EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« დაორსულება მენსტრუაციის დროს »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: natasha

თარიღი: 2013-11-18 18:57:07

დაორსულება მენსტრუაციის დროს

დაორსულება მენსტრუაციის დროს

შესაძლებელია მენსტრუაციის დროს დაორსულება? პასუხი ვერ იქნება ერთმნიშვნელოვანი. ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია და დასაშვებია ოვულაციის „ნორმალური“ პერიოდიდან გადახრაც.

მენსტრუაციის დროს სექსი საკმაოდ ხშირია წყვილებში უპრეზერვატივოდ. ხშირად მიზეზი არის არა ვნება და სექსის ძლიერი სურვილი, არამედ იმედი, რომ ამ დროს ქალი არ დაორსულდება. ეს იმედი კი ძალიან ძლიერია იმ ქალებში, რომლებიც ან არ სარგებლობენ კონტრაცეფციით, ან არა აქვთ შერჩეული საიმედო კონტრაცეფციის მეთოდი. ეს შეხედულება არც ისე მართებულია და შეიძლება თუ არა მენსტრუაციის დროს დაორსულება – სწორი შეკითხვა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ქალი ორსულდება სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შეხვედრისას. ეს კი მხოლოდ ოვულაციის დროს არის შესაძლებელი. სპერმატოზოიდს შეუძლია საშოში 7 დღემდე იცოცხლოს, კვერცხუჯრედი კი ცხოვრობს არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. აქედა გამომდინარეობს დასკვნა, რომ ნაყოფის ცასახვა არც ისეთი მატივი საქმეა და ამის ალბათობა მაღალი მხოლოდ რეგულარული სექსის პირობებშია.

ოვულაცია მენსტრუალური ციკლის მეორე, შედარებით მოკლე ფაზაა და მოდის ზუსტად ციკლის შუა პერიოდზე. თუკი მენსტრუალური ციკლი 28 დღიანია, ოვულავია იქნება საშუალოდ 14-ე დღეს (პლიუს-მინუს 2 დღე). ამ განრიგით ქალი მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდება, თუკი მენსტრუაცია 7 დღეზე მეტხანს არ გრძელდება. მაგრამ თუკი მენსტრუალური ციკლი მოკლეა (23-24 დღე), მაშინ სახიფათო პერიოდი დაემთხვევა სწორედ მენსტრუაციის ბოლო დღეებს, ანუ ციკლის 5-7-ე დღეს. ოვულაცია დადგება საშუალოდ 11-ე დღეს, სპერმატოზოიდი ამ პერიოდშ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. თუკი რომელიმე სპერმატოზოიდის ფალოპის მილებში ყოფნა დაემთხვევა ოვულაციის პერიოდს, მოხდება განაყოფიერება მოსალოდნელია.

თუმცა ზოგადად, მენსტრუაციის დროს დაორსულება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდაც ძალიან მოკლე მენსტრუალური ციკლის პერიოდში. სპერმატოზოიდებისთვის ამ დროს პირობები არახელსაყრელია, გამონადენი ხელს უშლის გადაადგილებაში.

სხვა საკითხი, მენსტრუაციის შემდეგ პირველ დღეებში სექსის დროს დაორსულება. ამ დროს ალბათობა მაღალია. განსაკუთრებით მაშინ, როცვა მენსტრუაცია 7-8 დღე გრძელდება.

გამოსავალი არის კონტრაცეფციის საიმედო საშუალება. კალენდრულ მეთოდზე დაყრდნობა არასაიმედოა.