EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნინძა / Ниндзя / Ninja »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-10-01 20:22:08
ნინძა (იაპონ. 忍者) ან შინობი (იაპონ. 忍び) — საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატებული ფარული აგენტი ან დაქირავებული ჯარისკაცი იაპონიაში. ნინძების ფუნქციები მოიცავდა შპიონაჟს, საბოტაჟს, ინფილტრაციას, და პოლიტიკურ მკვლელობებსა და ხელჩართულ, ღია ბრძოლებს ზოგიერთ სიტუაციაში.ნინძების ბრძოლის ხედვა შეპირისპირებული იყო სამურაების ბრძოლის მეთოდებთან, რომელთაც უმკაცრესი წესები ჰქონდათ.შინობი — ჯაშუშთა და დაქირავებულ ჯარისკაცთა სპეციალური, გაწვრთნილი ჯგუფები, სენგოკუს პერიოდში, XV საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა, შესაძლოა ნინძები ერთი საუკუნით ადრე, XIV საუკუნეშიც იყვნენ, და კიდევ უფრო ადრეც, XII საუკუნეში (ჰეიანისა ეპოქასა ან ადრეულ კამაკურას ეპოქაში).
წარმოშობა
ითვლება, რომ ნინძას საიდუმლო კლანები იაპონიაში წარმოიშვა ერთდროულად სამურაის ფენებისა IX-XII საუკუნეებში. ნინძას წინამორბედებად ითვლებოდნენ მთიელ განდეგილთა სექტები იამაბუსიVIII საუკუნეში, რომლებიც ქადაგებდნენ სინგონის სკოლის ბუდიზმის მიმართულებას. იამაბუსები ახალისებდნენ მძიმე და დამთრგუნველ ვარჯიშებს თავიანთი მოსწავლეებისთვის, ასევე დიდი სიფრთხილით ინახავდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე დაგროვებულ ცოდნას მედიცინაში, ქიმიაში, ასტროლოგიაში. იამაბუსები იყვნენ ბუნებასთან სრული შერწყმის მიმდევრები. დასაწყისში ნინჯიცუს საიდუმლო სკოლებს არ ჰქონდათ არაფერი საერთო სამხედრო ორგანიზაციებთან არც მომზადების მეთოდიკის მიხედვით და არც თავისი ფილოსოფიის მიხედვით. თუმცა დროთა განმავლობაში მოხდა ცვლილებები.
თვით საბრძოლო ხელოვნება ნინჯიცუს წარმოშობას, ისევე როგორც უმრავლესობას აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებისა, უკავშირებენ ჩინურ წყაროებს. თუმცა ტერმინი 'ნინჯიცუ" მოიცავს მხოლოდ მცირე ნაწილს ნინჯიცუს ხელოვნების განსაკუთრებული თვისებებისა, ისეთებს როგორიცაა დაფარვა, სიდუმლოების აურის შექმნა და დაჭერა. ნინძას ფუნქციაში შედიოდა მტერთან შეღწევა, საბოტაჟის მოწყობა ან მკვლელობა და მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ უკან დაბრუნება.
ტრადიციულად ნინძები ასრულებდნენ დაქირავებულთა როლს, რომლებიც სთავაზობდნენ საკუთარ თავს როგორც ჯაშუშებს, დაქირავებულ მკვლელებს, დივერსანტებს, პოლიტიკურ პროვოკატორებს და ტერორისტებს იაპონიის ფეოდალური ეპოქის დიდ და პატარა მმართველებს. ნინძები სთავაზობდნენ თავიანთ მომსახურებას მხოლოდ მათ, ვინც მზად იყო მათთვის გადაეხადა. ნინძების ოჯახები წარმოადგენდნენ მჭიდროდ შეკრულ კოლექტივებს, ინტეგრირებულებს უფრო მსხვილ ჯგუფებში - კლანები. უცხო ადამიანს პრაქტიკულად არ ჰქონდა შესაძლებლობა შეერთებოდა ასეთ ჯგუფებს და გამხდარიყო ნინძა, ამისათვის საჭირო იყო დაბადებულიყო პროფესიონალების ოჯახში. ხელოვნება და სხვა ეშმაკობები ინახებოდა საიდუმლოდ და გადაეცემოდა მხოლოდ მამიდან შვილს. საიდუმლოს გამჟღავნება ნიშნავდა სიკვდილს ამავე კლანისაგან. ლეგენდების თანახმად ნინძები იყვნენ მამაცი, ნავარჯიშები ხალხი, რომლებიც გადიოდნენ მომზადებას ბავშვობიდან ამ რთულ საბრძოლო ხელოვნებაში, რომელიც მოიცავდა ძალიან ბევრ უნარს. ნინძას პირველ რიგში უნდა მოეპოვებინა საჭირო ინფორმაცია, ასევე შეძლებოდა ნებისმიერი საგნის იარაღად გამოყენება, თავი დაეცვა ნებისმიერი იარაღისგან (მათ შორის შიშველი ხელებით), მოულოდნელად გამოჩენილიყო და მოულოდნელად გამქრალიყო, სცოდნოდა ადგილობრივი მედიცინა, ბალახებით მკურნალობა და აკუპუნქტურა (ნემსებით მკურნალობა). მათ შეეძლოთ დიდხანს დარჩენილიყვნენ წყალში და ესუნთქათ თივის ღერიდან, შეეძლოთ კლდეზე ცოცვა, ადგილზე ორიენტირება, ევარჯიშებინათ სმენა, მხედველობითი მახსოვრობა, კარგად დაენახათ სიბნელეში, ჰქონოდათ მძაფრი ყნოსვა და სხვა მრავალი რამ. ინიციაცია, როგორც სამურაების ოჯახებში, ხდებოდა 15 წლის ასაკში. ამ დროს ვაჟები და გოგონები გადადიოდნენ ძენ-ბუდიზმის და სან-დაოსიზმის შესწავლაზე.
პოლიტიკურად ნინძები იყვნენ ფეოდალური ურთიერთობების სისტემის გარეთ, მათ გააჩნდათ საკუთარი სტრუქტურა. უფრო მეტიც - ისინი იყვნენ "ჰინინი" - საზოგადოების სტრუქტურის გარეთ, არ გააჩნდათ თავისი აღიარებული ადგილი მასში, თუმცა შეეძლოთ დაეკავებინათ ნებისმიერი. გლეხსაც, ვაჭარსაც ჰქონდა თავისი ადგილი. ძველი ნინძები იყვნენ მოფენილი მთელს ქვეყანაში, მაგრამ მათი ძირითადი ადგილსამყოფელი იყო კიოტოს შემოგარენი და იგას და კოგას მთიანი მასივები. ხანდისხან ნინძას კლანები ივსებოდნენ სამურაებით, რომლებიც კარგავდნენ პატრონებს (ეგრედწოდებული რონინი)
ნინჯიცუს აყვავების ხანა მოვიდა სენგოკუ ძიდაის (1467-1568) პერიოდზე. ამ დროზე მოდიოდა ფეოდალური ომების მწვერვალი და მაშინ დაითვლებოდა დაახლოებით 70 ნინძას კლანი. ნინძებზე ლეგენდებიც ამ პერიოდს ეკუთვნის. დოკუმენტური მოწმობებიც ამტკიცებენ ამ ეპოქაში იგას და კოგასსკოლების არსებობას.
იაპონურ კულტურაში ნინძა ხშირად უპირისპირდება სამურაებს. საქმე იმაშია, რომ სამურაები ყველაზე მაღლა აყენებდნენ საომარი კოდექსის - ბუსიდოს იდეალებს და მისდა შესაბამისად ისწრაფოდნენ ღირსეულად ებრძოლათ და საუკეთესო სახით მომზადებულიყვნენ სიკვდილისთვის. ნინძა ქადაგებდა აბსოლუტურად საპირისპირო ფილოსოფიას. ნინძასთვის მთავარი იყო შეესრულებინა დასახული ამოცანა, და რადგანაც მათი მთავარი ამოცანა იყო დაზვერვა, მისი წარმატებით შესრულებისთვის საჭირო იყო გადარჩენილიყო ნებისმიერ ფასად. ნინძასთვის არ შეიძლებოდა ყოფილიყო აკრძალული მოქმედება, არ შეიძლებოდა ეარსება რაიმე ზნეობრივ ან რელიგიურ-ეთნიკურ შეზღუდვებს ომის წამოების მეთოდებში. გამარჯვების მოსაპოვებლად კარგია ნებისმიერი საშუალება და ნინძებიც ყველას მათ წარმატებით იყენებდნენ.
სწავლების საფუძვლები
ნინჯიცუ ასწავლის, რომ შეუძლებელია აბსოლუტური უსაფრთხოების მდგომარეობის მიღწევა. ყოველი ქმედება არღვევს სამყაროში უკვე არსებულ ჰარმონიას, რითაც იწვევს წინააღმდეგობას, წარმოშობს საპასუხო ქმედებას, რომელიც მით უფრო ძლიერი და საშიშია, რაც უფრო მეტად ირღვევა დამკვიდრებული ბალანსი. გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ კარგად გესმოდეს, თუ რაში ირღვევა ჰარმონია და შეგეძლოს არასასურველი შედეგის მინიმიზირება.
ნინჯიცუს ყველა სკოლის სწავლების საფუძველში იდო სამი ურთიერთდაკავშირებული ბლოკი უნარებისა და შესაძლებლობების, რომლებიც ერთად წარმოქმნიდნენ წინააღმდეგობის მოქნილ სისტემას ნებისმიერი შესაძლებელი საშიშროებისთვის.
- პირველი ბლოკი უნარების შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გარემომცველი მდგომარეობებისა და სპეციალური მოწყობილებების გამოყენების ხელოვნება მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისათვის. ამაში შედიოდა კვალის ამოცნობა და ფარული გადაადგილებები, შენიღბვა და წინაღობების გადალახვა, ჩასაფრებების მოწყობა და მეტოქის გრძნობების მოტყუება. ტრენინგის მიზანი მდგომარეობდა სამყაროსთან შერწყმაში 5 ძირითადი "სტიქიის" დამორჩილების მეშვეობით - ჩინურ ვარიანტში - მიწის, წყლის, ხის, ცეცხლის და ლითონის; იაპონურ ვარიანტში - მიწის (CHI), წყლის (SUI), ცეცხლის (KA), ჰაერის (FU) და სიცარიელის (KI. პირველსაწყისი ყველაფრის, გამომუშავდება "მესამე ბლოკზე"). მებრძოლი, რომელიც მიაღწევდა ასეთ შერწყმას, ხდებოდა უხილავი და მიუწვდომელი მოწინააღმდეგისთვის, ხოლო ხელოვნება ატარებდა კრებით სახელწოდებას ტონ-ჯიცუ - გაქრობა მობაძვის გზით.
- მეორე ბლოკი - ბრძოლის ხელოვნება შეიარაღებულ და შეუიარაღებელ მეტოქესთან. ამ ბლოკში შედის ორი ძირითადი ნაწილი: ტაი-ჯიცუ - სხეულის ფლობის ხელოვნება; ბუ-ჯიცუ - იარაღით მუშაობა.
- მესამე ბლოკი უნარების ეძღვნება ორგანიზმის შინაგანი რესურსების მობილიზაციას ეგრედწოდებული "ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების" საფუძველზე, რომელიც მიიღწევა სპეციალური ფსიქოტრენინგის ხარჯზე (ნიმპო-მიკკე).
ნინძას ხელჩართული ბრძოლა
ნინძას ხელჩართული ბრძოლის ცალკე სისტემა არ არსებობდა. ნინძას კლანები იყენებდნენ ჯიუ-ჯიცუსძველ ფორმას. მაგრამ ამასთან იყო განსხვავებები ჯიუ-ჯიცუს სამურაის სტილებთან.
- მეტი დარტყმები, ვიდრე სამურაების ჯიუ-ჯიცუში.
- აქცენტი მახრჩობელა ილეთებზე, როგორც უფრო უხმაუროზე გდებებთან შედარებით.
- აქცენტი ბრძოლის წარმოებაზე მცირე შენობებში.
- უპირატესობის მინიჭება მოულოდნელ დარტყმებს (საფარიდან, უკნიდან და სხვ.)
- აქცენტი მოწინააღმდეგისთვის თავზარდამცემ ილეთებზე.
არც ერთს იაპონური ბუ-ჯიცუს ახლანდელი სკოლებიდან არ შეუძლია დამაჯერებლად დაამტკიცოს, რომ იღებს წარმოშობას შუასაუკუნეების ნინძებიდან. შესაძლებელია ნინძას ილეთები შემონახული იყოს და შეისწავლებოდეს იაპონიის არმიის მზვერავ-დივერსიულ ქვედანაყოფებში.
გაქცევისას იყენებდნენ ხელჩართული ბრძოლის ორ ილეთს. ნინძა სწრაფად ეცემოდა ფეხებში მოწინააღმდეგის ქვეშ, რომელიც ეწეოდა უკნიდან და აიძულებდა გადაფრენილიყო მის ზემოთ ტრიალით. თუ მოწინააღმდეგე გვერდიდან უახლოვდებოდა, ნინძა მყისიერად ამუხრუჭებდა, გაატარებდა მას წინ და ხმლით აყენებდა ზურგზე დარტყმას.
ნინძები ხელჩართული ბრძოლის პრაქტიკას გაცილებით ნაკლებ დროს უთმობდნენ, ვიდრე ამაზე ფიქრობენ მძაფრსიუჟეტიანი კინოს გულშემატკივრები. სერიოზული ვარჯიშები ხელჩართულ ბრძოლაში იწვევს გარეგნული სახის სერიოზულ ცვლილებებს და დემასკირებას უკეთებს ნინძას. ამიტომ ნინძები აქცენტს აკეთებდნენ ახლო დისტანციიდან მოულოდნელი თავდასხმის ილეთებზე.
ჩაცმულობა და აღჭურვილობა
მიუხედავად ხალხის მასებში დამკვიდრებული შეხედულებებისა, ისტორიკოსი იაპონისტების აზრით, ნინძა არასდროს არ იყენებდა შავ, შემოტკეცილ კოსტუმებს, როგორც პოპულარულ ფილმებში წარმოაჩენენ. დღისით ნინძა ატარებდა ყოველდღიურ ტანსაცმელს, რათა შერწყმულიყო ხალხთან. ნინძას ღამის კოსტუმებს ჰქონდათ მოწითალო- მოყავისფრო, ნაცრისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო ან მუქი ნაცრისფერი ფერები. სწორედ ეს ფერები აძლევდა საშუალებას შერწყმოდა ღამის წყვდიადთან, როდესაც აბსოლუტურად შავი კოსტუმი მკვეთრად გამოირჩევა ასეთ პირობებში. სრულ აბჯრის აღჭურვილობას ნინძა არ ატარებდა, უფრო უპირატესობას ანიჭებდა უბრალი ნახევარსფეროს ფორმის მუზარადს და ფარულ ფირფიტებს იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ უმიზნებდა მცველი.
ნინძას აღჭურვილობაში შედიოდა 6 აუცილებელი საგანი (როკუგუ): ამიგასა (დაბწნილი ქუდი), კაგინავა (კატა), სეკიჰიცუ (ფანქარი) ან იადატე (სამელნე კალმის პენალით), იაკუჰინი (მედიკამენტები), ცუკედაკე ან უტიდაკე (გავარვარებული ნაკვერჩხალის გადასატანი კონტეინერი), სანძაკუ-ტენუგუი (პირსახოცი). უმრავლესობა ამ საგნებისა - სტანდარტული აღჭურვილობა იყო ტყისმჭრელებისთვის, გლეხებისთვის, ჯარისკაცებისთვის. იაპონელები (ისევე, როგორც ევროპელები) სარგებლობდნენ კვესით, მაგრამ დივერსიული ოპერაციის პირობებში მაინც უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა რაღაც ანთებული ჰქონოდათ, ვიდრე იქ დაეწყოთ კვესით ნაპერწკლების ყრა. ამასთან ეს მილი ნაკვერჩხლებით გამოიყენებოდა ხელების გასათბობად (დას. ევროპასთან შედარებით იაპონიაში კლიმატი სულაც არ არის თბილი). ჯაშუშებს ესაჭიროებოდათ ჩანაწერების კეთება, დაეხატათ რუქები და დაესვათ აღმნიშვნელი ნიშნები - ამიტომაც იყო აუცილებელი საწერი მოწყობილობები.
ნინძას იარაღები
რამდენადაც ნინძას ხშირად უწევდა შეხება მოკვლის აუცილებლობასთან, მათ მიერ იყო შემუშავებული მთელი რიგი იარაღები და შეუმჩნევლად მოსაკლავი უხმო საშუალებები. შუასაუკუნეების იაპონიის ჩვეულებრივი იარაღების გარდა, როგორიც იყო ხმალი ან მშვილდი, ნინძები იყენებდნენ საკმაოდ სპეციფიკური იარაღების საშუალებებს.
ცივი იარაღი
ნინძები, იძულებულნი ებრძოლათ ტყეებსი და შენობებში, უპირატესობას ანიჭებდნენ მოკლე ხმლებს. ტრადიციული ხმალი (ნინძა-ტო) იშვიათად აღემატებოდა 50 სმ. ხმალის ქარქაშზე აბამდნენ რამდენიმე მეტრის თოკს: ხმალი შეიძლება გამოყენებულიყო დაკიდებულ სკამად ან საფეხურად, რომელსაც შემდეგ სწევდნენ მაღლა. თუ საჭირო იყო ვინმეს შეკვრა, ამ თოკს აჭრიდნენ ნაწილს. ქარქაში იყო ხმალზე გრძელი და გამოიყენებოდა როგორც ფუტლიარი მცირე ზომის აღჭურვილობისთვის. ატარებდნენ ხმლებს ჩვეულებრივად, მარცხენა თეძოზე, ხანდახან, გადაკოტრიალებისას, მოსწევდნენ ზურგისკენ ან მუცლისკენ.
სურიკენი
სიაკენი (იაპ. მახვილი-ბორბალი) - ლითონის ვარსკვლავის ფორმის სატყორცნი იარაღი მჭრელი ან ეკალისებრი პირებით "სხივების" ნაცვლად, რომლებიც მეტად ხშირად ასოცირდება ნინძასთან. ასევე ცნობილია სახელწოდების ვარიანტი "სურიკენი" და სალაპარაკო "ვარსკვლავი".
კუსარიგამა
კუსარიგამა - ნამგალი ან ცელი სახელურის ბოლოში დამაგრებული ჯაჭვით. სავარაუდოთ, ამ იარაღის ფლობის ხელოვნება გაჩნდა XIV ან XVII საუკუნეში. შესაძლებელია ნინძას მიერ ნამგალის გამოყენება დაკავშირებული იყო იარაღის ყოველდღიურ სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტად შენიღბვის აუცილებლობასთან. წარმოადგენს იარაღს, სადაც ჯაჭვი არის 2,5 მ, როლის ბოლოში მიბმულია სხვადასხვა ზომის, წონისა და ფორმის რკინის ბურთულები, ნამგალს აქვს ტარი 60 სმ სიგძის, ხოლო პირი 30 სმ სიგრძის. ცალკეულ შემთხვევებში ნამგალის პირი შეიძლებოდა ყოფილიყო დასაკეცი, ხოლო ტარში დამალული ყოფილიყო ხანჯალი.
შხამების გამოყენება
შუა საუკუნეებში ნინძები ფართოდ იყენებდნენ შხამებს. უმეტესად ცნობილი და ლიტერატურაში აღწერილი მოკვლის საშუალება შხამის მეშვეობით არის შხამიანი ნივთიერების წვეთების ჩამოშვება მსხვერპლის პირში ან ყურში ზემოდან ჩამოშვებულ ძაფზე. ნინძები ყოფდნენ შხამს სამ კატეგორიად: ნელა მოქმედი შხამები, ან "ჰეკურო", მიღებული მათ მიერ მწვანე ჩაის განსაკუთრებული ჯიშიდან; საშუალო დროის განმავლობაში მოქმედი შხამები (დარიშხანი, ლიკორისი); მყისიერად მომაკვდინებელი შხამები, ან "ძაგარასი-იაკუ".
ცეცხლსასროლი იარაღი
იაპონელები დაეუფლნენ ცეცხლსასროლ იარაღს ევროპელთა პირველივე შემოსვლასთან ერთად. თუმცა, თვითიზოლაციის პოლიტიკის და ლითონის არქონის გამო მუშკეტები ნაკლებად იყო გავრცელებული - მაგრამ არა ნინძებში. ნინძები საკმაოდ დახელოვნებული იყვნენ სნაიპერულ სროლაში. ცალკეული წყაროები მოგვითხრობენ სროლებზე 600 მ მანძილიდან. ადგილებში სადაც ხანჯალს ატარებდნენ ხალხი, ნინძას ხანჯლის სახით შეეძლო დაემალა პრიმიტიული ერთსატენიანი სასროლი იარაღი. ასევე არსებობდა დისტანციურად ცეცხლის გასაჩენი მოწყობილობები - მაგალითად სურიკენი დენთით დატენილი. ნინძა უკიდებდა ფითილს და აგდებდა იარაღს თივის სახურავზე ან სხვა შესაბამის ადგილზე. ძახილზე "ხანძარი!" მცველი შეიძლებოდა გადართულიყო მტერზე დევნისგან ხანზრის ადგილსამყოფელისკენ.
Общая характеристика
Согласно легендам, ниндзя были отважные, тренированные люди, прошедшие ещё с детства подготовку в очень сложном искусстве ниндзюцу, которое включало в себя очень много умений. Ниндзя должен был прежде всего добывать нужную информацию, а также владеть любым предметом, как оружием (основа — обучение владению оружием и принцип подобия использования), обороняться от любого оружия (в том числе и голыми руками), внезапно появляться и незаметно скрываться, знать местную медицину, траволечение и иглоукалывание. Они могли долго находиться под водой, дыша через соломинку, лазать по скалам, ориентироваться на местности, тренировать слух, зрительную память, лучше видеть в темноте, обладать тонким обонянием и многое другое.
Инициация проводилась, как и в самурайских семьях, в 15 лет. Тогда юноши и девушки переходили к изучению дзэн-буддизмаи сянь-даосизма. Есть предположение, что своим происхождением ниндзя связаны с ямабуси.
Политически ниндзя были вне системы феодальных отношений, они имели свою структуру. Более того — они были «хинин» — вне структуры общества, не имели своего признанного места в нём, а могли занимать любое, хотя своё место было даже у крестьянина, торговца. Древние ниндзя были разбросаны по всей стране, но основное средоточие их — лесные окрестностиКиото и горные районы Ига и Кога. Иногда кланы ниндзя пополнялись самураями, потерявшими своих покровителей (так называемыми ронинами). Само применение термина «клан» неверно, поскольку он предполагает обязательное существование родственных уз, что было далеко не всегда. К XVII в. насчитывалось 70 кланов ниндзя. Самыми могущественными были школыИга-рю и Кога-рю. Формирование сословия ниндзя шло параллельно со становлением сословия самураев, но так как последние в силу своей власти стали господствующим классом, то ниндзя заняли место разветвлённой шпионской сети. Более того — «нин» (иное прочтение «синоби») значит «тайный», они не могли действовать явной силой. Сама природа ниндзюцу этого не позволяла. Однако, «демоны ночи», как их называли, наводили ужас на самураев и князей. В то же время, ниндзя практически никогда не убивали крестьян, так как те могли им всегда помочь. Кроме того, убийство не было основным профилем ниндзя. Их призвание было — шпионаж и диверсии. Личина торговца, циркового акробата, крестьянина — все они помогали скрытно передвигаться по стране, а другие такие же люди создавали массовку, позволяя оставаться скрытыми, оставаясь на виду.
Ниндзя выходят на историческую арену в X в., их расцвет приходится на 1460—1600 гг., эпоху воюющих провинций и объединения Японии; очень широко используются Токугава Иэясу при противостоянии с претендентом на пост военного правителя Тоётоми Хидэёри и его матерью Асаи Ёдогими, которое длилось около 15 лет. В 1603 г. первый сёгун Токугава, вполне логично рассудив, что организация ниндзя может быть использована против него недовольными исходом войны даймё, спровоцировал два крупнейших клана ниндзя, Кога и Ига, на противостояние. В результате к 1604 г. от общества ниндзя остались немногие, которые впоследствии присягнули на верность лично сёгуну. Кроме того, в связи с прекращением феодальных войн и установлением внутреннего мира с сёгунатом Токугава ниндзя пропадают с политической арены за отсутствием спроса.
Кланы и школы ниндзя
Всего существовало несколько десятков кланов ниндзя по всей Японии, но наибольшую известность получили кланы уезда Кога и провинции Ига. Уезд Кога контролировала коалиция кланов «53 семьи Кога». Провинция Ига была разделена между 3 крупными кланами: Момоти на юге, Хаттори в центре и Фудзибаяси на севере. В этих двух районах сформировались важнейшие школы ниндзя: Кога-рю и Ига-рю
Рукопашный бой ниндзя
По мнению историка-япониста Горбылева, отдельной системы рукопашного боя ниндзя не существовало. Кланы ниндзя использовали старую форму дзю-дзюцу. Вместе с тем, Горбылев выделяет следующие отличия от самурайских стилей дзю-дзюцу.
- Больше ударов, чем в самурайском дзю-дзюцу.
- Упор на удушающие приемы, как более бесшумные по сравнению с бросками.
- Упор на ведение боя в малых помещениях.
- Предпочтение внезапным ударам (из засады, сзади и пр.)
- Упор на приемы ошеломления противника.
Ни одна из нынешних школ японских бу-дзюцу не может убедительно доказать, что ведет происхождение от средневековых ниндзя. Возможно, приемы ниндзя сохранились и изучаются в разведывательно-диверсионных подразделениях японской армии.
При бегстве применялись 2 приема рукопашного боя. Ниндзя резко падал под ноги нагоняющего противника и заставлял его лететь кубарем через себя. Если противник приближался сбоку, ниндзя резко тормозил, пропускал его мимо себя и наносил удар мечом по спине.
По мнению историка-япониста Горбылёва, ниндзя уделяли практике рукопашного боя намного меньше времени, чем об этом думают поклонники кинобоевиков. Серьёзные тренировки в рукопашном бое влекут за собой серьёзные изменения во внешнем облике и демаскируют ниндзя. Поэтому ниндзя делали акцент на приёмах внезапного нападения с близкой дистанции.
Ninja
A ninja (忍者) or shinobi (忍び) was a covert agent or mercenary in feudal Japan who specialized in unorthodox warfare. The functions of the ninja included espionage, sabotage, infiltration, and assassination, and open combat in certain situations. Their covert methods of waging war contrasted the ninja with the samurai, who observed strict rules about honor and combat. The shinobi proper, a specially trained group of spies and mercenaries, appeared in the Sengoku or "warring states" period, in the 15th century, but antecedents may have existed in the 14th century, and possibly even in the 12th century (Heian or early Kamakura era).
In the unrest of the Sengoku period (15th–17th centuries), mercenaries and spies for hire became active in the Iga Province and the adjacent area around the village of Kōga, and it is from their ninja clans that much of our knowledge of the ninja is drawn. Following theunification of Japan under the Tokugawa shogunate (17th century), the ninja faded into obscurity. A number of shinobi manuals, often centered around Chinese military philosophy, were written in the 17th and 18th centuries, most notably the Bansenshukai (1676).
By the time of the Meiji Restoration (1868), the tradition of the shinobi had become a topic of popular imagination and mystery in Japan. Ninja figured prominently in folklore and legend, and as a result it is often difficult to separate historical fact from myth. Some legendary abilities purported to be in the province of ninja training include invisibility, walking on water, and control over the natural elements. As a consequence, their perception in western popular culture in the 20th century is often based more on such legend and folklore than on the historical spies of the Sengoku period.