EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მორფოლოგია - ქართული ენა (მე-3 ნაწილი) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2013-11-27 23:12:36

მორფოლოგია - ქართული ენა , morfologia - qarTuli ena

მწკრივის თვალსაზრისით გააკეთე წყვეტილია...

ფორმობრივად ისე განსხვავებული ერთეულები, როგორიცაა:

მო-ვ-ა-სწარ

და

მო-ვ-ა-სწრ-

მო-ვ-რწყ-

და

მო-ვ-რწყ-

ი-ქნ--ს

და

ი-ქნ--ს

და-უ-ხატ-ავ-ს

და

და--ხატ--

ვერ ჩაითვლება სხვადასხვა მწკრივის ფორმებად, რადგანაც ფუნქციურად იდენტური 

ოდენობებია: ნებისმიერკონტექსტში შეიძლება მოხდეს მათი ურთიერთჩანაცვლება. 

წარმოდგენილი წყვილები ერთი და იმავე მწკრივისფორმობრივი ვარიანტებია.

 

 

მწკრივები და სერიები

 

ახალ ქართული სალიტერატურო ენაში 11 მწკრივს გამოყოფენ (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა...). მწკრივთა დაჯგუფება ხდება საუღლებელი ფუძის პრინციპზე დამყარებით. საუღლებელი ფუძის პრინციპი ქართულ გრამატიკაში ნ. მარმა დაამკვიდრა. შესაბამისად 11 მწკრივი სამ სერიაში განაწილდა (ა. შანიძის ვარიანტი):

I სერია

1. აწმყო (ვ-წერ...)

2. უწყვეტელი (ვ-წერ-დ-ი...)

3. აწმყოს კავშირებითი (ვ-აწერ-დ-ე...)

4. მყოფადი (და-ვ-წერ...)

5. ხოლმეობითი (და-ვ-წერ-დ-ი...)

6. მყოფადის კავშირებითი (და-ვ-წერ-დ-ე...)

 

II სერია

წყვეტილი (და-ვ-წერ-ე...)

II კავშირებითი (და-ვ-წერ-ო...)

 

III სერია

I თურმეობითი (და-მ-ი-წერ-ი-ა...)

II თურმეობითი (და-მ-ე-წერ-ა...)

III კავშირებითი (და-მ-ე-წერ-ო-ს...)

 

შევნიშნავთ – ერთი და იმავე ცნების აღსანიშნავად სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება (მწკრივი და ნაკვთი, სერია და წყება, უწყვეტელი და ნამყო უსრული, წყვეტილი და ნამყო ძირითადი და სხვ.). ჩვენ ამჯერად იმ ტერმინს ვანიჭებთ უპირატესობას, რომლებიც უფრო გავრცელებულია სახელმძღვანელოებსა თუ სახელმძღვანელოების ტიპის გამოცემებში.

ზმნურ ფორმათა წარმოებაში ფორმობრივი პრინციპის უფრო მკაცრად გატარებით შესაძლებელი არის მწკრივთა რაოდენობა 8 ერთეულამდე იქნეს დაყვანილი – მყოფადის წრის მწკრივთა გამოყოფის რეალურობა ეჭვქვეშ დადგეს (გ. გოგოლაშვილი). სემანტიკური პრინციპის წინა პლანზე წამოწევით შესაძლებლად არის მიჩნეული 16 მწკრივის გამოყოფა – II და III სერიაში ზმნისწინიანი და უზმნისწინო ფორმები განსხვავებულ მწკრივებად იქნეს გაგებული (ა. არაბული).

ამჯერად ტრადიციული ვარიანტის წარმოდგენას (11 მწკრივი) გამართლებულად მივიჩნევთ.

 

 

უღლების ტიპები

 

ზმნურ ფორმათა წარმოების საკითხი, ზმნების უღლება ქართული გრამატიკის ურთულესი უბანია. 

სხვადასხვაზმნური კატეგორიებისა თუ ფორმაწარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით 

ზმნებს აჯგუფებენ უღლებისტიპებად.

ჩვეულებრივ ზმნათა დაჯგუფება ხდება რამდენიმე ნიშნის მიხედვით. ა. შანიძის აზრით,

 «მთავარი ესარისროგორია ურთიერთობა სამივე სერიის ფორმებს შორის წარმოების 

თვალსაზრსით». ძირითადსაკლასიფიკაციო ნიშნად გვარის კატეგორია არის მიჩნეული, 

დამატებით ნიშნად _ სტატიკურობა-დინამიკურობა. გამოიყო 4 ტიპი:

ტიპი. უღლება მოქმ. გვარის ზმნებისა. ამათი მთავარი თავისებურება ის არის, რომ ისინი III 

სერიისფორმებს ინვერსიულად აწარმოებენ. ამას გარდა, პირდაპირი მიმართების ფორმები 

მხოლოდ აქ არის შესაძლებელი.

II ტიპი. უღლება დინამიკური ვნებითი გვარის ზმნებისა, ძირითადი განსხვავება პირველი 

ტიპის ზმნათაუღლებისაგან III სერიაში იჩენს თავს. თანაც აქ ზმნები განიყოფა იმის მიხედვით, 

ერთპირიანია ფორმა თუორპირიანი: ამას თავისი წარმოება აქვს და იმას _ თავისი. ამას გარდა, 

ამ ტიპის ზმნებს პირველი ტიპის ზმნათაგანგანასხვავებს სავრცობი (ოდ).

III ტიპიუღლება საშუალ-მოქმედებითი (მედიოაქტივი) ზმნებისა. ამ ზმნებს 

შენაცვლების წესით აქვთნაწარმოები 

II და III სერიის ფორმები, აგრეთვე I სერიის მყოფადის წრისა. შენაცვლებისას გამოყენებულია 

იმავეფუძის მოქმედებითის სათავისოს ან სასხვისოს ფორმები.

IV ტიპი. უღლება საშუალ-ვნებითი (მედიოპასივი) ზმნებისა და სტატიკური ვნებითი 

გვარის ზმნებისა. ამათყველას 

აერთიანებს მწკრივების კლება (ან მეორე სერიისა მთლიანად, ან უწყვეტლისა და აწმყოს 

კავშირებითისა Iსერიიდან). ამას გარდა, აწმყოში ესენი მეშველ ზმნას დაირთავენ პირველსა 

და მეორე პირში.

თითოეული ტიპის შიგნით კიდევ არის თავ-თავისი დაყოფილება...» (ა. შანიძე).

არსებობს სხვა თვალსაზრისიც; არნ. ჩიქობავას აზრით, «ქართული ზმნების ძირითადი საკლასიფიკაციოერთეულებია: სტატიკური და დინამიკური 

ზმნები, ერთი მხრივ, გარდაუვალი და გარდმავალი ზმნები, მეორემხრივ». ამისდაშესაბამისად, 

სამი ტიპი გამოიყო:

I.  დინამიკური ზმნები (- ვნებითიანი ტიპი)

II. დინამიკური ზმნები (- ვნებითიანი ტიპი)

III. სტატიკური ზმნები (ორი ქვეტიპით:

              ა) სტატიკური ერთპირიანი ზმნები

 ბ) სტატიკური ორპირიანი ზმნები...).

როგორც პირველი, ასევე მეორე თვალსაზრისის მიხედვით ძირითადი ყურადღება ზმნურ ფორმათა 

წარმოებისთავისებურებაზეა გამახვილებული. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა 

ზმნა სხვადასხვა ვითარებასგვიჩვენებს მწკრივთა წარმოების შესაძლებლობის მიხედვით. ანუ: 

საინტერესოა, ფორმობრივი პრინციპისგათვალისწინებით, რა შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ 

ზმნას ზმნური ფორმების წარმოებისა.

თუ ამ პრინციპის მიხედვით ვეცდები ზმნათა დაჯგუფებას, აღმოჩნდება, რომ შესაძლებელია 

ზმნები სამჯგუფად დალაგდეს: ა) ზმნები, რომელთაც მხოლოდ ერთი _ აწმყო-მყოფადის _ მწკრივის ფორმა მოეპოვება; ბ)ზმნები, რომელთაც მხოლოდ I სერიის მწკრივთა 

ფორმები მოეპოვება და გ) ზმნები, რომელთაც ყველა მწკრივისფორმა მოეპოვება; სქემა ასეთ სახეს მიიღებს:

 

ა)

აწმყო-მყოფადი;

ბ)

აწმყო-მყოფადი

უწყვეტელ-ხოლმეობითი

I კავშირებითი

გ)

აწმყო-მყოფადი

უწყვეტ.-ხოლმეობითი

I კავშირებითი

წყვეტილი

II კავშირებითი

I თურმეობითი

II თურმეობითი

III კავშირებითი

 

შევნიშნავთ: მწკრივის ფორმათა წარმოების თვალსაზრისით აწმყო და მყოფადი, უწყვეტელი და ხოლმეობითი, აწმყოს კავშირებითი და მყოფადის კავშირებითი სხვაობას არ ქმნის, ამიტომ მათ ერთად წარმოვადგენთ (ბოლო წყვილს I კავშირებითის სახელწოდებით).

უღლების ჯგუფების გამოყოფის დროს ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. გავიხსენოთ: «ლება აღნიშნავს პირიანი ზმნის ფორმაცვალებას ყველა მწკრივში, რომელიც კი მოეპოვება აღებულ ზმნას» (ა.შანიძე). დაზუსტება _ «რომელიც კი მოეპოვება აღებულ ზმნას» _ გულისხმობს იმას, რომ ყველა ზმნას არა აქვსშესაძლებლობა ყველა მწკრივის ფორმათა წარმოებისა; 

ანუ: ზმნები განსხვავდება ერთმანეთისაგან იმისმიხედვითაც, თუ რა შესაძლებლობა აქვს მას 

მწკრივთა წარმოებისა. ვფიქრობთ: ზმნის ფორმობრივიანალიზისას ზმნათა დაჯგუფება ამ ნიშნის 

მიხედვით უნდა მოხდეს: როგორია შესაძლებლობა ზმნისა მწკრივისფორმათა წარმოებისა; 

სხვაგვარად: შესწევს თუ არა ზმნას უნარი ყველა მწკრივის ფორმათა წარმოებისა.

 

მწკრივის ფორმათა წარმოების შესაძლებლობის მიხედვით ზმნები სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ;

შესაბამისად გვექნება სამი ტიპი უღლებისა:

 

ტიპის ლებას განეკუთვნება ის ზმნები, რომელთაც მხოლოდ ერთი მწკრივის (აწმყო-მყოფადის)ფორმები მოეპოვებათ (ამჯერად, ა. წ. «ნასესხებ» ფორმებს მხედველობაში არ ვიღებთ).  ამ ჯგუფში შემოვა: ა) ე. წ.სტატიკური ვნებითის 

ფორმები: აბიააბარიააბადიაჰბურავსხურავს და მისთანანი. ბ) ე. წ. მედიოპასიურზმნათა 

ერთი ნაწილი: წევსდგასძევსსხედან და სხვა.

ამ ტიპის ზმნები შეიძლება იყოს როგორც ერთპირიანი, ისე ორპირიანი: აბია / უბიააგია / 

უგიააგდია /უგდიაასვია / უსვიააფენია / უფენია... დგას / უდგასზის / აზის / უზის...

ამ ტიპის ზმნათა უღლების ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ I და II სუბიექტური 

პირის ფორმებსმეშველი ზმნით იწარმოებენ:

 

 

ვ-დგა-ვარ

 დგა-ხარ

ვ-დგა-ვართ

 დგა-ხართ

ვ-ზი-ვარ

 ზი-ხარ

–––––––––

–––––––––

 –––––––

 –––––––

ვ-სხედ-ვარ-თ

 სხედ-ხარ-თ

ვ-წევარ

 წევ-ხარ

ვ-წევარ-თ

 წევ-ხარ-თ

ანდა:

ვ-აბარი-ვარ

 აბარი-ხარ

ვ-აგდი-ვარ

 აგდი-ხარ

 

ზოგი ზმნისათვის I-II სუბიექტური პირის ფორმები არ ჩანს ბუნებრივი: ჰბურავს, ხურავს...

 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ ტიპის ზმნები ზმნისწინს არ დაირთავენ. დროული გაგება ამ 

ზმნებისასტაბილურია _ აწმყოს გაგება აქვთ (ზოგადისა თუ კონკრეტულისა).

II ტიპის უღლებას განეკუთვნება ის ზმნები, რომლებიც მხოლოდ I სერიის მწკრივთა ფორმებს იწარმოებს:

 

  

აწმ-ოფადი

 

 

 

 

ვ-მეფ-ობ

  მეფ-ობ

  მეფ-ობ-ს

ვ-თამაშ-ობ

  თამაშ-ობ

  თამაშ-ობ-ს

ვ-ამბ-ობ

  ამბ-ობ

  ამბ-ობ-ს

ვ-იტყვ-ი

  იტყვ-ი

  იტყვ-ი-ს

ვ-იც-ი

  იც-ი

  იც-ი-ს

ვ-მეფ-ობ-თ

  მეფ-ობ-თ

  მეფ-ობ-ენ

ვ-თამაშ-ობ-თ

  თამაშ-ობ-თ

  თამაშ-ობ-ენ

ვ-ამბ-ობ-თ

  ამბ-ობ-თ

  ამბ-ობ-ენ

ვ-იტყვ-ი-თ

  იტყვ-ი-თ

  იტყვ-ი-ან

ვ-იც-ი-თ

  იც-ი-თ

  იც-ი-ან

უწვეტელ-ხოლმეობითი

 

 

 

ვ-მეფ-ობ-დ-ი

  მეფ-ობ-დ-ი

  მეფ-ობ-დ-ა

ვ-თამაშ-ობ-დ-ი

  თამაშ-ობ-დ-ი

  თამაშ-ობ-დ-ა

ვ-ამბ-ობ-დ-ი

  ამბ-ობ-დ-ი

  ამბ-ობ-დ-ა

ვ-იტყ-ოდ-ი

  იტყ-ოდ-ი

  იტყ-ოდ-ა

ვ-იც-ოდ-ი

  იც-ოდ-ი

  იც-ოდ-ა

ვ-მეფ-ობ-დ-ი-თ

 მეფ-ობ-დ-ი-თ

 მეფ-ობ-დ-ნენ

ვ-თამაშ-ობ-დ-ი-თ

 თამაშ-ობ-დ-ი-თ

 თამაშ-ობ-დ-ნენ

ვ-ამბ-ობ-დ-ი-თ

 ამბ-ობ-დ-ი-თ

 ამბ-ობ-დ-ნენ

ვ-იტყ-ოდ-ი-თ

  იტყ-ოდ-ი-თ

  იტყ-ოდ-ნენ

ვ-იც-ოდ-ი-თ

  იც-ოდ-ი-თ

  იც-ოდ-ნენ

კავშირებითი

 

 

 

ვ-მეფ-ობ-დ-ე

  მეფ-ობ-დ-ე

  მეფ-ობ-დ-ე-ს

ვ-თამაშ-ობ-დ-ე

  თამაშ-ობ-დ-ე

  თამაშ-ობ-დ-ე-ს

ვ-ამბ-ობ-დ-ე

  ამბ-ობ-დ-ე

  ამბ-ობ-დ-ე-ს

ვ-იტყ-ოდ-ე

  იტყ-ოდ-ე

  იტყ-ოდ-ე-ს

ვ-იც-ოდ-ე

  იც-ოდ-ე

  იც-ოდ-ე-ს

ვ-მეფ-ობ-დ-ე-თ

 მეფ-ობ-დ-ე-თ

 მეფ-ობ-დ-ნენ

ვ-თამაშ-ობ-დ-ე-თ

 თამაშ-ობ-დ-ე-თ

  თამაშ-ობ-დ-ნენ

ვ-ამბ-ობ-დ-ე-თ

 ამბ-ობ-დ-ე-თ

 ამბ-ობ-დ-ნენ

ვ-იტყ-ოდ-ე-თ

  იტყ-ოდ-ე-თ

  იტყ-ოდ-ნენ

ვ-იც-ოდ-ე-თ

  იც-ოდ-ე-თ

  იც-ოდ-ნენ

 

ძირითადად ამ ჯგუფში შემოდის ის ზმნები, რომელთაც მედიოაქტიურ ზმნებს ვუწოდებთ _ 

სწავლობს,ცხოვრობს, ამხანაგობს, ცრუობს, ტყუის... გარდა ამისა, რამდენიმე გარდამავალი 

დინამიკური ზმნა, ე. წ. მწკრივშიმონაცვლე 

ზმნები _ ამბობსიტვისშვრებაიზამს... სტატიკური ზმნები _ იცისუწის... და 

გარდაუვალიდინამიკური ზმნები _ იქნებაგაეძლებაგაემტუნება...

II ჯგუფის ზმნათა უმეტესობა უზმნისწინოა, ზმნისწინს ვერ იგუებს. ერთი ნაწილი მედიოაქტიური 

ზმნებისაზმნისწინიანია, მაგრამ ზმნისწინი დროისა და ასპექტის გამოხატვის უნარს მოკლებულია; 

ეს ძირითადადმოძრაობის აღმნიშვნელი ზმნებია: მიდისმირბისმიფრინავს... ასეთი შეიძლება 

იყოს მი-თამაშობსმო-თამაშაობს ტიპის ფორმებიც.

არის ზმნათა ერთი ნაწილი, რომელიც ყოველთვის ზმნისწინიანია. ზმნისწინი ამ შემთხვევაში 

ზმნური ფორმისლექსიკურ მნიშვნელობას განსაზღვრავს _ გაეძლებაგაემტუნებაგაეწობა...

 

შენიშვნა: 1. ამა თუ იმ ჯგუფის უღლების ზმნათა დახასიათება მორფოლოგიური 

თუ სემანტიკურითვალსაზრისით ცალკე კვლევის საგნად გვესახება. ამ შემთხვევაში 

ჩვენ დავკმაყოფილდებითმხოლოდ ზოგადი მითითებით ზმნათა ფორმობრივ-სემანტიკურ 

თავისებურებებზე.

2. ზმნისწინისა და ზმნური ფორმის ურთიერმიმართების საკითხი არსებით მნიშვნელობას 

იძენს,რამდენადაც, არის შემთხვევები, ა) როცა ზმნა ზმნისწინს საერთოდ ვერ იგუებს _ 

მეფობს,ამბობსიტვისიცის... ადეგრძელებსადარდებს... ბ) როცა ზმნური 

ფორმა ზმნისწინისგარეშე არ გვხვდება (ერთი და იმავე სემანტიკით) _ მიაგებსმოასწავებსდაეერება,დაიშვება... მოცენდებაგანაგრძობს... 

გ) როცა პარალელური ზმნისწინიანი და უზმნისწინოვარიანტები თანაბრადაა 

დასაშვები (ცხადია, ზმნისწინს გარკვეული ფუნქციები აქვს ამშემთხვევაში): წერს 

და დაწერსქრის და მოქრის...

ყოველივე ამის გათვალისწინება ამა თუ იმ ზმნის უღლების პარადიგმის 

შედგენისას აუცილებლადმიგვაჩნია.

3. ზმნისწინიან ზმნებში, ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე მარტივ ფუძესთან 

რამდენიმე ზმნისწინიშეიძლება შეგვხვდეს. ზმნისწინთა რაოდენობის საკითხი 

სხვადასხვა ფუძესთან სხვადასხვაგვარია. «ზმნური ფუძეების ლექსიკონი» ამ თვალსაზრისით ნათელ სურათს იძლევა. 

უმეტეს შემთხვევაშიზმნისწინთა შენაცვლება ფორმაწარმოებაზე გავლენას ვერ 

ახდენს. ასეთ შემთხვევაში მსჯელობისასმხოლოდ ერთ-ერთ ზმნისწინს მოვიყვანთ, ჩვეულებრივ, ნეიტრალური სემანტიკისას.

 

III ტიპის უღლებას მივაკუთვნებთ იმ ზმნებს, რომელთაც ყველა მწკრივის ფორმა მოეპოვებათ. 

ზმნისწინი ამტიპის ზმნებთან საგანგებო ყურადღებას იქცევს. წინა შენიშვნა უპირატესად 

ზმნებს შეეხებოდა. იმისდა მიხედვით,თუ როგორია ზმნისწინის მიმართება ზმნურ ფორმასთან, 

რამდენიმე ქვეჯგუფი შეიძლება გამოიყოს:

 

1. ზმნები, რომელთაც პარალელური _ ზმნისწინიანი და უზმნისწინო _ ფორმები აქვს ყველა 

მწკრივში(მსჯელობის სიმარტივისა და სურათის სიცხადისათვის მხოლოდ III პირის ფორმას მოვიხმობთ):

 

 

აწმ-ოფადი

უწვეტ.-ხოლმ.

კავშირებითი

ვეტილი

II კავშირებითი

თურმეობითი

II თურმეობითი

III კავშირებითი

_

_

_

_

_

_

_

_

(და)-წერს

(და)-წერდა

(და)-წერდეს

(და)-წერა

(და)-წეროს

(და)-უწერია

(და)-ეწერა

(და)-ეწეროს

(გა)-აკეთებს

(გა)-აკეთებდა

(გა)-აკეთებდეს

(გა)-აკეთა

(გა)-აკეთოს

(გა)-უკეთებია

(გა)-ეკეთებინა

(გა)-ეკეთებინოს

(მო)-დრეკს

(მო)-დრეკდა

(მო)-დრეკდეს

(მო)-დრიკა

(მო)-დრიკოს

(მო)-უდრეკია

(მო)-ედრიკა

(მო)-ედრიკოს

 

ამ ჯგუფში შემოვა მოქმედებითი გვარის ზმნათა ძირითადი ნაწილი.

2. ზმნები, რომელთაც მხოლოდ უზმნისწინო ფორმები მოეპოვება ყველა მწკრივში:

აწმ-ოფადი

უწვეტ.-ხოლმ.

კავშირებითი

ვეტილი

II კავშირებითი

თურმეობითი

II თურმეობითი

III კავშირებითი

_

_

_

_

_

_

_

_

გვემს

გვემდა

გვემდეს

გვემა

გვემოს

უგვემია

ეგვემა

ეგვემოს

იცხოვრებს

იცხოვრებდა

იცხოვრებდეს

იცხოვრა

იცხოვროს

უცხოვრია

ეცხოვრა

ეცხოვროს

იჯდება

იჯდებოდა

იჯდებოდეს

იჯდა

იჯდეს

მჯდარა

მჯდარიყო

მჯდარიყოს

 

 ამ ქვეჯგუფში შემოვა ძირითადი ნაწილი იმ ზმნებისა, რომლებიც სპეციალურ ლიტერატურაში საშუალიგვარის ზმნათა მონაცვლედ მიიჩნევა 

მყოფადის წრესა და II-III სერიების მწკრივებში: იაზროვნებს, იარსებებს, იმეტყველებს,

იტრიალებს (ის), იეჭვიანებს, იექიმებს, იგულისხმებს... იდგება, იწვება...

აქ გაერთიანდება ასევე ნაწილი დინამიკური გარდამავალი თუ გარდაუვალი ზმნებისა: 

ამხილებს, აწამებს,ბრძანებს, შობს, უდეპეშებს, თანაუგრძნობს, უმზერს... ასაზრდოებს, 

აშრომებს და სხვა.

 

3. ზმნები, რომელთაც მხოლოდ ზმნისწინიანი ფორმები მოეპოვებათ ყველა მწკრივში:

აწმ-ოფადი

უწვეტ.-ხოლმ.

კავშირებითი

ვეტილი

II კავშირებითი

თურმეობითი

II თურმეობითი

III კავშირებითი

_

_

_

_

_

_

_

_

აღ-იქვამს

აღ-იქვამდა

აღ-იქვამდეს

აღ-იქვა

აღ-იქვას

აღ-უქვამს

აღ-ექვა

აღ-ექვას

გან-აგრძობს

გან-აგრძობდა

გან-აგრძობდეს

გან-აგრძო

გან-აგრძოს

გან-უგრძვია

გან-ეგრძო

გან-ეგრძოს

აღმო-ცენდება

აღმო-ცენდებოდა

აღმო-ცენდებოდეს

აღმო-ცენდა

აღმო-ცენდეს

აღმო-ცენებულა

აღმო-ცენებულიყო

აღმო-ცენებულიყოს

 

ამ ქვეჯგუფში შემოვა უმთავრესად ის ზმნები, რომელთაც ზმნისწინთა არქაული ფორმები 

შემოინახეს(აღიარებს, აღნუსხავს, აუთქვამს, აღჭურავს... განმუხტავს, განავრცობს... წარმოშობს... 

შთააგონებს...). არის სხვაშემთხვევებიც (დასძენს, მიირთმევს, მიქარავს, მოუწოდებს...), 

უმთავრესად ისეთი, როცა ზმნისწინის მოშორებაზმნას ლექსიკურ მნიშვნელობას შეუცვლის....

 

4. ზმნები, რომელთაც I სერიის მწკრივებში პარალელური _ ზმნისწინიანი და უზმნისწინო _ 

ფორმებიმოეპოვებათ, ხოლო II და III სერიის მწკრივებში _ მხოლოდ ზმნისწინიანი:

 

აწმ-ოფ.

უწ.-ხოლმ.

კავშირ.

ვეტილი

II კავშირ.

თურმ.

II თურმ.

III კავშირ.

_

_

_

_

_

_

_

(გა)-თბება

(გა)-თბებოდა

(გა)-თბებოდეს

გა-თბა

გა-თბეს

გა-მთბარა

გა-მთბარიყო

გა-მთბარიყოს

(და)-ემალება

(და)ემალებოდა

(და)-ემალებოდეს

და-ემალა

და-ემალოს

და-მალვია

და-მალვოდა

და-მალვოდეს

(გა)-კეთდება

(გა)-კეთდებოდა

(გა)-კეთდებოდეს

გა-კეთდა

გა-კეთდეს

გა-კეთებულა

გა-კეთებულიყო

გა-კეთებულიყოს

 

ამ ქვეჯგუფში შემოვა უმთავრესად ვნებითი გვარის ზმნები.

III ტიპის უღლების ზმნებში ზმნისწინი პოლიფუნქციურია: ხშირად ერთდროულად რამდენიმე 

ფუნქციისგამომხატველი.

 

შენიშვნა: ა) ე. წ. მედიოაქტიურ ზმნებთან არის ტენდენცია მო-, წა- ზმნისწინთა სპეციფიკური ფუნქციითგამოყენებისა (წაიბავშვებს, წაიპოეტებს... 

მოიბეჯითებს, მოისულელებს...). ზმნები, რომლებიცამგვარი ფუნქციით გამოიყენებს 

ზმნისწინებს, მესამე ჯგუფში შევა _ ზმნისწინს ყველა მწკრივშიშეინარჩუნებს.

ბ) იმისდა მიხედვით, თუ რა სემანტიკას ანიჭებს ზმნისწინი ზმნურ ფორმას, ერთი და 

იგივე ზმნასხვადასხვა ზმნისწინით შეიძლება სხვადასხვა ჯგუფში მოხვდეს.

გ) ასევე: შეიძლება ერთი და იგივე ზმნა ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის უღლებაში მოხვდეს 

იმისდამიხედვით, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება. მაგ.: სცემს _ მნიშვნელობით 

«დედა ბავშვს სცემს» III ტიპის უღლებისა იქნება, ხოლო მნიშვნელობით 

«თმა კოჭებამდე სცემს» _ II ტიპის უღლებისა.ასევე: ცრის _ მნიშვნელობით «ქალი ფქვილს ცრის» III ტიპის უღლების ზმნაა, ხოლო მნიშვნელობით«წვიმა ცრის» _ II ტიპის უღლებისა.

 

მწკრივის ფორმათა წარმოების შესაძლებლობათა მიხედვით ზმნების დაჯგუფებამ ერთი საინტერესო 

ფაქტიცწარმოაჩინა:

ა) თუ ზმნას აქვს უწყვეტელ-ხოლმეობითისა და I კავშირებითის ფორმები, აუცილებლად ექნება აწმყო-მყოფადის ფორმაც. ბ) თუ ზმნას აქვს II და III სერიის მწკრივთა ფორმები, აუცილებლად ექნება I 

სერიის მწკრივთაფორმებიც.

წესი შექცევადი არაა: ზმნას შეიძლება ჰქონდეს აწმყო-მყოფადის ფორმა, მაგრამ არ ეწარმოებოდეს სხვამწკრივის ფორმები. ანდა: ზმნას შეიძლება 

ჰქონდეს I სერიის მწკრივთა ფორმები, მაგრამ არ ეწარმოებოდეს II და IIIსერიის ფორმები.

ეს ფაქტები გარკვეულად მხარს ერს მწკრივთა ტრადიციულ დაგუფებასმის მართებულობას...

 

 ერთი საინტერესო კანონზომიერებაც ირკვევა: თუ ზმნას აქვს უწყვეტელ-ხოლმეობითის ფორმა,

ექნება I კავშირებითიც. ასევე _ თუ ზმნას აქვს წყვეტილის ფორმა, ექნება II კავშირებითიც. ფაქტი 

იმითაა საინტერესო, რომუწყვეტელ-ხოლმეობითი და I კავშირებითი, ერთი მხრივ, და წყვეტილი 

და II კავშირებითი, მეორე მხრივ, ურთიერთჩანაცვლებული ფორმებია. ასეთივე დამოკიდებულება 

არაა აწმყო-მყოფადსა და უწყვეტელ-ხოლმეობითსშორის. ეს ორი მწკრივი ერთმანეთს ხაზოვანი 

პრინციპით მიემართება.

 

საინტერესო კანონზომიერება ჩანს დაფარული ამ ფაქტებში.