EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მაგიური ხუთკუთხედები: პენტაგრამა და დოდეკაედრი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-16 21:37:58

მაგიური ხუთკუთხედები: პენტაგრამა და დოდეკაედრი

მაგიური ხუთკუთხედები: პენტაგრამა და დოდეკაედრი

პენტაგრამა წესიერი ხუთკუთხედია, სადაც თითოეული არათანაბრად გაყოფილი მონაკვეთი შემდეგი ფორმულით შეეფარდება ერთმანეთს a:x=x:b ანუ მონაკვეთის დიდი ნაწილის შეფარდება მთელთან, ტოლია მცირე ნაწილის შეფარდებისა დიდ ნაწილთან ჯამი ნებისმიერი პროპორციის შემთხვევაში უდრის 0,618-ს პენტაგრამის ეს თვისება პითაგორას მოსწავლემ ჰოპასოს მეტაპონტელმა აღმოაჩინა და “ოქროს კვეთა” უწოდა. თუმცა თავად სიმბოლო გაცილებით ძველია. ანტიკურ საბერძნეთში ის ბედნიერების, ჯანმრთელობის, სიმტკიცის სიმბოლოდ ითვლებოდა. პითაგორელები კი საკუთარი კავშირის სიმბოლოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში კი ავი, ბოროტი სულებისგან დამცავ თილისმად.შეიძლება ითქვას პენტაგრამას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა დადებითი სიმბოლოს დატვირთვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო მის ძალაში და მას ეზოში, კარის ზღურბლზე, სახლში ხატავდა. ატარებდა როგორც თილისმას და სოფლებში შესასვლელ გზებზეც კი აშენებდა ქვებით. ამის ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წ.წ.) სახლის ზღურბლზე გაკეთებული პენტაგრამაა წარწერით “salve”, მაგრამ თუ რატომ ითვლება ის ასეთი ძალის მქონე სიმბოლოდ ცნობები არ მოიპოვება ალბათ ყველას გვინახავს ამობრუნებული პენტაგრამაც თხის თავით ან მის გარეშე, ეს კი სატანისტების სიმბოლოა დაახლოებით XVII საუკუნიდან. საინტერესოა რატომ მიაწერენ მას ორ საპირისპირო ძალას. და რატომ არის ასეთი არსებითი სხვაობა მის წაღმა და უკუღმა მხარეს შორის. ის ხო ერთი და იგივეა, გააჩნია საიდან შეხედავ. ისევე როგორც მაგია გააჩნია, როგორ გამოიყენებ!


 ამობრუნებული პენტაგრამა.

სატანა ქრისტეს ანტიპოდია, როგორც ვიცით ისევე როგორც ეს პენტაგრამები ერთმანეთის.


 ამობრუნებული პენტაგრამა ბაფომეტის გამოსახულებით.

სატანიზმის სიმბოლოდ დამკვიდრებულმა პენტაგრამამ განვითარების პიკს მეოცე საუკუნის შუა და ბოლო პერიოდში მიაღწია და აქტუალობას არ კარგავს. პენტაგრამა კი როგორც ვიცით ბევრად ადრეული პერიოდისაა. მას ვხვდებით სხვადასხვა ხალხების კულტურასა და წარმოდგენებში. მაგ.: არსებობს კელტური პენტაგრამაც და ა.შ.


 კელტური პენტაგრამა.

მაგრამ რადგან არსებობს კიდევ ერთი წესიერი ხუთკუთხედი, რომელსაც პლატონი ციური სხეულის მომცველ ეთერს უწოდებს და სამყაროს სიმბოლოოდ მიიჩნევს, აჯობებს საუბარი სწორედ მისით -დოდეკაედრით განვაგრძოთ, რადგან მასზე შედარებით მეტი მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს.

 


დოდეკაედრი 12 წესიერი ხუთკუთხედისგან შემდგარი გეომეტრიული სხეულია, რომელსაც პენტაგრამის გულში ვხედავთ (ამ ხუთკუთხედში დიაგონალების აგებით პენტაგრამა მიიღება, რომელსაც გულში ისევ წესიერი პლატონისეული ხუთკუთხედი ექნება და ასე უსასრულოდ).

 


პლატონი, როგორც ისტორიიდან ირკვევა, დაინტერესებული იყო წმინდა რიცხვების კვლევით. ზუსტად რა იგულისხმება წმინდა რიცხვებში ცნობილი არ არის, მისტიკური რიცხვები თუ რაიმე სხვა, მაგრამ ეს ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას წარმოდგენა ვიქონიოთ მის დამოკიდებულებაზე ციფრებთან და გეომეტრიულ სხეულებთან. ციფრი 40 სწორედ მან შეიტანა წმინდა რიცხვთა კატეგორიაში, რაც გამეორებულ იქნა ახალ აღთქმაში სათავეს კი ძველი შუამდინარეთიდან იღებს ისევე, როგორც ციფრი 60. ციფრი 60 შემთხვევით არ მიხსენებია. რადგან პლატონი თვლიდა, რომ ყოველი სტიქია შედგებოდა მართკუთხა სამკუთხედებისგან, ყველაზე ცნობილი მართკუთხა სამკუთხედი კი პითაგორელების ტრიადაა, რომელსაც პლატონიც ცნობდა. ის შედგება შემდეგი ციფრებისგან 3, 4, და 5. მათი ნამრავლი კი 60 უდრის, ისევე როგორც თითოეული ხუთკუთხედის კუთხეების ნამრავლი მის საერთო რაოდენობაზე. 60 შუმერულ მითოლოგიაში ცისა და ცის მნათობთა უზანაეს ღმერთს – ანუს აღნიშნავდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სტიქიების წარმოშობის ტრიადის, პლატონისეული დოდეკაედრის ნამრავლის და პენტაგრამის შინაარსობრივი და ვიზუალური მსგავსება გვხვდება, რაც შინაარსობრივად შეიძლება დავუკავშიროთ ციფრ 60-ს ცისა და ცის მნათობთა უზენაეს ღმერთს. აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი ერთმანეთთან მოდის ჰარმონიაში ციფრები, გეომეტრიული სხეულები და მათი დატვირთვაც კი. თუმცა შუმერებში ამ ციფრის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ათვლის სისტემაც კი სამოცობითი ჰქონდათ. სხვათა შორის ქართულ მითოლოგიაშიც მთვარეს იგივე დატვირთვა ჰქონდა. ის უზენაესი ღმერთი იყო ისევე როგორც მზე.

 


1922-1934 წლებში მიმდინარეობდა ქალაქ ურის არქეოლოგიური გათხრები, რის შემდეგაც გამოქვეყნდა წიგნი “ქალდეველთა ური”, რომელშიც მოცემულია “წარღვნამდე” და “წარღვნის შემდეგომი” მეფეების სია და მათი მეფობის პერიოდი. წარღვნამდელი მეფეების მეფობის პერიოდებად წიგნში მოცემული ციფრები გამაოგნებელი და ადამიანის რელური სიცოცხლის ზღვართან შეუსაბამოა თავისი სიდიდის გამო. მაგ.: ერიდუში მეფე ალილუმს უმეფია 28.800 წელი. ეს რა თქმა უნდა ასე არ შეიძლებოდა ყოფილიყო და რადგან შუმერებში ქურუმები წამყვან როლს ასრულებდნენ, მეცნიერებმა ესეც მათ მორიგ “ოინად” მიიჩნიეს. ალილიმის მეფობის მოცემული პერიოდი გაყვეს 60-ზე უზენაესი ღვთაების აღმნიშვნელ ციფრზე და მხედველობაში მიიღეს რა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში მხოლოდ მთვარის კალენდარი არსებობდა მიღებული შედეგი კიდევ 12-ზე გაყვეს. აღმოჩნდა, რომ მეფე ალილუმის მეფობის მისტიკური 28.800 წელი ჩვენი მზის კალენდრის 40 წელს უდრის (ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრების რეალური პერიოდის გამოასათვლელადაც იმავე ხერხს მიმართავს მეცნიერთა უმრავლესობა) შუმერების მემკვიდრეობაა ასევე საათში 60 წუთი, წუთში კი 60 წამი გვაქვს. წელიწადის 12 თვედ დაყოფა და ორკეცი საათიც (12;12 საათი) მათ ეკუთვნით.

 


შუმერებმა 4 ათასწლეულის წინ შენიშნეს, რომ მთვარე თვეში გადიოდა 4 ციკლს და საწყის წერტილს უბრუნდებოდა 12 თვეში. ქვიშისა და მზის საათის (გნომინის) მეშვეობით კი დაადგინეს, რომ მზის ბუნიობის დღეს დღის და ღამის ხანგრძლივობა ტოლია და თითოეული მათგანი 12-ს უდრის. სამყაროს ის წრე კი რომელსაც მზე თავისი ხილული გზის - ეკლიპტიკის გავლას ანდომებს 12 თანავარსკვლავედად დაყვეს (დღევანდელი ზოდიაქო).

 


თითოეული მათგანის გავლას მზე ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე ანდომებდა, რასაც თვის კვირებად დაყოფა მოჰყვა მთვარის ფაზების მიხედვით და თითოეულ კვირის დღეს თავისი მფარველი ღმერთი მიესადაგა. პირველი დღე იყო კვირა მზის დღე, მეორე – ორშაბათი მთვარის დღე და ა.შ.

 


მთვარის დღე უკავშირდება ქვეყნის მაცოცხლებელ ძალას სინის, რომლის ფაზებიც თანხვედრაში მოდის მთვარის ფაზებთან. მთვარის დაკავშირება მაცოცხლებელ ძალასთან შემთხვევითი არ არის რადგან ასტრონომიიდან ცნობილია, რომ მთვარე ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სითხის მიმოქცევაზე დედამიწაზე, მათ შორის სისხლის მიმოქცევაზეც კი… თუ შუმერულ შეხედულებებს ერთმანეთს შევუსაბამებთ მივიღებთ, რომ ცისა და ცის მნათობთა უზენაესი ღმერთის აღმნიშვნელი ციფრი მიღებულია ქვეყნის მაცოცხლებელი ღმერთის სინის ერთი სრული ციკლისა და სტიქიების რაოდენობათა ნამრავლით, რომელმაც მას უზენაესი ღმერთის სტატუსი მიანიჭა. რადგან რომელიმე მათგანის გამორიცხვის შემთხვევაში ვერ მივიღებთ სრულქმნილ სამყაროს. პლატონისეული დოდეკაედრი კი ზუსტად იმეორებს ზემოთ აღნიშნულს. ის შედგება 12 ხუთკუთხედისგან, რომელიც ვარაუდს თუ მივყვებით გამოვა, რომ უკავშირდება მზისა და მთვარის – მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ენერგიის სიმბოლოს. 5 სტიქიათა რაოდენობას, რომელიც ჯამში 60-ს შუმერული გაგებით სამყაროს გვაძლევს.

 


თუ დოდეკაედრში დავუშვებთ დიაგონალებს და ავაგებთ პენტაგრამას მივიღებთ წახნაგოვანი წრის ფორმას, რომელიც თვის თავში გაიმეორებს მზისა და მთვარის ციკლისა და სტიქიათა რაოდენობას. ეს პენტაგრამაში ისედაც არის. სიმბოლო პირდაპირ წრეშია ჩასმული, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ პლატონმა უბრალოდ დაშალა ის და სიმბოლურად გაართულა. თუ ჩავთვლით, რომ მოცემული მოსაზრება რეალურია და პენტაგრამა სწორედ ბიბლიური სოლომონის ბეჭედია, რომლითაც მთავარანგელოზი დაიბეჭდა უდაბნოში პირქვე. მივიღებთ უძლიერესი შეერთების სიმბოლოს – სამყაროსა და სიკეთის სიმბოლოს, რომელსაც ექნება უარყოფითი ძალებისგან დამცავი ყველაზე ძლიერი ბეჭედი, რომელიც უფალს გამოუყენები