მოგზაურობების მიმართ სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კალმისტარი სიზმარში არ წერს, ცხადში თქვენ ამორალურ ქმედებაში დაგადანაშაულებენ

კალომელი (ფარმ.) - სიზმარში კალომელის ნახვა ნიშნავს, ვიღაცას თქვენი მოტყუება უნდა და დარტყმის მოყენებას ცდილობს თქვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც გაუცნობიერებლად მოქმედებენ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ იღებს კალომელს–ის გახდება მსხვერპლი ხრიკებში დაოსტატებული ადამიანებისა,რომლებსაც არ ენდობა. თუ სიზმარში ხედავს, რომ კალომელს იღებს გარედან–ე.ი. ის თვალს ხუჭავს ტყუილზე, რათა დატკბეს კმაყოფილებით, თუნდაც ხანმოკლე დროით

კამათელით თამაში - თუ სიზმარში თამაშობთ კამათელს, ე.ი. გელით წარუმატებელი თამაში ბირჟაზე, რასაც შედეგად მოჰყვება სიღარიბე და სასოწარკვეთილება, ასევე ინფექციური დაავადება. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხედავს, რომ მისი შეყვარებული ყრის კამათელს, ეს სიზმარი ფარდას ხდის მისი რჩეულის უმაქნისობას

კამათი, შეკამათება - უსაფუძვლო, ტყუილი კამათი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს; ეს, ასევე, გარშემომყოფთა უსაფუძვლო გაკიცხვასაც ნიშნავს. თუ სიზმარში მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო დისკუსიაში, ე.ი. თქვენში დაფარული ნიჭი იმალება, რომლის გამოვლენაც ძალზე გეზარებათ

კამეა - კამეას ნახვა ნიშნავს, რომ მალე რაღაც სამწუხარო მოვლენა მოითხოვს თქვენს ყურადღებას

კამეჩი - თუ ქალს ესიზმრება, რომ ხოცავს კამეჩებს, ის ხელს მოკიდებს რაღაც რთულ საქმეს, მაგრამ მიზანდასახულობისა და უანგარობის წყალობით დაიმსახურებს მამაკაცების კეთილგანწყობას და მიიღებს დიდი ხნის ნანატრს. ბევრისათვის სიზმარში კამეჩის ნახვა მოასწავებს ძლიერი, მაგრამ არც თუ ჭკვიანი, მოწინააღმდეგის გამოჩენას, თუმცა თავშეკავება და ტაქტიკური მოქმედება დაეხმარებიან გამკლავებაში

კამპანია - პოლიტიკური კამპანიის წარმოება ნიშნავს, რომ თქვენ არ ეთანხმებით კომერციული საქმიანობის წარმოების საზოგადოდ მიღებულ ხერხებს და თქვენს თავს უყენებთ საკუთარ პრინციპებს; მიუხედავად მტრების ხრიკებისა, შესაძლოა, რომ მათ, ვინც იმყოფებიან ხელისუფლებაში, წააგონ.
თუ გესიზმრებათ, რომ მრევლი ატარებს კამპანიას ცოდვიანობის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ მოგმართავენ თხოვნით, საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმაროთ პირადი სახსრებით. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ ინტერესდება გახრწნილ ქალთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიისადმი, ის შეძლებს რაღაც წინააღმდეგობის გადალახვას და საჭიროების შემთხვევაში სიმტკიცეს გამოიჩენს

კანარის ჩიტი - სიზმარში ნახოთ ეს ტკბილხმიანი მომღერალი–ნიშანია მოულოდნელი სიხარულისა. თუ ახალგაზრდებს ესიზმრებათ, რომ ეს ფრინველი ჰყავთ, ბედი მათ უმზადებს სამწერლო პოპულარობას, ოცნებებისა და ახალგაზრდული იმედების ასრულებას. თუ კანარის ჩიტს გჩუქნიან–მალე მემკვიდრეობას მიიღებთ. ფრინველის გამოშვება გალიიდან–ყველაზე სანუკვარი იმედების გაცრუებაა.
მომაკვდავი კანარის ჩიტი გაფრთხილებთ მეგობრის გაიძვერობაზე. მფრინავი და მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტი გპირდებათ მდიდრულ აპარტამენტში დღესასწაულს და ცხოვრებას, რომელიც სავსე იქნება სინატიფით, შემოსავლითა და შესანიშნავი მეგობრებით. თუ ჩიტის ფერი უცნაური და არაბუნებრივად ნათელია–ე.ი. თქვენი იდუმალი ოცნება ფუჭია, ხოლო თქვენი თავდაჯერებულობა–ყველაზე დიდი მტერი. ქალი ასეთი სიზმრის მერე ფრთხილად უნდა იყოს, რათა მლიქვნელური დაპირებები მისი იმედგაცრუებით არ დამთავრდეს. ასეთი სიზმრის ზღაპრული სცენები ქალს კარგს არაფერს უქადის, რადგან ისინი დააბნევენ მას.

კანაფი - სიზმარში კანაფის ნახვა საწინდარია თქვენი წარმატებისა ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი მსხვილ ბიზნესში. ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში გაურკვეველი მიზეზით მიდის კანაფის ველზე–ნიშნავს ჩხუბს და მეგობართან დაცილებას.
კანაფის თესლის დასიზმრება რეალურ ცხოვრებაში გპირდებათ მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის პოვნას. საქმიან ადამიანს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ დადგა დიდი ფულის შოვნის დრო

კანის დაავადება - თუ სიზმარში ნახეთ, რომ კანის დაავადება გაქვთ, იგი შეიძლება ცხადშიც დაგემართოთ, მაგრამ ეს საშიში არ იქნება. თუ სიზმარში ეს ავადმყოფობა სხვა ადამიანებს დაემართათ, ცხადში დასახმარებლად ღარიბ–ღატაკები მოგმართავენ

კანფეტი - თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ აკეთებთ კანფეტებს, ე.ი. ეს საქმიანობა იქცევა თქვენი კეთილდღეობის რეალურ წყაროდ. თუ სიზმარში გემრიელად მიირთმევთ კანფეტს, გელით გართობა მაღალ საზოგადოებაში და ახალი სიყვარული, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თუ არა. უგემური კანფეტი ნიშანია ავადმყოფობისა ან გაუწყებთ, რომ თქვენს კარგ სულიერ მდგომარეობას შეცვლის გაღიზიანება და გაბოროტება.
თუ თქვენ ჩუქნით ვიღაცას კანფეტს ყუთით–ცხადში მალე შესთავაზებთ ვინმეს წინადადებას

კაპიტანი - თუ სიზმარში გამოგეცხადათ ნებისმიერი ეკიპაჟის კაპიტანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილური მიზნები ასრულდება. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული კაპიტანია, მას ელის მწარე განცდები ეჭვიანობის ნიადაგზე

კარადა - თუ თქვენ რამეს ეძებთ კარადაში ან ნივთებს ალაგებთ თაროებზე, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლებათ, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს. თუ კარადაში ნივთები მოწესრიგებულად აწყვია, ცხადში დიდი წარმატება გელით

კარავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ცხოვრობთ კარავში, თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. რამდენიმე კარავი ან კარვების ქალაქი–იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა, რომლებიც თქვენ გულზე არ გეხატებათ. დახვეული ან ქარისაგან წაქცეული კარვები მოუსვენრობას მიანიშნებს

კარანტინი - თუ თქვენ სიზმრში იმყოფებით კარანტინში, თქვენ არც თუ კარგი მეგობრების ინტრიგების წყალობით აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში

კარაქი - სიზმარში ახალი, ოქროსფერი კარაქის ჭამა ნიშნავს, რომ იქნებით ჯანმრთელი და თქვენი გეგმები წარმატებით რეალიზდება. შესაძლოა, თქვენ გახდეთ სოლიდური უძრავი ქონების მფლობელი და გაიფართოოთ თვალსაწიერი. თუ ჭამთ დამძაღებულ კარაქს, მომავალში მდგომარეობის მისაღწევად მძიმე შრომა მოგიწევთ. კარაქით ვაჭრობა შემატებას ნიშნავს, თუმცა უმნიშვნელოს.
კარაქის ათქვეფა სიზმარში–დაისახავთ ძნელად მისაღწევად მიზანს, მაგრამ თქვენი შრომისმოყვარეობითა და გულითადობით მიაღწევთ სასურველს და გახდებით მდიდარი ადამიანი. გლეხს ასეთი სიზმარი ჰპირდება კარგ მოსავალს, ქალს კი–მშრომელ და ენერგიულ მამაკაცს.

კარდინალი - სიზმარში კარდინალის ნახვა თავის ტანსაცმელში–წარუმატებლობაა. ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ იმდენი უბედურება, რომ იძულებული იქნებით გადასახლდეთ სადღაც შორეულ მხარეს ან სხვა ქვეყანაში, რათა ხელახლა დაიწყოთ თქვენი გაბზარული ცხოვრება. ქალისათვის ასეთი ცხოვრება სიკვდილს ნიშნავს, თუ ის ცხადში დაიჯერებს ტყუილ დაპირებებს. თუ მღვდელი, რომელიც გესიზმრებათ, თქვენი მოძღვარია და გესაჭიროებათ მისი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ცდუნებისას, ეს სიფრთხილისაკენ მოწოდების ნიშანია

კარეტა - თუ სიზმარში ხედავთ ეკიპაჟს, ცხადში გელით დაჯილდოება და ნაირგვარი ვიზიტები. კარეტით მგზავრობა–სწრაფი, მაგრამ ხანგრძლივი ავადმყოფობაა, რომლის შემდეგაც შეძლებთ დატკბეთ ჯანმრთელობითა და კარგი შესაძლებლობებით. თუ თქვენ ეძებთ ეკიპაჟს–მოგიწევთ ბევრი მუშაობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ უზრუნველყოფილი იქნებით მატერიალურად

კარზე კაკუნი - თუ სიზმარში კარზე კაკუნი მოგესმათ, სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თუ სიზმარში კაკუნის ხმამ გაგაღვიძათ, ახალი ამბავი ძალზე სასიამოვნო იქნება

კარი - თუ სიზმარში შედიხართ კარებში–თქვენი მცდელობა, განთავისუფლდეთ ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან, ფუჭად ჩაივლის. ერთ–ერთი კარები, საიდანაც თქვენს სიზმარში შეგიძლიათ უშიშრად გამოხვიდეთ–ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი. ის მომავალში გპირდებათ შეძლებულად ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოცვას.
თუ სიზმარში წვიმიან ღამეს შედიხართ კარში–ეს ქალს მიანიშნებს შეუფერებელ საქციელზე, კაცისთვის კი მეტყველებს მის უპატიებელ ნაკლზე, ასევე მომავალ საიდუმლო შეხვედრაზე. სხვა ხალხი, შემავალი და გამომავალი კარებიდან, რომლის წინაც თქვენ დგახართ–გაფრთხილებაა მოსალოდნელ სიძნელეებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი საქმეების წესრიგში მოყვანის მცდელობისას.
ეს სიზმარი განსაკუთრებით ცუდის მომასწავებელი ნიშანია პოლიტიკური მოღვაწისათვის. მწერალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს, რომ მკითხველს არ მოეწონება მისი წერის მანერა და ისინი დაკარგავენ მისდამი ინტერესს. თუ კარი დახურვისას მოულოდნელად მოწყდება ანჯამებიდან და ამის გამო ვიღაც დაზიანდება, ასეთი სიზმარი მოასწავებს საშიშროებას თქვენი მეგობრისათვის, რომელსაც ცუდი რჩევა მიეცით.

კარნავალი - სიზმარში კარნავალში მონაწილეობის მიღება–იმის მომასწავებელია, რომ თქვენ მალე დატკბებით არაჩვეულებრივი გართობით ან დასვენებით. კარნავალი ნიღბებით ან მახინჯი, უაზრო კლოუნის ფიგურებით, ნიშნავს უთანხმოებას, განხეთქილებას სახლში და უპასუხო სიყვარულს

კარტოფილი - კარტოფილის ნახვა–კარგი ახალი ამბავია. სიზმარში კარტოფილის ამოღება–წარმატებული მომავლის ნიშანია. კარტოფილის ჭამა ნიშნავს არსებით სარგებელს. კარტოფილის მოხარშვა ან შეწვა–კარგი სამსახურის შოვნაა. თუ სიზმარში რგავთ კარტოფილს, ე.ი. თქვენი სურვილები ახდება. დამპალი კარტოფილის ნახვა მოასწავებს თქვენი სიხარულისა და კმაყოფილების დასასრულს, აგრეთვე ბინდით მოცულ მომავალს.


კარუსელი - თუ დაგესიზმრათ კარუსელი, ე.ი. თქვენი მცდელობა, მოიპოვოთ წარმატება ცხოვრებასა და სიყვარულში, ამაო აღმოჩნდება

კასრი - წყლით სავსე კასრი ოჯახში შემატების ნიშანია. ცარიელი კასრი უსიამოვნებას მოასწავებს: წარმატება გარკვეული დროით ზურგს გაქცევთ

კატასტროფა - თუ ნახეთ, რომ საქალაქო ავტოტრანსპორტით მოხვდით ავარიაში, გელოდებათ რაღაც საკუთრების დანაკარგი ან დაშავება. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს კატასტროფის მონაწილედ, ე.ი. ის მალე განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს. მეზღვაურისთვის კატასტროფა ზღვაზე ნიშნავს უბედურებას და შემოსავლის დაკარგვას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ გადარჩით, მაშინ ცხადში თქვენ თავს დააღწევთ ძალზე სახიფათო სიტუაციას.
თუ სიზმარში გახდით სარკინიგზო კატასტროფის მონაწილე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანგარების მიზნით დაინტერესდებით რაღაც უბედური შემთხვევით ან წარმოგექმნებათ სიძნელეები ბიზნესში

კატაფალკა - კატაფალკა სიზმარში ნიშნავს დაძაბულობას ოჯახურ ურთიერთობაში და წარუმატებლობას საქმეებში. ასეთი სიზმარი მოასწავებს აგრეთვე მწუხარებას, ავადმყოფობას ან ახლობლის სიკვდილს. თუ სიზმარში კატაფალკამ გზა გადაგიღობათ–მოგიწევთ ბრძოლა სასტიკ მოწინააღმდეგესთან

კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.
თუ კატა ჭუჭყიანი და გამხდარია–ელოდეთ ცუდ ამბებს: შესაძლოა, ვინმე თქვენი ახლობელი ავად გახდეს, მაგრამ თუ გააგდებთ კატას, იგი გამოჯანმრთელდება. სიზმარში კატის კრუტუნისა და კნავილის მოსმენა იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავნოთ. თუ სიზმარში კატამ დაგჩხაპნათ, თქვენი მტერი შეძლებს წაგართვათ შემოსავალი იმ საქმიდან, რომელზეც მრავალი დღე მუშაობდით.
თუ ახალგაზრდა ქალს ხელში უჭირავს კატა ან კნუტი. ის ჩათრეულ იქნება უკეთურ საქმიანობაში. სუფთა, თეთრი კატა ნიშნავს რაღაც ჩახლართულობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იქცეს ქონების დაკარგვისა და მწუხარების საბაბად. თუ მსხვილ ვაჭარს ესიზმრება კატა, მან სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის საქმეს, რადგან კონკურენტებმა თითქმის უკვე გაანადგურეს მისი საქმის მართვის სისტემა და ის იძულებული იქნება მიიღოს ზომები და გაყიდოს თავისი საქონელი იაფად, რათა საბოლოო ჯამში მოიგოს.
ერთმანეთის გვერდით მშვიდად მყოფი კატა და გველი დასაწყისია სასტიკი ბრძოლისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, თქვენთან იღებთ მტერს და გეჩვენებათ, რომ ეს თქვენ გეხებათ და საზოგადოების განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.

კაჭკაჭი კაჭკაჭი ყოველთვის ხანგრძლივ ჩხუბს მოასწავებს.ეს რომ თავიდან აიცილოთ, შეეცადეთ კარგად აწონ–დაწონოთ თქვენი საქციელი და ლაპარაკი.

კბენა - სიზმარში თუ მწერი გკბენთ–ელოდეთ ბოროტებასა და უბედურებას. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს გოგონა–ცხადში მას შეაწუხებს ნაღველი და სინანული მამაკაცებისადმი უჩვეულო მიმნდობლობის გამო.
თუ სიზმარში დაგკბინეს, მოასწავებს ავადმყოფობას და წარუმატებლობებს: შემთხვევითი შეცდომის გამო თქვენ შეიძლება გააფუჭოთ საქმე, რომელშიც ბევრი შრომა ჩადეთ

კბილები - თუ სიზმარში ნახავთ კბილებს, გელოდებათ ავადმყოფობასთან დაკავშირებული უსიამოვნება. თუ კარგავთ კბილებს–გელით წარუმატებლობა ან ცუდი ცნობა. თუ ექიმმა ამოგიღოთ კბილი, გელოდებათ ხანგრძლივი ავადმყოფობა, შესაძლოა სიკვდილიც.
თუ სიზმარში გიპლომბავენ კბილებს–ე.ი. მრავალგვარი გამოცდის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ დაკარგული ღირებულებები. თუ სიზმარში იწმენდთ კბილებს–ბედნიერების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ბრძოლაც და მსხვერპლიც. თუ გესიზმრებათ, რომ გიდგამენ ხელოვნურ კბილებს–თავს დაგატყდებათ საშინელი ბოროტება, რომლისთვისაც მოგიწევთ თავის არიდება.
თუ სიზმარში კარგავთ კბილებს–ზრუნვის მძიმე ტვირთი გაანადგურებს თქვენს სიამაყეს და უარყოფითად იმოქმედებს საქმეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ კბილი ამოგძვრათ–ნიშნავს მოულოდნელ უბედურებას: ან თქვენი ბიზნესი იზარალებს, ან სიკვდილია სადმე ჩასაფრებული. თუ სიზმარში ათვალიერებთ თქვენს კბილებს–ყურადღებით უნდა იყოთ საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მტრები არ ისვენებენ.
თუ სიზმარში დამტვრეული კბილები გაქვთ–უფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ პირიდან აფურთხებთ კბილებს–ე.ი. ავადმყოფობა გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ნათესავს. არასწორი, გაფუჭებული კბილები ცუდია. იგი მის მნახველს მრავალ უსიამოვნებას უქადის: ესაა უძრავი ქონების დაკარგვა, პირადი გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სერიოზული ავადმყოფობა და, ასევე, ნერვების დასუსტება ჯანმრთელი ადამიანისათვისაც კი.
სიზმარში ერთი კბილის ამოვარდნა ცუდი ამბავია. თუ ორი–ელოდეთ რიგ უსიამოვნებებს, რომელშიც აღმოჩნდებით თქვენი გაუფრთხილებლობის წყალობით. თუ ამოვარდება სამი კბილი–გელით კატასტროფა. ნახოთ, როგორ გცვივათ კბილები–უმეტესად ვინმეს სიკვდილია. თუ კბილები გაფუჭებულია და ამიტომ გიღებენ–ასევე სიკვდილის ნიშანია, ოღონდ თქვენი.
თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან გცვივათ მუქი ნადები, კბილები კი თეთრი და ჯანმრთელნი ხდებიან ე.ი. მალე გამოჯანმრთელდებით. თუ სიზმარში აღფრთოვანებული ხართ თქვენი კბილების ბრწყინვალებითა და სილამაზით, გელით სასიამოვნო საქმიანობა და თქვენი სურვილის შესრულებით მიღებული სიხარული.
შესაძლოა, სიზმარში დაკარგეთ ერთი კბილი, მაგრამ მერე ენით დაუწყეთ ძებნა ამოვარდნილ ადგილს და ვერ იპოვეთ. შემდეგ ამ ღრმულს ეძებს ექიმი, მაგრამ გამოცანა ამოუხსნელი რჩება. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ გელით რაღაც შეხვედრა, რომელსაც საერთოდ არ ელით და გსურთ თავის არიდება, მაგრამ შემდეგში კვლავ გააგრძელებთ შეხვედრას იმ ადამიანთან და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები არ იწონებენ ამას, მაინც მიიღებთ ამ შეხვედრისაგან დადებით ემოციებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ექიმმა მშვენივრად გაგისუფთავათ კბილები, მაგრამ შემდეგში აღმოაჩინეთ, რომ ისინი კვლავ გაყვითლდნენ, ე.ი. თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც პიროვნება იცავს თქვენს ინტერესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ის ვერ უმკლავდება ვიღაც მატყუარას ეშმაკურ დაპირებებს

კბილის საწმენდი სიზმარი, რომელშიც ნახულობთ კბილის საწმენდს, მიგანიშნებთ, რომ ბოროტება და უმნიშვნელო გაბრაზება ვერაფერს გავნებთ, ოღონდ იმ პირობით, თუ თავს ფლობთ. თუ სიზმარში ხმარობთ კბილის საწმენდს–ე.ი. მალე გაანაწყენებთ მეგობრებს.

კედარები - მწვანე და მაღალი კედარები მოასწავებენ რაღაც სასიამოვნო წარმატებას. გამხმარი და ავადმყოფი კედარები იმედგაცრუებას. ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ კეთილის მოლოდინი ნუღარ გექნებათ

კედელი - თუ გზაზე კედელი გადაგეღობათ, ცხადში ზეწოლას ვერ გაუძლებთ და იძულებული გახდებით, უარი თქვათ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თუ სიზმარში კედელზე გადადიხართ, ცხადში თქვენი მიზნების მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. კედელში გაკეთებული ხვრელი თქვენი სულის სიმტკიცეზე მიუთითებს, რომლის გამოვლენით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ.
დანგრეული კედელი–მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ, რომ კედელს აშენებთ, წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დეტალურად დაგეგმვა. თუ სიზმარში ქალი მიფოფხავს კედელზე, მისი ბედნიერება მყარი იქნება. თუ ქალი ვინმეს ემალება კედლის უკან, ცხადში მას თავისი სიყვარულის შერცხვება. თუ იგი კედელთან სეირნობს, ცხოვრებაში იგი ძალიან გალამაზდება

კეთილგანწყობა - თუ სიზმარში ვიღაცის კეთილგანწყობას ეძებთ, ე.ი. თქვენ მალე გამდიდრდებით და გაჭირვება უკან დარჩება. თუ ვინმეს ჩუქნით თქვენს კეთილგანწყობას–გელით დანაკარგი

კენგურუ - კენგურუ სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ გააცურებთ თქვენს ძლიერ მტრებს, რომლებიც ოცნებობენ, ცუდად წარმოგადგინონ იმ ადამიანებთან, რომელთა გადმობირებასაც ცდილობთ თქვენს მხარეზე. თუ კენგურუ გესხმით თავს, თქვენი რეპუტაცია საფრთხეშია. თუ კლავთ კენგურუს–გელით წარმატება თქვენი მტრების ეშმაკობისა და მოქმედების მიუხედავად. კენგურუს თავშესაფარი მიგითითებთ, რომ თქვენ პატიოსანი წარმატების გზას ადგახართ.

კენჭის ყრა, ხმის მიცემა - თუ სიზმარში ბიულეტენს აგდებთ ამომრჩევლის ყუთში–გელით სულიერი აფორიაქება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მეგობრებზე და ახლობლებზე. თუ ხმის მიცემისას ეშმაკობთ–ე.ი. თქვენი უპატიოსნება იმოქმედებს თქვენს საუკეთესო პარტნიორზე.

კერპი - კერპებისადმი თაყვანისცემა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად წვრილმანი საქმიანობით მიიწევთ დიდებისა და წარმატებისაკენ. კერპების უარყოფა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თავდაჭერილი ადამიანი–ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ საყოველთაო პატივისცემის მოპოვების სწრაფვისაგან.
თუ ხედავთ, სხვები როგორ სცემენ კერპებს თაყვანს, ეს მიანიშნებს თქვენს უთანხმოებაზე უახლოეს ადამიანთან. კერპთაყვანისმცემლობის განსჯა გიქადით პოპულარობასა და პატივს, რაშიც დაგეხმარებათ თქვენი უნარი–ჩასწვდეთ ადამიანების შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს.

კვანძი - თუ სიზმარში კვანძს ხსნით–ცხადში დაიწყებთ წვრილმანებზე წუხილს. კვანძის შეკვრა–გამოიჩენთ გაბედულებას და თავს დააღწევთ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანს

კვარტეტი - თუ სიზმარში ხედავთ კვარტეტს ან მღერით მასში–გპირდებათ თქვენი საქმის მომგებიან წარმართვას, მხიარულ მეგობრებს და სასიამოვნო დროსტარებას. სიზმარში კვარტეტის დაკვრის ნახვა და მოსმენა ნიშანია იმისა, რომ თქვენ ჯიუტად ცდილობთ თქვენთვის მიუღწეველი რაღაცის მიღწევას

კვერთხი - თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში კვერთხი გიჭირავთ, მეგობრები თავიანთ წინამძღვრად, ლიდერად აგირჩევენ, ხოლო თქვენ მათ იმედებს გაამართლებთ. თუ კვერთხი სხვას უჭირავს, ცხადში ინიციატივის გამოვლენას უფრო სხვა ადამიანის დამორჩილებას ამჯობინებთ.

კვერცხი - თუ კვერცხებიანი ჩიტის ბუდე დაგესიზმრათ, ბედნიერი ქორწინება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დიდძალი მემკვიდრეობაც მიიღოთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ ხშირად იცვლის თავის გატაცებებს. თუ სიზმარში კვერცხს მიირთმევთ, თქვენ სადარდებელი გაგიჩნდებათ.
გატეხილი კვერცხები იმის ნიშანია, რომ ბედი ძვირფას საჩუქრებს გიბოძებთ, თქვენი ჭკუითა და ამაღლებული გრძნობებით საყოველთაო აღიარებას მოიპოვებთ. გაფუჭებული კვერცხები მატერიალურ დანახარჯს მოასწავებენ, კვერცხებიანი კალათი კი სარფიან საქმეებში მონაწილეობას გპირდებათ

კვიცი, ულაყი - სიზმარში კვიცის ნახვა მაუწყებელია იმისა, რომ თქვენთვის დგება კარგი დრო და თქვენს გარემოცვაში დაიკავებთ ღირსეულ ადგილს.
ლამაზ კვიცზე ჯდომა და სეირნობა ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მალე გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების ხარჯზე. გაშმაგებული კვიცის ნახვა გაფრთხილებთ იმაზე, რომ გარემომცველი ფუფუნება გაქცევთ ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანად, ეს კი დაგაცილებთ მეგობრებს და გიბიძგებთ საეჭვო გართობისკენ

კიბე - ფართო, ლამაზი კიბე ნიშნავს აღმასვლას. ასვლა კიბეზე–გალაღება და უღრუბლო ბედნიერებაა. კიბეზე ჩასვლა–არც ერთ საქმეში არ გაგიმართლებთ. ფართო, ლამაზი კიბის ნახვა–სიმდიდრისა და პატივის მაუწყებელია. კიბეზე ჩამავალი ხალხის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას შეცვლის უსიამოვნო მოვლენები. კიბის საფეხურზე ჯდომა–კეთილდღეობისაკენ ნელი სვლაა. თუ ჩამოვარდით კიბიდან, ე.ი. იქნებით ზიზღისა და შურის ობიექტი

კიბორჩხალები = თუ დაგესიზმრათ კიბორჩხალები, ე.ი. შეგხვდებათ უამრავი პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად დაგჭირდებათ გონიერების მოხმობა. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს არშიყობის ხანგრძლივ პერიოდს

კითხვა - თუ სიზმარში კითხვით ხართ დაკავებული, ცხადში წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც თავდაპირველად შეუსრულებელი გეგონებათ. თუ სიზმარში სხვა პიროვნება კითხულობს–ცხადში მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, და თქვენი საქმეები საუკეთესოდ აეწყობა.
თუ სიზმარში გაურკვეველი ტექსტის გარჩევას ცდილობთ, ცხადში მოუსვენრობა და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ვინმეს თხოვთ რაიმე ტექსტის წაკითხვას ან მასთან ერთად განიხილავთ წაკითხულ ტექსტს, ცხადში ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

კირი - სიზმარში კირის ნახვის შემდეგ გაჭირვება დროებით დაგაკარგვინებთ წონასწორობას, მაგრამ გონს მოეგებით, რათა უფრო თავდაჯერებული და წარმატებული გახდეთ, ვიდრე იყავით

კისერი - თუ სიზმარში საკუთარ კისერს ათვალიერებთ, ცხადში თქვენი ოჯახური უსიამოვნებები სამსახურზეც აისახება. თუ სიზმარში ვინმეს კისერი მოგწონთ, ე.ი. ცხადში, საკუთარი ცინიზმის გამო, შეეცდებით ვიღაცის ოჯახის დანგრევას. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ძალზე წვრილი კისერი აქვს, იგი რეალურ ცხოვრებაში ახლობლების მიმართ ანჩხლი და მოუთმენელი იქნება. საჭიროა, მან თავი ხელში აიყვანოს

კიტრი - კიტრის დასიზმრება ჯანმრთელობისა და საქმეებში წინსვლის საწინდარია; თუ ავად ხართ, მალე გამოჯანმრთელდებით; თუ შეყვარებული ხართ–თქვენი სიყვარული ბედნიერი იქნება

კლარნეტი - კლარნეტის ნახვა მიუთითებს თქვენს თავქარიან საქციელზე, რომელიც ჩრდილს მიაყენებს თქვენს ღირსებას. თუ კლარნეტი გატეხილია, გამოიწვევთ მეგობრის უკმაყოფილებას

კლდეები - სიზმარში ნანახი კლდეები საქმეში წარუმატებლობასა და ნათესავებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს

კლიტის ჭუჭრუტანა - თუ სიზმარში ვინმეს უთვალთვალებთ კლიტის ჭუჭრუტანიდან, ცხადში ვიღაცას ავნებთ სხვისი საიდუმლოს გამხელით.თუ სიზმარში თქვენ დაიჭირეთ ადამიანი, რომელიც სხვას უთვალთვალებდა, ცხადში მოჩვენებითი მეგობრები უსირცხვილოდ დაიწყებენ ქექვას თქვენს საქმეებში, რათა თქვენზე მაღლა დადგნენ. თუ სიზმარში ვერ აგნებთ კლიტის ჭუჭრუტანას–მოულოდნელად ზიანს მიაყენებთ თქვენს მეგობარს

კნუტი - თუ ხედავთ კნუტებს, გექნებათ მცირე უსიამოვნებანი–დაიწყებთ ფიქრს დაკარგულ სამუშაოზე, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაქრებიან, თუ სიზმარში მოკლავთ კნუტს. ნახვა, თუ გველი როგორ კლავს კნუტს, ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ მტრები, რომლებიც ცდილობენ გაზარალონ, თუმცა ამით მხოლოდ თავს ივნებენ.
ახალგაზრდა ქალისათვის ლამაზი, ფუმფულა, თეთრი კნუტის ნახვა ნიშნავს, რომ მას ტყუილების ბადეში გაახვევენ, მაგრამ ნათელი განსჯა და გონება დაეხმარებიან მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. თუ კნუტი ჭუჭყიანი და გამხდარია, სიზმრის მნახველი ცხოვრებაში გახდება ვიღაცის უმსგავსი საქციელის მსხვერპლი

კომბოსტო - სიზმარში კომბოსტოს ნახვა ყოველთვის ცუდია. ეს არის ყოველგვარი უწესრიგობის ნიშანი. მწვანე კომბოსტო–ცბიერებაა სიყვარულში და ღალატი ოჯახურ ცხოვრებაში. თუ თქვენ ჭრით კომბოსტოს, სიზმარი გაფრთხილებთ, რომ თქვენი უაზროდ ხარჯვის ჩვევა დამღუპველია

კომედია - თუ თქვენ ესწრებით მსუბუქ, მხიარულ სპექტაკლს თეატრში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით სულელური გართობის უნებლიე მონაწილე. სიზმარში კარგი კომედიის ნახვა გპირდებათ მცირე კმაყოფილებასა და სასიამოვნო ზრუნვას

კომერცია - თუ სიზმარში დაკავებული ხართ კომერციით–საკმაოდ კარგად ისარგებლებთ თქვენ წინაშე წარმოქმნილი მდგომარეობით. თუ სიზმარში კომერციული საქმიანობისას განიცდით წარუმატებლობას, ეს მიგანიშნებთ მღელვარებასა და პრობლემებზე რეალურ ცხოვრებაში

კომეტა - სიზმარში კომეტას ნახვა ცაზე ნიშნავს, რომ გელით მოულოდნელი გამოცდა, რომელსაც თქვენ გმირულად გაუმკლავდებით და შედეგად მიაღწევთ დიდების მწვერვალს. ახალგაზრდა ქალს კომეტა უქადის მძიმე დანაკარგსა და მწუხარებას

კომპასი - კომპასი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლისას თქვენი მოქმედება მოექცევა ძალიან ვიწრო ჩარჩოში. გამარჯვება იქნება ძნელი, მაგრამ დამსახურებულ ღირსებას მოგიტანთ. სიზმარში თუ ჩვეულებრივი ან საზღვაო კომპასი ნახეთ, ე.ი. გიმართლებენ გარემოებები და პატიოსანი ადამიანები. არასწორი მიმართულების მაჩვენებელი კომპასი მაუწყებელია დანაკარგისა და სიცრუისა

კონვერტი - კონვერტი სიზმარში გპირდებათ არც თუ ისე სასიხარულო ახალ ამბებს

კონცერტი - სიზმარში თუ გესმით მშვენიერი მუსიკის ხმა, ეს გპირდებათ ბრწყინვალე გართობას, მწერალს კი–წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი ჰპირდება ღვთაებრივ სიყვარულს, ბიზნესმენს კი საქმის კარგად წარმართვას.
კონცერტი მომღერლებისა და ბალეტის მსახიობების მონაწილეობით ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრები იქნებიან უმადურები და, შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ არასასურველი თანამგზავრები, ბიზნესის ჩარჩოები დავიწროვდება

კორსეტი - სიზმარში კორსეტის ნახვა ნიშნავს, რომ უკმაყოფილო იქნებით იმ ყურადღებისა, რომელიც თქვენ თვითონ მოიპოვეთ. თუ ქალი ნერვიულობს კორსეტის გახსნისას ან შეკვრისას, ე.ი. მას აქვს მეგობრებთან წაჩხუბების მიდრეკილება უმნიშვნელო მიზეზზე

კოქსი - კოქსი თუ დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში ელოდეთ უბედურებასა და უთანხმოებას.

კოქტეილი - სიზმარში კოქტეილის ნახვა ცუდი ნიშანია და ნიშნავს, რომ თქვენ აბნევთ მეგობრებს თქვენი მიდრეკილებებით და გართობით უწესო და თავქარიანი ადამიანების საზოგადოებაში, რაც სხვა პიროვნებად გაქცევთ. ქალებს ასეთი სიზმარი უქადის აწეწილ ცხოვრებას, რომელიც არ ემორჩილება მიღებულ ნორმებს

კოღო - თუ სიზმარში ნახეთ კოღო, მაშინ თქვენი მტრების წინააღმდეგ მიმართული თქვენი ძალისხმევა ამაოა, რადგან ეს ადამიანები ძალიან გაზარალებენ. თუ კლავთ კოღოებს, ბოლოს და ბოლოს, დაძლევთ სიძნელეებს და იქნებით მდიდარი და ბედნიერი

კოშკი - თუ დაგესიზმრათ კოშკი, ე.ი. ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევა გსურთ. თუ სიზმარში აძვერით კოშკზე–ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ კოშკი მაშინვე დაინგრა, როგორც კი ჩამოხვედით–იმედი გაგიცრუვდებათ

კოშმარი - კოშმარული სიზმრები,ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ჩხუბსა და უთანხმოებაზე. ახალგაზრდა ქალს მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სხვადასხვა ხასიათის იმედგაცრუებას და აფრთხილებს, რომ მას დაუმსახურებლად უგულებელყოფენ; ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობასა და კვებას 

კოცნა - თუ სიზმარში ბავშვები კოცნიან ერთმანეთს, ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე იქნება; დედის კოცნა–საქმეში წარმატება და მეგობრების პატივისცემაა; ძმის ან დის კოცნა–მტკიცე მეგობრობა; შეყვარებულების კოცნა ბნელ ადგილას–საშიშროების ნიშანია; თუ იგივე სინათლეში ხდება–თქვენ კეთილშობილი იქნებით ქალების მიმართ. უცნობი ქალის კოცნა–უსინდისო საქციელის ნიშანია.
თუ მეტოქე კოცნის თქვენს შეყვარებულს, ცხადში მის პატივისცემას დაკარგავთ. ცოლ–ქმრისათვის სიზმარში კოცნა მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ თანხმობას ნიშნავს. მტრის კოცნა–მეგობართან შერიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი დაინახეს შეყვარებულის კოცნის დროს, ე.ი. მეგობრები მას მკაცრად მოექცევიან. ჰაეროვანი კოცნა მგზავრობას ნიშნავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით

კოჭლი - კოჭლის დასიზმრება–აუსრულებელი იმედებისა და ადამიანებზე იმედგაცრუების ნიშანია

კოჭლობა - საკუთარი კოჭლობა სიზმარში უმნიშვნელო წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სხვა ვინმე კოჭლობს, ცხადში თქვენი მეგობარი რაღაცით გაწყენინებთ

კოხტაპრუწა - თუ სიზმარში თვით კმაყოფილ პიროვნებას ნახავთ–არასწორი ზრახვები გამოძრავებთ, საჭიროა სულიერებაზე მეტად იზრუნოთ

კრავი - თუ მდელოზე ნახეთ კრავები,ეს მყარი და ხანგრძლივი მეგობრობის ნიშანია. გლეხისათვის ეს სიზმარი უხვი მოსავლის სიმბოლოა. მკვდარი კრავი სიღატაკეს მოასწავებს. კრავის თეთრ ბეწვზე სისხლი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ უსამართლო ბრალდების ობიექტი გახდებით.
თუ სიზმარში ფარადან დაკარგულ კრავს ეძებთ, საქმეში მეტი დაფიქრება გმართებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ კრავს კლავენ, ისეთი კეთილდღეობის ნიშანია, რომლისთვისაც ბევრი რაიმეს დათმობა მოგიწევთ. ცხვრის შემწვარი ხორცი ავადმყოფობის ნიშანია.
თუ კრავი დედის რძეს წოვს, თქვენს სახლში მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებს. თუ კრავს მგელი მიათრევს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც–არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. თუ კრავის ბღავილი გესმით, ცხადში თქვენი დიდსულოვნების გამო გარშემომყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ.
გათოშილი კრავები იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ კრავი ხელში გიჭირავთ–თქვენ მიმართ დიდ მზრუნველობას და ყურადღებას გამოიჩენენ. თუ კრავს კრეჭთ, ეს პარტნიორებთან თქვენს პატიოსან დამოკიდებულებას მოასწავებს, მაგრამ თქვენ, ამავე დროს, მკაცრი და შეუწყნარებელი იქნებით

კრემაცია - სიზმარში კრემაცია ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები საქმიან წრეებში თქვენს გავლენას შეასუსტებენ. თუ თქვენ გიკეთებენ კრემაციას, გელით წარუმატებლობა მეწარმეობაში, განსაკუთრებით, თუ მოისმენთ უცხოთა რჩევებს და არ დაუჯერებთ თქვენს ინტუიციას

კუ - თუ კუ დაგესიზმრათ, ცხადში რაღაც სასიამოვნო ამბავი სიხარულს მოგიტანთ და ძალას შეგმატებთ, რაც მომენტალურად აისახება თქვენს საქმეებზეც. სიზმარში კუს წვნიანის ჭამა–საეჭვო სიამოვნებებია.

კუდი - თუ რაიმე ცხოველის კუდი დაგესიზმრათ, მწუხარე მომავალი გელოდებათ. თუ სიზმარში რამეს აჭრით კუდს, უბედურება თქვენივე გაუფრთხილებელი საქციელის გამო მოგელით. თუ დაგესიზმრათ, რომ კუდი გაბიათ და იგი გაგეზარდათ, ცხადში თქვენი ცუდი განწყობილება გარშემომყოფთა ნერვიულობის მიზეზი გახდება. სანამ გვიან არ არის, სჯობს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან

კუზი - სიზმარში კუზიანის ნახვა ნიშანია თქვენი მომავალი გეგმების მოულოდნელი გართულებისა.

კუთხე - თუ სიზმარში შიშით იმალებით კუთხეში, უსიამოვნებები გელით. თუ გესიზმრებათ, რომ უცხო ხალხი კუთხეში რაღაცაზე ჩურჩულებს, ე.ი. მტრები ცდილობენ დათრგუნონ თქვენი ნებისყოფა; შესაძლოა, აგრეთვე, რომ ვიღაც თქვენი მეგობრებიდან თქვენდამი გულწრფელი არ იყოს.

კუნძული - თუ დგახართ კუნძულზე სუფთა წყლის გარემოცვაში–გელით მშვენიერი მოგზაურობა ან ქორწინება. გაპარტახებული კუნძულის დასიზმრება დაგაკარგვინებთ მდგომარეობას და გაუბედურდებით.
გამწვანებული კუნძულის ნახვა–თქვენი მწუხარება სიმშვიდითა და თავისუფლებით შეიცვლება. გარშემომყოფნი, დამსახურებისამებრ, მადლიერნი იქნებიან. ხალხი კუნძულზე–მოასწავებს თქვენს ხანგრძლივ ბრძოლას საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობის დასაკავებლად

კურდღელი - თუ სიზმარში ხედავთ თქვენგან გაქცეულ კურდღელს, ე.ი. მოულოდნელად დაკარგავთ რაღაც ფასეულს. თუ შეიჩვიეთ კურდღელი–თქვენ გარშემო იქნებიან კარგი, მაგრამ არაინტელექტუალური კეთილისმსურველები. მკვდარი კურდღელი მომასწავებელია ახლობლის სიკვდილისა. კურდღლის ნახვა, რომელსაც ძაღლები მისდევენ–მაუწყებელია თქვენს ახლობლებს შორის ჩხუბისა და უთანხმოებისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თუ სიზმარში ესვრით კურდღელს, ცხადში იძულებული იქნებით, ახლობლებთან მიმართებით, მიიღოთ ძალიან მკაცრი ზომები თქვენი კანონიერი საკუთრების შესანარჩუნებლად.

კურთხევა - სიზმარში კურთხევის ნახვა ნიშანია ახალი, ძალზე სასიამოვნო ნაცნობობისა და მეგობრობისა გამოჩენილ ადამიანებთან. თუ სიზმარში ახალგაზრდა ქალი მონაწილეობს კურთხევის ცერემონიაში, ეს ნიშნავს, რომ მას ელის ყურადღება ცნობილ ადამიანთაგან; მაგრამ თუ კურთხევა მის სიზმარში იღებს უსიამოვნო ჩახლართულობას, ელის ცუდი მოვლენა, რომელიც იმოქმედეს მის დროსტარებაზე.


კუტკალია - მწვანე ბალახზე კუტკალიას ნახვა ნიშნავს, რომ მტრები ემუქრებიან თქვენს ყველაზე დიდ ინტერესს. თუ კუტკალია გამხმარ ბალახზეა, მაშინ გემუქრებათ ჯანმრთელობის გაუარესება ან იმედგაცრუება ბიზნესში. თუ კუტკალიას ხედავთ მზის ფონზე–უახლოეს ხანს მოგიწევთ ერთი არასასიამოვნო პრობლემის გადაწყვეტა და ფრთხილი მოქმედებით შეძლებთ საქმის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალებას. თუ სიზმარში ვიღაცას აჩვენებთ კუტკალიას, ე.ი. თქვენ თავშეკავებული ხართ და ადვილად გასცემთ თქვენი ბიზნესის საიდუმლოებებს.

 

 

 


Copyright © Evpatori.Ge