EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ დავწეროთ ბიზნეს პროექტი ,/ business »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი:
თარიღი: 2013-07-09 19:00:11
როგორ დავწეროთ ბიზნეს პროექტი
პროექტის აღწერა არის სააპლიკაციო ფორმის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს. აღნიშნული პუნქტი სასურველია დაიყოს ქვეპუნქტებად, რომელშიც გაერთიანდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
პროექტი შედგება:
• თავფურცელი
• ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ
• პროექტის აღწერა
• პროექტის შესრულების განრიგი
• ბიუჯეტი
• მოსალოდნელი შედეგები
• მონიტორინგი და შეფასება
პროექტის აღწერა
ა) პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი) გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი.
ბ) მიზანი გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომელიც ლოგიკურ კავშირში იქნება (მიმართული იქნება) ზემოთ აღწერილ პრობლემასთან.
გ) ამოცანები გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქ უნდა მიუთითოთ რა ამოცანების გადაჭრას ისახავთ თქვენს პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამოდენიმე ამოცანა იმის გათვალისწინებით თუ როგორია თქვენი პროექტის სპეციფიკა.
დ) განხორციელების გზები გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს:
1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?
2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?
ეს თავი უნდა შეიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ მსვლელობას. მასში უნდა აისახოს ეტაპებად დაყოფილი პროექტის შესასრულებლად გასაწევი საქმიანობა, განაწილებული თვეების (დღეების, კვირების, კვარტლების) მიხედვით თქვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ბიუჯეტი
ბიუჯეტი განაცხადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის აღწერაში მითითებულ ამოცანებთან. თქვენი პროექტის ბიუჯეტის შედგენისას აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
• ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს ცხრილის სახე
• თუ დაფინანსების წყარო რამდენიმეა, ცხრილს შესაბამისად უნდა დაემატოს სვეტი, სადაც მითითებულ იქნება:
ა) დაფინანსების წყარო,
ბ) დაფინანსების საგანი(სამუშაო/მომსახურება)
გ) თანხის რაოდენობა;
• ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ სამუშაოებს/მომსახურების სფეროებს, რომლებიც შეესაბამება პროექტის ამოცანებს. არ შეიტანოთ ბიუჯეტში ის პუნქტები, რომლებიც არ არის აუცილებელი, არ არის არსებითი, ან მიუსადეგია თქვენი პროექტისთვის.
მოსალოდნელი შედეგები
განაცხადის ფორმის ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას. სასურველია შედეგები დაყოთ:
ა) რაოდენობრივი მაჩვენებლებით
ბ) თვისობრივი მაჩვენებლებით
სასურველია მიუთითოთ, აგრეთვე რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
მონიტორინგი და შეფასება
განაცხადის ფორმის ამ ნაწილში თქვენ უნდა შესთავაზოთ ფონდს, თუ როგორ აწარმოოს თქვენი პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება და რა კრიტერიუმებით შეაფასოს მისი წარმატება.
მონიტორინგი ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ თუ როგორი იქნება კონკრეტულად თქვენი პროექტის განვითარებაზე თვალყურის დევნების (მონიტორინგის) მექანიზმი და პერიოდულობა.
შეფასება მიუთითეთ ის სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც განსაზღვრავენ თქვენი პროექტის წარმატებას.