_ ბატონო ბესარიონ, როგორ ხდებოდა პატიმრის „ განასედკება “ ?
_ პატიმრის გადაბირებას და „ განასეტკებას “ ციხის უსაფრთხოების სამსახური თაობდა, რომელსაც აწ დაპატიმრებული ვიქტორ ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდა. „ ნასედკა “ პატიმრებს დიდი გავლენა ჰქონდათ. იყვნენ ისეთი კატეგორიის „ ნასედკებიც “, რომლებსაც ადმინისტრაცია საკუთარ თანამშრომლებზე მეტად ენდობოდა. ისეთი შემთხვევებიც მახსოვს, თანამშრომელი „ ნასედკა “ პატიმრის ინფორმაციის საფუძველზე რომ გაუშვიათ. ადმინისტრაციას წინასწარ ჰქონდა განსაზღრული, თუ რომელი პატიმარი უნდა გადმოებირებინათ. ზოგი რეალური კომპრომანტის გამჟღავნების შიშით თანხმდებოდა აგენტობას, სხვებს კი, მახეს უგებდნენ და კომპრომანტს ხელოვნურად უქმნიდნენ, რაშიც ისევ „ ნასედკა “ პატიმრებს იყენებდნენ. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ გაუპატურების მუქარითაც იბირებდნენ და განსაკუთრებულ ჯიუტებს კიდეც აუპატიურებდნენ. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა პატიმარს ყოველგვარი ტანჯვა აუტანია და აგენტობას არ დათანხმებია, მაგრამ ასეთები არაადამიანურ პირობებში აღმოჩნდებიან ხოლმე.
_ რა დავალებებს ასრულებდნენ ნასედკები ?
_ მათი ძირითადი ფუნქცია ყოველგვარი ინფორმაციის მოგროვება და ადმინისტრაციისთვის შეტყობინება იყო. ამ მიზნით, მათ სხვადასხვა ადგილზე ნეგავდნენ. თითქმის ყველა საკანში თითო „ ნასედკა “ მაინც უნდა ყოფილიყო. „ ნასედკების “ ათავსებდნენ ურჩ პატიმრებთან ერთად, რათა მათთვის ინფორმაცია გამოეტყუათ. იმ პატიმრების საკნებში კი , ვისი საქმეც წინასწარ ძიებაში იყო, განსაკუთრებით აქტუალური ხდებოდა „ ნასედკების განთავსება.
„ ნასედკებს “ მარტო პატიმრებზე კი არა, თანამშრომლებზე მეთვალყურეობაც ევალებოდათ. მათ მიჰქონდათ ადმინისტრაციასთან ენა, რომ ესა თუ ის თანამშრომელი პატიმარს ლოიალურად მოექცა, არ დასაჯა, ტკივილგამაყუჩებელი წამალი მიუტანა და ა.შ. ადმინისტრაციას ჰქონდა ასეთი „ დანაშაულის “ დადგენის განსაკუთრებული ინტერესი, რასაც „ პატიმართა თანამშრომლის ალიანსში შესვლას უწოდებდა “
_ გასაგებია, რომ პატიმრებს არ უნდა სცოდნოდათ „ ნასედკების “ ვინაობა. თანამშრომლებმა თუ იცოდით, ვინ ვინ იყო ?
_ ნებისმიერი გონიერი თანამშრომელი მიხვდებოდა ამას. შესამჩნევი იყო, რომ ადმინისტრაცია მფარველობდა და სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, მათზე ზეწოლაც არ ხდებოდა. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, რომ აგენტური აპარატი შექმნას, რათა, ვთქვათ, ციხიდან გაქცევის ან ბუნტის პრევენცია მოახდინოს, მაგრამ დაუშვებელია აგენტებისთვის უკანონო დავალებების მიცემა და ადმინისტრაციის კაპრიზებისთვის მორგება. ციხეს თავისი დაუწერელი კანოონები აქვს. იყო შემთხვევები, როცა „ ნასედკები “ იშიფრებოდნენ კიდეც ასეთ შემთხვევაში მათი დაუყოვნებელი იზოლაციაა აუცილებელი, რათა სხვა პატიმრები არ გაუსწორდნენ. როცა ნასედკა „ დაიწვება “, ის ცალკე გადაჰყავთ, რათა არვინ არაფერი დაუშაოს.
"ასავალ დასავალი "