EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« გოგონების სქესობრივი მომწიფება 18+ »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2013-10-17 01:41:40

გოგონების სქესობრივი მომწიფება

გოგონების სქესობრივი მომწიფება 18+

სქესობრივი მომწიფება (პუბერტატული პერიოდი) – ორანიზმში ცვლილებების პროცესია, რომლის შედეგადაც იგი ხდება გამრავლებისუნარიანი ანუ რეპროდუქციული. სქესობრივი მომწიფება იწყება თავის ტვინიდან სასქესო ჯირკვლებისკენ (საკვერცხეებისკენ) მომავალი იმპულსაციის ხარჯზე. ამ სიგნალების საპასუხოდ საკვერცხე გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ასტიმულირებენ სიმაღლის, ძვლების, კუნთების, კანისა და რეპროდუქტიული ორგანოების ზრდას. სხეულის ზრდა პუბერტატული პერიოდის პირველ ნახევარში ჩქარდება და სრულდება სქესობრივი მომწიფების ბოლოს. პუბერტატის პერიოდამდე სხვაობა გოგონას და ბიჭის სხეულებს შორის მხოლოდ სასქესო ორგანოებია. სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩნდება ახალი ნიშნები და გარეგნული მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს ამ ორ სქესს ერთმანეთისგან. ვინაიდან ეს ნიშნები ვითარდება დროთა განმავლობაში მეორადად (და არ არის დაბადებისას) ამიტომ მას მეორად სასქეოს ნიშნებს უწოდებენ. მოკლედ, რომ ვთქვათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი წარმოადგენს იმ პერიოდს, როცა ადამიანი იძენს მეორად სასქესო ნიშნებს და ხდება რეპროდუქციული.

მოზარდობა და სქესობრივი მომწიფება

მკაცრად რომ განვსაზღვროთ ტერმინი „სქესობრივი მომწიფების პერიოდი და პუბერტატი“ (ლათინური სიტყვიდან pubertas - თმის ზრდის ასაკი) გულისხმობს მხოლოდ იმ ცვლილებებს, რომელიც ხდება სასქესო სისტემაში და არ მოიაზრებს არც კულტურულ და არც სოციალურ ფაქტორებს, ამიტომ როცა უნდათ გამოხატონ სქესობრივი მომწიფება უფრო ფართ გაგებით მოიხსენიებენ, როგორც „მოზარდობის პერიოდი“.

ასაკი

სქესობრივი მომწიფების ასაკი გოგონებში იწყება საშუალოდ 10-12 წლის ასაკში და მთავრდება 16-17წლის ასაკში.

ჰორმონები

მდედრობითი სქესის პუბერტატის პერიოდში დომინანტი ჰორმონია ესტრადიოლი (ესტროგენების წარმომადგენელი), რომელიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლებისა და ქალის სასქესო ორგანოების ზრდასა და განვითარებას. გოგონებში ესტრადიოლის დონე იმატებს უფრო სწრაფად (ამიტომ ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში და წყვეტენ ზრდას უფრო ადრე, ვიდრე ბიჭები).

პუბერტატის პერიოდი უკავშირდება ჰიპოთალამუსში გონადოტროპინ რილიზიინგ ჰორმონის დიდი რაოდენობით სეკრეციას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს ჰიპოფიზში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას. რაც შეეხება გონადოტროპინ რილიზიინგ ჰორმონის დონის მატებას, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ლეპტინია, რომლიც დონეც სქესობრივი მომწიფების ასაკიდან იზრდება და მცირდება პუბერტატის დასასრულისთვის.

ცვლილებები ქალის სხეულში

ქალის სქესობრივი მომწიფების ეტაპები

სარძევე ჯირკვლები - სარძევე ჯირკვლების ზრდა (ტელარქე) სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანია და აღინიშნება დაახლოებით 10-15 წლის ასაკისათვის. საწყის ეტაპზე ცალ მხარეს არეოლის ქვეშ ჩნდება მტკივნეული სიმკვრივე, 6-12 თვის შემდეგ ეს სიმკვრივე აღინიშნება ორივე მხარეს, იზრდება ზომაში, გადის არეოლის ფარგლებს გარეთ და ხდება უფრო რბილი კონსისტენციის. 2წელიწადში სარძევე ჯირკვლები აღწევენ მომწიფებულ ფორმას და ზომას, დვრილები მკვეთრად გამოხატულია. გოგონებში სარძევე ჯირკვლის ფორმა და ზომა ინდივიდუალურია.

ბოქვენის თმიანობა - სარძევე ჯირკვლის ზრდის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ბოქვენის გათმიანების პროცესი იწყება. თუმცა გოგონათა 15%-ში პირველად ეს ნიშანი ჩნდება. საწყის ეტაპზე ჩნდება ერთეული თმა დიდ სასირცხვო ბაგეებზე და 6-12 თვის შემდეგ თმები გადადის ბოქვენზეც და მთლიანად ფარავს მას.

სასქესო ორგანოები

ესტროგენების ზემოქმედებით საშოს ეპითელიუმი სქელდება, საშვილოსნოს ყელი გამოყოფს მცირე რაოდენობით ლორწოს. ეს განაპირობებს ამ ეტაპზე საშოდან მოთეთრო ფერის გამონადენის არსებობას. საკვერცხეები და საშვილოსნო იმატებს ზომაში, საკვერცხეში იწყება ფოლიკულების ზრდა. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ამ პერიოდში შესაძლოა ინახოს მრავლობითი ცისტა – ფოლიკულები.

პირველი მენსტრუაცია (მენარქე) სარძევე ჯირკვლების ზრდის ინიცირებიდან (დაწყებიდან) 2წლის შემდეგ დგება და პირველიორიწლისგანმავლობაშიარარეგულარულიხასიათიაქვს. უმრავლესშემთხვევაში ერთიწელიმანსტრუაციულიციკლისდროსარხდებაოვულაცია, მეორეწელსკიციკლებისნახევარშიხდება, ნახევარში – არა. შესაბამისად, ფერტილობაამდროსშეზღუდულია, თუმცაჩასახვაშესაძლებელია.

ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება - ესტროგენების ჭარბი რაოდენობით სინთეზის გამო მენჯის ძვლები იზრდება სიგანეში, რის საფუძველზეც თეძოები განიერდება. ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს და პუბერტატის პერიოდის ბოლოსთვის ბიჭების ცხიმოვან ქსოვილს 2-ჯერ აღემატება. ცხიმი, ძირითადად, გროვდება სარძევე ჯირკვლების, თეძოების, ბოქვენისა და დუნდულოების მიდამოში.

იღლიის თმიანობა, სხეულის სუნი და აკნე - ანდროგენების გავლენით იღლიის ფოსოში ხდება თმიანობის მომატება, გარდა ამისა, იცვლება ოფლის სუნი მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე. ანდროგენები ზრდიან ცხიმის სეკრეციას კანის ცხიმოვანი ჯირკვლებიდან, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას და აკნეს წარმოშობას.

პუბერტატის პერიოდის დაწყებაზე მოქმედი ფაქტორები

ისტორიული ცვლილება - პუბერტატის საწყების საშუალო ასაკი დროთა განმავლობაში მცირდება მაგ. 1840-იანი წლებიდან მოყოლებული, მცირდება ყოველ ათწლეულში 4 თვით.

გენეტიკა - გოგონების 46% სქესობრივი მომწიფება იმავე ასაკში ეწყება, რა ასაკშიც დედას დაეწყო, რაც გენეტიკური ფაქტორების გავლენაზე მეტყველებს. თუმცა კი, სპეციფიური გენი, რომელიც ამ ინფორმაციის გადაცემაზეა პასუხისმგებელი, აღმოჩენილი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანდროგენული ჰორმონის მაკოდირებელი გენია.

გარემო - არსებობს ჰიპოთეზა, რომ პუბერტატის პერიოდის ნაადრევი დადგომა შესაძლოა განაპირობოს იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ პლაცენტის ექსტრაქტს, ან ესტროგენებს. გარდა ამისა ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე გავლენას ახდენს არომატული მჟავები, რომლებიც გამოიყენება კოსმეტიკაში, სათამაშოებისა და პლასტიკური კონტეინერების წარმოებაში. ამასთან გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორია ბისფენოლ А, რომელიც გამოიყენება ბავშვთა კვების ბოთლებისა, სპორტული და სამედიცინო ინვენტარის წარმოებაში.

კვება – კვების ხასიათს დიდი გავლენა აქვს სქესობრივ მომწიფებაზე, განსაკუთრებით გოგონებში. დამატებითიკალორიები (იმაზემეტი, ვიდრეორგანიზმისზრდისადააქტიურობისათვისსჭირდება) ლაგდებაკანქვეშაცხიმისსახით, რომლისნაწილისაჭიროაშემდგომშიორსულობისდროს. ცხიმებისსწორედესნაწილიიძლევასიგნალს, რომორგანიზმსაქვსსაკმარისიენერგიასქესობრივიმომწიფებისადაფერტილობისათვის. მაგალითად, ვეგეტარიანულ ოჯახების შვილებში პუბერტატის პერიოდი დგება უფრო გვიან და ვიდრე იმ ოჯახების გოგონებში, სადაც საკვებად იყენებენ ცხოველურ ცხიმებს. სტატისტიკურად ცნობილია, რომ სიმსუქნე ხშირად აღინიშნება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მქონე გოგონებს.

საზოგადოება - სქესობრივი მომწიფების დაწყება რასობრივ, ნაციონალურ და სოციალურ სხვაობებს ეფუძნება. სხვადასხვა ხალხების მენარქე ვარირებს 12-დან 18წლამდე: ყველაზე ადრე აღენიშნებათ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს, შედარებით უფრო გვიან – მაღალ მთებში მცხოვრებ აზიური რასის წარმომადგენლებს. ცნობილია აგრეთვე, რომ არახელსაყრელ პირობებში გაზრდილი და ბევრი მამაკაცისგან შემდგარ ოჯახში გაზრდილი გოგონები სქესობრივად უფრო ადრე მწიფდებიან. ეს მოვლენა სავარაუდოდ დაკავშირებულია ფერომენებთან.