EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომელი პროდუქტის ყიდვა არ ღირს სუპერმარკეტში »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: nisa

თარიღი: 2013-09-26 13:21:36

რომელი პროდუქტის ყიდვა არ ღირს სუპერმარკეტში

რომელი პროდუქტის ყიდვა არ ღირს სუპერმარკეტში

არავისთვის არის უცხო, რომ მრავალი, განსაკუთრებით იაფფასიანი პროდუქტი სუპერმარკეტებში გაჟღენთილია ქიმიით და მათი საკვებად გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია.

 
ნატრიუმის გლუტამატი. არ შეიძლება პროდუქტის მიღება თუ მასში ურევია დანამატი Е621 (ნატრიუმის გლუტამატი) - მწარმოებელი ვალდებულია ეს ინფორმაცია განათავსოს პროდუქტის შეფუთვაზე. ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე დაწერილი ინფორმაცია, რადგან ნატრიუმის გლუტამატი გემოს გამაძლიერებელია, და მას ყველაზე მოულოდნელ პროდუქტებზე ამატებენ.
 
შაქრის შემცველელები. შაქრის არცერთი შემცვლელი სასარგებლო არ არის ჯანმრთელობისთვის.
 
მცირედდამარილებული წითელი ხიზილალა. წითელი ხიზილალა დიდი ხნით ვერ ძლებს. მხოლოდ გაყინულ ან ძლიერად დამარილებული სახით შეიძლება გასძლოს. თუ ხიზილალა მცირედდამარილებულია, მაშასადამე, მასში დამატებუილა უროტროპინი.
 
სიმინდის ჩხირები და ბურბუშელები (ფანტელები) შაქრით. სიმინდის ტკბილ ბურბუშელებსა და ჩხირებში გამოიყენება არა შაქარი, არამედ მისი შემცვლელი ციკლომატი. რადგან შაქარი 140 გრადუს ტემპერატურაზე უბრალოდ იწვის. 
 
ფაფები და ბურღულეული არომატიზატორებითა და საღებავებით, რომელიც ნატურალურის იდენტურია. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გააჩნია მსხლის, მარწყვის, ბანანის და სხვა სურნელება. აქ არაფერია ნატურალური.
 
შაქარყინულები. ბარბარისი - მასში გამოიყენება ძლიერი ქიმიური ესენცია.
 
მარმელადი. დღევანდელ მარმელადს იმასთან, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, არაფერი გააჩნია. ეს არის ქიმიური მრეწველობის სასწაული.
 
ყველაფერი რაც ეხება ფასტ-ფუდებს, შაურმას, ფუნთუშებს და McDonalds-ის სალათებსაც კი.
 
იაფფასიანი მოხარშული ძეხვი, სოსისი, სარდელი, პაშტეტები - ყველა მათგანი დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიოსგან. ეს არის ე. წ. ფარულცხიმოვანი პროდუქტები. მათ შემადგენლობაში ქონი, შიგანის ცხიმი, ღორის ტყავი შეადგენენ 40 %. ინიღბება ხორცად გემოვნებითი დანამატების წყალობით.
 
ღორის შაშხი, დაკეპილი ხორცი და ა. შ. მათში არაფერია ნატურალური. მომხმარებელს ატყუებენ, როდესაც ხორცის ნაცვლად ფოსფატებიან წყალს ჰყიდიან. იღებენ წვრილად დაკეპილ ხორცს და ერთ კილოგრამ გელს. ერთი ღამის განმავლობაში გელი სპეციალურ მანქანაში "იძეხვება" დაკეპილი ხორცის ნაჭერთან ერთად, რის შემდეგაც დილით "ხორცის" უზარმაზარი ნაჭერი უკვე მზად არის. როგორც ასეთი ამგვარ პროდუქტში ხორცი მხოლოდ 5 %-ია. დანარჩენი ეს არის - კარატინინი, გემოსა და ფერის გამაძლიერებლები. თანაც ხორცისთვის საჭირო ვარდისფერის გაძლიერებას აღწევენ სპეციალური ნათურებით ვიტრინებში.
 
შებოლილი ძეხვი. ადრინდელივით ძეხვს უკვე აღარავინ ბოლავს. გამოიყენება საბოლავი სითხეები ფორმალდეჰიდით.
 
იაფფასიანი ქათმები - იმპორტული იაფფასიანი ქათმები 100%-ით ჰორმონალურ-ანტიბიოტიკური პროდუქტია. დასავლური ტექნოლოგიით, რომელიც ჯერ კიდევ 50 წლის წინათ შეიმუშავეს, ქათამს აძლევენ ქალის ჰორმონებს, მათ შორის პროგესტერონს. როგორც ცნობილია, ქალის ჰორმონებისგან მამაკაცებში ეცემა ჰორმონი ტესტოსტერონი.
 
რძის პროდუქტები, რომელთა გამძლეობა 2 თვეზე მეტს აღწევს. ულტრაპასტერიზაცია კლავს მიკრობების 999,9%. ამგვარი პროდუქტისგან ზიანი არ გვადგება, მაგრამ არც სარგებლობა მოაქვს რამენაირი.
 
ყურძენი, რომელიც არ ფუჭდება. თუ ყურძენი 5 დღეზე მეტ ხანს დევს, იცოდეთ, ის დამუშავებულია ქლოროფორმით და სხვა სერიოზული ნივთიერებებით.
 
საფუარის პური. თეთრი პური. მაღალი ხარისხის რაფინირებული თეთრი ფქვილი, ისევე როგორც სხვა რაფინირებული პროდუქტი - მავნე პროდუქტებში მაღალ ადგილებს იკავებს. 
 
ნაყინი. დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია იპოვოთ ნაყინი, რომელიც რძისგან იყოს დამზადებული. სადმე რძისგან დამზადებულ ნამდვილ ნაყინს თუ იპოვით, მაშინ თამამად იყიდეთ, ხილის ნაყინი - ეს არის წმიდა წყლის ესენციები და ნატურალური მათში არაფერია. 
 
შეფუთული კექსები და რულეტები. ისინი არ ობდებიან, არ ფუჭდებიან და არ ხმებიან. რადგან მათში, განსაკუთრებით იაფფასიანში, დიდი რაოდენობით კონსერვანტები და ტექსტურის სტაბილიზატორებია. 
 
შოკოლადის ბატონები. ეს არის გიგანტური რაოდენობის კალორიები ქიმიურ დანამატებთან გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებთან, საღებავეთბან და არომატიზატორებთან ერთად.
 
გადამდნარი ყველი. იაფფასიანში ბევრია მავნე მარილ-დამადნობელი.
 
რაფინირებული და დეზოდორირებული მცენარეული ზეთი. მისი გამოყენება უფრო მიზანშეწონილია რაიმეს შესაწვავად, ხოლო სალათებში უნდა გამოიყენოთ არარაფინირებული ზეთი.
 
მაიონეზი და კეტჩუპი. იაფფასიანში დიდი რაოდენობით საღებავი, გემოს შემცვლელი და გენმოდიფიცირებული პროდუქტია.
 
კარტოფილის ჩიფსები. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მომზადებულია არა მთლიანი კარტოფილისგან, არამედ პიურესგან. ეს არის ნახშირწყლების, ქონის, ხელოვნური გემოვნებითი დანამატების და ნატრიუმის გლუტამატის ნაზავი. თანაც, ეს ეხება როგორც იაფფასიან, ასევე ძვირადღირებულ ჩიფსებსაც.
 
სწრაფი მომზადების პროდუქტები. ატრია, ხსნადი სუპები, კარტოფილის პიურე, ხსნადი წვენი "იუპი", "ზუკო" და სხვები - ეს ყველაფერი წმიდა წყლის ქიმიაა და არაფერია მათში ნატურალური.
 
ტკბილი გაზიანი სასმელები. ეს არის შაქრის, ქიმიისა და გაზების ნაზავი. თანაც, შაქრის კონცენტრაცია ძალზედ დიდია - დაახლოებით ოთხი-ხუთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე. ამიტომაც, ამგვარი "გაზიანი" სასმელით წყურვილს ვერ დაიკმაყოფილებთ. 
 
გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (გმო) ეს არის ისეთი ორგანიზმი, რომლის გენოტიპი ხელოვნურად არის შეცვლილი გენური ინჟინერიის მეთოდებით. 99%-ით მცენარეული წარმოშობის გმო-ს განეკუთვნება: სოიო, სიმინდი, ხორბალი, კარტოფილი, ბრინჯი, შაქრის ჭარხალი. იმპორტული საქონლის 99%, რომლებიც ამ კულტურებს შეიცავს (იგივე იაფფასიანი შოკოლადი, ჩიფსები, ლუდი, ასევე ყოველგვარი შოკოლადის ბატონები, დამზადებული და დაკონსერვებული სალათები, სიმინდის ფანტელები (ბურბუშელები), კიბორჩხალას ჩხირები - შეიცავენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. 
 
მეცნიერულად გმო-ს მავნებლობა დამტკიცებული არ არის. არც თუ იშვიათად არასპეციალისტები ამბობენ: "გენმოდიფიცირებული საკვები დანამატები და არომატიზატორები". ეს არასწორია, თუმცა ისინი შეიძლება მიიღონ გმო-სგან. გმო-ს მავნებლობაზე მეცნიერები დღემდე დავობენ, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით მიღება მაინც არ ღირს.