EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩინური საიდუმლო გამანადგურებელი და ევროკავშირის დილემა »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: kiki

თარიღი: 2013-09-28 22:46:39

ჩინური საიდუმლო გამანადგურებელი და ევროკავშირის დილემა

მას შემდეგ, რაც 1989 წელს პეკინში ტიანანმენის მოედანზე ჩინეთის ხელისუფლებამ სტუდენტური დემონსტრაცია დაარბია, ევროპის ქვეყნებმა პეკინისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგო დააწესეს. თუმცა, როგორც “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი იუწყება, ჩინეთის მთავრობა საკუთარი ფინანსური ძალებით ცდილობს ამ აკრძალვის გადალახვას. ამის დასტურია თუნდაც ახალი ჩინური საიდუმლო ავიგამანადგურებლის „J-20“-ის გამოცდა. ეს ახალი თვითმფრინავი ჩინეთის მთავრობამ ამერიკული გამანადგურებლის საპირწონედ შექმნა. მართალია ჩინური პროექტი გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ინტერნეტში მაინც გაჟონა საცდელი გაფრენის ამსახველმა ფოტოებმა, რითაც დადასტურდა ჩინეთის ხელისუფლების მისწრაფება, რომელიც შეიარაღების მოდერნიზებას ითვალისწინებს.

ევროპის ქვეყნების მიერ ჩინეთისათვის იარაღზე დაწესებულ ემბარგოსთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა ანალიტიკური ორგანიზაციის გაერთიანებული სამეფოს სერვისების ხელმძღვანელმა ალექსანდერ ნეილმა:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩინეთისგან განიცდიან ზეწოლას, რომელიც ეკონომიკურ გავლენაში გამოიხატება და რომელიც მთელი ევროკაკშირის მასშტაბით არის გავრცელებული. ბევრი ევროპელი ლიდერი  ჩინეთთან საინვესტიციო ურთიერთობის გაღრმავებას ფიქრობს.“

პეკინმა ევროპულ კომპანიებთან მრავალმილიარდიან კონტრაქტს ახლახანს მოაწერა ხელი. ჩინეთი აცხადებს, რომ მზადაა ასევე შეისყიდოს ესპანეთის მთავრობის 7,9 მილიარდიანი ვალიც.

ევროპელი ლიდერები ევროკშირის საგარეო საქმეთა კომისრის ქეთრინ ეშტონის ჩათვლით აცხადებენ, რომ დროა ჩინეთთან იარაღზე დაწესებული აკრძალვები გადაიხედოს. რაც შეეხება ლონდონს, ნეილის აზრით, „დიდი ბრიტანეთის პოზიცია ისევ ისეთია, როგორც რამდენიმე წლის წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი  აკრძალვის მოხსნას ნაადრევად მიიჩნევენ.“

ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს გამალებულ შეიარაღებაში ჩაბმას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სამხედრო დანახარჯებმა 2010 წელს 78 მილიარდი დოლარი შეადგინა. ალექსანადრ ნეილი კი ამბობს, რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალები მაინც ჩამორჩება თანამედროვე დასავლურ ჯარებს. თუმცა, არსებობს სფეროები, სადაც ჩინეთი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას და შეერთებულ შტატებთან კონკურენციას ცდილობს. „J-20-„ი სწორედ ამის დადასტურებაა.