EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მორფოლოგია - ქართული ენა (მე-2 ნაწილი) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-11-27 22:16:23
ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ი
ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც იხმარება არსებითის, ზედსართავისა დარიცხვითი სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევაში.
ნაცვალსახელი იმავე კითხვებზე მიუგებს, რაზედაც არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელები: ვინ? როგორი? რამდენი?
ნაცვალსახელთა ჯგუფები
ნაცვალსახელი ენაში ცოტაა, მაგრამ მნიშვნელობით მრავალფეროვანია, გამოიყოფა
ნაცვალსახელთა რამდენიმეჯგუფი:
- პირისა: მე შენ, ის (იგი); ჩვენ, თქვენ, ისინი (იგინი), თავი. [თავი არსებითი სახელია (მაგ., თავი დაიბანა),მაგრამ ხშირად ის პირის
- ნაცვალსახელად არის გამოყენებული (მაგ.: თავი ისახელა, თავი შეირცხვინა, თავიშეაკლა...)].
- ჩვენებითი: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ამნაირი, ამისთანა, ამდენი...
- კუთვნილებითი: ჩემი, შენი, მისი, ჩვენი, თქვენი, მათი, თავისი...
- კითხვითი: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?..
- კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისა?
- მიმართებითი: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც...
- უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, თითოეული, ყველა...
- განსაზღვრებითი: თვით, თვითონ, თითოეული, ყველა...
- განუსაზღვრელობითი: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც; ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე...
I და II პირის ნაცვალსახელები და მათი ფორმაწარმოების თავისებურება
მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ _ II პირისა.
მე-ს უწოდებს კაცი თავის თავს, ხოლო ჩვენ სიტყვით იგი თავის თავთან ერთად სხვასაც (ან სხვებსაც) გულისხმობს.
შენ ნაცვალსახელით მივმართავთ ერთ პირს, თქვენ ფორმით კი _ რამდენიმეს (ორს ან მეტს). (თავაზიანი მიმართვისას ერთ პირსაც თქვენობით მივმართავთ).
I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, ოღონდ მე-ს ნათესაობითის მნიშვნელობით ჩემენაცვლება (თანდებულის დართვით: ჩემთვის, ჩემგან), ხოლო შენ და თქვენ ნაცვალსახელებს წოდებითში დასმულ სიტყვასთან ეკვეცებათ ნ: შე დალოცვილო, თქვე დალოცვილებო.
პირის ნაცვალსახელთა ბრუნების ნიმუში:
სახ. მე შენ ჩვენ თქვენ
მოთხ. მე შენ ჩვენ თქვენ
მიც. მე შენ ჩვენ თქვენ
ნათ. *ჩემ– *შენ *ჩვენ *თქვენ
მოქმ. _ _ _ _
ვით. _ _ _ _
წოდ. _ შენ, *შე _ თქვენ, *თქვე
პირის ნაცვალსახელები ნათესაობითის მნიშვნელობით მხოლოდ თანდებულით იხმარება: ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ, ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ; შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ; თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ.
ჩვენებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
ჩვენებითი ნაცვალსახელებია: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ეგეთი, ისეთი; ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი; ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა; ამდენი, მაგდენი, იმდენი. ამათგან ბრუნების თვალსაზრისით თავისებურიაეს, ეგ, ის (იგი), ხოლო დანარჩენები ისევე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელები.
ეს, ეგ, ის (იგი) ჩვენებითიც არის და მესამე პირის ნაცვალსახელიც. ჩვენებითია მაშინ, როცა არსებითს ახლავს (ის კაცი, ეს საქმე, ეგ წიგნი), ხოლო პირისაა, როცა ზმნას უკავშირდება (ის მოვიდა, იგი წავიდა, ეგ გააკეთებს).
ეს გვიჩვენებს ჩემთან (1-ლ პირთან) მყოფს, აქ მყოფს.
ეგ გვიჩვენებს შენთან (მე-2 პირთან) მყოფს, მანდ მყოფს.
ის და იგი სინონიმებია და გვიჩვენებენ იქ (1-ლი და მე-2- პირებიდან მოშორებით) მყოფს.
ბრუნებისას განსხვავებაა იმის მიხედვით, დამოუკიდებლად (არსებითის გარეშე) არიან ისინი ნახმარი თუ არსებითთან ერთად. ამ ნაცვალსახელებს აქვთ ორ-ორი ფუძე: ერთი _ სახელობითისათვის, მეორე დანარჩენ ბრუნვათათვის. ეს ფუძეებია: ეს (ესე) _ ამ(ა), ეგ (ეგე) _ მაგ(ა), იგი _ მა, ის (ისი) _ იმ(ა). მონაცვლე ფუძეები კვეცადია.
ბრუნების ნიმუში:
სახ. ეს ეგ იგი / ის
მოთხ. ამა–ნ მაგა–ნ მა–ნ იმა–ნ
მიც. ამა–ს მაგა–ს მა–ს იმა–ს
ნათ. ამ–ის მაგ–ის მ–ის იმ–ის
მოქმ. ამ–ით მაგ–ით მ–ით იმ–ით
ვით. ამ–ად მაგა–დ _ იმ–ად
ეს, ეგ, ის ნაცვალსახელთა დაკარგული ხმოვანი აღდგება ნარიან მრავლობითში და ც ნაწილაკის დართვისას: ესე-ნ-ი, ეგე-ნ-ი, ისი-ნ-ი; ესე-ც, ეგე-ც, ისი-ც.
კითხვითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
კითხვითი ნაცვალსახელებია: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?
როდინდელი?ვისი? რისა? ამათგან ორი _ ვისი? რისა? _ კითხვასთან ერთად კუთვნილებასაც გამოხატავს, რის გამოც მათკითხვით-კუთვნილებითს უწოდებენ.
კითხვით ნაცვალსახელთაგან ბრუნების დროს თავისებურებას იჩენს ვინ.
ვინ ნაცვალსახელს ორი ფორმა აქვს ოთხი ბრუნვისათვის: ვინ _ სახელობითსა და მოთხრობითში (მოთხრობითი ბრუნვის ნიშანია -ნ), ვის _ მიცემითსა და ნათესაობითში.
ბრუნების ნიმუში:
კითხვ. კითხვ.–კუთვნ.
სახ. ვი–ნ ვის–ი
მოთხ. ვი–ნ ვის–მა
მიც. ვი–ს(ა) ვისა–ს
ნათ. ვი–ს(ა) _
მოქმ. _ ვის–ით(ა)
ვით. _ ვის–ად
კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი, შენი, მისი (ამისი, იმისი), ჩვენი, თქვენი, მათი (ამათი, იმათი), თავისი. ჩემი და ჩვენი პირველი პირის კუთვნილებას გამოხატავს, შენი და თქვენი _ მეორე პირისას, დანარჩენები_ მესამე პირისას.
კუთვნილებით ნაცვალსახელთა ბრუნება არ განსხვავდება ბოლოთანხმოვნიან ზედსართავთა
ბრუნებისაგან. ჩემი დაჩვენი შვიდივე ბრუნვის ფორმით იხმარება, დანარჩენებს წოდებითის ფორმა არ გააჩნიათ.
კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითსა და ვითარებითში -ს უნდა დაერთოს: ჩემ-ს (შენ-ს, ჩვენ-ს, თქვენ-ს,მათ-ს) მეგობარ-ს.
ზ მ ნ ა
არის მეტყველების ნაწილი, სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი (უღლებადი) სიტყვა. ფუნქციურად ზმნა გამოხატავს კონსტრუქციაში სუბიექტად წარმოდგენილი პირის მოქმედებას (აკეთებს, კეთდება...) ან მდგომარეობას (დგას, წუხს...).
ქართულ ენაში ზმნა სახელთან შედარებით რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. ზმნის მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნური კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს – უღლების კატეგორიები და წარმოქმნის კატეგორიები (ა. შანიძე). უღლების კატეგორიებად მიჩნეულია ის კატეგორიები, რომლებიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას; ასეთებია: პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა, მწკრივი. წარმოქმნის კატეგორიებად მიჩნეულია ის კატეგორიები, რომლებიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას; ასეთებია: გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. ფორმალური გამოხატვის თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები იყოფა გრამატიკულ (მორფოლოგიურ) და სემანტიკურ კატეგორიებად. ამგვარ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გრამატიკული კატეგორიის, როგორც მორფოლოგიური კატეგორიის, ტრადიციული გაგება: გრამატიკული (მორფოლოგიური) კატეგორია არის ის კატეგორია, რომელიც გამოიხატება მორფოლოგიური საშუალებებით – აფიქსებით ან მორფოლოგიური ყალიბით. ამ გაგებით მორფოლოგიური კატეგორიებია: პირი, რიცხვი, მწკრივი, გვარი, ქცევა, კონტაქტი... სემანტიკური კატეგორიები – დრო, კილო, გზისობა, აქტი...
ქართული ზმნური ფორმების ძირითად საკლასიფიკაციო ერთეულად მიიჩნევა გვარის კატეგორია (ა. შანიძე), ან სტატიკურობა და დინამიკურობა, ერთი მხრივ, და გარდამავლობა – გარდაუვლობა, მეორე მხრივ (არნ. ჩიქობავა).
ქართული ზმნის სირთულის ერთ-ერთი საფუძველი აფიქსებთან დაკავშირებული პრობლემაა: ერთი და იგივე კატეგორია შეიძლება რამდენიმე აფიქსით გადმოიცეს და, პირიქით, მასალობრივად ერთი და იგივე აფიქსი შეიძლება რამდენიმე ფუნქციით მოგვევლინოს.
ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან; ე. ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტურიც და ობიექტურიც. შესაბამისად, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი (მასში აისახება მხოლოდ სუბიექტური პირი – იზრდება, დგას...), ორპირიანი (მასში აისახება სუბიექტური და ობიექტური პირი – მხატავს ის მე, გემალება ის შენ...), სამპირიანი (მასში აისახება სუბიექტური და ობიექტური პირები – გიხატავს ის შენ მას, მწერს ის მე მას...). იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას ერთდროულად შეიძლება შეეწყოს ოთხის პირი (დამიჩაგვრინო შენ მე ის მას „შვილი არავის დამიჩაგვრინო – ილია“, მიჭმიე შენ მე ის მას...). პირიანობისა და ვალენტობის გარჩევამ ეს საკითხი დააზუსტა (ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა: „ვალენტობა არის ზმნის უნარი, შეიწყოს წინადადების ბირთვში აქტანტი სახელების განსაზღვრული რაოდენობა“ – თ. გამყრელიძე)...
რამდენადაც ზმნის ერთ ფორმაში შეიძლება აისახოს სუბიექტური და ობიექტური პირები, ზმნამ შეიძლება ფორმა იცვალოს როგორც სუბიექტური პირების მიხედვით, ისე ობიექტური პირების მიხედვით. პირველ შემთხვევაში გვექნება სუბიექტური წყობა, სუბიექტური უღლება; მეორე შემთხვევაში – ობიექტური წყობა, ობიექტური უღლება.
როგორც ითქვა, ზმნა ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილია – უღლებადი სიტყვაა. უღლება – ზმნის ფორმაცვალებაა. ტერმინი უღლება იხმარება ორგვარი გაგებით: ვიწრო მნიშვნელობით – უღლება არის ზმნის ფორმათა ცვლა ერთი მწკრივის ფარგლებში პირისა და რიცხვის მიხედვით; ფართო მნიშვნელობით – უღლება არის ზმნის ფორმათა ცვლა მწკრივთა მიხედვით.
მწკრივის რაობა და სტრუქტურა
მწკრივი არის ენაში ზმნის არსებობის, მისი ფუნქციონირების ფორმა (ბ. ჯორბენაძე).
მწკრივი არის ერთობლიობა ფორმებისა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
მხოლოდ პირისა დარიცხვის მიხედვით; შესაბამისად, ერთი მწკრივის ფორმებია:
ვ-ხატავ |
მე |
მას |
ვ-ხატავ-თ |
ჩვენ |
მას |
ხატავ |
შენ |
მას |
ხატავ-თ |
თქვენ |
მას |
ხატავ-ს |
ის |
მას |
ხატავ-ენ |
ისინი |
მას |
მ-ხატავ-ს |
ის |
მე |
მ-ხატავ-ენ |
ისინი |
მე |
გ-ხატავ-ს |
ის |
შენ |
გვ-ხატავ-ენ |
ისინი |
ჩვენ |
მ-ხატავ |
შენ |
მე |
გვ-ხატავ |
შენ |
ჩვენ |
გ-ხატავ |
მე |
შენ |
გ-ხატავ-თ |
მე |
თქვენ... |
მწკრივი იგივეა ზმნისათვის, რაც – ბრუნვა სახელისათვის.
თუ ბრუნვის კატეგორიას ქმნის ბრუნვის ფორმათა ერთობლიობა, შესაბამისად,
მწკრივის კატეგორიას ქმნისმწკრივის ფორმათა ერთობლიობა.
ანუ: მწკრივის კატეგორია იმდენ წევრიანია, რამდენი მწკრივიც არის ენაში.
შენიშვნა: მწკრივი არის სახელწოდება კატეგორიისაც და ამ
კატეგორიის თითოეული წევრისა (შდრ.: ბრუნვისკატეგორია და
თითოეული ბრუნვა); განსხვავებით სხვა კატეგორიებისაგან; მაგ.:
რიცხვისკატეგორიის წევრებია მხოლობითი რიცხვი და მრავლობითი რიცხვი...
მწკრივს აქვს თავისი ფუძე. მწკრივის ფუძე არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელსაც
ჩამოშორებულიაქვს პირისა და რიცხვის ნიშნები. ამგვარად: მწკრივის ფუძეა წერ-დ-ე _ ა-კეთ-ებ-დ-ე.
შენიშვნა: ამთავითვე შევნიშნავთ: ზმნისწინითა და ხმოვანპრეფიქსებით
განსხვავებული ფორმები სხვადასხვაზმნებია ლექსიკურად; ზმნისწინითა
და ხმოვანპრეფიქსებით განსხვავებული გეზი დაორიენტაცია, ასპექტი,
ქცევა, გვარი წარმოქმნის კატეგორიებია (ა. შანიძე) გა-ვ-იკეთებ, ვ-ი-კეთებ,ვ-ა-კეთებ, ვ-უ-კეთებ _ სხვადასხვა ზმნებია...
ანუ: მწკრივის ფუძის სტრუქტურას ქმნის «მარტივი ფუძე» (ძირეული
მორფემა _ სკოლარული გაგებით),თემის ნიშანი, სავრცობი, მწკრივის ნიშანი.
შენიშვნა: «მარტივი ფუძე», «ძირეული» მორფემა პირობითი ტერმინებია:
იგულისხმება ის ნაწილი ზმნურიფორმისა, რომელიც წარმოდგენილია
ყველა მწკრივის ფორმაში. შესაბამისად: კაუზატიურფორმებში
«მარტივი ფუძე» იქნება კეთებინ, დონიან ვნებითებში _ კეთ-დ. ძირეული ამშემთხვევაში არ უდრის ძირს ეტიმოლოგიური გაგებით:
მარტივი ფუძე არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც საერთოა ზმნის სრული
პარადიგმის ყველაწევრისათვის.
შენიშვნა: სკოლარულ გამოცემებში პარადიგმის ყველა წევრისათვის
საერთო ნაწილს ძირს უწოდებენ; თუმცაძირად დაუშლელი ნაწილი
გაიაზრება, რაც არ ითქმის სრული პარადიგმის საერთო ნაწილისშესახებ.
პირობითია ტერმინიც მარტივი ფუძე; შედგენილობით «მარტივი ფუძე»
შეიძლება იყოს«რთული» («თვალწინ გაისიგრძეგანა _ ამ
ფორმაში სიგრძეგან «მარტივი ფუძეა»).
თემის ნიშანი _ არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც განასხვავებს I სერიის
რთულ თემას II სერიისმარტივი თემისაგან.
ხატ-ავ-ს _ ხატ-ა.
სავრცობი არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც აწმყოს (მყოფადის)
მწკრივის ფორმას განასხვავებსუწყვეტლის (ხოლმეობითის) ფუძისაგან
ხატ-ავ-დ-ა _ ხატ-ავ-ს
თლ-იდ-და – თლ-ი-ს
ტირ-ოდ-ა – ტირ-ი-ს
მწკრივის ნიშანი არის ის ელემენტი ზმნური ფორმისა, რომელიც ორ,
ერთმანეთთან ფორმობრივადდაკავშირებულ, მწკრივის ფუძეს განასხვავებს:
შენიშვნა: ერთმანეთთან ფორმობრივად
ურთიერთდაკავშირებულად მივიჩნევთ იმ ფუძეებს,
რომლებიცერთმანეთს მიემართებიან ან ხაზოვანი, ან ჩანაცვლების
პრინციპით.
თლ-ი-ის → თლ-იდ-ა, ერთი მხრივ, და
და-ვ-წერ-ე
და-ვ-წერ-ო _ მეორე მხრივ.
სხვადასხვა მწკრივს სხვადასხვა ფუძე უნდა ჰქონდეს. სხვაგვარად, რამდენადაც ზმნურ
ფორმათაწარმოება ფუძეთა წარმოების თემაა (არნ. ჩიქობავა), იმდენი
მწკრივი გვექნება, რამდენი დამოუკიდებელიფუძეც არის მწკრივისა.
მწკრივის ანალიზისას გამოვყოფთ მწკრივის საყრდენ ფუძეს.
მწკრივის საყრდენ ფუძეს ვუწოდებთ იმ ნაწილს მწკრივის ფუძისა, რომელსაც ჩამოშორებული
აქვს მწკრივისნიშანი.
ვ-წერ-დ-ე; მწკრივის ფუძეა წერდე; მწკრივის ნიშანი -ე; მწკრივის საყრდენი ფუძე _ წერდ.
მწკრივის ფორმათა წარმოების ხაზოვანი პრინციპის შემთხვევაში ერთი
მწკრივის საყრდენი ფუძე სრულადშედის მეორე მწკრივის საყრდენ ფუძეში:
ვ-ტირ-ი → ვ-ტირ-ოდ-ი
ვ-ხატ-ავ → ვ-ხატ-ავ-დ-ი
შენიშვნა: მწკრივის ფორმათა ნულოვანი წარმოებისას
(ე. ი. როცა მწკრივის ნიშანი ნულოვანი მორფემაა),მწკრივის ფუძე და
მწკრივის საყრდენი ფუძე ერთმანეთს ემთხვევა.
მწკრივის ფორმათა წარმოების ჩანაცვლების პრინციპის შემთხვევაში
ურთიერთჩანაცვლებად მწკრივებსსაერთო საყრდენი ფუძე აქვს:
მწკრივის ფუძეზე საუბრისას მხედველობაში არ მიიღება მოქმედი ფონეტიკური პროცესის
შედეგად მომხდარიცვლილებებით მიღებული განსხვავებანი.
მაგ. ვ-წერ-ე და წერ-ა
I მაგალითში მწკრივის ფუძეა წერ-ე, მეორე მაგალითში წერ; მაგრამ ეს არის არასრული(მაწარმოებელმოკვეცილი) ვარიანტი მწკრივის ფუძისა:
წერ-ე-ა → წერ-ა...
ფუნქციური თვალსაზრისით მწკრივი რთული მონაცემია; პოლისემანტიკური მონაცემია.
მასშიერთდროულადაა წარმოდგენილი ზმნის სხვადასხვა ფუნქციური კატეგორიები (ოდენ-ფუნქციური და ფორმობრივ-ფუნქციური): დრო, კილო, ასპექტი, გზისობა, აქტი... ერთობლიობა ამ ფუნქციებისა
ქმნის მწკრივის სემანტიკას(კომბინაციები ამ ფუნქციებისა). მაგალითად:
|
დრო |
კილო |
ასპექტი |
გზისობა |
აქტი |
აკეთებდა |
წარს. |
თხრ. |
უსრ. |
მრავალგზ. |
ნანახი |
აკეთა |
წარს. |
თხრ. |
უსრ. |
ერთგზისი |
ნანახი |
ფორმობრივად განსხვავებული ეს ორი ერთეული სხვადასხვა მწკრივის ფორმაა, რადგანაც ისინი
ფუნქციურსხვაობასაც ავლენენ.
ფუნქციურად განსხვავებული ორი მაგალითი არ ჩაითვლება სხვადასხვა მწკრივის ფორმებად, თუ
მათ შორისარაა ფორმობრივი სხვაობა:
|
დრო |
კილო |
ასპექტი |
გზისობა |
აქტი |
გააკეთე (თხრობით კონტექსტში) |
წარსული |
თხრობითი |
სრული |
ერთგზისი |
ნანახი |
გააკეთე (ბრძანებით კონტექსტში) |
მომავალი |
ბრძანებითი |
სრული |
ერთგზისი |
ნანახი |