EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კაცობრიობა და ნარკოტიკები, ანუ ადამიანის თვითმოწამვლის ისტორია(თამბაქო) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2012-12-05 17:52:09

 

თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. მის ფოთლებს იყენებენ რელიგიურ რიტუალებში და სამკურნალო მიზნით მალარიის, გაცივებისა და ქოლერის დროს.

როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის წევრები ხმელეთზე გადასხდნენ, ისინი  გაოცებული შეჰყურებდნენ აქამდე არნახულ სანახაობას: აბორიგენები ისუნთქავდნენ რაღაც მცენარის ბოლს, რომელსაც შემდეგ ბოლქვებად უშვებდნენ ნესტოებიდან და პირიდან. ასე აღნიშნავდნენ ინდიელები წმინდა დღესასწაულს – ისინი თამბაქოს ფოთლებს ღმერთების ნაბოძებად მიიჩნევდნენ და უწოდებდნენ და უწოდებენ მას Tobacco-ს.

კოლუმბმა აერიკიდან  კარტოფილთან და პომიდორთან ერთად თამბაქოც შემოიტანა. პირველი ევროპელი თამბაქოს მწეველი – კოლუმბის თანამგზავრი როდრიგო დე ხერესი, ესპანეთში დაბრუნებისთანავე, ციხეში ჩასვეს, რადგან ეგონათ, რომ მასში ეშმაკი ჩასახლდა.

მოგვიანებით, 1560 წელს, საფრანგეთის ელჩმა პორტუგალიაში ჟან ნიკომ (Nicot) იყიდა მეზღვაურებისგან თამბაქოს თესლი და, ბურნუთთან ერთად, გაგზავნა საფრანგეთის სამეფო კარზე. ეს ორიგინალური საჩუქარი ძალიან მოეწონა დედოფალ ეკატერინე მედიჩს. სულ ცოტა ხანში მას თამბაქოს გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა. მისი ბრძანებით საფრანგეთში დაიწყეს თამბაქოს კულტივირება და უწოდეს მას "Nicotiana Tabacum".

ესპანელებთან, პორტუგალიელებთან და ინგლისელებთან საფრანგეთის ფართო სავაჭრო ურთიერთობამ ხელი შეუწყო თამბაქოს გავრცელებას ყველაზე შორეულ რეგიონებშიც კი.

მე-16 საუკუნის ბოლოს სერ ვოლტერ ლერიმ, ვირჯინიიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ, დაიწყო ჩიბუხის მოწევა. მისი წყალობით ლონდონში ცნობილი გახდა ჩიბუხის მოწევა. მიუხედავად დედოფალ ელისაბედ პირველის შენიშვნისა: "მე არ მომწონს ეს ბალახი", ინგლისის მაღალ საზოგადოებაში მოდაში შემოვიდა ე.წ. "მოსაწევი საღამოები" და თამბაქოს მოყვარულთათვის სპეციალური სამოსიც კი გამოიგონეს ატლასის საყელოთი და სმოკინგი უწოდეს (ingl. smoking -მოწევა).

თამბაქოს ხმარება იკრძალებოდა როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების მიერ, მაგრამ მკაცრი ზომების მიუხედავად, თამბაქოს გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდა. 1623 წელს პაპმა ურბინ VIII გამოსცა ბულა, რომელშიც თამბაქოს მწეველებს ეკლესიიდან მოკვეთით ემუქრებოდა. XVII საუკუნეში რუსეთის მეფე მიხეილი ციმბირში ასახლებდა ყველას, ვისაც თამბაქოს აღმოუჩენდნენ. ოტომანთა იმპერიის სულთანი ამურატ IV თამბაქოს მოწევისთვის სიკვდილით სჯიდა. შვეიცარიაში თამბაქოთი მოვაჭრეებს ისეთივე სასჯელი ემუქრებოდა, როგორც მკვლელებს. აკრძალვებმა სასურველი შედეგები არ გამოიღო და 1681 წლიდან თამბაქოს კულტივირება მთელს ევროპაში გავრცელდა.

1828 წელს თამბაქოს ალკალოიდი – ნიკოტინი გამოყვეს ფრანგმა ფარმაცევტ-ქიმიკოსებმა პელეტიემ და კავანტუმ. ნიკოტინი უძლიერესი შხამი აღმოჩნდა.

მრეწველობის განვითარებამ თამბაქოს წარმოების დაჩქარებაზეც იმოქმედა. ჩიბუხი შეცვალა სიგარამ, ხოლო სიგარა – სიგარეტმა.

1848 წლის რევოლუციის წინ გერმანიაში სიგარა რევოლუციონერების განმასხვავებელ ნიშნად იქცა. მოგვიანებით სიგარა იქცა საქმოსნების სიმბოლოდ.

საქართველში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს შემოიტანეს – ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი თამბაქოს კულტურა ჩვენში XIX საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა.