EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ნ) »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი:

თარიღი: 2013-10-07 20:26:55

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ნ)

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ნ)

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

ნათაძე – გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.

 

ნაჭყებია – მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.

 

ნოზაძე – გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).

ნადირაშვილი // ნადირიშვილი -  მომდინარეობს  ძირიდან   ნადირ-ი (1616 წ)

ამავე  ძირიდან  ნადარაია,  ნადირიძე,  ნადირაძე, ნადირალაშვილი, ნადარეიშვილი (ანდრია,  ახალშენი,  ასურეთი, გოლთეთი, თონეთი,  საღირაშენი, ფუტრევი);

    ნავსიაშვილი -ნავსია (1721)  კარალეთი-  გორის  რაიონი;

    ნაზარაშვილი -( 1913) ნაზარ არაბულად ყვავილს  ნიშნავს; ნაზარ (ებრ.)   ნიშნავს ,,მან  თავი  ღმერთს  შესწირა’’.  ამავე  ფუძისაგანაა  ნაწარმოები  იუდეველთა  ქალაქის  სახელწოდება ნაზარეთი. ამ  სახელისგანა  ჩანს  წარმომდგარი  ქართული  გვარები: ნასარაია,  ნასარიძე,  ნაზარიშვილი.

    ნათობა(ი)ძე -(1873 წ.) -სავარაუდოდ  ქალის  საკუთარი  სახელიდან  არის ნაწარმოები: ნათელა, ნათუა, ნათია, ნათო,  შდრ. მნათობი ( ორბეთი).

    ნამაზაშვილი -(1832 წ.),   მეტსახელი ნამაზა  (სოფელი  მუხათი);

    ნამორაძე - (საკუთარი  სახელიდან  ნამორა,  გვარში  ნამორაძე), შესაძლოა   წარმომდგარი  იყოს  ცხოველის  სახელისგან  ნიამორი ,,კლდის  თხა’’ ანუ  ქურციკი.  ამავე  ძირისაა- ნამურაძე ( აბელია,   გუდარეხი,  მარაბდა).

   ნანაშვილი ( 1721 წ.),  მომდინარეობს  ქალის  სახელიდან  ,,ნანა’’, რომელიც  უძველესი  ქართული  სახელია (ქალის).   მეცნიერთა  ვარაუდით,  უნდა   უკავშირდებოდეს  ძველი  ხეთური  ღვთაების  სახელწოდებას.  მასთან  კავშირშია სახელები:  ნანამზე,  ნანი,  ნანული. შდრ.  ნანაძე,  ნანავა.

  ნანუაშვილი- ( 1721წ.)  წარმომდგარია  ქალის  საკუთარი სახელიდან  ნანუა, (კოლხეთი, თეკლათი,  ხევსურეთი- შატილი).

    ნაოსრიშვილი-(1818 წ.)  საკუთარი  სახელიდან   ოსი    ნაწარმოები  გვარია.  შდრ. ოსიყმაშვილი,  საპარსიაშვილი,  ჭანიშვილი....(სოფ.  ერტისი)...

    ნარეკრისშვილი/ ნარეკლიშვილი (1829 წ.),  ნარეკალი,  მეტსახელი  გვარში. ნაწილაკი  ნარ    როგორც  პირველი  კომპონენტი  გვხვდება  ბევრ  გვარში:  ნარ-აი-ძე,  ნარ-იმანი-ძე,  ნარ-იმან-ია, ნარ-ოზა-შვილი,  ნარ-სა-ძე,  ნარ-ინდო-შვილი.....

     ნასყიდაშვილი- ევფემისტური  საკუთარი  სახელიდან  ნასყიდა,  ნაყიდა....ცრურწმენის  შედეგია  ისეთი  სახელების  დარქმევა-ნასყიდა ,  წყალობა...

        ნარიმანიძე// ნარიმანაიძე (1714წ.)  საკუთრი  სახელიდან  ნარიმანი.  ამავე  ძირისაა: ნარიმანიძე,  ნარიმანიშვილი. ნარიმანიძეთა შტო-გვარისაა:  ღარიბაშვილი ( დიდი  თონეთი მოხისი,  თეთრი  წყარო).

   ნარჩომაშვილი -(1843წ.) საკუთარი  სახელიდან   ნარჩომა,  გვარში  ნარჩომაშვილი, შდრ. ნარჩემაშვილი (სოფ.  საღირაშენი).

    ნარუასშვილი-  წარმომდგარია  საკუთარი  სახელიდან  ,,ნარო’’

   ნაჩხატაშვილი-(1826წ.),  სავარაუდოდ  მეტსახელი  ნაჩხატა. ნაჩხატაშვილი  მოიხსენიება მე-18  საუკუნის  ყმების  ნუსხაში.

   ნაცვლიშვილი//  ნაცვალაშვილი  (1705წ.) საკუთარი  სახელიდან    ნაცვალა  არის  წარმომდგარი.   ნაცვალი,  სოფლის  მოხელე,  მამასახლისის  მოადგილე,  თანაშემწეს  ნიშნავს.

     ნატრაძე -შდრ. ნატრია (მშობლიური  საკუთარი  სახელი),  ამავე  ძირისაა:  ნატრიაშვილი

ნარიმანასშვილი- (1721 წ.) ნარიმან (ირან.)  ,,გულადი’’,  ,,ვაჟკაცი’’ იგივეა, რაც ბერძნულად ,,მხნე’’,  ,,მამაცი’’.  კარლო (ძვ.  გერმანულად)  ,,მამაცი’’,  ,,ვაჟკაცი’’. ამავე  ძირისაა: ნარიმანია,  ნარიმანიძე.

ნებულიშვილი // ნებურიშვილი  - (  საკუთარი  სახელიდან  ნებული).  ნებულიშვილი 1941  წელს  ამბროლაურის  რაიონიდან  სოფელ  ნიკორწმინდიდან  გადმოვიდნენ  ასურეთში. ამავე ძირისაა  ნებურიძე.

ნებულაშვილი // მეგულაშვილი (1705 წ.) მოხსენიებულნი  არიან  აბაშ  და  დავით  აბაშაშვილების  მსახურებად ( ბარათაშვილთა  შტო-გვარია).

ნეკარაშვილი // ნეკერაშვილი -  საკუთარი  სახელი  ნეკა,  გვარში  ნეკაძე.

ნერსე(სა)შვილი (1721წ.) -  საკუთარი  სახელიდან  ნერსე.  ნერსე,  ერისთავი  კახეთისა,  ნერსე,  ერისთავი ქართლისა.

ნევერაშვილი (1829 წ.),  საკუთარი  სახელიდან  ნევერა,  ნევერო.   

ნიკოლოზიშვილი // ნიკოლოზაშვილი (1721 წ.),  ნიკოლოზ  ნიშნავს  ბერძნულად -გამარჯვებულს  ხალხის  მრჩეველს  ნიშნავს. ნ. ნიკოლაშვილი (კოდა,  კრეფა)  აბაშიძეთა  განაყოფი  გვარიცაა.

ნეფისაშვილი - (1721წ.), ნეფე (ნეფისა ) (ძვ.  და  საუბ.) იგივეა  რაც  ნეფე-პატარძალი.   

ნიაზაშვილი - ნიაზ (სპ.)  ,,წადილი’’,   ,,სურვილი’’,  ,,საზრუნავი’’,  ,,სათხოვარი“,  საკუთარი  სახელიდან  ნიაზა.  ნიაზაშვილი  თავდაპირველად  გვარი  ლომინაძე  ყოფილა.

ნიკოლაშვილი - (1886 წ.),   საკუთარი  სახელი  ნიკოლა (გ. ლეონ.  სახელები);  ნიკოლოზ-ი (ბერძ.) გამარჯვებული,  ხალხის  მძლეველი).

 

ნიკურაძე - (1882 წ.),  საკუთარი  სახელი  ნიკურა;  ამავე  ძირისაა ნიკურიანი // ნიგურიანი.

თომა ნიკოლოზის   ძე ნიკურაძე მოიხსენიება დიდ  ენაგეთში  1882  წელს  (  თეთრი   წყარო); ნიკურაძეებიდან  იღებს  სათავეს   კანდელაკების  ერთ-ერთი შტო.

ნინიაშვილი - (1685წ.)  საკუთარი  სახელიდან  ნინია.  ამავე  ძირისაა:  ნინიძე,  ნინიკაშვილი, ნინიკელაშვილი,  ნინიკური,  ნინუა,  ნინუაშვილი;  (დრე,  კოდა,  ღვევი,   ღოუბანი).        

ნიქაზაშვილი - (1823 წ.),  საკუთარი  სახელიდან  ნიქაზა,  გვარში: ნიქაბაძე,  ნიქატა.

ნონაშვილი (1721 წ.),  საკუთარი სახელიდან  ნონა.ამავე  ძირისაა: ნონიაშვილი,  ნონიკაშვილი.

ნონიაშვილი  (1713); საკუთარი  სახელი  ნონი  ( სოფ.  მუხათი);  ნონია  (ტბეთის  მატიანე,  570);  შდრ.  ნონაშვილი,  ნონეიშვილი,  ნონიაძე ( ახოთი,  დიდი  ენაგეთი,  კოდა,  საღირაშენი).

ნონიაძე  - ( 1873წ.) საკუთარი  სახელიდან  ნონია  ( ტბეთის  მატიანე);

 

ნონეიშვილი // ნონიაშვილი (1961) საკუთარი  სახელიდან  ნონე. ამავე  ძირისაა: ნონიაშვილი,  ნონიკაშვილი,  ნონეშვილი, ნონაშვილი.

ნინიკაშვილი  ( 1832წ.) საკუთარი  სახელიდან  ნინია.   ამ  სახელის  ძირია  ნინი,  საიდანაც  გამომდინარებს  რამდენიმე  სახელი:  ნინია,  ნინიკი,  ნინიკო,  ნინიტა, ნინუა.

ნიქაზაშვილი ( 1832 წ.),  საკუთარი  სახელიდან  ნიქაზა;  გვარში  ნიქაბაძე,  ნიქატა.

ნოზაძე  (1727წ.) -  საკუთარი  სახელიდან  ნოზა.  ნოზაძეთა   განშტოების  გვარად  ითვლება  ალელიშვილი  და  ცაცუნაშვილი.

ნურალაშვილი - (1721),  საკუთარი  სახელიდან  ნური,  ნურა,  აქედან  კნინობითი  სახელი  ნურალა,  ნაზარა.

ნურიკაშვილი // არზრუმელაშვილი  (1843 წ),  საკუთარი  სახელი  ნური ( კოლხ., 94, ორქა  ალ. ღლ .  172);  შდრ.  -  ნურადი,  ნურალი,  ნურალა, ნურო,  ნურუა;

,, თომა  ნურიკაშვილი,  იგივე  არზრუმელაშვილი, იხსენიება   პატარა  თონეთში  1843’’  შდრ. არზუმელაშვილი ( დიდი  თონეთი,  პატარა  თონეთი);