EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Robtrim
FrankyJ
ჯონი
kote1974
123Nikolozii123
						« როგორ დავწეროთ ტექსტი რეკლამისათვის »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი:
თარიღი: 2014-01-20 19:27:53
რეკლამის მიზანია რეკლამირებული საქონლის გაყიდვების გარზდა. ტექსტის შედგენისას, აუცილებელია ამ მიზნის გათვალისწინება. არ დაწეროთ გრძელი, რთული ფრაზები, რეკლამა უნდა იყოს მარტივი და გასაგები. სარეკლამო ტექსტის დაწერისას საჭიროა ბევრი პარამეტრის გათვალისწინება: სამიზნე აუდიტორია, ბაზარზე არსებულიმდგომარეობა, ღირებულება და სხვა.

საფეხურები
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სათაურის შედგენას. იგი უნდა იყოს ნათელი, დამაინტერესებელი, აიძულებდეს კითხვის გაგრძელებას. მოერიდეთ ტრივიალურ სათაურებს, ამაზეა დამოკიდებული მთელი რეკლამის ბედი.
 - გამოიყენეთ მოკლე ფრაზები და წინადადებები, ნუ დატვირთავთ მკითხველს. მაგალითები უნდა შედგებოდეს რამდენიმე წინადადებისგან, პუნქტები და ქვეპუნქტები - მოკლე და ლაკონური.
 - იყავით ზუსტი და კონკრეტული, არ გამოიყენოთ საერთო ფრაზები - ეს ხერხი თქვენ ტექსტს ბევრად რეალისტურს გახდის, ხოლო მომხმარებელს შეექმნება წარმოდგენა, რომ თქვენ ყველაფერი ზუსტად შეამოწმეთ და გათვალეთ.
 - შეეცადეთ დაწეროთ უნიკალური ტექსტი. ასეთი სტილის ფრაზები: "ხარისხიანი და სანდო" მყიდველს უამრავჯერ აქვს მოსმენილი, ამიტომაც მათ დაკარგეს ყოველგვარი მომხიბვლელობა. შეეცადეთ თქვენი კონკურენტებისგან განსხვავებული ფრაზების ფორმულირება მოახდინოთ.
 - შექმენით თქვენი პროდუქციით მოსარგებლე მომხმარებლის სახე, იგი უნდა იყოს პოზიტიური. მისი ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ კლიენტმა ქვეცნობიერად იფიქროს: "თუ მე ამ საქონელს შევიძენ, ყველაფერი კარგად მექნება".
 - ჩამოთვალეთ თქვენი პროდუქციის ყველა სასარგებლო თვისება. დაუმატეთ კონკრეტიკა, მაგალითები, კვლევის შედეგები (თუ ისინი იქნა ჩატარებული). მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა სარგებელს მიიღებს თქვენი პროდუქციიდან.
 - პროდუქციის აღწერის დროს გამოიყენეთ ლამაზი ეპითეტები, რომლებიც მომხმარებელში დადებით ემოციებს გამოიწვევს. ადამიანები ყიდულობენ თითქმის ყველაფერს, საკუთარ შთაბეჭდილებებზე და არა ლოგიკაზე დაყრდნობით.
 - რეკლამის ტექსტებში გამოიყენეთ რეკომენდაციები. თხოვეთ თქვენს მომხმარებელს შეგიფასონ პროდუქცია, ხოლო მიღებული მასალა შემდეგ გამოიყენეთ რეკლამისათვის.
 - არწერეთ პროდუქციის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი ენით. მომხმარებელმა უნდა იცოდეს - სად შეიძინოს ან შეუკვეთოს რეკლამირებული პროდუქცია.
 - სარეკლამო ტექსტში მიუთითეთ ინფორმაცია მიმდინარე აქციებსა და ფასდაკლებების შესახებ - აღწერილობა და ვადები. ეს დააინტერესებს მომხმარებელს და ის შეეცდება შეიძინოს პროდუქცია მეტად მომგებიან ფასში.
 
                    







