EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მორფოლოგია - ქართული ენა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-11-27 22:07:42
მორფოლოგია
მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს ნ ა წ ი ლ ე ბ ი
ა რ ს ე ბ ი თ ი ს ა ხ ე ლ ი
არსებითი სახელის ფუძე
ფუძის კუმშვა
ფუძის კვეცა
კვეცად-კუმშვადი ფუძეები
ბრუნება. ბრუნვათა რაოდენობა და რიგი
სახელის ბრუნების ძირითადი ტიპები
ზ ე დ ს ა რ თ ა ვ ი ს ა ხ ე ლ ი
ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელები
ხარისხის ფორმები
რ ი ც ხ ვ ი თ ი ს ა ხ ე ლ ი
ზედსართავ და რიცხვით სახელთა ბრუნება
ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ი
ნაცვალსახელთა ჯგუფები
I და II პირის ნაცვალსახელები და მათი თავისებურება
ჩვენებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
კითხვითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
ზ მ ნ ა
მწკრივის რაობა და სტრუქტურა
მწკრივები და სერიები
უღლების ტიპები
მეტყველების ნაწილები
ენაში არსებული სიტყვათა მარაგი _ ლექსიკურ ერთეულთა რაოდენობა _ განუსაზღვრელია. სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდება გრამატიკული (მორფოლოგიური და სინტაქსური), ლექსიკოლოგიური, სემანტიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ ნიშანთა საფუძველზე ხდება სიტყვათა დაჯგუფება კლასებად, რომელთაცმეტყველების ნაწილებს ეძახიან. ქართულში ტრადიციულად გამოყოფენ 10 მეტყველების ნაწილს:
1. არსებითი სახელი: კაცი, სახლი, ოცნება, დავითი, რიონი...
2. ზედსართავი სახელი: დიდი, პატარა, ქუდიანი, უქუდო...
3. რიცხვითი სახელი: ერთი, ათი, მილიონი, მეცხრე, მესამედი...
4. ნაცვალსახელი: მე, შენ, იგი, ვინ, რამე, ყველა, თითოეული...
5. ზმნა: წერს, ხატავს, დგას, დაფრინავს...
6. ზმნიზედა: გუშინ, ხვალ, აქ, ასე...
7. თანდებული: მიერ, გამო, შესახებ...
8. კავშირი: და, თუ, მაგრამ, ხოლო...
9. ნაწილაკი: არა, ვერა, ჰო, დიახ...
10. შორისდებული: ეჰ! ვაი! ყოჩაღ!..
ტრადიციულ კლასიფიკაციას, როგორც კლასიფიკაციას, ბევრი ნაკლი აქვს: ირღვევა საკლასიფიკაციო პრინციპი (მონაცვლეობს მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური და ლექსიკური პრინციპები) (არნ. ჩიქობავა); მაგრამ მიღებული თვალსაზრისის მიხედვით, «მიუხედავად ამისა, ასეთი დაყოფით ტრადიციულად შემუშავებულ ტერმინებს შეიძლება დღესაც ჰქონდეს ტექნიკური გამოყენება მეცნიერულ გრამატიკაში, რადგანაც თვითეული«მეტყველების ნაწილი» გარკვეული გრამატიკული ნიშნების მატარებელია, მორფოლოგიურისა ან სინტაქსურისა, და რაიმე ნიშნის მიხედვით განსხვავებული დანარჩენებისაგან» (ა. შანიძე).
ა რ ს ე ბ ი თ ი ს ა ხ ე ლ ი
არსებითი სახელი არის სიტყვა, რომელიც მიემართება საგანს (ნივთს ამ მოვლენას). არსებითი სახელის არსებითი ნიშანი არის საგნობრიობა, ანუ იგი არის საგნის სახელი.
ლექსიკური მნიშვნელობის მიხედვით, რასაც გრამატიკული თავისებურებებიც ახლავს, ქართულ ენაში გამოყოფენ არსებით სახელთა ათ ჯგუფს:
სულიერთა და უსულოთა
ადამიანთა და არაადამიანთა
კონკრეტულ და აბსტრაქტულ სახელთა
საზოგადო და საკუთარ სახელთა
კრებითი სახელების
ნივთიერების სახელთა
სულიერი ეწოდება საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებებს, როგორიცაა:
ადამიანები (კაცი, ქალი, ბავშვი, მეპურე, მასწავლებელი...)
ცხოველები (ლომი, ირემი, ცხენი, ხარი...)
ფრინველები (ჩიტი, ქორი, იხვი...)
თევზები (კალმახი, ორაგული, ლოქო...)
მწერები (კოღო, ბუზი...)
ქვეწარმავლები (ხვლიკი, გველი...)
უსულო ეწოდება ისეთ საგნებს, რომლებიც საკუთარი ძალით მოძრაობის უნარს არიან მოკლებულები: ყვავილი, ბალახი, მაგიდა, ფინჯანი, კალამი და სხვ.
ადამიანთა და არა ადამიანთა სახელები. ქართულ ენაში ის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ადამიანს (ქალი, კაცი, ბავშვი, მეცნიერი, ექიმი, მეპურე, მეწაღე...) სხვა სახელებისგან იმით განსხვავდება, რომ დაესმის კითხვა ვინ, ყველა დანარჩენს კი – რა.
საკუთარი და საზოგადო სახელები. საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს, ქვეყანას ან კუთხეს, სოფელს ან ქალაქს, მთას, ადგილს, მდინარეს, ტბას და სხვ. საკუთარ სახელად ითვლება ადამიანთა სახელები, გვარები, ფსევდონიმები.
საზოგადოა ერთნაირ საგანთა საერთო სახელი. იგი აღნიშნავს არა ერთ გარკვეულ საგანს, არამედ მრავალ ერთგვარ საგანს, როგორიცაა: ხე, ქვა, ბალახი, ყვავილი, სოფელი, ქალაქი, კოკა, დოქი, ცხენი, ლომი...
მაგ., მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელთაც თავ-თავისი სახელი ჰქვია: ერთი ქალაქის სახელია თბილისი, მეორისა _ ქუთაისი, მესამისა _ ბათუმი და ა. შ. ქალაქი ყველა ქალაქის საერთო სახელია, თბილისი კი ერთი ქალაქის სახელი.
საკუთარი სახელებია: ადამიანთა სახელები (ნინო, გიორგი), გვარები (მაჩაბელი, ჭონქაძე), ფსევდონიმები (ვაჟა-ფშაველა, არაგვისპირელი), ცხოველთათვის შერქმეული სახელები (გიშერა, წიქარა, აფთარა), გეოგრაფიული სახელები (საქართველო, მტკვარი, უშბა), ციურ მნათობთა სახელები (მზე, მთვარე, ვენერა), წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, დაწესებულება-ორგანიზაციების, ისტორიული მოვლენების, გემების სახელწოდებები...
კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები. არსებითი სახელი კონკრეტულია ან აბსტრაქტული (განყენებული).კონკრეტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს: დაფა, მერხი, წიგნი, მერცხალი, ოქრო, წყალი, ჰაერი, ჟანგბადი... აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია. მაგ.: სიბრძნე, სიმშვიდე, გულწრფელობა, ბედნიერება, ჭეშმარიტება...
ვინ ჯგუფის სახელები ყველა კონკრეტულია, რა ჯგუფისა კი კონკრეტულიც შეიძლება იყოს და აბსტრაქტულიც.
ზოგიერთი სახელი ერთ წინადადებაში შეიძლება კონკრეტული იყოს, მეორეში _ აბსტრაქტული. მაგ., მეზობლობაკონკრეტულია, როცა ვამბობთ: “მთელი მეზობლობა ივანესთან იყო სტუმრად”, მაგრამ აბსტრაქტულია ამ წინადადებაში: “ივანესა და გიორგის კარგი მეზობლობა ჰქონდათ”.
კრებითი სახელები
კრებითია კონკრეტული საზოგადო სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა კრებულს, როგორიცაა: ხალხი, ერი, ჯარი, მოწაფეობა, სტუდენტობა, ჯოგი, გუნდი, ფარა, ხროვა...
შენიშვნა: კრებითის მნიშვნელობა აქვს ნარ სუფიქსით წარმოქმნილ სახელს. მაგ.: ნაძვ-ნარ-ი, დაფ-ნარ-ი, ფიჭვ-ნარ-ი, წაბლ-ნარ-ი, ბუჩქ-ნარ-ი, ყვავილ-ნარ-ი, თიხ-ნარ-ი... ნარ სუფიქსით წარმოქმნილი სახელი აღნიშნავს ადგილს, სადაც უხვად არის ესა თუ ის საგანი.
ნივთიერებათა სახელები
ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა შეუძლებელია. მაგ., ოქრო, ვერცხლი, რკინა, სპილენძი, თუჯი, შაქარი, რძე, თაფლი, ნივთი, ლობიო, მუხუდო, ფეტვი, ბურღული, ფქვილი, მატყლი, ბამბა, ქარვა, კირი, ქვანახშირი... ნივთიერებათა სახელებით აღნიშნული საგნები შეიძლება აიწონოს, საწყაოთი გაიზომოს, დათვლა კი შეუძლებელია, ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს წონისა თუ საწყაოს აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა: მისხალი, გრამი, კილოგრამი, ფუთი, ტონა, ჭიქა, ვედრო, ბოთლი... აგრეთვე სიტყვები: ბევრი, ცოტა. მაგ., ითქმის: მისხალი ოქრო, კილოგრამი შაქარი, ფუთი ფქვილი, ტონა ქვანახშირი, ჭიქა წყალი, ბოთლი რძე, ბევრი მატყლი... ნივთიერებათა სახელები ყველა კონკრეტულია და საზოგადო.
ბრუნებადი სიტყვა
ბრუნებად სიტყვათა ანუ სახელთა შორის ძირითადი ადგილი არსებით სახელს უჭირავს.
არსებითი სახელი იმ საბაზო მნიშვნელობებს (სემანტიკას) მოიცავს, რაც ადამიანის გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვან საგნობრივ შემადგენლობას ასახავს. სამყაროს ენობრივი შეცნობა უპირველესად მისი საგნობრივი მრავალფეროვნების სახელდებით ხორციელდება.
აღსანიშნი, რომელსაც არსებითი სახელი, როგორც აღმნიშვნელი, მიემართება, არის საგანი ან მოვლენა.
საგანი გულისხმობს ყველა მატერალურ (ნივთიერ) არსს (რომელთა აღქმა გრძნობათა ორგანოებით არის შესაძლებელი): ბავშვი, კვიცი, ჭია, მიწა, ნისლი, ქარი, ცეცხლი, სხივი...
მოვლენა გულისხმობს განყენებულ (აბსტრაქტულ) ცნებებსა (სული, სევდა, ბედნიერება, სიყვარული...) და მოქმედებათა (პროცესთა) აღნიშვნას (ყინვა, ფიქრი, ლაპარაკი, ხატვა, წვიმა, ფრენა...).
შენიშვნა: შესაძლებელია ერთი და იგივე სიტყვა მიმართებათა მიხედვით საგანსაც შეესაბამებოდეს და მოვლენასაც (შდრ.: “ახალგაზრდობა შეიკრიბა” და “ახალგაზრდობა ბედნიერი ხანაა”.
არსებითი სახელი ამოიცნობა კითხვებით: ”ვინ ” და ”რა”; სხვაგვარად: ყველა სიტყვა, რომელიც ”ვინ” ან ”რა” კითხვას შეესაბამება, არსებითი სახელია.
არსებითი სახელის ფუძე
სახელის ფორმაწარმოების დროს ცვლილებას განიცდის (ექვემდებარება) სუფიქსური ელემენტი (ბრუნვის ნიშანი, რიცხვის ნიშანი), ხოლო სახელის ფუძე (ლექსიკური ბაზისი) უცვლელია (ან მხოლოდ ფონეტიკურად იცვლება).
არსებითი სახელის ფუძე არის გრამატიკული ფორმის ის ნაწილი, რომელიც ფორმაწარმოების დროს უცვლელია როგორც ლექსიკური შინაარსის, ისე ფორმის (ძირითადი ფონემატური სტრუქტურის) მხრივ. ფუძე არის საყრდენი ფორმათა სისტემისათვის.
ქართული არსებითი სახელის ფორმაწარმოება მარტივია, ერთტიპური; მისთვის ერთფუძიანობაა დამახასიათებელი.
როგორ გამოვავლინოთ არსებითი სახელის ფუძე?
ამისათვის არსებითი სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში; ბრუნვის ნიშნის ჩამოცილების შემდეგ რჩება სახელის სრული ფუძე. შდრ.:
სახლ-მა
წყარო-მ
არსებითი სახელის ფუძე დაბოლოების მიხედვით ორგვარია:
ა) ფუძე, რომელიც თანხმოვანზე ბოლოვდება, ანუ _ თანხმოვანფუძიანი: სახლ-, კედელ-, ბავშვ-.
ბ) ფუძე, რომელსაც ხმოვანი აბოლოებს, ანუ ხმოვანფუძიანი: ბიძა, რძე, წყარო, ძუძუ...
ფუძე შეიძლება იყოს როგორც უცვლელი, ისე ცვალებადი. მაგალითად: სახლ- უცვლელია, კედელ-ცვალებადი (კედლ-); წყარო უცვლელია, მუხა ცვალებადი (მუხØ-{ის}).
შენიშვნა: 1. ფუძეში შეიძლება ორმაგი ცვლილებაც ხდებოდეს; მაგ.: ქარხანა → ქარხØნØ-
2. ი ბოლოკიდური ხმოვანი არსებით სახელებში, ჩვეულებისამებრ, ბრუნვის ნიშანია. მაგრამ ი ფუძის კუთვნილებაა უცხო წარმომავლობის რამდენიმე არსებით სახელში: ჩაი, ტრამვაი...
ფუძისა და აფიქსთა ურთიერთმოქმედება
ფორმაწარმოების (ბრუნებისა თუ რიცხვის წარმოების) პროცესში არსებითი სახელის ფუძე და ბრუნვის ნიშნები ურთიერთმოქმედებენ. ამ ურთიერთმოქმედებამ შეიძლება ერთ-ერთ მათგანში ფონეტიკური ცვლილება გამოიწვიოს.
ბრუნვის ნიშანთა ცვლილებას იწვევს ფუძის ბოლოკიდური ხმოვანი.
ფუძის ცვლილების გამოწვევა კი შეუძლია ბრუნვის ნიშანს, რომელსაც აქვს დახურული მარცვლის სტრუქტურა _ VC.
ფუძის კუმშვა
თანხმოვანფუძიანი სახელის ფორმაცვალების (ბრუნვის, აგრეთვე, რიცხვის წარმოების) დროს სახელის ფუძემ შეიძლება დაკარგოს ბოლოკიდურა მარცვლის ხმოვანი.
ამ მოვლენას კუმშვა (რედუქცია) ჰქვია.
ფუძე, რომელსაც კუმშვა ახასიათებს, კუმშვადია.
კუმშვის პროცესის მოსახდენად აუცილებელია სათანადო პირობები:
ა) VC სტრუქტურის სუფიქსი (ნათ., მოქ., ვით. ბრუნვის ნიშნები: -ის, -ით, -ად; მრავლობითის -ებ):
ბ) ფუძის აუსლაუტის, ანუ სარედუქციო სეგმენტის, სტრუქტურა უნდა იყოს _VS, ანუ ხმოვანი პლუს სონორი (აგრეთვე _ ვ).
შენიშვნა: 1. არის რამდენიმე გამონაკლისი, როცა VC სტრუქტურის აუსლაუტი იკუმშება (მაგ., ყასაბ-ი...);
2. VSC სტრუქტურის აუსლაუტის კუმშვის ერთადერთი მაგალითი დასტურდება (ღმერთ-ი).
ამგვარად, კუმშვა ხდება სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში (აგრეთვე -ებიან მრავლობითში). იკუმშება სამი ხმოვანი: ა, ე, ო.
ხმოვნის კუმშვა, ჩვეულებისამებრ, სრულია, მაგრამ ო ხმოვანს, თუ დამატებითი პირობები არ არის, ახასიათებს ნაწილობრივი კუმშვა (ანუ ო → ვ პროცესი): მაწონ-ი → მაწვნ-ის...
ო ხმოვნის რედუქციის დამატებით პირობას წარმოადგენს ლაბიალური ბგერის (ხმოვნის ან თანხმოვნის) არსებობა სარედუქციო სეგმენტის წინა პოზიციაში:
საპონ-ი → საპØნ-ის,
კოკორ-ი → კოკØრ-ის...