EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბოდი არტი / Боди-арт / Body art (ყველაფერი ბოდი არტზე) »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2013-11-03 19:53:19

ბოდი არტი / Боди-арт / Body art (ყველაფერი ბოდი არტზე)

ადამიანები საკუთარ ნააზრევს, სურვილებსა და შთაბჭდილებებს საუკუნეების მაძილზე სხვადასხვა გზით გამოხატავდნენ.

იყო დრო, როდესაც, ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას გამოქვაბულის კედლებზე ხატვით გადასცემდენენ. ამას მოჰყვა ნივთებზე, ნაჭრებზე, ფურცლებზე წერა თუ ხატვა. დღეს  ადამიანმა ხელოვნების ნიმუში, შეიძლება სხეულზე დახატვით შემქნას. „ბოდი არტი” ადამიანის სხეულის ხელოვნებაა. (Body –სხეული, Art – ხელოვნება).

საქართველოში „ბოდი არტი” განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულში გახდა, თუმცა მას ევროპაში გაცილებით დიდი ისტორია აქვს.  ანთროპოლოგების მონაცემებით ადამიანის სხეულის მოხატვა ჩვ. წელთაღრიცხვამდე თარიღდება. ადამიანები, ამ ხელოვნებას თავიანთი ძალაუფლების გამოსახატად იყენებდნენ. ამ გზას, ჯერ კიდევ აფრიკის, ამერიკის, აზიის უძველესი ტომები მიმართავდნენ. ფილმებსა თუ ფოტოებში, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უნახავს, სხვადასვა ტომის წარმომადგენელთა და ბელადთა მოხატული სახე და სხეული. სხეულის მოხატვას იმხანად, მხოლოდ რელიგიურ-რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა.
ხელოვნების  ეს მიმდინარეობა  დასავლეთმა მეთვრამეტე საუკუნეში აითვისა. 

„ბოდი არტის” თანამედროვე სახეობებია: ტატუირება, ჩხვლეტა, სხეულის მოხატვა, კანის დასერვა, ფხეკა და ინის გამოყენება. “ბოდი არტის” განვითარება მრავალი გზით არის აღბეჭდილი. მათ შორის -  ფოტოგრაფიაში, მხატვრობაში, წიგნებში, ფილმებში და ფერწერაში.
1965 წელს ჰერმან ნიჩმა, ოტო მულიმ, გაუნტერ ბრუსმა და ურსოლფ შვარცკოფმა “ვიენა ექშენ გრუპ” (ვენის მოქმედი ჯფუფი) დააარსეს. ისინი  ძირითადად სოციალური ტატუირების შექნით გამოირჩეოდნენ. (ძირითადად ჰქონდათ სექსუალური თემები).

საფრანგეთში „ბოდი არტი” მიშელ ჟურნიაკისა და ჯინა პანის „არტ კოპორელის” სახელით გამოჩნდა.
იტალიაში 1970-იან წლებში ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანი იყო ქეთი ლა როსა.
ყველაზე ექსტრემალური რაც, ამ მიმიდნარეობის ექსპერიმენტებს შეიძლება მოჰყვეს, სხეულის დასახიჩრება.

 XXI საუკუნის ხელოვნებაში განსაკუთრებით გახშირდა ადამიანის სხეულის მორთვის მაგალითები, ადამიანის სხეული საიმედო საშუალებად იქცა მხატვრული გამოსახულებსათვის.

„ბოდი არტის” იდეა  საქართველოში მაქსიმუმ ათი წლის წინ შემოვიდა. ამ პერიოდში ხელოვნების დონემდე ნამდვილად ვერ ავიდა, თუმცა არიან ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასა და დახვეწას. თუ ევროპაში მხატვრები „ბოდი არტის” საშუალებით, შეიძლება ითქვას, გასაოცარ სანახაობებს ქმნიან, ჩვენთან  ჯერ მხოლოდ სხეულის გარკვეული, მცირე ნაწილების მოხატვის დონეზე არიან.

იმისათვის, რომ ამ მიმდინარეობის საქართველოში არსებობის შესახებ წარმოდგენა შეგვქმნოდა, „ბოდი არტით” დაინტერესებულ ადამიანებს გავესაუბრეთ, ადამიანებს, რომელთაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება უკვე გააჩნიათ. 

ნინო ხურცილავა პროფესიით მხატვარი არ არის, მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში წიგნის ილისტრაციის მიმართულებით მიიღო გაანთლება. (დაზგური გრაფიკა).
„ბოდი არტით”  აკადემიაში სწავლის პერიოდში დაინტერესდა. ამ სფეროში  მისი პირველი ნაბიჯები გართობასა და სახალისო ისტორიას უკავშირდება.

„ჯგუფელებთან ერთად სიღნაღში ვიყავით, ზაფხული იყო, ფული არ გვქონდა. როგორც ყოველთვის, ჯიბეგამოფხეკილები ვიყავით, მაგრამ ჩანთაში საღებავები, ფანქრები  და ფუნჯები ყოველთვის გვეყარა.
სიღნაღის ცენტრში ბევრი ბავშვი ირეოდა, გაგანია ექსკურსიების პერიოდი იყო. ჩვენც ფულის გაკეთების იოლი გზა ვიპოვეთ, პატარა ტრაფარეტი დავხატეთ, თითო ნახატს  50 თეთრი დავადეთ და კიბეზე ჩამოვჯექით.… 10 წუთიც არ იყო გასული, ბავშვების შემოსევა დაიწყო.… იმ საღამოს კარგად მოვილხინეთ.”
ამის შემდეგ  ნინო მიხვდა, რომ „ბოდი არტი” მისთვის გართობაზე მეტს ნიშნავდა და ამ საქმით აქტიურად დაკავდა.
„რამოდენიმე წლის წინ ჩემმა ოჯახმა „ბოდი არტის” სპეციალური საღებავი გამომიგზავა უცხოეთიდან, სწორედ მაშინ დაიწყო ამ სფეროსთან ჩემი სერიოზული კავშირი, ის, რაც დღემდე მოდის. ამ საქმიანობაში  უახლოესი მეგობარიც ჩავრთე და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, სამწუხაროდ ,ის ახლა გერმანიაშია.”
მას შემდეგ, რაც ნინო ამ სფეროში საკუთარი თავის განვითარებას შეუდგა, რამოდენიმე ჩვენებაც ჰქონდა.
ბოლოს  2012 წლის ივნისში, ქალაქ ქუთაისში, კლუბ „ტრიუმფში” მოეწყო „ბოდი არტის” ჩვენება, სადაც მეგობართან ერთად მონაწილეობდა. ათამდე მოდელი მოხატეს და პატარა შოუც მოაწყვეს, რომელშიც სტუმრებიც და მონაწილეებიც ჩართულები იყვნენ.    (2011 წ. „რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”, 2012 წ. „რუსთავი 2”-ზე „ოსკართან” დაკავშირებულ ეთერში მოხატა მოდელები).

ორი თვის წინ, ქართული ტელესივრცის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში ” მიიწვიეს, სადაც საცეკვაო ნომრისთვის სამორი ბალდე მოხატა. ნინო „ბოდი არტის” დღევანდელ დონეს ობიექტურად აფასებს და იმედი აქვს, სამომავლოდ, თავადაც უკეთეს ნამუშევარს შესთავაზებს საზოგადოებას.

„მიმაჩნია,  რომ  „ბოდი არტი” თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმართულებაა. რამოდენიმე წლის წინ, როცა ამ საქმიანობას მოვკიდე ხელი, ბევრისთვის უცხო ხილი იყო. რა თქმა უნდა, საქართველოში  ისეთი დონე არაა, როგორც მაგალითად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემს თავზე ვიმუშავო და გავაუმჯობესო, მეც დავიხვეწო და ბევრი ახალი შევთავაზო საზოგადოებას. მალე  ახალი მასალა ჩამომივა და იმედია, ჩემი შემოქმედების დონეც აიწევა. ქართველი ხალხი  გემოვნებით ბევრად არ განსხვავდება, სხვა, მეტად განვითარებული ქვეყნების ხალხის გემოვნებისგან, ასე რომ ვცდილობ საზოგადოებას საუკეთესო შევთავაზო.
ყოველ ნახატს, იმდენად შემოქმედებითად ეპყრობა, რომ ყველა სხვადასხვანაირად მშვენიერი გამოდის, (თუნდაც პეპელას, ან ყვავილს რომ ხატავდეს). ფიქრობს, რომ თუ გიყვარს ეს საქმიანობა და გულს დებ მასში, ის ხელოვნების ნიმუშია.
საქართველოში, რეალურად მოდელების მხრიდან გაშიშვლების პრობლემაც არის. ხშირ შემთხვევაში თუ სხეული მთლიანად მოხატული არაა, ნაკლებად ეფექტურია. ევროპაში ადამიანის სხეულის იმგავად მოხატვა შეუძლიათ, რომ არათუ სიშიშვლის აღქმა, იმის წარმოდგენაც კი ძნელია, რომ ეს სხეულია და არა მხატვრობის ნიმუში.
„მთელ სხეულზე მოხატვა ძალიან ეფექტურია. ვისაც კომპლექსი აქვს, საცურაო კოსტიუმით დგება მოსახატად. თუმცა, „ბოდი არტში” სიშიშვლეს მეორე მხარეც აქვს, პრინციპში, თუ სხეული მთლიანად საღებავით იფარება, სიშიშვლეც აღარაა. ჩემთვის, ეს საქმიანობა ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ ეს ჰობბი ადრე თუ გვიან პროფესაში გადამეზრდება.” – ნინო ხურცილავა.
აგრთვე, დიდი სურვილი აქვს ამ სფეროს განვითარებისა და მასში მოღვაწეობის, მხატვარ-დიზაინერ ნინი მანიას.
იგი სპეციალობით მომხატველია, მოხატვა მოიცავს, როგორც ტყავს, აგრეთვე ნაჭერს, ამიტომ ფიქრობს,  რომ  ”ბოდი არტი”  სპეციფიკით მის სპეციალობასთან  საკმაოდ ახლოს მდგომია.
ნინის  „ბოდი არტთან” შეხება  მოდელების სააგენტოს ინიციატივით დაიწყო, ერთ-ერთმა სააგენტომ სთხოვა მოდელები მოეხატა ჩვენებისათვის. „სხეული დიდი ნაწილი  შვიდ  გოგოს მოვუხატე , მთლიანად კი  17  გოგო  მოვხატე, რომელთაც გაცილებით მცირე მოხატულობა ჰქონდათ. ერთ-ერთ გოგოს, რომელსაც წელს ზემოთ, ყველაზე მაშტაბური მოხატულობა გავუკეთე, საღებავებით „ჩავაცვი” პერანგი და პიჯაკი, აგრეთვე გავუკეთე ჰალსტუხი.
 იყო მთელ სხეულზე მოხატული პეპლები, ფრთები. ჩვენება  იმით გამოირჩეოდა, რომ ყველა მოხატულობა შავ-თეთრი იყო.”
ნინი მანიაც „ბოდი არტის” სხვა მიმდევრებივით ფიქრობს, რომ, ეს მიმდინარეობა, როგორც  ხელოვნება ჯერ საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული.  მხატვარ დიზაინერი (მომხატველი), მიიჩნევს, რომ მოდელების მხრიდანაც არის გაშიშვლების პრობლემა.
„ვფიქრობ, ამ ყოველივეს ისე უნდა შევხედოთ, როგორც ხელოვნების ნიმუშს, მაგალითად: როგორც ნახატს ვუყურებთ. სინამდვილეში “ბოდი არტის” მეშვეობით დიდი სილამაზის შექმნა შეიძლება… ისევე როგორც, სამოდელო სააგენტოები, შოუ-ბიზნესი, განვითარდა წლების განმავლობაში, იმედია ეს სფეროც ნელ-ნელა განვითარდება. რაღაც რომ აკეთო უნდა განვითარდე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გარემო პირობებმაც შეგიწყოს ხელი.”
ყოველი მხატვრისათვის, ყველაზე ძვირფასი და სათუთი თავისი ნაშევარია, რომელშიც უდიდეს შრომას, მონდომებასა და ნიჭს აქსოვს. ბოდი არტის ერთი მინუსი, სწორედ ისაა, რომ იგი დროებითია… მისი შემონახავა  მხოლოდ ფოტოს საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა, შეიძლება ეს მის ერთგვარ ხიბლადაც მივიჩნიოთ.
„ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, საშინელებაა, როდესაც რაღაცას შევქმნი და ვიცი, რომ შემდეგ ის უნდა ჩამოვრეცხო. მე რომ რაღაცას ვხატავ, ის ჩემია და ჩემთან ერთად ცხოვრობს.”
„ბოდი არტს” არ სჭირდება  აუცილებლად მოდელის პარამეტრები, აბსოლუტურად მხატვარზეა დამოკიდებული თუ რას შექმნის… თუ საქართველოში, რეალურად მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ სფეროთი და სათანადო პირობები შეიქმნება, თუნდაც მოდელების დამყოლობა და ა.შ. მოხატვის სპეციალისტები, ვფიქრობ, არც თუ ურიგო ნამუშევრებს შექმნიან. კონკურენტუნარიან გარემოში, მეტი შემართებითა და სერიოზულობით მოკიდებენ ამ საქმეს ხელს …

 

ჰიპერრეალისტური ბოდი-არტი

ჰიპერრეალისტური  ნახატები ხელებზე  ცხოველების  გამოსახულებით  იტალიელი  მხატვრისგან – გვინო  დანიელისგან.  ამ  შედევრების  სერიას,  რომელსაც  თქვენ  ახლა  სურათებზე  დაათვალიერებთ  ქვია – “Handimals” (ხელცხოველები).  თავისი  შემოქმედებისათვის  გვინო  დაჯილდოვებულ  იქნა  ტელეარხ  ”Animal Planet-ისგან” ,  როგორც  წლის  გმირი. ბევრ  თქვენგანს  უკვე ნანახი  აქვს  მისი  ნამუშევრებიდან  ერთ-ერთი  მაინც,  ამ  პოსტში  კი  შეკრებილია  მხატვრის  ყველა  ნამუშევარი  ერთად…
 

0 (700x466, 218Kb)

სიმელოტე და ბოდი არტი

ბრიტანელმა ფილიპ ლევაინმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მოიფიქრა იდეალური გამოსავალი, თუ როგორ უნდა დაფაროს ადამიანმა სიმელოტე. აი ასე გადაიქცნენ მელოტი ადამიანები კეტ სინკლერის ბოდი-არტის მთავარ გმირებად. ახლა ფილიპის თავზე შეგიძიათ იხილოთ სვაროვსკის თვლები, ჩვეულებრივი ღილები,პეპლები და ა.შ. ასე შეძლო ხელოვნებამ რაღაც უარყოფითი გადაექცია დადებითად. ეს სურათები კი ფოტოგრაფ დენმიელ რიგანს ეკუთვნის

სურეალისტური "ბოდი-არტი"
ახალგაზრდა მხატვარმა, ჩუ-სანმა უარი უთხრა ყველა სტერეოტიპს და სხეულის მოხატვის არა გლამურული, არამედ ”საშიში მიმდინარეობა” აირჩია. 

"სურეალისტური ბოდი-არტი" - ასე უწოდა მხატვარმა ახალ მიმდინარეობას, რომელსაც პრომოუშენს საკუთარ ბლოგზე - chooooosan.tumblr.com-ზე უკეთებს. ამ საიტზე ათობით ისეთი ფოტოა გამოფენილი, რომელიც უცნაური, ზოგჯერ კი საშინელი სანახავია. 

საღებავების მეშვეობით მხატვარი სახეზე მეორე თვალებს და ტუჩებს იხატავს და ამასთან, ეს ყველაფერი საკმაოდ რეალურად გამოიყურება.