EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უშანგი სიხარულიძე - ჩამპალი ნარკუშა | Rotten Addict »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2014-03-12 15:14:51
ჩამპალი ნარკუშა | Rotten Addict
ექსკლუზივი
მოდის ეშმაკი, ჯოხით ხელში და მირტყამს გავეშებით...
მოდის ანგელოზი, ნემსით ხელში და ეშმაკიც ქრება, თითქოს არც არასდროს ყოფილა...
მე ჩემი ცხოვრება წამალს მივუძღვენი,
მე ჩემი ცხოვრება წამალში გავცვალე,
წამალს ვანაცვალე მე ჩემი სახლ-კარი,
წამალს შევწირე მე ახალგაზრდობა.
***
მე მის გარეშე ცხოვრება აღარ მწამს,
და მის გარეშე სიცოცხლეს ვეღარ ვთღზავ,
ცხოვრების საოცრება ძარღვებში დაფრინავს,
ძარღვებში ნავარდობს სიცოცხლის ელექსირი...
***
ღამე დღედ მეჩვენება, დღე კი ბნელეთია,
უკუნს სინათლე ცვლის, სინათლე ბნელეთია,
წამალს მივაშურებ, ერთხელაც გავიჩხერ,
თუ აღარ დამრჩა.. ეშმაკი დამირთებს...
***
ანგელოზს დავეძებ დებილის თვალებით,
ნემსს ვერსად ვხედავ,- ეშმაკს სად გავექცე
ჯოჯოხეთს ჩავყურებ ცოცხლად მე ვიწვები,
წამალი არსად მაქვს სიკვდილი მიშველის.
***
ცოლსაც გავყიდი, შვილსაც ზედ მივყიდი,
ვინმემ დამეხმარეთ ეშმაკი მიყვირის,
ცარიელ ბაიანს დავყურებ გავეშებით,
ჯოის დავურეკავ ვინტი თუ მიშველის...
ჯოის ვურეკავ და იმედით დავეძებ..
ძმაკაცის წყალობით ციხეში გარეკეს,
ჩემი იმედი ციხეში დაგულაობს
ლომკა დამეწყო, სიკვდილი მიშველის...
უშანგი სიხარულიძე
2013წ
საავტორი უფლებები დაცულია
მოზარდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გავრცელება. მოზარდების ინფორმირება ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ. ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა.
ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos და ნიშნავს გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი. მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:
1 .დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ. ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიცმზადდება ყაყაჩოდან მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ: ოპიუმი(„შავი“), ჰეროინი, მორფინი, მეტადონი ,კოდეინი და სხვა. დეპრესანტებს ასევე განეკუთვნება ალკოჰოლი და ა. შ.
2. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია: კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები(ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.
3. ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს–ჰალუცინაციებს. ესენია: LSD (ელესდი), მარიხუანა, ჰაშიში(მიიღება კანაფისგან), სხვადასხვა ტოქსიური ინჰალანტები(წებოები, საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.
ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.
ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა.
ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე. წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა. ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აბსტინენცია ანუ „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის. მას აღენიშნება: ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები , შფოთვა, უმადობა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი.ნარკოტიკების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გვერდით მოვლენებს, რადგან მათგან მიღებული სიამოვნება დასაწყისში აღემატება უსიამოვნო შეგრძნებებს,თუმცა გადის დრო და სიამოვნება ნელ–ნელა მცირდება, მის მისაღწევად ნარკოტიკის უფრუ და უფრო დიდი დოზებია საჭირო. სიამოვნების შემცირებასთან ერთად წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავ ს.
ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.
ნარკოტიკი: “კროკოდილი” მორფინის ერთ-ერთი სახობაა, თუმცა მისგან განსხვავებით ძალიან დაბინძურებულია ტოქსინებით, იმდენად რამდენადაც იწვევს სხეულში განგრენას, კუნთების და ხორცის დაშლას, თუმცა ის ადვილად მიიღება წამლებისგან, რომელიც აფთიაქში იყიდება, ამიტომ ის რუსეთში და გერმანიაში სწრაფად ვრცელდება. ამ წამალზე გადასული ნარკომანი 2-3 წელში კვდება.