EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ინი და იანი – სიმართლე მის შესახებ »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-14 01:23:30

ინი და იანი – სიმართლე მის შესახებ

ინი და იანი – სიმართლე მის შესახებ

ვინ არ იცის ეს ცნობილი სიმბოლო, რომელიც ახლა  პოსტის მთავარი სურათია, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა. (ასევე ადამიანების უმრავლესობამ არ იცის ინის და იანის სწორი, ან ზუსტი განმარტება). ის არაერთი კომპანიის სარეკლამო ლოგოც კი გმხდარა, ისე რომ სულ არ ეხებოდა მათი კომპანიის არსს თავისი შინაარსით და სხვ. ჩემი დღეევანდელი პოსტი, ამ სიმბოლოს განმარტებას და ზოგადად სამყაროს დასაბამის შესახებ ძველი ჩინური ფილოსოფიის შეხედულების განმარტებას ეძღვნება.

თანახმად ძველჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან – ნათელი, კაცური, დადებითი. აი ეს ცნობილი სიმბოლოც ინ და იან ძალების გრაფიკული გამოსახულება გახლავთ და არა თუნდაც დღის და ღამის სიმბოლური გამოსახულება, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

ინი და იანი წარმოადგენენ ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს. ძვ. ჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომლელიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან–ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად – ინ–ცი. შედედების პროცესში იან–ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ინ–ცის მძიმე ნაწილაკები – ქვევით ეშვებიან. თავად ცნება „ცი“ უღრმეს და ურთულეს შინაარსს მოიცავს. „ცის“ ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ რაღაც სულიერ საწყის ელემენტაბსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიერი მასა „ცი“ გაიყო, წმნიდ ნაწილკებისაგან (იან) წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდილი ნაწილაკებისაგან (ინ) მიწა.

ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის „ცის“. ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს – იან–ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნწაილაკებს ინ–ცის. მათი ურეთიერთქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი.

ქალური და მამაკაცური საწყისების ბალანსი

ძველი ჩინური და ტიბეტური მოძღვრებით ცხოვრების ძალა ”ცი” წარმოიქმნება ”ინი” და ”იანი” ( 陽 და 陰) გარდაქმნის შედეგად. ისინი წარმოადგენენ ორ ფუნდამენტალურ ძალებს რომლებიც ქმნიან სამყაროს და მათი ურთიერთ ზემოქმედებით მოყავთ ის ჰარმონიაში. ეს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო და ურთიერთ კომფლიქტური ძალები არსებობენ ყველა მოქმედებაში. ისინი სიმბოლიზირებენ ორ საწინააღმდეგო ენერგიებს, რომლებიც თავიანთი მონაცვლებლობით და ურთიერმოქმედებით წარმოადგენენ სამყაროს დინამიკას. ეს სიმბოლიკა მეტყველებს, რომ რეალობა შედგება ურთიერთ საწინააღმდეგო ზემოქმედებითა და ურთიერთ საწინააღმდეგო პრინციპებით.

”ინი”და”იანი” (陰 陽) დამოკიდებული არიან ერთი მეორეზე. ქმნიან რა, მუდმივ მოძრაობას, ვიბრირებენ ისე როგორც ტალღა და ხელს უწყობენ ურთიერთ ჰარმონიას. როგორც ქალი და მამაკაცი არიან პარტნიორები სიცოცხლესა და სიყვარულში. ”ინი” და ”იანი” არა მარტო საწინააღმდეგოები არიან, არამედ ისინი ჰარმონიულად ავსებენ ერთი მეორეს. ”ინი”-ს და ”იანი”-ს ურთიერთმოქმედება განიხილება როგორც უსასრულო სიკვდილის და სიცოცხლის ციკლური პროცესები. რომელსაც ძველ ჩინეთში უწოდებენ მოძრაობა ”დაოს”.

აღმოსავლეთ მედიცინაზე დაყრდნობით, ჯამრთელი სხეული დაფუძნებულია სრულყოფილ წონაწორობაზე ინსა და იანის შორის. ხოლო როდესაც ბუნებისგან შექმნილი ეს ბალანსი ირღვევა ის შესაძლებელია აღზდგეს მედიტაციის, აკოპუნქტურის, კორექტირებული დიეტის, და ა.შ. საშუალებით. აღმოსავლეთის ცოდნაზე დაფუძნებული ექიმები ცდილობენ განმკურნონ არა ავადმყოფობათა გარეგანი სიმპტომები, არამედ მისი პირველადი მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკულ ბალანსირებაზე. ხოლო ეს ადამიანს დასავლეთ მენტალიტეტით შეიძლება მოეჩვენოს ერთგვარ ”მისტიკად”.

როდესაც ხდება ორგანიზმის პათოლოგიური ცვლილებების დადგენა და მკურნალობის მეთოდების არჩევა, ”ინ- იან”თეორიის გამოყენება ჩინურ ტრადიციული მედიცინაში წარმოადგენს აუცილებელობას. რომ, მივასადაგოდ ის დასავლურ მედიცინასთან, ინ-იან სისტემის აღდგენა ორგანიზმში განიხილება, როგორც ორგანიზმის ჰომეოსტაზის აღდგენა თავდაცვითი ბალანსის სტიმულაციის გზით. რაც შესაძლებლობას აძლევს თანამედროვე მედიცინას განიხილოს ორგანიზმი, როგორც ერთიანი მთლიანი. ანუ ჯანმრთელობა და ავადყოფობის მდგომარეობა, განხილული იქნას დიალექტური მიდგომით.

აღმოსავლური მედიცინის თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმი შედგება12 მერედიანისაგან. საიდანაც 6 არის მამაკაცური საწყისის [ინი] და 6 ქალური.[იანი]. ისინი ერთი და იმავე დროს არიან გამყოფი და ურთიერთ დამაკავშირებელნი. გამომდინარე შინაგანი ორგანოების ფუნქციონალურ მდგომარეობიდან, იცვლება პოტენციალთა სხვაობა, შესაბამის მერედიანების წერტილებზე. ხოლო ორგანოთა ნებისმიერი ცვლილებები აუცილებლივ აისახება კანზე. სწორედ მერედიანები წარმოადგენენ მგრძნობიარე ინდიკატორებს, რომლებიც ატყობინებენ ორგანიზმს მოახლოებულ საფრთხეს.

თანამედროვე პერიოდში ”ინის” და ”იანის” ურთიერთდამოკიდებულებათა განსაზღვრა შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში, ეგრეთწოდებული აურა კამერის საშუალებით. ამ სისტემის ფუქციონირების გენერალურ ხაზს წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმიდან ინფორმაციის აღება უკუ-ბიოლოგიური კავშირის საშუალებით. "ინ და იანის" შემთხვევაში სისტემა გარდა ენცეფალოგრამული ანალიზის, ეყრდნობა კანის ელექტრო აქტიურობის, კანქვეშა ტემპერეტურის და კანის ზედაპირული ტენიანობის მონაცემებს

.ინი და იანი (ქალი და მამაკაცი)
ინი და იანი არის კონცეფცია აზიური, უფრო ზუსტად ჩინური ფილოსოფიიდან და გამოხატავს იდეას, რომ რაც არ უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო და პოლარული ჩანდნენ სხვადასხვა ძალები, ისინი მაინც ერთმანეთ დაკავშირებულ-დამოკიდებული არიან. ეს პრინციპი გამოიყენება თითქმის ყველა ჩინურ მიმდევრობაში: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებაში და ა.შ. ინი და ინანი ზოგჯერ მოიხსენიება ტაიჯის (Taiji) სახელით ტაოიზმში.ინი და იანის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს: სინათლე და სიბნელე, სიკეთე და სიბოროტე, ქალი და მამაკაცი.აღმოსავლურ კულტურაში სწამთ, რომ ქალის და მამაკაცის ენერგიები მიმართულია ურთიერთსაწინააღმდეგოდ. ტაოიზმის მიხედვით მამაკაცის ენერგია მოდის მისი პენისიდან ზევით გულისკენ, მეორეს მხრივ ქალებში გულიდან ქვევით მიემართება ენერგია საშოსკენ. მამაკაცის სასიცოცხლო ენერგიას ჰქვია იანი, ხოლო ქალისას-ინი.სქესებს შორის ომიც ასე წარმოიქმნება: ქალს სჭირდება გულის კავშირი, რათა სექსი მოუნდეს, ან სექსამდე მივიდეს, ხოლო მამაკაცს სჭირდება სექსი, რათა მისი გულის კავშირი განხორციელდეს.იანი არის დონორი, აქტიური ფორმა, ხოლო ინი პასიური, რეციპიენტია.ქალის და მამაკაცის სტანდარტული სექსუალური ურთიერთობის ფორმა გამოიხატება აქტიური მამაკაცით და პასიური ქალით. როდესაც ქალი არის სექსის დროს ზემოდან და აქტიური, მამაკაცი ექცევა ინის პოზიციაში, ქალი კი ამ შემთხვევაში იანს წარმოადგენს. ეს პოზიცია მამაკაცისთვის ტრანსფორმაციული პოზიციაა.

ავტორი: admin