EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქალდეური ანუ წინარექართული ენა »
კატეგორია: რელიგიაავტორი: lela5
თარიღი: 2014-03-04 21:40:00
იესო ქრისტემ თავისი უკანასკნელი სიტყვები ქალდეურ, ანუ წინარექართულ ენაზე წარმოსთქვა
გვესაუბრება მწერალი პეტრე ქოჩაკიძე- ჭალადიდელი:
სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს. არაფერი გამოგივა, თუ ფესვები დაკარგე, თუ არ იცი, რა ჯიშის ხარ. ეს თუ წაიშალა, არათუ სახელმწიფოს, ოჯახსაც კი ვერ ააწყობ. სახელმწიფოს გამართვა ამის გარეშე წარმოუდგენელია, ბითურია ყველაფერი.
"თუ საძირკველი
დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა
დაკარგულია..."
ვინ მოიპარა ოთხი ათასწლოვანი ისტორია?
_ დიახ, რა თქმა უნდა, ისე "კარგად და ლამაზად" მოგვპარეს, მეტი რომ არ შეიძლება. ალბათ, "უნდა მოპარულიყო" კიდეც. ზურაბ რატიანი ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვის იმისთვის, რომ ერს თავის მოპარული ისტორია დაუბრუნდეს, რომელიც ჯავახიშვილმა, ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა დაწერეს _ სამმა წმინდა მთის წმინდა მამამ. ესენი ერის მნათენი არიან. ეკლესიაში მნათემ სანთელი თუ არ აანთო, ვერ მიიღებ, ვერ დაინახავ მის სიკეთეს. მნათე არის, ვინც უნდა გაგინათოს. ჯავახიშვილმა, ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა `გაგვინათეს~ სიმართლე, თუ როგორი იყო ქართველთა წარმოშობა. ბევრისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენნაირი ისტორიის ერი მეორე არაა _ არც ძველ ეგვიპტეს, არც ძველ რომს, არც ძველ საბერძნეთს მსგავსი ისტორია არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეს ისტორია უნდა დამალულიყო, რათა ერს მისი წარმომავლობა არ გაეგო. მოგახსენებთ, რომ სულ ცოტა 4 ათასი წელია მოპარული ქრისტეს მოსვლამდე. ნიშანდობლივია, რომ უდიდესი მეცნიერი, მკვლევარი რამაზ პატარიძე ნათლად ამბობს: იოანე ზოსიმე მოღვაწეობდა არა იმ პერიოდში, როგორც ჩვენ გვსმენია, არამედ გაცილებით უფრო ადრე. ნუთუ, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება, რომელიც ქართულ ენას ოთხი დღის მკვდარ ლაზარეს ადარებს, დამთხვევაა? აქვე განვმარტავ, რომ ეს, ოთხი ათასი წლის მძინარესთან შედარებას ნიშნავს, რადგან თითოეული დღე მეტაფორულად ერთი ათას წელს უდრის. რას ნიშნავს ყოველივე, განა ეს დამთხვევაა?! 4 ათასი მოპარული წელი რადიკალურად სხვაგვარად ალაგებს მსოფლიო კაცობრიობის ისტორიას. ეს ოქროს გასაღებია, რაც ამ ტრიადამ მოგვცა. არსებობს ასეთი დიდებული წიგნი `საქართველოს ისტორია~, ავტორები: ივანე ჯავახიშვილი, სვიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი. გახსოვთ, ალბათ, უფალმა სვიმონს პეტრე დაარქვა. ასე მგონია, ჯანაშია, რომელსაც სვიმონი ერქვა, სწორედ ის პეტრეა. ფრესკებზე პეტრეს ხელში გასაღები აქვს, პავლეს _ ხმალი. ეს ის ოქროს გასაღებია, რომელსაც საკეტს მოარგებ, გახსნი ამ კარს და გაოცდები იმით, რაც თვალწინ გადაგეშლება. იმ დროის მეცნიერებაში ამ წიგნმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. იაკობ გოგებაშვილის `დედა ენის~ შემდეგ ასეთი წიგნი აღარ დაწერილა. საინტერესოა ისიც, რომ ეს წიგნი ქართულად, რუსულად, თურქულად და ინგლისურად დაიწერა. იგი ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. ბერძნები, ასირიელები, ეგვიპტელები ამტკიცებენ, რომ ქართველთა წარმომავლობა ესაა შუმერული, ხეთური, სუბარული, პელაზგური, ლაზური, იბერიული... ინდო-ევროპიელი ბერძნების მიერ იქნა დაპყრობილი ის ტერიტორია, სადაც წინარე-ქართველები _ პელაზგები ცხოვრობდნენ და შემდგომ საბერძნეთი დაერქვა. მათ ველური ტომი იპყრობს და მისი კულტურის ბოლომდე მითვისება, მიტაცება ხდება. ასევე მოხდა ინდოევროპიელი რომაელების მიერ იმ ტერიტორიის დაპყრობა, სადაც წინარე ქართველები _ ეტრუსკები ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რომი დაერქვა. მოხდა წინარე ქართველთა კულტურის მითვისება. ეტრუსკებიც იგივე წინარე ქართველი ტომები არიან, მაგრამ რომაელებმა თქვეს, რომ მათი კულტურა მთლიანად ეტრუსკების კულტურიდან გამომდინარეობს. ევროპის ჩრდილოეთით წინარე-ქართველნი ბასკების სახით, იბერიის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ. უცნაური რამ მივიღეთ, არა?! უფრო აქეთ თუ წამოვალთ, საინტერესოა ხეთები. სხვათა შორის, ხეთები და სუბარები წინარე ქართული ტომებია, ხეთებს ეგვიპტის ფარაონთან ბრძოლა აქვთ. ქრისტეს მოსვლამდე 1478 წელია და ხეტუშილ III ხეთების მეფეა. მან ეგვიპტე დაიპყრო და დაპყრობილ ფარაონს ორთვლიანი საომარი ეტლი და ცხენი აჩუქა. ეგვიპტელები წერენ, რომ ცხენი და ეტლი ნანახი არ ჰქონდათ. საინტერესოა ისიც, რომ ასურული (ლურსმული) დამწელობით ხეტუშილ მეფე იძახდა სიტყვებს, რასაც დღეს ხშირად ვიმეორებთ _ `ჩემმან მზემ~ ვენახი მოვიყვანე, წყლის არხი გავიყვანე და სხვა. თუ სხვები დაპყრობისას წერდნენ _ გავანადგურე, გადავწვი, ქართულ ხასიათებში სხვა რამეს ვაწყდებით. ეს მცირე მაგალითებია, რის გამოც ისტორიის ეს ნაწილი დაგვიმალეს. მე და ზურაბ რატიანი შევხვდით განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს. იგი ახალგაზრდაა და შეიძლება არ სცოდნოდა ამ წიგნის შესახებ, რადგან აკრძალული იყო. ეს წიგნი 1953 წელს აკრძალეს და ქართულ სკოლებში აღარ ისწავლებოდა. ავუხსენით, რომ იგი სკოლებში უნდა დაბრუნდეს, რათა საქართველომ გაიგოს, ვინ ვართ. თუ საძირკველი დანგრეულია, რაც არ უნდა ტრაქტორი, საჭმელი იყიდო, ქვეყანას ვერ ააშენებ. ნაყროვანებით კაცობიობის ისტორიაში ქვეყანა არსად აშენებულა. ეს იდეა მინისტრს მოეწონა და იმედი მაქვს, ერს დაუბრუნდება ის, რაც მოპარეს. აქ თვალნათლივ ჩანს ქართველების წარმომავლობა, საიდან მოდიან, რამხელა ისტორია აქვთ. აქ საუბარია ქრისტეს მოსვლამდე 4 ათას წელზე, თორემ ეს რომ კარგად დაალაგო, 7-8 ათასი წელი გამოდის.
რა ენაზე წარმოსთქვა ჯვარზე გაკრულმა იესომ უკანასკნელი სიტყვები?
ქალდეველები ის ხალხია, ვინც ღვინო და პური მოიყვანა. სხვათა შორის, პურს ძველბერძნულად პურეი ჰქვია. გადის 7-8 ათასი წელი, მოდის იესო და ამბობს: პური ხორცია და ღვინო სისხლია ჩემიო. ამას საკრალური, ეზოთერული დატვირთვა აქვს. უფალი ამბობს, ქართველი კაცის მიერ მოყვანილი პური და ღვინო სისხლი და ხორცია ჩემიო, გესმით, რას ვამბობ? ამას დამალავდნენ, აბა, რას იზამდნენ?!
ბერძნებს ლევან სანიკიძე ისტორიაპარვიებს ეძახდა. ბერძნები მითოლოგიის დიდოსტატები არიან. პრომეთე, რომელმაც ზევსს ცეცხლი მოპარა, წამოიყვანეს და იალბუზზე მიაჯაჭვეს. კი, მაგრამ, მათ მთა არ ჰქონდათ, ბატონო, აქეთ რომ არ წამოეყვანათ? ეს რატომ, იცით? _ ამირანია აქედან წაღებული. კარგად ვიცით, ქრისტეს მოსვლამდე 1300 წელს იასონი რომ შემობრძანდა, პირველად ნახეს შადრევანი ღვინისა, წყლისა და რძისა. მათ საოცარი კულტურა, შეუსწავლელი კოლხური ცივილიზაცია პირველად ნახეს. ენის თაობაზეც ცნობილი არაფერია.
უფალს ეროვნება არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: როდესაც უფალი ჯვარს გააკრეს, მან ბოლო სიტყვით მამას მიმართა: _ ელი, ელი, ლამა საბექთანი. სულხან-საბას თუ ჩავხედავთ, ამბობს: ელოი, ელოი. ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა, რადგან ქრისტემ ელი თქვა, ჩათვალა, იესო სომეხი იყოო. საქმე ისაა, რომ ეს არც სომხურ და არც ებრაულ ენაზე ნათქვამი არაა. მაშინ გამოდის, რომ მის ებრაულ წარმომავლობას ეს ფაქტი ნაცარს აყრის. არადა, ეს ნამდვილად არაა ებრაული ენა. მაშ რა არის? _ ადამიანი, ფსიქოლოგიურად, ბოლო ამოსუნთქვისას მის ენაზე, დედაენაზე საუბრობს. ეს ქალდეური ენაა. ხშირად საუბარია არამეულ ენაზე. ამ ენას ვაჭრები, ხელოსნები იყენებდნენ და ძალიან ცდილობენ, ებრაელობასთან ახლოს იყოს. მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გამოდის ასე და გეტყვით, თუ რატომ _ ძველ აღთქმაში დანიელ წინასწარმეტყველთან, ნაბუქოდონოსორთან შეხვედრისას ვკითხულობთ: ქალდეველებმა არამეულ ენაზე უპასუხესო. ნეტარი ერონიმე სტრადონელი, რომელიც 380 წელს ქრისტეს შემდეგ მოღვაწეობდა, ამბობს: საფუძვლიანად შევისწავლე ებრაული და ქალდევური ენებიო. ესე იგი ყოფილა განსხვავება?! ამას მე, პეტრე ხომ არ ვიგონებ? კიდევ ერთ რამეს დავუკვირდეთ. იოანე პეტრიწის მასწავლებლები _ იტალოსი და დიადოხოსი იყვნენ. `თეოლოგიის მთავარსაფუძვლების~ ბოლოსიტყვაობაში ვკითხულობთ _ ქალდეური, ელინური და ებრაელური ცივილიზაციების სიბრძნეთა საფუძვლებზე აღმოცენდა ახალი ქრისტიანული აზროვნებაო. ანუ ქალდეური, ელინური და ებრაული სხვადასხვა ყოფილა, ხომ?
ქართველებმა ჩვენი უდიდესი კულტურა ვერ გავაცანით მსოფლიოს, `ფრომოუშენი~ არ გვივარგა, რაც სომხებს 5-იანზე აქვთ. და-ძმა უორდროპები რომ არა, მე-19 საუკუნემდე მსოფლიო კაცობრიობამ `ვეფხისტყაოსნის~ შესახებ არა იცოდა.
ღვთისმშობელი ქართველი იყო?
_ დავით აღმაშენებელი "გალობანი სინანულისაში" მარიამ ღვთისმშობელს ქართველად მოიხსენიებს, მაგრამ იმავე კუპლეტში წერია _ შენ, სიკეთეო ეგვიპტისაო. წესით,ხომ უნდა თქვას ისრაელისაო. რატომ არ ამბობს? _ ამას ახლავე აგიხსნით _ მსოფლიო კაცობრიობის ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე გვეუბნება _ მთელი ეგვიპტის კულტურა კოლხეთის კულტურის გაგრძელებააო. კოლხებმა უფრო მეტი იციან ეგვიპტელებზე, ვიდრე ეგვიპტელებმა კოლხებზე. ჰეროდოტეს თუ დავუჯერებთ, მაშინ მსოფლიო ისტორია რადიკალურად იცვლება. ამ დროს ისტორიის მამას ჰეროდოტეს არ უჯერებენ და იგი `ბიცოლად~ გამოჰყავთ. ზუსტად ეს მინიშნება აქვს დავით აღმაშენებელს, როცა მარიამ ღვთისმშობელს ეუბნება _ შენ სიკეთეო ეგვიპტისაო. პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ მისი წარმომავლობა პროტო-(წინარე) ქართულია. უფალმა ელოი, ელოი მის ენაზე, დედაენაზე თქვა.
სომხური წყაროებიდან ვგებულობთ: ქალდეველების ეთნიკური ვინაობა სრულიად უეჭველია, ის ქართველი ხალხის ერთი ნაწილია. სომხები მოწმობენ, რომ ქალდეველი იგივე ჭანია, რომელმაც თურქეთში თავი დღემდე შემოინახა. ახლა გეტყვით, რას ნიშნავს ლამა სულხან-საბას მიხედვით _ ვლამობ, ვაპირებ. ანუ ქრისტეს ნათქვამი ნიშნავს _ მამა, რატომ მიმატოვე, რატომ აპირებ ჩემს დატოვებასო. სწორედ ამ სიტყვას ვაწყდებით სვანეთში, მე-19 საუკუნეში ერთ-ერთ დღესასწაულზე _ მურყვამეობაზე (ეს კერპთაყვანისმცემლობიდანაა შემორჩენილი), სადაც სვანები თავიანთთვის გაუგებარ ენაზე ქალდევურ სიტყვებს ამბობენ. კერძოდ, ელი ტელიფია (ხეთების ნაყოფიერების ღმერთი) იოხ, იოხ, ანუ ღმერთს ეხვეწებიან, მეოხ გვყავიო. გარდა ამისა, სვანეთში არის სოფელი ქალდეა, ციხე _ ქალდეა, გვარი _ ქალდანი. მთელი თურქეთის ტერიტორიაზე თავიდან ბოლომდე სახლობენ: ზანები, ჭანები, ლაზები.
რომელი ერი გადარჩება მეორედ მოსვლისას?
ძველ აღთქმაში დანიელ წინასწარმეტყველს ვაწყდებით, რომელიც ქალდეველია. ნაბუქოდონოსორის დროს ძალიან საინტერესო რამ ხდება: კედელზე გამოისახება წარწერა, მარჯვენა მტევანი წერს და მერე ქრება. ეს საოცარი ამბავია: მეფე პანიკაში ჩავარდა. წარწერა ვერავინ წაიკითხა. იქ იყვნენ ებრაელებიც, ასურელებიც. ერთადერთი ამის წაკითხვა ქალდეველმა შეძლო, იქ ეწერა _ `შენი მეფობა მალე დამთავრდებაო~. მართლაც, იმავე ღამეს მეფე ქალდეველებმა მოკლეს. უფრო წინ თუ გადავინაცვლებთ, ნაბუქოდონოსორი ეუბნება თავის ხალხს, ქალდეველთა სწავლებანი, მეცნიერებანი, ენა უნდა შევისწავლოთ, ეს სხვანაირი ხალხიაო. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, იესოს დაბადება მოგვებმა, ოღონდ ქალდეველმა მოგვებმა იწინასწარმეტყველეს. მათ იესოს შესახებ იცოდნენ. დანიელ წინასწარმეტყველი მესამე თავში ამბობს: მაშინ მაწევარმა ომახიანად დაიძახა: ხალხნო, ტომენო და ენანო, თქვენ კერპთაყვანისმცემლობის პატივისცემა გებრძანათ, ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდეველებს დაუწყეს ბრალის დადება. გამოდის, რომ იუდეველი და ქალდეველი სხვადასხვაა. თავი II _ ქალდეველებმა მეფეს არამეულად უთხრეს. თავი XIII _ სუსანას სასამართლოზე ღმერთმა დანიელის სული გააღვიძა, რომელიც ქალდეურ ენაზე იყვირებს სიტყვას, რომელსაც ვერავინ გაიგებს. რა თქმა უნდა, ქალდეურ ენაზე. კიდევ ერთი საინტერესო რამ მინდა გითხრათ: დანიელ წინასწარმეტყველს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა: მეორედ მოსვლისას შენი ხალხი გადარჩებაო. იოანე ზოსიმე კი გვეუბნება, რომ მხოლოდ ამ ენით გაცხადდება მეორედ მოსვლა, მოსვლა ძე ღვთისაო. გვატყუებს ვითომ იოანე ზოსიმე? აქვე კიდევ ერთი ნიშანდობლივი რამ იკვეთება. ეს ამბავი სინას მთაზე მოხდა. სწორედ იქ, სადაც მოსეს უფლის მიერ 10 მცნება მიეცა. დარწმუნებული ვარ, იოანე ზოსიმესთვის იმის თქმა, რომ ქართულ ენაზე გაცხადდება მეორედ მოსვლა, ესეც უცილობლად უფლის ნათქვამია და არა ზოსიმეს მოგონილი. აქვე ერთ რამესაც გეტყვით _ სინას მთიდან საგალობელის ჩამოტანით ქართველმა ერმა და მისმა მისიამ ერთმანეთი იპოვეს. ქრისტიანობის მსოფლიო ბედისწერაში ქართულ ენას ერის მისია ჰქვია.
რა ეწერა ფესტოს დისკოზე?
ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს დამახასიათებელ შემდეგ განსაზღვრებას ვხვდებით _ ახალი ნინო _ ამბობს იოანე ზოსიმე, რაც უშვებს ძველი ნინოს არსებობას. რას ნიშნავს ეს? _ აკადემიურ მეცნიერებაში სიტყვა ნინოს ფუძე ნინ _ ფონეტიკური სახესხვაობაა ნენ და ნან-ის. ქრისტეს მოსვლემდე ბერძნები კოლხეთში შემოდიან და საოცარ ძეგლს ხედავენ _ ქალი ზის, ფერხთით ლომებია გართხმული, ხელთ კემბალი უჭირავს. ბერძნები ზევსის დედას მიამსგავსებენ. ეს ღვთისმშობელი იყო. რა თქმა უნდა, მარიამი არ ჰყავდათ მხედველობაში იმიტომ, რომ ამ დროს ჯერ არ არსებობდა. სიტყვა ღვთისმშობელი მარიამამდე ადრინდელია. აქვე ერთ საინტერესო ამბავს მოგახსენებთ. საბერძნეთში ფესტოს სასახლეში 1800 წელს დისკო აღმოაჩინეს, რომლის წაკითხვა ვერავინ მოახერხა. ეს მოახერხა ერთმა ქართველმა მათემატიკოსმა მეცნიერმა კვაშილავამ. ეს იყო არა ლურსმული, არამედ იეროგლიფური დამწერლობა. შეამოწმეს დისკოს წარმომავლობა და იგი 2000 წლის აღმოჩდა ქრისტეს მოსვლამდე. ამ დისკოზე ნენ-ნანას საგალობელი ეწერა, ანუ ახალი ნინო ძველი ნინოს მოსახელეა.
საინტერესო ამბებს ვაწყდებით გილგამეშიანშიც. ეს 1500 წლით ადრეა დაწერილი, ვიდრე ძველი აღთქმა. ესაა შუმერულ, ხეთურ, არქაულ და ხურიტულ ენებზე დაწერილი. აქ საოცარ ამბავს ვაწყდებით _ დედა-ღმერთს-ღვთისმშობელს ერქვა (ნინ)-ხასარგ, მეორეს _ (ნინ)-ტუმ, მესამეს _ ინ-(ნანა). ეს დამთხვევებია? მინდა გითხრათ, რომ ღვთისმშობლის მიძინება დღევანდელი თურქეთის, ყოფილი კოლხეთის ტერიტორიაზე, გნებავთ, შემდგომ ტრაბზონის იმპერიის, იზმირიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მოხდა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ისრაელში არ მომხდარა. ესეც ერთგვარი მინიშნებაა. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ეს ტერიტორია წინარე ქართულია, მერე მოდიან ძველბერძნები, ინდო-ევროპელები. ჩვენ ქართველები იაფეტური მოდგმის ვართ. ახლა რომ საუბრობენ ევროპისკენ სვლაზე, ეს ხომ სასაცილოა _ თავად ჩვენ არ ვიცით, ვინ ვართ. ქართველებს თვითმმართველობა მე-11 საუკუნეში ჰქონდათ, მსოფლიოში ამას მხოლოდ 50 წლის სტაჟი აქვს.
დაადგენილია, რომ ქართული ენის აგებულებას არაფერი აქვს საერთო არც ინდო-ევროპულ, არც სემიტურ, არც ურალურ-ალტაურ, კერძოდ, თურქულ ენებთან და რომ ის ხეთურ-იბერიულ ენების და, უპირველეს ყოვლისა, ქართული ენის აგებულებას ემთხვევა (ჯავახიშვილი, ჯანაშია, ბერძენიშვილი). აღმოჩნდა, რომ ქალდეურის ნივთიერი და სულიერი კულტურა შუმერული, ხეთური, სუბარული ცივილიზაციის ორგანული ნაწილია. დასახელება ძველი ბერძნული წყაროებიდანაა ცნობილი. დიალექტური ფორმის სახით. ბევრი ქვეყნის შვილი ვერ წარმოთქვამს ქ-ს და ხალდეას ხმარობს. ქალდეას და ქალდას ორივე სახელწოდებას ერთნაირი ფუძე აქვს, დაბოლოებებით განსხვავდებიან, თუმცა ორივეს დაბოლოება წმინდა ქართულია. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და ჭოროხის სათავეში მცხოვრები ქალდების ეთნიკური ვინაობა სრულიად უეჭველია. ისინი ქართველი ხალხის ერთ ნაწილს შეადგენდა. რიგი სომხური წყაროები მოწმობენ, რომ ქალდეველები იგივე ჭანებია, რომელთაც დღემდე შემოინახეს თავი თურქეთში შევიწროების მიუხედავად.
ებრაელი ღმერთი _ იაჰვე თავის ხალხს ქალდევურად ლოცვისკენ მოუწოდებდა(!)
ახლა ყველაზე მთავარს გეტყვით, საიდანაც უკვე ძალიან დიდ ამბავს ვაწყდებით. ეს რომ წავიკითხე, გავოგნდი. თალმუდში წერია _ თუ ებრაელს სურს, რამე სთხოვოს ღმერთს, ანგელოზებისგან საიდუმლოდ, ქალდეურად უნდა ილოცოსო. ამას ამბობს იაჰვე _ ღმერთი ებრაელთა, რადგან მარტო მან იცის ეს ენა. ანუ იაჰვე ეუბნება ებრაელებს, ქალდევურად ილოცეთო. ეს უპირატესობაა, რომელიც ქალდეველებსა და ქალდეურ ენას ენიჭება. თალმუდში ბოროტის შექმნა და გაყოფა სულად, ფორმად და სხეულად თავიდან ბოლომდე ძველ ქალდეველებისგანაა ნასესხები. რა ვქნათ, არ ვთქვათ ეს? მიუხედავად იმისა, რომ შოთა გვეუბნება _ არ შეამოკლოთ ქართული, არა ჰქმნათ სიტყვამცირობა, ანუ გვეუბნება, თქვენი ენა არ დაამციროთო. კარგად მოგესხსენებათ, დღეს რაც დავმართეთ ჩვენს ენას.
ნოემბერში ვაპირებთ ფოთში ფაზისის აკადემიასთან ერთად, საერთაშორისო კონფერენცია ჩავატაროთ, სადაც ეგვიპტის, ათენის, რომის, ოქსფორდის, სტამბულის, ლენინგრადის, მოსკოვის, თბილისის უნივერსიტეტები მიიღებენ მონაწილეობას. აქ ინახება მასალები კოლხეთის ცივილიზაციის და ამ საკითხების შესახებ. სხვები ამბობენ ჩვენზე _ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ჩვენ არ ვამბობთ. დიდი მეცნიერი ფრიდრიხ ძებიში გვეუბნება, ღმერთების ენა იბერიული ენაა და იგი ქართულ ენაშია შემონახულიო. ყველა გვატყუებს ამ ენასთან დაკავშირებით? სხვათა შორის, შვეიცარიის უნივერსიტეტმა ტუტანჰამონის მუმია შეამოწმა და მისი დეენემი ქართულ-კოლხურ-კავკასიურს დაემთხვა. რაშია საქმე? _ ამას ხომ ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტეც გვეუბნება _ ეგვიპტის კულტურის წარმომავლობა კოლხურიაო. თუ ჰეროდოტეს ამაზე დავეთანხმებით....