EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რუსეთი / Russia »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-15 22:02:41

რუსეთი / Russia

Russia

გეოგრაფია

რუსეთის ტერიტორიის 70% – ეს არის მიწათმოქმედების საშიში ზონა. სასოფლო სამეურნეო სეზონი რუსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეადგენს 2-3 თვეს. ტერიტორიის 50 % უკავია ტყეებს. დასახლებული პუნქტების საერთო რაოდენობა – 157. 895, ამათგან 30. 000 –ზე მეტს არ გააჩნია სატელეფონო კავშირი. რუსეთში 39. 000 მიტოვებული სოფელი და დასახლებაა.

მოსახლეობა

რუსეთის მოსახლეობის საერთო რიცხვი შეადგენს დაახლოებით 132 მილ. კაცს. მათ შორის 29 მილ. ცხოვრობს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და ამავე სახელწოდებების ოლქებში. 1 მილიონიანი მოსახლეობის ქალაქებია ნოვოსიბირსკი, ეკატერინებურგი, ნიჟნი ნოვგოროდი, სამარა, ტომსკი, ჩელიაბინსკი, ყაზანი, დონის როსტოვი, უფა, პერმი.

რუსეთში აღირიცხება 87 მილიარდერი, ქონების თვითღირებულების 471,4 $ მრდ-ით. პენსიის საშუალო მოცულობა საშუალოდ მთელს რუსეთში 3 300 რუბლი. ერთი პატიმრის შენახვა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში საჭიროებს 6 800 რუბლს..

რუსეთში 42,2 მილ ღებულობს 6000 რუბლზე ნაკლებს.

რუსეთის 79 რეგიონში შობადობა შემცირდა, სამოცჯერ გაიზარდა სიკვდილიანობა. რუსეთში წელიწადში 8 მილ. აბორტი კეთდება. ეს ახლოა მოსკოვის მოსახლეობის რაოდენობასთან. რუსი კაცის სიცოცხლის საშუალო მოცულობა შეადგენს 59 წელს.

რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვლადიმერ იაკოვლევი მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში მალე არავინ იმუშავებს. რუსების 60% – ეს მოხუცები, ბავშვები და ინვალიდებია. 20 მილიონი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებიდან დაახლოებით ერთი მილიონი იხდის სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისათვის. 4 მილიონი მსახურობს შშს-ს, სსს-ს და უფს-ის სისტემაში, კიდევ 4 მილიონი ქრონიკული ალჰოკოლიკია, 1 მილ. ნარკომანი, აცხადებს იაკოვლევი. მინისტრმა დაამატა, რომ მამაკაცთა სიკვდილიანობა რუსეთში 4-ჯერ აღემატება ქალებისას. „ახლა ჯანმრთელი მამაკაცების დანაკარგი ეფარდება სსრკ-ში დიდი სამამულო ომის წლების დანაკარგებს“ – თვლის იაკოვლევი.

ვინ მუშაობს რუსეთში

მოსახლეობის საერთო რაოდენობის 62% შეადგენს საპენსიო და წინა საპენსიო ასაკის ადამიანები. ეს 81,8 მილიონ ადამიანზე მეტია. დარჩენილთა შორის:

- არმია. თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი (მათ შორის 355 ათასი ოფიცერი და 1886 გენერალი);

- უფს, შსს, სსს, პროკურატურა და ა. შ. დაახლოებით 6,6 მილიონი ადამიანი (საშტატო);

- დეპუტატები, ჩინოვნიკები, სოც. ფონდების კლერკები დაახლოებით 9 მილ. ადამიანი;

- სასულიერონი და კულტურის მოღვაწენი დაახლოებით 700 ათასი კაცი.

- პატიმრები და იურისტები, თითქმის 2,5 ადამიანი.

- უმუშევრები დაახლოებით 6 მილ. ადამიანი.

საერთო ჯამში გამოდის რომ რუსეთში 110 მილიონი ადამიანი არაფერს არ აწარმოებს და ცხოვრობს ბიუჯეტის ხარჯზე. სულ კი 132 მილიონი ადამიანია. ამას გარდა დარჩენილებს შორის კი არის სტუდენტების მთელი არმია, ბავშვები, დიასახლისები, უსახლკარონი, ლტოლვილები და ა. შ… რომლებიც არ არიან წარმოებაში დასაქმებულნი. მათი საშემოსავლო შიდა პროდუქტი ცოტათი მეტია ამერიკის ლოს ანჟელესის ერთ ოლქზე.

ასევე რუსეთში, მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულია:

- ინვალიდები – 12 მილ. მეტი.

- ალკოჰოლიკები- 4,5 მილ. ზევით.

- ნარკომანები – 2,3 მილ მეტი.

- ფსიქიურად ავადმყოფები – 978 ათასზე მეტი.

-ჰიპერტონიკები – 22,4 მილ. მეტი

- შიდსით ინფიცირებულები – არანაკლები ერთი მილიონისაა.

და საერთოდ, რუსეთელების 4 მილიონი – ჩინელია.

რუსეთის რელიგია

რუსეთში 20 მილ. მეტი ადამიანი ისლამის აღმსარებელია და ოფიციალურად მიიჩნევს თავს მუსულმანად. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რუსეთში მუსულმანთა რიცხვი 40 % გაიზარდა. საუკუნის შუახანებისათვის მუსულმანი იქნება ყოველი მეოთხე რუსეთელებისა. როგორც რუსეთის მუსულმანთა ეროვნული ორგანიზაციების წარმომედგენლები ამტკიცებენ, ყოველ პარასკევს პეტერბურგში მეჩეთში მინიმუმ სამი რუსი ღებულობს ისლამს.

ვადიმერ პუტინმა უკვე შესთავაზა „ისლამური ფედერაციის“ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მიიღონ იქ რუსეთი. ისლამის განვითარებისათვის რუსეთში 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 800 მილ. რუბლი, მათშორის 400 მილ. ისლამურ განათლებაზე. რუსეთი ერთადერთია იმ „არამუსულმანური“ სახელმწიფოებიდან, რომელმაც აღიარა ჰამასის გამარჯვება პალესტინაში არჩევნებზე (01. 2006) და ამ ორგანიზაციის ლიდერები ორჯერ იყვნენ მიწვეულნი რუსეთში (02. 2006 და 02.2007). 2015 წლისათვის რუსეთის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობა მუსულმანი იქნება.

ამასთანავე რუსეთში ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არაუმეტეს 4, 5%. თვეში ერთხელ მაინც მაზიარებლები 2% მეტი, კიდევ წელიწადში ერთხელ 6%. ერთმა მეხუთედმა არც კი იცის რა არის ეს. რუსეთში არის აგრეთვე პატარა ფენა იუდეველებისა და სულ მცირე ბუდისტებისა. დანარჩენები შეიძლება მივაკუთვნოთ ათეისტებს., მრავალღმერთიანებს და კერპთთაყვანისმცემლებს.

რუსეთელების 32% დღემდე თვლის, რომ ადამიანის ბედზე შეიძლება ზემოქმედება მოხდეს მაგიის საშუალებით, უფრო მეტ ადამიანს სჯერა ჰოროსკოპებისა. მაგრამ მოსკოვში გამოკითხულთა 74% -ს არ სჯერა არავითარი მაგიისა გარდა ფულისა.

მოსკოვი

გაყიდული პროდუქტების 40% მეტი ფალსიფიცირებულია. თითქმის 70% კვების პროდუქტებისა იწარმოება იმ ტექნოლოგიიური საშუალებებით, რომლებიც აწარმოებს უხარისხო საკვებს. მოსკოვში ელიტური ბინების კვადრატული მეტრის ღირებულება აჭარბებს 109. 000 $. ერთი კოლიგრამი ოქროთი მოსკოვში შესაძლებელია 4 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ყიდვა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სულ 11 მილ. მეტი მაცხოვრებელი ცხოვრობს. მოსკოვში უფრო მეტი აზერბაიჯანელია ვიდრე ბაქოში, და უფრო მეტი თათარი ვიდრე ყაზანში. ამასთან ერთად, სლავები (უკრაინელები, ბელორუსები და რუსები) ეს მხოლოდ მოსკოვის მოსახლეობის ერთი მესამედია.

- რუსები – 31%

- აზერბაიჯანელები – 22%

- უკრაინელები და ბელორუსები – 11%

- თათრები, ბაშკირები და ჩუვაშები – 10%

- ტაჯიკები, უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები -9%

- მოლდაველები, ბოშები და ებრაელები – 8%

- კორეელები, ჩინელები, ვიეტნამელები – 5%

- სხვა ხალხები – 4%

მოხეტიალე ცხოველების სტერილიზაციისათვის მოსკოვში იხარჯება ყოველწლიურად 87 მილ. რუბლი. 13. 000 რუბლი ერთ სულზე. ეს მეტია, ვიდრე უსახლკარო ბავშვებზე. და კიდევ მოსკოვში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ბავშ-ალკოჰოლიკთა გამოსაფხიზლებელი – ბავშვთა და მოზარდთა ნარკოლოგიური სტაციონალურო გამოსაფხიზლებელი N: 12 ნარკოლოგიური დინსპანსერის ბაზაზე.

ჩვენი რაშა (ანტირეკორდები)

მსოფლიოში რუსეთს უკავია მეორე ადგილი ყალბი წამლების გავრცელებით. აფთიაქებში 92% წამლებისა ფალსიფიცირებული ან ვადაგასულია.

რუსეთის ბაზარი იმპორტული ტანსაცმლისათვის უბრალოდ საოცრებაა – 95% მეტი.

რუსეთს უკავია 147 ადგილი (180-დან) კორუფციის მიხედვით მსოფლიოში.

მსოფლიოში რუსეთს უკავია მესამე ადგილი არაპოპულარობის მიხედვით (ირანისა და ამერიკის შემდეგ).

რუსეთში არსებობს 160-ზე მეტი მაკონტროლებელი ორგანო, რომელთაც შეუძლიათ თქვენთან მოსვლა შემოწმებაზე.

პატიმრების მიხედვით მსოფლიოში რუსეთს უკავია მეორე ადგილი (აშშ-ს შემდეგ), შემდეგ მოდიან ყაზახეთი და ბელორუსია.

რუსები ყოველწლიურად გასცემენ 3 მრდ. დოლარ ქრთამს სხვადასხვა ინსტანციებში. სასამართლოებში ქრთამების ყოველწლიური მოცულობა აღწევს 210. მილ $. სასამართლო ქრთამის საშუალო მოცულობაა 9,5 ათასი. საქმე ცუდადაა უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სამედიცინო მომსახურეობაში, არმიაში გაწვევაში და საცხოვრებელი ფართის მიღებაში.

რუსეთში აღრიცხვაზე აყვანილია 200 ათასზე მეტი „კანონიერი ქურდი“.

რუსეთში ექიმის, საშუალო და უმცროსი მედპერსონალის შრომითი ანაზღაურება ყველაზე დაბალია მსოფლიოში, მცდარი და გამიზნულად ყალბი დიაგნოზები – ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

რუსეთის მოზარდთა 70% დაავადებულია ქრონიკული ავადმყოფობებით, სტუდენტთა მესამედი იყენებდა ნარკოტიკებს, ბავშვთა და მოზარდთა მესამედი ჩამოყალიბებული მწეველია. ორმა მილიონმა მოზარდმა არ იცის წერა კითხვა.

186 ათას სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოვლენილია 3,5 ათასი დანაშაული. უმაღლეს სასწავლებლების სისტემაში ქრთამების ჯამმა მიაღწია 500 მილ $ წელიწადში.

რუსეთი სიტყვის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში იმყოფება 147–ე ადგილზე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების 80% კონტროლირდება ხელისუფლების მიერ. რუსეთის ცენტრალური ტელეარხები ეთერის 90% უთმობს ხელისუფლების შესახებ დადებით საინფორმაციო პროგრამებს.

რუსეთის ინტერნეტ-ტრაფიკის 80% – პორნოგრაფიის გადმოტვირთვაა.

რუსეთში ლიტრი ბენზინის ღირებულება 16-20 რუბლია. სხვა ნავთობის იმპორტირებად ქვეყნებში ლიტრი ბენზინი ღირს 70 კაპიკდან 5,6 რუბლამდე.

რუსეთის არმია

1994 წლიდან სასაზღვრო ჯარებში ახალი ტექნიკის მიწოდება შეწყდა და 2007 წლამდე არ აღმდგარა. 1960 წლიადან საარტილერიო საპროექტო ბიუროებმა და საკონსტრუქტოროებმა არ გასცეს არცერთი ახალი ნამზადი.

ახალი სამხედრო ფორმის კომპლექტი ღირს 50. 000 რუბლი. აქედან შინელი 12. 000 რუბლი, ხოლო ჩვეულებრივი საფორმო ჰალსტუხისთვის გადასახადების გადამხდელები გასცემენ „მხოლოდ“ 600 რუბლს.

უკანასკნელი დროისათვის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შემცირდა 60%.

ბევრი მფრინავისათვის გაფრენები ვერ აღწევს მინიმალურ ნორმასაც კი. ორი წლის წინ საფრენოსნო სასწავლებლის კურსანტს ბიუჯეტიდან ერიცხებოდა დღიურად “მხოლოდ და მხოლოდ” 50 რუბლი. სამომსახურეო ძაღლებსისთვისაც კი განკუთვნილია 130 რუბლი.

სამხედრო ბიუჯეტის 40% ( 2008 წლისთვის დაახლოებით ერთი ტრილიონი მანეთი) იქურდება. ზოგიერთი თავდაცვითი დაწესებულებების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ დროულ უკუ შეკვეთაზე იმიტომ, რომ “უკუგება” ქარხანას არ უტოვებს თვითღირებულების საშუალებებსაც.

დანაშაულებებისა და მოვლენების შედეგებით რუსეთის არმიაში გასულ წელს დაიღუპა 2464 სამხედრო მოსამსახურე. მათშორის 469 დაასრულა სისოცხლე თვითმკვლელობით. სხეულის დაზიანებებს, მიღებულს არასაწესდებო ურთიერთობებისას, სამხედროები არ ავრცელებენ.

მშობლებს საგაწვევო სამსახური უჯდებათ არცთუ ცოტა ფული, ნაწილებში უკვე გამომუშავებულია თავისებური ტარიფი: თავისუფალი გასვლა 1-2 ათასი რუბლი, ნაწილში შესვლა – 50 რუბლი, პლიუს 500-800 რუბლი თვეში, რათა “ბაბუებმა” არ სცემონ. წვევამდელთა მშობლების წინაშე არცთუ ისე უბრალო არჩევანი დგება: გადაიხადონ 5.000 $, რათა გამოისყიდონ არმიიდან, ან დახარჯონ 10. 000-ზე მეტი მსახურობის განმავლობაში, და რისკის ქვეშ დააყენოს ვაჟიშვილის ჯანმრთელობა.

სიკვდილიანობა

რუსეთში ყოველ წუთში კვდება 5 ადამიანი, ხოლო იბადება მხოლოდ 3. ყოველწლიურად რუსეთი კარგავს დაახლოებით ფსკოვის ოლქის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანს. ციმბირში უკანასკნელ წლებში გაქრა 11. 000 სოფელი და 290 ქალაქი.

რუსეთში 26.000 ბავშვი ვერ აღწევს ათ წელს, ყოველდღიურად კვდება 50 ახალშობილი, მათი 70% სამშობიარო სახლებში. თოთხმეტი წლის ასაკის 2 მილ. ბავშვი მშობლების მიერ იცემება, რაც ბევრისათვის სიკვდილით მთავრდება. კიდევ 2 მილ. ობოლია.

რუსეთში მამაკაცების 70% და ქალების 30% ეწევა, ამის გამო რუსეთში ყოველწლიურად იღუპება 270.000 ადამიანი.

აბორტები რუსეთში ორჯერ მეტია, ვიდრე შობადობა. საშუალოდ რუსეთელი ქალი სიცოცხლის მანძილზე იკეთებს 2,1 აბორტს. აბორტების საშუალებით წყდება ფეხმძიმობის 64,2%. ევროპაში 25% მაჩვენებელი არ ითვლება კატასტროფად! რუსეთში ყოველ მეხუთე აბორტს იკეთებენ არასრულწლოვნები.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში რუსეთში წელიწადში იღუპება 35.000 ადამიანი. დაზიანებულთა რაოდენობა აჭარბებს 215.000. ზარალი ავტოკატასტროფებიდან წელიწადში შეადგენს 243 მრდ რუბლს.

რუსეთში ყოველწლიურად ხდება 58.000 თვითმკვლელობა. მკვლელობა – დაახლოებით 40. 000. თვითმკვლელები არიან სამხედრო მომსახურენი (70% -მდე არმიაში ხდება სამსახურის პირველ წელს), პატიმრები (60% პატიმრობის პირველ სამ თვეში და განთავისუფლების წინა თვეებში), თადარიგის ოფიცრები და პენსიაში გასული პირები.

ქართულად თარგმნა ალ. სანდუხაძემ

http://www.kavkazcenter.com/russ/content/2009/06/15/66214.shtml

***

რუსეთის კვდომა. რუსი მეცნიერები ადასტურებენ რუსეთის სწრაფ და გარდაუვალ სიკვდილს

4 მარტს ცნობილმა უკრაინელმა მეცნიერმა კიევის ყოველკვირეულში „ზერკალო ნედელი“ („კვირის სარკე“) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსულ სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით ცალსახად დასტურდება, რომ რუსეთი, მადლი უფალს, მალე მოკვდება, გაანთავისუფლებს რუსებსა და მასში მცხოვრებ სხვა ხალხებს საუკუნოვანი მონობისა და ექსპლუატაციისაგან, და მისცემს მათ შესაძლებლობას 100 თავისუფალ და აყვავებად ქვეყანაში ცხოვრების, რომელნიც წარმოიქმნებიან პოსტრუსულ სიცვრცეში. უკრაინელი სპეციალისტი მიუთითებს:

„ჩემს დაკვნებში პოსტსაბჭოური რუსეთის შესახებ მე ვეყრდნობი არგუმენტებსა და ფაქტებს, რომლებიც მოცემულია რუსი მეცნიერებისა და ექსპერტების სტატიებსა და შრომებში, რომლებიც მუშაობენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურებში, ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომიტეტში და ასე შემდეგ. ეს შრომები გამოქვეყნებულია რუსთტის სერიოზულ ოფიციალურ პრესაში.

ჩრდილოური წყევლა

გთავაზობთ პოსტსაბჭოური რუსეთის გეოგრაფიის ანალიზის დაწყებას. რუსეთის ჩრდილოეთს უკავია 11,4 მილიონი კვადრატული კილომეტრი, ესე იგი რუსეთის ტერიტორიის 65%. მათ შორის საერთაშორისო კლასიფიკაციით: 5,4 მლ. კვ. კმ. ადამიანის ცხოვრებისათვის არის სრულიად არაკომფორტული ზონა ადამიანის ცხოვრებისათვის, 3,4 – ექსტრემალურად არაკომფორტული ზონა და 2,5 მლნ. კვ. კმ – არაკომფორტული ზონა. ანუ, თანამედროვე რუსეთის დიდი ნაწილი პრაქტიკულად გამოუსადეგარია ადამიანის ცხოვრებისათვის.

ჩრდილოეთში მუდმივად ცხოვრობს 11 მილიონი ადამიანი (რომელთაგან მხოლოდ 1,6 მლ. ძირძველი მოსახლეობა). ე. ანდრეევა, თავის სტატიაში აღწერს რა რუსეთელებისათვის ჩრდილოეთში ცხოვრების პირობებს, ტიპიურ მაგალითად მოჰყავს ცხოვრების პირობები ნორილსკში ნიკელის წარმოების ცენტრში. ამ ქალაქში, სადაც ცხოვრობს 205 ათასი ადამიანი, ცხოვრება არის ნამდვილი „საშინელებების რომანი“. 2003 წლიდან იქ შეწყვეტილია ახალი საცხოვრებლების მშენებლობა, ამასთანავე, ოფიციალურად საცხოვრებლის 85% მოძველებული კატეგორიისაა. ნორილსკში რუსეთის ბუნების ზედამხედველობის სამსახურის კომისიის მონაცემებით 2007 წელს დაფიქსირებულია ჩამდინარე წყლებში დაშვებულს ზღვარს გადამეტებული ნორმები: რკინის – 270 ჯერ მეტი, ფოსფატის – 370 ჯერ მეტი, ნიკელის 630 ჯერ მეტი, ნიტრატები 633 ჯერ მეტი, სპილენძის 2400 ჯერ მეტი.

ჩრდილოელებს შორის დაავადებულები აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3-5 ჯერ, მათი ცხოვრების ხანგრძლივობა კი 10 წლით ნაკებია რუსეთის საშუალო მაჩვენებელზე.

ვ.ლაჟენცევი თავის სტატიაში იტყობინება, რომ ამ ცხოვრებისათვის პრაქტიკულად აუტანელ პირობებში მოიპოვება ბუნებრივი გაზის 90%, ნავთობის 75%, ოქროს 80%, სპილენძისა და ნიკელის 90%, ალმასების 100% და ხე-ტყის 25%, ესე იგი რუსეთის სიმდიდრის სამჭედლოა.

პარადოქსალური ეკონომიკა თუ „ჰოლანდიური ავადმყოფობა“

რუსეთი უნდა მიაკუთვნო რეგრესირებად ქვეყნებს. ვ. ცვეტკოვისა (რმა) და ე. პრუდიუსის (რუსეთის ფინანსთა სამინისტრო) სტატიაში («ЭКО», №8, 2007 г.) მოყვანილია 2006 წლის მონაცემები სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდის შესახებ 1991 წელთან შედარებით სხვადასვა ქვეყნებში. თუ ამ პერიოდში ჩინეთში სამრეწველო წარმოების მოცულობა 5,5 ჯერ, პოლონეთში 2,3 ჯერ, ყაზახეთში 1, 5 ჯერ გაიზარდა, რუსეთში პრაქტიკულად დაეცა 18% (1991 წლის დონიდან 82,4%).

რუსეთის მრეწველობის სხვადასახვა დარგების უფრო ცინცხალი და დეტალური მონაცემები მოჰყავს ეკონიმისტ . გილმუნდინოვს სტატიაში „რუსეთის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების ანალიზი მრეწველობათაშორისი კონკურენციის პირობებში“(«ЭКО», №11, 2010 г.). მისი სტატიიდან ამოღებულ პირველ და მეორე სურათზე ნაჩვენებია რუსეთის მრეწველობის ძირითადი დარგების ინდექსებისა და მოცულობის შესაბამისი გრაფიკები 1991-2009 წლებში შედარებით ფასებში (1990 – 100%), რომელთაგან სჩანს, რომ ბოლო ოც წელიწადში რუსეთის ეკონომიკის არცერთ დარგს, გარდა საცალო ვაჭრობისა, არა მარტო მოცულობებში, არამედ ფასობრივ მონაცემებშიც არ მიუღწევია 1990 წლის დონეს.

მაგალითად, ტრანსპორტის ტვირთ გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 1990 წლის დონის 73%, საამშენებლო სამუშაოების 77%, სამრეწველო წარმოების 79%, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა – 81%, მსუბუქ მრეწველობაში წარმოების მოცულობა 1990 წელთან შედარებით დაეცა 20%.

ჩემს მიერ მოხსენიებული ეკონომიკის დოქტორის ვ. ცვეტკოვს, რომელსაც უკავია რმა ბაზრის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა, მოჰყავს მომაკვდინებელი სტატისტიკა:

  • რუსეთის ეროვნული ექსპორტის 80% მეტი მოდის მინერალური ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების წილზე (ნავთობი, გაზი, დაუმუშავებელი ალმასები, ალუმინი, ნიკელი, აზოტის სასუქი, შავი ლითონების გაქირავება);
  • რუსეთს ყოველწლიურად გააქვს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა 3 მილიარდი დოლარის რაოდენობით ანუ ხუთჯერ ნაკლები ვიდრე ტაილანდსა და 10 ჯერ ნაკლები ვირდრე ჩინეთს;
  • რუსეთის წილი საინფორმაციო მოწყობილობების მსოფლიო ექსპორტში შეადგენს 0,04% (ჩინეთისა კი 7,1% ესე იგი 178 ჯერ მეტს);
  • რუსეთი ექსპორტირებას უკეთებს მოპოვებული ნავთობის 60%, მოპოვებული გაზის 35%, სპილენძის 90%, ნიკელის 97 %, ალუმინის 98% და მინერალური სასუქების 90%, რომელიც არ ჰყოფნის სამამულო ახოს, რის შედეგადაც არ არის უზრუნველყოფილი სასურსათო უსაფრთხოება (რუსეთი ყოველწლიურად ყიდულლობს სასურსათო საქონლის 50% 30 მლ. დოლარზე მეტი ღირებულებით);
  • ექსპორტის ფიზიკური მოცულობა ფაქტიურად არ იზრდება – ყველაფერი მიიღწევა ნედლეულზე ფასების ხელსაყრელი კონიუნქტურით.

რუსეთის ეკონომიკა ძლიერ არის დაავადებული „ჰოლანდიური ავადმყოფობით“ (ეკონომიკისა და ბიუჯეტის ნედლეულის ერთ-ორი სახეობის ექსპორტზე მწვავე დამოკიდებულებით, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შემოსავლების ლომის წილს, ამასთან მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქონელსა და მომსახურებაში ხორციელდება იმპორტის ხარჯზე, საკუთარი მრეწველობა კი ნელა ვითარდება). მეცნიერები სერიუზულად განიხილავენ არა მარტო „ჩრდილოურ“ პრობლემას, არამედ რუსეთის სანედლეულო წყევლასაც“, ხაზს უსვავენ, რომ მინერალური ნედლეულის დიდი მარაგების რაოდენობა მნიშვნელოვან წილად უშლის ხელს მრეწველობის სერიოზულ მოდერნიზაციაში და მოძველებული ეკონომიკის თანამედროვე რელსებზე უიმედო დაყენებაში.

რუსი გეოლოგები და ენერგეტიკული რესურსების სფეროს სპეციალისტები საგანგაშოდ იუწყებიან, რომ 2000 წლის შემდეგ ნავთობისა და გაზის მოპოვება (ექსპორტის უმთავრესი პროდუქტები) ორჯერ უსწრებს მარაგის ზრდას. 1990 წლის შემდეგ რუსეთში არ გახსნილა ნავთობის ან გაზის არცერთი მსხვილი საბადო. მოპოვების დაცემის და მარაგის შემცირების ტენდენცია დამახასიათებელია ყველა სასარგებლო წიაღისეულისათვის, რომლებიც კი მოიპოვება რუსეთში. თუ უახლოეს წლებში არ გატარდება ენერგიული ზომები გეოლოგიურ დაზვერვაში, მაშინ 2025 წლისათვის თითქმის სრულიად ამოიწურება ნავთობის, გაზის, ტყვიის, მოლიბდენის, ნიკელის, სპილენძის, თუთიის სათადარიგო სამომპოვებლო ადგილები, ხოლო ალმასის, ოქროსა და ვერცხლის მარაგები უფრო ადრე.

თანამედროვე რუსეთის ეკონომიკას შეიძლება ვუწოდოთ არა მარტო პარადოქსული, არამედ უნიკალური. როგორც ადრე იყო ნაჩვენები, რუსეთი მთელი ოცი წელი ეკონომიკურ ურთიერთობებში ადგილზე იტკეპნება მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, ვერ აღწევს რა 1990 წლის მაჩვენებლებს, უნიჭოდ შთანთქავს საბჭოთა დროიდან შემორჩენილ არც თუ მდიდარ მემკვიდრეობას. ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში არ აშენებულა არცერთი მსხვილი ან საშუალო ატომური, ჰიდრო- და თბოელექტრო სადგური, ექსპლუატაციაში არ შესულა არცერთი თანამედროვე სამამულო ქარხანა (უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ერთობლივი საწარმოების გამოკლებით), არ დაგებულა რკინიგზის ახალი ტოტი, არ დამუშავებულა სამამულო თვითმფრინავის, თბომავლის, ელმავლის, ან სერიული ავტომობილის არცერთი ახალი მოდელი. ფაქტიურად ქვეყანა ზის ნარკოტიკულ გაზნავთობის მილზე, უზრუნველყოფს სახელისუფლებო კენწეროს და „დანიშნულ“ ოლიგარქებს საექსპორტო ნედლეულის გაყიდვის ხარჯზე, და დარჩენილი ფულით ამარაგებს მოსახლეობას იმპორტირებული სურსათით, ჩინური ფართო მოხმარებისა და კორეული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

ყოველივე ეს რთულდება ძირეული სამრეწველო აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის კატასტროფული მოძველებით. რუსული საწარმოების ძირითადი ფონდების 60%-ზე მეტმა იმსახურა დაშვებულ ვადაზე მეტი, და მათ ექსპლუატაციას შეუძლია გამოიწვიოს ტექნოლოგიური კატასტროფა. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი დ. ფომინი სტატიაში „კომუნალური ანთროპოლოგია“ («ЭКО», № 12, 2010 г.), აანალიზებს რა თანამედროვე რუსეთის ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მეურნეობის მდგომარეობას, წერს: „ძირითადში, მთელი რუსული მოსახლეობა, მიუხედავად თავის შემოსავლის სიდიდისა, წარმოადგენს ქვეყნის ოცწლოვანი ძარცვის შედეგების მძევალს, თავისი საზოგადოებრივი პასიურობითა და პოლიტიკური განურჩევლობით. დღევადნელი მდგომარეობის შეცვლა შეუძლია ერთს – კატასტროფას. დიდი და მასშტაბური კატასტროფა, რომელიც შეეხება და შეაზანზარებს მთელს საზოგადოებას. კატასტროფა, რომელთანაც შედარებით უდიდესი ელექტროსადგურის ნგრევა, უმსხვილესი მაღაროს აფეთქება ან ტყეების მასიური ხანძარი მოგეჩვენებათ ბავშვურ უცოდველ ჭირვეულობად.

როდის მოხდება ეს ყველაფერი? გათვლები უჩვენებენ, რომ ძალიან მალე… დროის საკითხი აქ უკვე პრინციპული არ არის. პრინციპულია სხვა საკითხი – როგორ გადარჩება სოციუმი ცხოვრების უზრუნველმყოფელი სისტემის დაცემის პირობებში, გადარჩენა მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. დღევანდელი რუსული საზოგადოება და მისი ელიტა არ ფლობს არავითარ პრევენტულ შესაძლებლობებს და ამიტომ მომავლის კრიზისგარეშე განვითარების სცენარი უბრალოდ შეუძლებელია“.

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3