EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბრძოლა ბადონის მთასთან - ლეგენდარული მეფე არტურის ლეგენდარული გამარჯვება (გაგრძელება გვ. 2) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: natasha

თარიღი: 2014-03-21 17:13:30

ბრძოლა ბადონის მთასთან - ლეგენდარული მეფე არტურის ლეგენდარული გამარჯვება (გაგრძელება გვ. 2)
 გვიანდელი პერიოდის იმპერიის რომაელი მხედარი(IV-V ს.)
 
რომაელი ჯარისკაცების ნაწილი დარჩა ამ ქალაქებში და ისინი ახლა იმ მეთაურებს ემსახურებოდნენ, ვინც ბრიტანეთს დაეუფლნენ მას შემდეგ, რაც ეს პროვინცია რომმა დათმო. რომაულ ფორტებში მდგარი სამხედრო ნაწილები შეერივნენ ადგილობრივ კელტურ-ბრიტულ მოსახლეობას და ბრიტანელებად ჩამოყალიბდნენ. ძველრომაულ ციხე-სიმაგრეებს, ადრიანესა და ანტონინუსის კედელს ძველი მნიშვნელობა არ დაუკარგავთ და კვლავ მტრის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებად რჩებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კელტებმაც დაიწყეს მაღლობებზე თავიანთი სიმაგრეების აგება, რომელიც უმთავრესად მიწაყრილებით და ხის ღობით იყო შემოსაზღვრული. 446 წელს ვორტიგერნს აუჯანყდნენ დაქირავებული ანგლო-საქსები, რომლებმაც ვერ მიიღეს დროულად გასამრჯელო. ბრიტი მეფის რომაულ-ბრიტანულმა ჯარმა უკან დაიხია და რომაულ სიმაგრეებში და მიუვალ ადგილებში გამაგრდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ლეგენდარული ამბროსიუს აურელიანუსის პიროვნება, რომლის დაწყებულ საქმესაც მასზე მეტად იდუმალი და მითიური, მეფე არტური აგრძელებს. იმას, რომ ბრიტი მეფეების ჯარში რომაული იარაღით აღჭურვილი მეომრები მსახურობდნენ, ამტკიცებს V-VII საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ რომაულ გლადიუსსა და სპატას (ხმლის ტიპები) V-VII საუკუნეებშიც აქტიურად იყენებდნენ ბრიტი მეომრები. ბრიტ მეფეებს რეგულარული ჯარი ჰყავდათ გამოყოფილი ადრიანესა  და ანტონინუსის  კედლის დასაცავად. 
                                                    ადრიანეს კედლის ნარჩენები
 
ჯარის დიდ ნაწილს აქ შეადგენდა რომაელთა საველე არმიების რაზმები, რომელთა შორის ბევრი რომანიზებული გერმანელი მსახურობდა. ვორტიგერნის ძალაუფლება ბრიტებს შორის მტკიცე იყო, რაზეც მისი სახელიც მიუთითებს "ვორტიგერნი" ითარგმნება როგორც "დიდი მეფე". ლეგენდარული არტური უფრო სამხედრო ლიდერად გვევლინება ვიდრე სამოქალაქო. დოკუმენტების უმეტესობაში ის მოხსენიებულია არა მეფის არამედ Dux Bellorum-ს ტიტულით, რაც “სამხედრო მეთაურს, "ბრძოლების ბელადს" ნიშნავს. ასევე სავარაუდებელია, რომ Dux-ში იგულისხმებოდეს Dux Britanniarum  - რომაული ტიტული, რაც ბრიტანეთის მთავარს, ბელადს ნიშნავს და უფრო სამხედრო მნიშვნელობას ატარებს. ამ ტიტულს ახლოს მივყავართ არტურის რომაულ ფესვებთან, რადგან Dux Britanniarum თანამდებობაზე რომის იმპერიის დანიშნული სარდლები მსახურობდნენ.”  
 

არ შეიძლება ბადონის მთის ბრძოლას, რომანო-ბრიტანულ პერიოდს და მეფე არტურს შევეხოთ და არ ვახსენოთ ბრიტანეთის ჩრდილოეთში და შოტლანდიაში მოსახლე პიქტები, რომელთა რაზმების მონაწილეობა არაა გამორიცხული არტურის ეპოქის ბრძოლებში, რადგან შოტლანდიელთა ეს წინაპრები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ ახალ დამპყრობლებს და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც მოახერხეს. პიქტები შოტლანდიის უძველესი მოსახლეობა იყო. ისინი ენათესავებოდნენ კელტებს, თუმცა ადრევე გამოეყვნენ მათ, ძვ.წთ. I ათასწლეულში და ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადასახლდნენ.

                                                                         პიქტები

საინტერესოა, რომ ბრიტანელი ისტორიკოსები ემხრობიან ვერსიას, რომლის მიხედვითაც პიქტები იბერებისგან წარმოიშვნენ. პიქტები მამაცი და მოხერხებული მეომრები იყვნენ, იბრძოდნენ პარტიზანული ომის ტაქტიკით, ამიტომ რომაელებიც კი მათ წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. მათი თავდასხმების მოსაგერიებლად იმპერატორმა ადრიანემ ახ.წთ. II საუკუნეში გრძელი კედელი ააშენა, რითაც გზა გადაუღობა შოტლანდიელთა წინაპრებს, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ სამხრეთ ბრიტანეთში გადანაცვლებას და ხშირად აწუხებდნენ მოწინააღმდეგეს შეტევებით. ახ.წთ. VI საუკუნისთვის პიქტები გაქრისტიანდნენ, რის შემდეგაც მათმა აგრესიულობამ და სისასტიკემ იკლო, ხოლო მალე ამ ჩრდილოელმა ბრიტანელებმა დამოუკიდებელი სამეფოც კი შექმნეს, რომელიც წარმატებით იგერიებდა ანგლო-საქსთა შეტევებს.
ბადონის ბრძოლის შესახებ წერენ სხვადასხვა ისტორიკოსები: ნენიუსი, გილდასი, ჯეფრი მონმუთელი.

 

 Bellum badonis in quo arthur portavit crucem domini nostri jesu christi tribus diebus & tribusnoctibus in humeros suos & brittones victores fuerunt - “ბადონის ბრძოლა, რომელშიც არტური უფლისა ჩვენისა ჯვრით სამი დღე-ღამის განმავლობაში იდგა და ბრიტებმა გაიმარჯვეს”.  "მეთორმეტე ბრძოლა იყო ბადონის მთისა, სადაც 960 მეომარი დაეცა არტურის ერთ შეტევაზე, თავად მას არაფერი დაკლებია და ჩვეულებრივ გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან" – წერია Annales Cambriae-ში.

 

 ბრძოლის მიმდინარეობისა და წარმართვის შესახებ სამწუხაროდ არაფერია ცნობილი. დანაკარგების შესახებ გილდასი წერს, თუმცა ის მხოლოდ არტურის ერთ შეტევაზე დახოცილ საქსონებს გულისხმობს ანუ 960 კაცს. ამ 960 მეომარში უმრავლესობა (შეიძლება ითქვას ყველა) ქვეითი იქნებოდა, რადგან ინგლისში ახალჩასული ანგლო-საქსები ცხენოსნებს არ იყენებდნენ, ბრიტები კი კარგ ცხენოსნებად ითვლებოდნენ და შესაძლოა ამ ფაქტორს დიდი როლი ეთამაშა ბადონის მთასთან გამართულ ბრძოლაში. 
 
შეიძლება ითქვას, რომ ბადონის მთის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ანგლო-საქსებმა მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრამდე ვერ შესძლეს ფეხი მოეკიდებინათ ბრიტანეთში. ბრიტი ხალხის გმირულმა წინააღმდეგობამ გერმანული ტალღა, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა ნისლიან ალბიონს, დროებით შეაჩერა, თუმცა არა საბოლოოდ. მეფე არტურის ლეგენდა სწორედ აქ იღებს სათავეს, ბადონის მთასთან, სადაც მან თავისი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროა, რომ ბადონის მთის ბრძოლაზე ცნობები მწირია და არქეოლოგიურ-დოკუმენტური მასალები მცირეა, მაგრამ მიუხედავად ამისა ინტერესი უფრო და უფრო ძლიერდება, რომ საბოლოოდ გაირკვეს ისტორიული რეალობა და მითის ბურუსი გაიფანტოს.
 
 
                                                                 ბიბლიოგრაფია
 
1. Ashlay, Mike, The mammoth book of king Arthur. New York: Carroll & Graf, 2005.
2. Castleden, Rodney, King Arthur, The truth behind the Legend. London ; New York: Routledge, 2000.
3.Ashe, Geoffrey, Nathan Comfort Starr Collection of Arthuriana,  From Caesar  to Arthur. London: Collins, 1960.
4. Foster, Sally M, Picts, Gaels, and Scots : early historic Scotland. London: B.T. Batsford/Historic Scotland, 1996.
5. Higham, N.J,  King Arthur, Myth-making and history. London ; New York: Routledge, 2002. 
6. Konstam, Angus, Peter Dennis, Strongholds of the Picts, The fortifications of dark age Scotland. Oxford; Long Island City, NY: Osprey, 2010.
7. Morgan, Giles, The Holy Grail. Harpenden: Pocket Essentials, 2005.
8. Lupack, Alan, The History of the Britons (Historia Brittonum). UK, University OF Rochester,The Camelot Project. Retrieved March 28, 2011.
9. Lupack, Alan, New directions in Arthurian studies. Cambridge [England] ; Rochester, N.Y. : D.S. Brewer, 2002.
10. Gildas; J A Giles; Nennius, The works of Gildas and Nennius. London: James Bohn, 1841.
11. Castleden, Rodney, King Arthur, The truth behind the Legend. London ; New York: Routledge, 2000.
12. Wood, Michael, In Search of Myths and Heroes. London: BBC Books, 2005.
13. Thomas Malory, Sir, Le morte d'Arthur. London: J.M. Dent ; New York : E.P. Dutton, 1906.
14. Holmes, Urban Tigner, Chrétien de Troyes. New York: Twayne Publishers, 1970.
15. Gibbon, Edward, The decline and fall of the Roman Empire. Chicago: Encyclopædia Britannica, 1952.
16. Ferguson, John, Pelagius. Cambridge: W. Heffer, 1956.
17. Herbert, A, Britannia after the Romans. London: H.G. Bohn, 1836-41.
18. Henry of Huntingdon,  Historia Anglorum: the history of the English people. Oxford: Clarendon Press/Oxford University Press, 1996.
19. Peter Hunter Blair, An Introduction to Anglo-Saxon England. London [u.a.]: Cambridge Univ. Press, 1960.
20. David Dumville; Simon Keynes; Michael Lapidge, The Anglo-Saxon chronicle : a collaborative edition. Woodbridge : Boydell & Brewer, 1985.
21. O'Sullivan, Thomas D, The De Excidio of Gildas: its authenticity and date. Leiden: E.J. Brill, 1978.
22. Ashe, Geoffrey, Nathan Comfort Starr Collection of Arthuriana,  From Caesar  to Arthur. London: Collins, 1960.
23.  Shane Scott, The hidden places of Somerset: including Exmoor and the Mendips. Aldermaston: Travel, 1997.
24. Bede, the Venerable Saint; Bertram Colgrave; R A B Mynors, Bede's ecclesiastical history of the English people. Oxford: Clarendon P.,1969.
25. McCarthy, Daniel; Dáibhí Ó Cróinín, The ‘lost’ Irish 84-year Easter table rediscovered. Brepols Publishers NV Journals, 1987-1988.
26. Gibbs, Ray, Ine the first king of Wessex. Felinfach : Llanerch Publishers, 2000.
27. Wise, Terence; G A Embleton, Saxon, Viking and Norman. London: Osprey Pub., 1979.
28. David John Breeze; Brian Dobson, Hadrian's wall. London: Allen Lane, 1976.
29. Gildas; J A Giles; Nennius, The works of Gildas and Nennius. London: James Bohn, 1841.
30. Aneirin.; A O H Jarman, Y Gododdin: Britain's oldest heroic poem. Llandysul : Gomer, 1988).
31.   Giles, J A; Geoffrey, of Monmouth Bishop of St. Asaph; Nennius; Fabius Ethelwerd; Asser, Bp. of Sherborne; Gildas; Six Old English chronicles, of which two are now translated from the monkish Latin originals. London: G. Bell, 1878.
32. Williams, John, Annales Cambriae. London: Longman, Green, Longman, and Roberts, 1860.
33.  Konstam Angus; Peter Dennis, British forts in the age of Arthur. Oxford ; New York : Osprey, 2008.
35. Hughes, Ian, Aetius: Attila's nemesis. Barnsley : Pen & Sword Military, 2012.
36. Johnson, Stephen, The Roman forts of the Saxon Shore. London : Elek, 1976.
37. Новый Солдат N 162. Корол Артур и Англо-Саксонские войны. Артемовск: военно-исторический клуб "Ветеран", 2002.
38. Солдат на фронте Н 28. Римская империя в кольце врагов, 293-696. Артемовск: военно-исторический клуб "Ветеран", 2005.
39. Новый солдат Н 44. Пикты, 297-841. Артемовск: военно-исторический клуб "Ветеран", 2002.
 
 
გვერდი 2
 
 
 
ავტორი: napoleon