EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შუმერები და საქართველოს ისტორია / Sumerians and the history of Georgia »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-13 01:07:53

შუმერები და საქართველოს ისტორია / Sumerians and the history of Georgia

Shumer

შუმერული და ქართველური ენები

შუმერები და ქართველები

 

შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე.

 

მათ ასწავლეს კაცობრიობას:

წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული და შემდეგ ანბანური.

ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)

რიცხვებიმათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)

ასტრონომია

 

კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.

დიდი ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.

მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.

ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:

- “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.

- “წარღვნა”

- “მეორედ მოსვლა”

- “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.

მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე.

 

შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?

ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო!

 

დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ.

 

მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.

1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ.

 

ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.

ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა.

 

რადგანაც მსოფლიოს მეცნიერებმა, შუმეროლოგებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, სემიტოლოგებმა, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებმა ვერ მიაგნეს და არ იციან სათავე შუმერების ცივილიზაციისა. მინდა საქართველოში დავაარსო მსოფლიო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტი – მეცნიერებათა აკადემიით, რადგანაც ანბანში ის ცივილიზაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა სწავლობდეს და არკვევდეს, ხოლო დედამიწის ამ დაკარგული ისტორიის მიგნება და აღდგენა სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის აზროვნებასა და ისტორიას!

საუკუნეები ეძებდა მთელი მსოფლიო ამ ცივილიზაციას და ვერ მიაგნეს. დაინტერესებული ხალხი აქ მოვა სასწავლებლად – ძირითადად მეცნიერები.

 

რაც მთავარია:

ეს აღმოჩენა ქართველი ხალხის მილიონობით – ერთთესლა, ერთსისხლა და ერთხორცა ნათესავებს ნახულობს მცირე აზიაში – ხეთები, კაბადოკიელები, ჭანები, ლაზები, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში - საფრანგეთიასა და ესპანეთის ბასკები, რელიგიური ომიდან ამოყავს საქართველო, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაკვალია!

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული

 

მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი "შუმერის"

 

პრეზიდენტი ზურაბ ქაფიანიძე

 

ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 

დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ მიბჩუანი.

 

ამ ენათა ურთიერთდამოკიდებულებას ყურადღება მიაქციეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში. შუმერულისა და ქართველური ენების ნათესაობის მტკიცების პირველი ცდა (1904 წ.) ეკუთვნის კ. კრამალს, რომელმაც დამაჯერებლად მიიჩნია კავშირი შუმერული "სარ" და ქართულ "წერას", შუმერულ "სიმ", "სუმ" (მიცემა) და ქართულ "ჩემ"-ს (აქედან მიცემა) შორის, თუმცა მის მიერ მოყვანილი არაერთი სხვა მაგალითი საეჭვოდ მიიჩნიეს.

 

კარგადაა ცნობილი გამოჩენილი ქართველი ასირიოლოგის მ. წერეთლის მოსაზრებანი ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი 1912 წლიდან აქვეყნებდა ნაშრომებს, რომლებშიც ავითარებდა ვარაუდს, რომ შუმერული და ქართვეული ენები (ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური) ბევრ საერთოს ავლენდნენ ლექსიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში. თუმცა იგი გენეტიკურ ნათესაობას შუმერულსა და ქართველურ ენებს შორის მაინც ვერ ხედავდა.

 

მ. წერეთლის მიერ წარმოდგენილი შუმერულ-ქართველური ლექსიკური პარალელებიდან განსაკუთრებითაა აღსანიშნავი შემდეგი:

 

გამოყენებულია შემდეგი ენები: შუმერული, ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური, ბასკური, ირლანდიული, ინდო-ევროპული.

http://www.picz.ge/img/s2/1403/13/b/be0c70921afe.jpg

შუმ: "აგარ" / ქართ: "აგარაკი" - მინდორი, ტრამალი

შუმ: "აკილ" / ქართ: "კივილი" - კივილი

შუმ: "ბაბარ" / ქართ: "ვარვარი" - ბრწყინვა

შუმ: "ბარ" / ქართ: "ვერ" - უარყოფა

შუმ: "ბირ" / ქართ: "ბრიალი" - ცეცხლის რბიალი

შუმ: "დაგ" / ქართ: "დღე" - განათებული, სუფთა დღე

შუმ: "დიჰ" / ქართ: "თიხა" - ქვა

შუმ: "დუგ" / ქართ: "დოქი" - დოქი

შუმ: "ემე" / ქართ: "ენე", "ენა", "ნინ", "ნინა", "ნენა" - ენა

შუმ: "ერემ", "ერენ" / ქართ: "ერი" / ირლ: "ერენ" - ერი, ხალხი

შუმ: "გან" / ქართ: "ყანა" - მინდორი

შუმ: "გურ" / ქართ: "გორ" / სვან: "გურ" / მეგრ: "გორგოლ" / ლაზ: "ნგორ" - მოტრიალება, გაგორება

შუმ: "ჰად" / ქართ: "ღადარი" - ნათება

შუმ: "ითუ" / ქართ: "თვე" - თვე

შუმ: "გორა" / ქართ: "გორა" / ბასკ: "გორა" - მთა

შუმ: "დურგარ" / ქართ: "დურგალ" - დურგალი

შუმ: "სილა" / ქართ: "სილა" - სარწყაო ერთეული

შუმ: "ჰა" / ქართ: "ფხა" - თევზი

შუმ: "ხარ" / ქართ: "ხარი" - ხარი

შუმ: "სარ" / ქართ: "წერ" - წერა.

შუმ: "არე" / ქართ: "არე-მარე", "არეა" - ქვეყანა, ადგილი

შუმ: "ენგურ" / ქართ: "ენგური" - მტკნარი წყალი

შუმ: "უბურ" / ქართ: "უბე" - მკერდი

შუმ: "ლიკ" / ქართ: "ლეკვი" - ძაღლი.

 

სიტყვა: მიწა

 

შუმერული: "ქაქი" - მიწა

ქართული: "ქანი" - მიწა (წიაღისეული)

სვანური: "გიმ" - მიწა / "ქვან" - ქვიანი ადგილი

ზანური (მეგრულ-ლაზური): "ქიანა" - ქვეყანა / "ქუა" - ქვა.

 

English

 

Word: Ground

 

Sumerian: "kaki" - ground

Georgian: "kani" - ground

Svan: "gim" - ground / "kvan" - grounded place

Zan (Mingrelian-Laz): "kiana" - country / "kua" - stone.

 

ქართული

 

სოლისებრი დამწერლობა (უფრო ცნობილი, როგორც ლურსმული დამწერლობა) — დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. იგი შექმნეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულში. III ათასწლეულის შუა ხანებში შუმერებმა ლურსმული დამწერლობა გამოიყენეს სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობისთვის, რომელშიც სიტყვის ფუძე აღინიშნებოდა იდეოგრაფიულად, ხოლო გრამატიკული ელემენტები და დამხმარე სიტყვები–შესაბამისი მარცვლებით. შუმერებმა თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული. დამწერლობობის მიმართულება თავდაპირველად იყო ვერტიკალური და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალური და მარცხნიდან მარჯვნივ.

შუმერული დამწერლობა III ათასწლეულის შუა ხანებში გადაიღეს აქადურში, ელამურში, ხურიტულში, ლუვიურში, ხეთურში და ურარტულში. ამრიგად ლურსმული დამწერლობა პირველი საერთაშორისო დამწერლობა გახდა.

 

ქართული ასომთავრული ანბანი შუმერების ანბანია!

 

შუმერების ანბანში მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა: a - ასო-ნიშანს "ანი", მთვარის უძველესი სახელი ჰქვია, d - ასონიშანს "დონი" ჰქვია, მზეა, ოღონდ უწიგნურმა უძველესმა ხალხებმა სიტყვებად გადაიღეს, სიტყვა "მთვარეს" კი ვერ წერდნენ, პირდაპირ მთვარეს ხატავდნენ, ასევე - მზეს, ასოები არ იცოდნენ. ვერ წერდნენ და ხატავდნენ. ასე შექმნა გაუნათლებელმა მსოფლიომ ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა და მისი მეცნიერები დასაწყის პირველდამწერლობად მიიჩნევენ. ეს რომ ასე არ არის და ჩვენი აღმოჩენაა სწორი, ამას ადასტურებენ ძვ.წ. 5600 წლის შუმერული თიხის ფირფიტები, ჭურჭელი, თიხის და რკინის ბეჭდები, სარკოფაგთა წარწერები, ამავე დროს შუმერული ანბანის ასო-ნიშნები, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერებს ასოებად კი არა, სიტყვებად მიაჩნიათ.

 

ჩვენი აღმოჩენები საოცარი სიზუსტით ეუღლება უდიდესი ამერიკელი მეცნიერის სემიუელ ნ. კრამერის კვლევას, მის ნააზრევს, რომელიც გადმოცემულია წიგნში "ისტორია იწყება შუმერიდან", ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ანბანი იწყება შუმერიდან და დღემდე ვერც ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში ვერ შეძლო დაემტკიცებინა ეს, იმიტომ, რომ ქართული ასომთავრულით, იგივე შუმერების ანბანით, არავის არასოდეს არ გადაუსინჯავს შუმერთა სიძველეები; მათ მიწაზე გაჩენისთანავე ჩამოჰყვათ ანბანი, იმ რკინასავით, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება, სამყაროსეული ლითონია, სახელად "ამუთუმ" ჰქვია და 5-ჯერ ოქროზე და 40-ჯერ ვერცხლზე ძვირია.

 

შუმერების ანბანი უნდა აღმდგარიყო და აღსდგა იმ ხაზობრივი ფორმულით, რომელიც შეინახეს საკართველოს კავკასიონის მთის საცავებმა და ანკარის სიძველეთა მუზეუმში დაცულმა ხეთების უძველესმა ფერადმა თიხამ, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი მელარტი ძვ.წ. 6500-5600 წლებით ათარიღებს და 900 წლით ასწრებს ჩვენეულ დათარიღებას, 5600 წელს, მაგრამ ეს ჩვენს მიგნებას უფრო აძლიერებს, 5600 წელი კი ზუსტად ემთხვევა.

 

მსოფლიოს მეცნიერთაგან ასაკობრივ და ხაზობრივ ასეთ დამთხვევას ვერავინ დაიქადნის.

 

აქ, კავკასიონის მთის საცავებში, ადარჩა სამყაროსეული ცივილიზაციის ის უდიდესი კულტურა, რაც მთელ აღმოსავლეთში რელიგიამ დამარხა. ეს უძველესი კულტურა საქართველოში ქრისტიანობამ გაანადგურა, მთელ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი მაჰმადიანურმა მოსპო იგი.

 

თავდაპირველ უძველეს შუმერულ სიტყვებს საოცარი სიზუსტით ხსნის საქართველოში შემონახული ენები: მეგრული, სვანური და თავად ქართული (ეს ენები და ხალხი, მკვდარი და წაშლილი რომ ჰგონიათ მსოფლიოს მეცნიერებს, აქ, საქართველოში, შემონახული და ცოცხალია).

 

გამოკვლევების მიხედვით სულ სხვა სახეს იღებს მსოფლიოს ხალხთა ანბანური გავრცელების ცხრილი.

 

ანბანში რომ სამყაროსეული ცივილიზაციაა, მტკიცდება მისი მზისა და მთვარის კალენდარით, რომელიც დედამიწის ოთხ დროს წამების სიზუსტით ანგარიშობს და ისეთი სიზუსტითაა გააწიებული, რომლის მსგავსი თანამედროვე კაცობრიობამაც არ იცის.

 

და ბოლოს: შუმერების ანბანი - ქართული ასომთავრული, მზისა და მთვარის ანბანად წოდებული, სამყაროსეული ცივილიზაციის ფორმულით არის შედგენილი და დედამიწაზე ადამის მოდგმის განათლების სათავეა. ამ ანბანური განათლების საიდუმლოებათა ამოცნობა, გაგება და მიგნება სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის ისტორიას და აზროვნებას.

 

შუმერების - იგივე ქართული ასომთავრული - ანბანი აღმოსავლეთის ყველა უძველეს ცივილიზაციათა სათავეა, რომლის გაცნობა მსოფლიოს აღმოსავლეთმცოდნეებს აძლევს საშუალებას ახსნან ჯერ ამოუხსნელი ყველა საიდუმლოება, რითაც სავსეა კაცთა მოდგმის დღემდე ბოლომდე ამოუცნობი პირველი სიძველეები.

 

აღმოჩენები ითხოვს თავიდან გადავხედოთ მთელ არქეოლოგიურ მასალას, რაც კი კაცობრიობას დედამიწის სიღრმეებში უპოვნია შუმერების შესახებ.

 

ლაგაში — შუმერული ქალაქ-სახელმწიფო სახრეთ მესოპოტამიაში. ცენტრი მდებარეობდა ახლანდელი ტელოს (ერაყი) ადგილას. ლაგაში შედგებოდა უბან-"ქალაქებისაგან". საკუთრივ ლაგაში, გირსუ, ნინა, ურუქუ ("წმინდა ქალაქი"), ქინუნირი, გუაბა, ქესა და უთუგანათენუ.

ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდნენ 1877 წლიდან ფრანგი არქეოლოგები ერნესტ დე სარზეკი, გ. კროსი, ა. დე ჟენუიაკი და ანდრე პარო.

პირველი დასახლებები ლაგაშის ტერიტორიაზე ძვ. წ. V ათასწლეულის ბოლოს განეკუთვნება. წერილობით წყაროებში ლაგაში მოიხსენიება ძვ. წ. XXVI საუკუნიდან. ამ დროს იგი ქალაქ შურუფაქის მბრძანებელს ემორჩილებოდა. ლაგაშის აღზევება ემთხვევა ძვ. წ. XXV-XXIV საუკუნეებს, ურ-ნანშეს დინასტიის მმართველობის ხანას. ლაგაში განსაკუთრებით გაძლიერდა ეანათუმის დროს (ძვ. წ. 2470-იანი წლები), რომელიც ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა ქალაქ უმის მბრძანებელთან. უმაზე გამარჯვების შესახებ ეანათუმი მოგვითხრობს ქვის დიდ ფილაზე გაკეთებულ წარწერაში, რომელსაც ლიტერატურაში "ძერათა სტელას" უწოდებენ. მის დროს დასრულდა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის პირველი გაერთიანება. აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ატარებდნენ ეანათუმის მემკვიდრენიც. გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ისინი გადასახადების გადიდებით ფარავდნენ, რამაც ფართო სახალხო მოძრაობა გამოიწვია XXIV საუკუნის 70-იან წლებში, ლუგალანდას მმართველობის დროს. ძვ. წ. 1364 წელს ლაგაში უმის მეფე ლუგალზაგესმა დაიმორჩილა, შემდეგ კი აქადის მეფე სარგონ დიდმა. ლაგაშმა ახალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია გუდეას გამგებლობის ხანაში (ძვ. წ. XXII საუკუნის II ნახევარი). მაშინ ააგეს ღვთაება ნინგირსუს ბრწყინვალე ტაძარი ენინუ. ძალზე გაფართოვდა ლაგაშის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა არეალიც. ურის III დინასტიის ხანაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) ლაგაში აქადის და შუმერის სამეფოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო. მომდევნო ეპოქებში მისი მნიშვნელობა დაეცა.

გვერდი 1

გვერდი 2