EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თემო სახურია: იოანე მინჩხი ჰიმნოგრაფი კოლხეთიდან »
კატეგორია: რელიგიაავტორი: kolxi
თარიღი: 2014-03-14 00:26:14
ჰიმნოგრაფმა იოანე მინჩხმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში.მის შესახებ მხოლოდ მცირედია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის მიუხედავად იმისა რომ მინჩხის მოღვაწეობას რამოდენიმე ნაშრომი მიეძღვნა.
მის მოღვაწეობას იკვლევდნენ ივ.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა, კ.კეკელიძე და სხვანი თანამედროვე მკვლევარებიდან მინჩხის ცხოვრებაზე ნაშრომები ეკუთვნით ლელა ხაჩიძეს და გიორგი სარიას ამ უკანასკნელმა თავის წიგნში ,,ანტონ ჭყონდიდელის ქადაქებათა საღვთისმეტყველო ანალიზი“ მოკლედ განიხილია მინჩხის მოღვაწეობის ხანა.როგორც მკვლევარები აღნიშნავენ იოანე მინჩხი მოღვაწეობდა X -საუკუნის პირველ ნახევარში,ის იყო თანამედროვე აფხაზთა მეფე გეორგისა.
კ.კეკელიძე წერს: ,, სინას მთის ერთ-ერთ ხელნაწერში მოთავსებულია გალობანი წმიდისა გეორგისანი, თქუმულნი ნეტარისა მინჩხისანი, რომელთაც შემდეგი შენიშვნა აქვთ თანდართული: ხოლო ესე გალობანი მას კარგსა გეორგი მეფესა, დიდსა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა. დახასიათება გიორგი მეფისა იმ ზოგადი ეპითეტებით, რომელიც აქა გვაქვს, შეიძლება უფრო შეეფერებოდეს საქართველოს მეფეს გიორგი პირველს (1014-1027), მაგრამ ამ უკანასკნელის მეფობა მინჩხისათვის მეტად ნაგვიანებია. ამიტომ ამ მინაწერში ჩვენ ვგულისხმობთ აფხაზთა მეფეს გიორგის, რომელიც, მემატიანის სიტყვით, იყო სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმPნითა და ახოვნებითა, ღმრთისმოყუარე იყო უმეტეს ყოველთა, მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხუი და მდაბალი და ყოვლითა კეთილითა სათნოებითა სრული“ აქ შეიძლება მკითხველს დაებადოს კითხვა,რითი აიხსნება რომ მიქაელ მოდრეკილის საგალობლებში ”იადგარში’’ რომელიც შედგენილია 978-988 წლებში,მინჩხის მრავალრიცხოვანი ჰიმნებიდან მხოლოდ ოთხია შეტანილი?კორნელი კეკელიძის აზრით ეს განპირობებულია იმით რომ იოანე მინჩხი მოღვაწეობდა სინას მთაზე,მიქაელ მოდრეკილი კი რომელიც მასალებს აგროვებდა თავისი კრებულისთვის საქართველოში,ოთხის გარდა სხვა ჰიმნები მას ხელთ არ ქონდა
.იოანე მინჩხი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან ჭყონდიდიდან იყო,ამ ვარაუდს გამოთქვამს პავლე ინგოროყვა და მის ამ ვარაუდს ემხრობა ყველა მკვლევარი რომელსაც კი უკვლევია იოანე მინჩხის ცხოვრება. იოანე მოიხსენიებს თავის თავს როგორც იოანე მინჩხს ზოგან გვხვდება სხვა ფორმებიც მინჩხი,მინჩხისანი,მინჩხნი,მინჩხურნი . სავარაუდოდ ეს ეპიტებიები მინჩხი.მინჩხისანი.მინჩხურნი მიგვითითებს მის წარმოშობის ადგილზე,ჩემი გამოკვლევით იოანე მინჩხი უნდა ყოფილიყო დღევანდელი მარტვილის რაიონიდან სოფელ ინჩხურიდან რომელიც ძალიან ახლოს მდებარეონბს მარტვილის მონასტერთან.მინჩხის სახელი მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა ივ. ჯავახიშვილის მიერ, რომელმაც 1902 წელს სინას მთაზე მუშაობისას ქართულ ხელნაწერებში - Sin. 5, Sin. 75 და Sin. 2 გამოავლინა უცნობი ქართველი ჰიმნოგ-რაფის - იოანე მინჩხის საგალობლები. ეს იყო წმ. გიორგისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონი და 26 მცირე ფორმის საგალობელი. ეს საგალობლები გამოქვეყნდა 1947 წელს ”სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაში’’. კორნელი კეკელიძე წერს:ეს საგალობლები ზოგი პროზითაა დაწერილი, ზოგი კი იამბიკოთი. იამბიკოთი დაწერილი ჰიმნები მოთავსებულია მიქელ მოდრეკილის კრებულში. ესენია: ორი ჯგუფი წმიდის აღდგომის დასდებელთა, მესამე- მეფის თეოდოსი დიდისა (379-395წ.), რომელიც წმინდანადაა აღიარებული (ხსენება მისი ჩვეულებრივ 17 იანვარსაა დადებული, ხოლო იერუსალიმის განჩინებაში და იოანე სინელის კალენდარში, როგორც მინჩხის წარწერაში-19 იანვარს), და მეოთხე-ექვთიმე დიდის, პალესტინელისა (გარდ. 473წ.) რომლის ხსენება, მინჩხითაც, 20 იანვარსაა დადებული. უკანასკნელი ორი ჯგუფის საგალობელნი (თეოდოსისა და ექვთიმესი) წარმოადგენენ, უეჭველია, ფრაგმენტს იანვრის თვის ჰიმნოლოგიური კრებულისას, რომელიც, ალბათ, ჩვენამდე არ შენახულა, ან ჯერ აღმოჩენილი არაა. სინას მთის ხელნაწერებში დაცული ჰიმნებიდან უნდა დავასახელოთ: უკვე ზემომოხსენებული წმიდა გიორგის საგალობლები,გიორგი მეფის თხოვნით აღწერილნი, რომელნიც არიან თავედნი, ესე იგი აკროსტიქული, და იტყვიან: წმიდაო გეორგი, შეეწიე გეორგი მეფესა წინაშე მეფეთა მეფისა და ადიდე. საგალობელთა ხელნაწერში ბოლო დაკარგულია, აკროსტიქი თავდება სიტყვა წინაშე- ზე. ხელნაწერში 56 (ნ. მარის აღწერილობით) მოთავსებულია საგალობელნი ფერისცვალებისანი მინჩხისანი (ფ. 76), ხოლო ხელნაწერებში 5,75-დიდმარხვის ეგრეთ წოდებულ წინამსრბოლ კვირიაკეთა (მეზვერისა და ფარისევლის, უძღების შვილის, ხორციელისა და ყველიერის). ყოველ შემთხვევაში, 5-ის ფ. 26ა იწყება არაჯვორთა, ესე იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის საგალობელით. ხელნაწერში77 დარჩენილა საგალობლები დიდმარხვის 1,2,3,4, კვირიაკეებისა. როგორც ჩანს, იოანე მინჩხს უწერია საგალობლები მთელი წლისა იმ გეგმაზე, რა გეგმაზედაცაა აგებული საეკლესიო წელიწადი იერუსალიმის კანონში: ჯერ ზამთრის კანონი, 20 დეკემბრიდან აპრილამდე (ამისი ფრაგმენტია თეოდოსისა და ექვთიმეს საგალობლები), და დიდმარხვის პერიოდი, მერე-ზაფხულის კანონი რომლის ნაშთად უნდა ჩაითვალოს ორი საგალობელი აღდგომისა ზატიკის პერიოდიდან, აგრეთვე წმ. გიორგისა და ფერისცვალების ჰიმნები თთუენიდან.პროფესორი ლელა ხაჩიძე იოანე მინჩხის მოღვაწეობაზე წერს: ,, იოანე მინჩხის შემოქმედების ორიგინალურობა მჟღავნდება, ერთი მხრივ, არსე-ული მოტივებისა და მხატვრული“ სახეების თავისებური გადააზრებით, მეორე მხრი,ვ სრულიად ახალი სახისმეტყველების, განწყობილებებისა და მხატვრული ენის შექმნით.მინჩხის შემოქმედების შესწავლა ნათელს ხდის მისი შემოქმედების საერთო კანონზომიერებას, რაც ტრადიციული მასალის პირველხილვის, სათავეებისაკენ სწრაფვაში მდგომარეობს. ამ მხრივ საყურადღებოა მინჩხის ერთ-ერთი ( I სამშაბათის მწუხრის) მცირე ფორმის საგალობლის უკანასკნელი ტროპარი, რომელიც ქრის-ტიანული ლიტურგიის ძირითადი და ყველაზე ტრადიციული ლოცვის - ”მამაო ჩვენოს” პოეტურ გადამუშავებას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევები ჰიმნოგრაფიის ისტორიაში ძალზე მცირეა. საინტერესოა ის გარემოება, რომ იოანე მინჩხი საკუთარ ხელწერას ტოვებს თვით რიტმულ-მელოდიურ საზომებში - შუა საუკუნეების სასულიერო პოეზიის ყველაზე კანონიკურ სფეროში“
იოანე მინჩხის გავლენა იგრძნობა მის თანამედროვე და შემდეგ ჰიმნოგრაფებზე,აი რას წერს აღნიშნულზე პროფესორი ლ.ხაჩიძე: ,, დიდია იოანე მინჩხის შემოქმედების გავლენა შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაზე. მიქაელ მოდრეკილს, რომელიც X ს-ის II ნახევარში მოღვაწეობდა, ერთ-ერთი ჰიმნოგრაფიული კანონი შეუქმნია იოანე მინჩხის წმ. გიორგისადმი მიძღვნი-ლი ”თჲთძლისპირი” კანონის რიტმულ - მელოდიური საზომების მიხედვით. როგორც ჩანს, ამ საგალობელში მინჩხის მიერ შემოღებული საზომი სწრაფად დაკანონდა ძლისპირად ვრცელი ფორმის საგალობელთათვისაც. იოანე მინჩხის საგალობლები დემეტრე - დამიანეს ”შენ ხარ ვენახის” შთაგონების ერთ - ერთ წყაროდ იქცა. აშკარაა იოანე მინჩხის შემოქმედების გავლენა დავით ღმაშენებლის ჰიმნოგრაფიულ შედევრზე - ”გალობანი სინანულისანი”. იოანე მინჩხის შემოქ-მედება ერთ-ერთ- უმთავრესი წყაროა ”ვეფხისტყაოსნის” ავტორისათვის.იოანე მინჩხი სახით კიდევ ერთი გამორჩეული და დიდი პიროვნება აჩუქა საქართველოს, ისტორიული კოლხეთის მიწამ.