EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ხმლები »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-21 21:10:52

sabre, saber, сабля, ხმლები, ხმალი

ხმალი უძველესი საბრძოლო იარაღია - ხმალი შედგება მახვილისგან და სახელურისგან, მახვილის სიგრძით განისაზღვრება ხმალია იარაღი თუ ხანჯალი, ხოლო სახელურით და მისი მოხატულობით დგინდება ამ ხმლის დამზადების ადგილი და ეპოქა. პირველი ხმალი მზადდება 2000 წელს ჩვ. წ.ა-ღმდე და იგი ბრინჯაოსი იყო, ხოლო პირველი რკინის ხმლები ჩნდება 1300 წელს - ტროას ომის დაწყებამდე. 

ხმლები

swords
 
ხოპეში – ძველეგვიპტური ცივი იარაღი. გარეგნულად იატაგანს გავდა. შედგებოდა ტარისა და მოღუნული პირისგან. ხოპეშის ტარი ორსახელურიანი იყო და მისი გამოყენება სწორედ ორი ხელით გახლდათ უმჯობესი. მისი სიგრძე 50-60 სმ(20-24 დუიმი) აღწევდა, თუმცა არსებობდა უფრო პატარა ზომებიც. ნახევარმთვარის ფორმის პირიანი ხოპეში ხმალი არ იყო(რომელიც ხანჯლისგან წარმოიქმნა) და საბრძოლო ცულის განვითარების შედეგს წარმოადგენდა, მაგრამ თავის წინაპრისგან განსხვავებით, მისგან მიყენებული ჭრილობა ხმლისას უფრო ჰგავდა. ამ იარაღის გამოყენება დაახლ. ძვ.წ. 1300 წლიდან შეწყვიტეს.
 
 
ხოპეშით შეიარაღებული ბევრი ფარაონია გამოსახული ეგვიპტურ რელიეფზე, ასევე ეს იარაღი ნაპოვნია სამარხებში, მათ შორის ტუტანხამონის აკლდამაში. ძველ ეგვიპტეში ხოპეში დახელოვნებული მებრძოლებისა და ელიტური რაზმების იარაღს წარმოადგენდა. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა, რომ გამოეყენებინათ საბრძოლო ეტლით ბრძოლისასაც. არსებობს მოსაზრება, რომ აულესავ ხოპეშებს, რომლებიც ასევე სამარხებთან არის ნაპოვნი, ჰქონდათ ცერემონიალური მნიშვნელობა. საბოლოოდ ხოპეში კოპისის წინაპარი გახდა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელის არმიაში იყენებდნენ.
Акинак
 

აკინაკი(ἀκινάκης) – მოკლე 40-60 სმ-იანი რკინის ხმალი, რომელსაც სკვითები იყენებდნენ I ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. ასევე სპარსელთა, საკთა, აგრიპეთა და მასაგეტთა ტომებიც. აკინაკს გულის ფორმა და ორ კილოგრამამდე წონა ჰქონდა. 

 

 
 
საკმარისად მჭრელი იყო, რათა ძლიერი დარტყმა მიეყენებინა. აკინაკი სკვითური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთების ე.წ. “სკვითურ სამეულში” შედის. არსებობდა ირანული აკინაკებიც, რომელთაც ფალოსის ტიპის ვადები ჰქონდათ.
გლადიუსი (ლათ. gladius) – რომაული მოკლე ხმალი, რომლის სიგრძეც 60-იდან 80 სანტიმეტრამდე მერყეობდა. 
 
გლადიუსი პირენეის ნახევარკუნძულზე შეიქმნა და მისი გაუმჯობესებაც სწორედ აქ მოხდა. ხმალს ბალანსირებისთვის, ტარის ბლოში ჰქონდა მძიმე ბურთი. რომაელი ლეგიონერები გლადიუსს, მხოლოდ საჩხვლეტად იყენებდნენ, მაგრამ მახვილის პირი იმდენად ფართე იყო (დაახლ. 4-8 სმ.), რომ მისი მოქნევით, საკმაოდ ღრმა ჭრილობის მიყენება შეიძლებოდა. ყველაზე ხშირად გლადიუსს, რკინისაგან ამზადებდნენ, თუმცა ძველ, რომაულ წყაროებში გვხვდება გლადიუსები, რომელებიც ბრინჯაოსგანაც არის დამზადებული. გლადიუსი პოპულარულობით სარგებლობდა, როგორც რომის იმპერიაში, ასევე საბერძნეთსა და სპარტაში. 
 
პროფესიონალის ხელში გლადიუსი, ნამდვილი სასიკვდილო იარაღი იყო. მისი წონა არ იყო დიდი (დაახლ. 1,2-1,6 კგ.) და ამიტომ მისი ხმარება საკმაოდ ადვილი იყო. ყველაზე დიდი პოპულარობა მან, მაინც რომის ლეგიონში მოიპოვა. მას 7 საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ რომაელი ლეგიონები. ლეგიონერების, მსგავსად გლადიუსს გლადიატორებიც იყენებდნენ.
სპატა – გრძელი, ორპირი ხმალი, რომელიც კელტებმა გამოიგონეს. სპატა უპირატესობა ანიჭებდა ქვეით მეომრებს, თუმცა მაგ დროისთვის უკვე გამოიყენებოდა კავალერია და ეს მახვილი გალების კავალერიის განუყრელ იარაღად იქცა. შემდგომში მას იყენებდა რომის კავალერიაც. რომაელებისგან კი სპატა, ფრანკების იარაღადაც იქცა. ასევე იყო პოპულარული გერმანელებისთვისაც V საუკუნეში.
 
 

სპატა საჩეხ-საჩხვლეტი ხმალი იყო, რომლის სიგრძე 1 მეტრს აღწევდა, წონა კი 2 კილოგრამს. მახვილის პირი არც თუ ისე ფართე იყო (4-5 სმ), მაგრამ მისის სიგრძის წყალობით, მოქნეული მახვილი მომაკვდინებელი იყო. სპატას დამზადებული იყო რკინისაგან.

ხანჯალი - არაბულად ხანჯარი -( Кинжал )
- ცივი იარაღია - 50 სმ-მდე სიგრძის , სწორი ან ოდნაც მოხრილი ორმხრივი მახვილით.
უფრო ხშირად ხანჯალი გამოიყენებოდა ახლო ბრძოლისთვის, თუმცა არის ხანჯლების სახეობები, რომლებსაც მანძილზე ისროდნენ ხოლმე.
ხანჯლები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ნადირობის და ბრძოლის დროს. 
ხანჯლის აუცილებლობა ბრძოლაში ადრიდანვე იყო ცნობილი - ის გარკვეულწილად თითოეული მეომრის პირად ნივთად ითვლებოდა. პირველი ხანჯლები ხის, ძვლისგან ან ცხოველთა რქებისგან კეთდებოდა - ხოლო მერე როცა მეტალურგია განვითარდა ამისათვის სპილენძს და ბრინჯაოს იყენებდნენ. უკვე მაკედონელები, ასურელები და ბერძნები ხმარობენ რკინის ხანჯლებს. (დაახლოებით 30 სმ სიგრძის)


а) черен б) головка в) ограничитель
г) клинок д) голомень е) грань или дол ж) остриё



ბერძნულ და მაკედონურ არმიაში ფალანგისტების (მეომრები, რომლებიც ფალანგას ქმნიდნენ) აღჭურვილობაში შედიოდა შუბი და ფარი - და ეს საკმარისი არ იყო ახლო ბრძოლებისათვის. მეორეს მხრივ ბერძნული პელტასტები, რომლებიც იბრძოდნენ გაშლილ ბრძოლებში საჭიროებდნენ შუბივით მჩხვლეტავ დამატებით იარაღს, - ამიტომ თან დაჰქონდათ 50 სმ -ის სიგრძის ხანჯალი. ასეთი გრძელი ხანჯლები ჰქონდათ ასევე სპარსელ "უკვდავ" მეომრებს და რომაელ ლეგიონერებს.
ხანჯალი არ გამოდგებოდა ჭრითი დარტყმებისათვის - очень мало подходили для рубящего удар- მაგრამ როცა ბრძოლები მჭიდრო და ძალზე ახლო მიმდინარეობდა ხოლმე, ხანჯალი აქ შეუცვლელი იყო, რადგან სიმჭიდროვეში ხმლის მოქნევა ძალზე ძნელია და შესაძლოა მარტო წინ მიმართული ჩხვლეტითი დარტყმების მიყენება.
ამისათვის კი ხმალი ვერ გამოდგებოდა.
ხანჯლები ჰქონდათ სხვა ხალხებსაც - მაგალითად საქსების "სკრამასაქსი" ანუ მოკლედ "საქსი" იყო 0,6-0,7 კგ და 45 სმ -ის ხანჯალი.
შუა საუკუნეებში ხანჯლები თვითდაცვის იარაღად იქცა. 
ვერ გამოიყენებდი მას კავალერიაში. 
მე-14-16 საუკუნეებში ხანჯლებს კორდები ან ლანდსკნეხტული ხმლები ეწოდა. 
კავკასიელები ხანჯალს მუდმივად თან ატარებდნენ და ტრადიციულ იარაღად იქცა.
აზიაში კი ხანჯალი ბრძოლებში პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა, მაგრამ სწორედ აზიაში კეთდებოდა ამ იარაღის უამრავი ნაირსახეობა. 
აზიაში იგი გამოიყენებოდა როგორც მოქალაქეს ( და არა მეომრის) იარაღი.
არსებობს ცნობები ე.წ. ფლორენციული ხანჯლების შესახებ - რომლის შიგნით გაკეთებული იყო ღრუ - სახელურიდან დაშნის მიმართულებით - 
და ამ ღრუში ასხამდნენ შხამს. ამ ხანჯლებს შხამიანი ხანჯლები ეწოდებოდა. თუმცა ეს უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა ვიდრე სინამდვილეს, რადგან შხამის ასეთი გზით მოხვედრა მტრის სხეულში არც ისე უსაფრთხო იყო თავად ხანჯლის პატრონისთვისაც.





ბებუთი 
user posted image- თურქული სიტყვაა- Бе́бут (тюрк.) —
არის კავკასიური ხანჯლების ერთ ერთი სახეობა. სავარაუდოდ იგი ირანული წარმოშობისაა - ხანჯლისგან განსხვავებით - მისი დაშნა ორმხრივ ალესილია - მოხრილია - სიგრძე 50 სმ-მდეა.


1907 წელს ბებუთი შედიოდა რუსული არმიის აღჭურვილობის შემადგენლობაში

ეს 1907 წლის არმიული ბებუთის ნიმუშია 


user posted image

ეს რა არის?


ახლა კიდევ ერთი საინტერესო იარაღი - 

კუკრი, (კჰუკრი, კუკური )



user posted image


კუკრი ლეგენდარული იარაღია...
ეს ნეპალური ხანჯალია, რომელსაც რჩეული დანაყოფი - გურკჰები ატარებენ.
გურკჰები ერთგვარი სპეცნაზია, რომელთა შესახებ ლეგენდები დადიოდა. ისინი უძველესი დროიდან ფლობენ საბრძოლო ხელოვნებას, რომელსაც კუკრი შეარქვეს - ეს არის მთელი რიგი ილეთები, რომელშიც მთავარი როლი ნეპალულ ხანჯალს - კუკრის ეკუთვნის...
ინგლისელებმა კუკრის ძალა პირველად მაშინ შეიგრძნეს, როცა ნეპალის დაპყრობა გადაწყვიტეს, თუმცა კი უშედეგოდ.
ბოლოს იმით დამთვრდა, რომ ბრიტანელებმა გურკჰები თავის არმიაში მოიწვიეს...
ანუ - 
ახლა უკვე გურკჰები ნეპალელი კომანდოსები არიან, რომლებიც 19 საუკუნიდან ბრიტანეთის რეგულარულ არმიაში ირიცხებიან - და მონაწილეობდნენ ბრიტანთის მიერ წარმოებულ ყველა ომში



user posted image


გურკჰები მეორე მსოფლიო ომშიც გამოირჩეოდნენ მამაცობით და სწორედ მათი დამსახურებაა რომ მეორე მსოფლიო ომში ინგლისელებმა ბირმაში და ტუნისში გაიმარჯვეს 1943 წელს. გურკჰებს იმდენად დიდი რეპუტაცია აქვთ, რომ 1982 წელს ინგლის-არგენტინის კონფლიქტის დროს ფოლკლენდის კუნძულებზე, როცა მოწინააღმდეგემ გაიგო, რომ ბრიტანეთმა გურკჰები ჩამოიყვანაო - მხოლოდ ეს ცნობა აღმოჩნდა საკმარისი, რომ მებრძოლეები ჯგუფ ჯგუფად ბარდებოდნენ ტყვედ ინგლისელებს.
სავარაუდოდ გურკჰებს ასეთი სახელი ამ იარაღის გამო დაექვათ.
გურკჰების ხასიათი მეტად სანტერესოა,
ისინი გამოირჩევიან სიამაყით და ძლიერ თავშეკავებული ხასიათით.
მათი გამოყვანა მწყობრიდან და გაბრაზება მეტად ძნელია, ისინი არასოდეს ამოიღებენ კუკრის უმიზნოდ, და თუ ამოიღეს - ვაი იმისი ბრალი, ვისაც გაუქანებენ. ერთი დარტყმით გურკჰი დათვს კლავს.
გარდა ამისა გურკჰები კამიკაძეებივით არიან - ან იმარჯვებენ ან კვდებიან. სხვა გზა მათთვის არ არსებობს.
ისინი გამოირჩევიან დიდი გამძლეობით და ისეთი ტკივილის ატანა შეუძლიათ, რომელიც სხვა ნებისმიერს შოკში ჩააგდებდა.
და რაც საინტერესოა - გურკჰები - ერთი შეხედვით არიან დაბლები - გამხდრები - პატარა ბიჭებს მოგაგონებენ...



კუკრის დაშნას აქვს დამახასიათებელი და უნიკალური ფორმა - მას "შევარდენის ფრთებს" უწოდებენ - «крыла сокол - რომელსაც აქვს ნაჭდევი შიდა მხრიდან. მისი ასეთი ფორმა დარტყმის ძალას ისე ანაწილებს, რომ ამ წონის სხვა იარაღთან შედარებით დარტყმის ძალა 17-ჯერ იზრდება. ანუ ხანჯლის მახვილი უფრო მძიმეს სახელურზე - ეს კი სიმძიმის ცენტრს ანაწილებს მახვილისაკენ და დარტყმისას მთელი ძალა სიმძიმის გამო მახვილისკენ მიდის.
მეორე საიდუმლო - ეს რა თქმა უნდა თავად მახვილის მასალაა.
ცნობილია, რომ კუკრი ერთი დარტყმით ჭრის 20 დიამეტრის ხეს და იშვიათად ბლაგვდება.

Длина кукри (мм): 323.9 
Длина клинка (мм): 203.2 
Длинна рукояти (мм):120.7 
Толщина обуха (мм): 6.4 
Сталь клинка: Carbon Steel, зонная закалка. 
Материал рукояти: латунь, Рог. 
Материал ножен: Кожа 

ითვლება, რომ კუკრი წარმოიშვა ბერძნული კოპისიდან და ის მოხვდა ნეპალში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შედეგად. 4 საუკუნეში ჩვ. წ-ა-ღმდე. შემდგომ ის სიგრძეში დაპატარავდა და ხმლიდან ხანჯლად გადაიქცა. არსებობს მისი წარმოშობის მეორე ვერსიაც - ფიქრობენ, რომ ის აფრიკიდან საბერძნეთში მოხვდა 6 საუკუნეში ჩვ/წ/-აღმდე, იქიდან კი გავრცელდა ბალკანეთში და შუა აზიაში. 
ყველაზე ძველი კუკრი ინახება ნეპალის ნაციონალურ მუზეუმში და თარიღდება 14-15 საუკუნით.


თავისი აგებულების წყალობით კჰუკრი შეიძლება უამრავი მიზნისთვის გამოვიყენოთ - იგი ძალზე პრაქტიკულია.


კჰუკრი იაპონურ კატანას ჰგავს - იგი ფართოდ გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომშიც და სამხედროების შეიარაღებაში შედიოდა

იგი დღესაც რჩება სამხედროების შეიარაღებაში. 

არსებობს კჰუკრის რამდენიმე სახეობა - ანგ-კოლა, ჩიტლანგი, პანავალი, სირუპატი და სხვ. ნეპალში არსებობდა ცალკე მჭედლები - კამი, რომლების ამ იარაღს ამზადებდნენ და მისი დამზადების საიდუმლოს თაობებს გადასცემდნენ. 
კჰურკი დაახლოებით 40 სმ სიგრძისაა, თავად დაშნა 30 სმ-ია. სისქე 1 სმ, მასა 750 გრამია, და სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებულია წინ, რაც საშუალებას იძლევა, რომ დარტყმისთვის დიდი ძალა არ გახდეს საჭირო.



user posted image


უკან გურკჰების ემბლემაა... 
* * *
აჰაა,
მოვედით შორეულ აღმოსავლეთში და წავედით ახლა იაპონიაში...

 

იაპონური ხმლები
როცა სამურაების ხმლებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა ხმლების დამზადების ტექნოლოგია ძველ იაპონიაში - 
არსებობს ხმლების დამზადების ტექნოლოგიების ეპოქების კლასიფიკაცია -
16 საუკუნემდე უწოდებდნენ კოტოს ეპოქას, მე-17 საუკუნემდე ეწოდებოდა სინტოს ეპოქა, 1781-1876 წწ -ს - სინსიტოს ეპოქა, და თანამედროვე ხმლების დამზადების ტექნოლოგიას ეწოდება გენდაიტოს ეპოქა. არსებობდა მოსაზრება, რომ ძველი ხმლების ტექნოლოგიები ბევრად უკეთესი იყო - ყურადღება ექცეოდა მეტალის ტექსტურას და ფერს (ძიტეცუ). კოტოს ხმლებს დაშნა მუქი ნაცრისფერი აქვს, სინტო და სინსიტოს კი ნათელი და ღია ფერის. კოტოს საუკეთესო ხმლებს (კამაკურას პერიოდის ხმლები) - დაშნას ზედაპირი ხავერდოვანია. 
შეადარეს ძველი და ახალი ხმლები - ჩაატარეს ხმლების გამოცდა ბამბუკის შეკვრაზე დარტყმებით- თუ რომელი იყო უკეთესი, აღმოჩნდა, რომ კოტოს ხმლები იბლაგვებოდა, სინტოს ზედაპირი იქერჩლებოდა ხოლო სინსიტო და გენდაიტო არ ზიანდებოდნენ. ანუ ახალი ხმლები ხარისხით სჯობდნენ ძველებს. 
იაპონიაში ძირითადად იყო ცნობილი 5 პროვინცია სადაც ხმლები იწრთობოდა. 
საუკეთესო იყო ბიძენის პროვინცია დედაქალაქი - ოსაფუნე. 
დღეს დამზადებულ სამურაის ხმლებს იაპონაში აძლევენ თავის პასპორტს - 
Паспорт выдает японское общество сохранения искусства мечей (Nihon Bijutsu Token Hozon Kyokai). 

იაპონური ხმლების ტექნოლოგიაში იყო ბევრი საიდუმლო. მაგალითად ხმლის დაშნას გამოდნობისას გამოიყენებოდა ადგილობრივი ქვიშა - სატეცუ. 
С древнейших времен японские кузнецы использовали при производстве металла для мечей местные железистые пески «сатецу». После обогащения промывкой в воде, отделяющей пустую породу, сырье обычным порядком пережигалось в сыродутной печи, образуя железную крицу. Затем крицу разрубали на отдельные мелкие куски и снова пережигали в печи. Железные куски науглероживались с поверхности, образуя железно-стальной композит — сырцовую сталь с высоким содержанием углерода.
Эту крицу сырцовой стали, называемую «оросиганэ», расковывали в пластину, закаливали в воде и раскалывали на куски, после чего производили сортировку кусков по качеству, определяя его по виду излома металла. 
არსებობდა იაპონური დაშნის გამოდნობის კიდევ ეთი მეთოდი ე.წ. თათარ-ღუმელებში. ეს მეთოდი მანჯურიიდან შემოვიდა იაპონიაში 7 საუკუნეში. ფოლადის დნობა მიმდინარეობდა რამდენიმე დღე. და ღებულობდნენ დიდი მეტალურ მასას ე.წ. "კერა"-ს. 
в результате использования «татара-процесса» за одну плавку получили 5 тонн металла нескольких сортов, сплавленных в одну массу, называемую «кера». Примерно половину массы «керы» составляла высокоуглеродистая сталь с содержанием углерода до 1,5 %. Другой сорт под названием «дзуку» был чугуном обычного состава.
შემდეგ ამ მასა ანაწევრებდნენ და მისგან უკვე ადნობდნენ ცალკე ხმლებს. და მეტალის წრთობა ხშირად ხანგრძლივად მიმდინარეობდა. 


სამურაის ხმლების ზედაპირზე აღინიშნება სიგრძივი ზოლი - ჰამონი - მაღალი ხარისხის ხმლებზე ამ ზოლს ორნამენტის ფორმა აქვს (დამასკური ფოლადის მსგავსად). მას იაპონელები ჰადას უწოდებენ.(რაც კანს, ტყავს ნიშნავს). არსებობს ოთხი ტიპის ჰადა:
"მასამე-ჰადა", "იტამე-ჰადა", "აია-სუგი-ჰადა"(ტალღოვანი ზოლებია), და "მოკუმე-ჰადა"( რაც იაპონურად ნიშნავს მეტალის ხეს).



კატანაКатана (яп. 刀) - ორხელიანი, მოხრილი, იაპონური ხმალი 95—120 სმ ის სიგრძის - ორხელიანი ნიშნავს რომ მისი ხელში დაჭერა და გამოყენება ორი ხელითაა შესაძლებელი (დაშნა 68 სმ-ია) - მოკლე ხმალ - ვაკიძასთან ერთად შედიოდა სამურაის აღჭურვილობაში.


user posted image


Катана, XVI—XVII века


იაპონური ხმლების შესანახ სადგამს კატანაკაკე ეწოდებოდა.
კო-კატანა - ეს იგივე კატანაა, ოღონდ უფრო მოკლე - ასევე სამურაების აღჭურვილობაში შედიოდა. მას იმაგრებდნენ ზურგზე ან ქამარზე. კატანას დაშნას სისქე 5 მმ-ია, თვითონ დაშნა კი ბრიტვასავით მჭრელი იყო. იწონის კატანა 1- 1,5 კგ.
ჰამონი (ზედაპირი) ტალღისებურია. 
უძველესი კატანები ირთვებოდა ორნამენტებით და ინახებოდა ოჯახებში, როგორც გვარის რელიქვია. ცნობილია ოსტატი მეი-ს კატანები, რომელზეც ამოტვიფრულია მისი დაღი.


user posted image


კატანას მჭედლები

user posted image


კატანას შემადგენელი ნაწილები




კატანას სახელური


user posted image


კატანას სადგამი

კატანას "მეგობარია" ვაკიძასი...


ვაკიძასი - Вакидзаси (яп. 脇差) — 



user posted image


Вакидзаси периода Эдо, XIX век.


მოკლე იაპონური ტრადიციული ხმალი. იყენებდნენ სამურაები - დაშნას სიგრძე 30-61 სმ, მთლიანი სიგრძე არის - 50-80 სმ.
ოდნავ მოხრილი, ცალმხრივად ალესილი, იგი ფორმით წააგავს კატანას, მაგრამ უფრო მოკლეა. სამურაები მას კატანასთან ერთად ატარებდნენ ზურგზე ან ქამარზე.
სახელური კვადრატული ფორმისაა.
სამურაის აღჭურვილობაში იყო ორი ხმალი - მოკლე (სიოტო) და გრძელი (დაიე)
ვაკიძასი იყო მოკლე ხმალი - კატანა კი გრძელი.
ვაკიძასი გამოიყენებოდა მაშინ, როცა კატანას გამოყენება ძნელი იყო. ადრეულ პერიოდში ვაკიძასის ნაცვლად ატარებდნენ იაპონურ ხანჯალს - ტანტოს. როცა სამურაი შედიოდა შენობაში კატანას ტოვებდა მსახურთან ან დაბალ სადგამზე (კატანაკაკეზე), ხოლო ვაკიძასს ყოველთვის თან ატარებდა. ის მისი პირადი იარაღი იყო (ისევე როგორც ხანჯალი აზიაში). სამურაები მას საკუთარი ღირსების დამცველ იარაღს უწოდებდნენ. 
ბრძოლაში ძირითადი იარაღი კატანა იყო - ვაკიძასი დამხმარეს წარმოადგენდა.

ვაკიზასს იყენებდნენ ასევე რიტუალური თვითმკვლელობის დროს. (ამისათვის ხანჯალი კუსუნგობუც გამოიყენებოდა) 
ვაკიძასი იხმარებოდა საყოფაცხოვრებოდაც.
კატანას ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ სამურაებს, ვაკიძასის ტარება კი შეეძლოთ უბრალო (არადიდგვაროვან) ხალხსაც - ვაჭრებს, ხელოსნებს.

კატანა - ვაკიძასი - ტანტო
სამურაის იარაღი!


* * *
დაგვრჩა სამურაის აღჭურვილობის კიდევ ერთი იარაღი
- ტანტო.
ტანტო ეს ჩვენებურად იგივე ხანჯალია...



user posted image


Танто (яп. 短刀)- 
ტანტო 
- ტრადიციული იაპონური დანაა (ხანჯალია) ცალმხრივ (ზოგჯერ ორმხრივ) ალესილი პირით. სიგრძით - 15-30 სმ. ტრადიციულად მიღებულია, რომ კატანა ვაკიძასი და ტანტო ერთი და ოგივე ხმლებია ოღონდ განსხვავებული სიგრძის. სამივე სამურაის აღჭურვაში შედიოდა.
ტანტო იმით განსხვავდება სხვებისაგან, რომ იგი ჩხვლეტითი და არა მარტო ჭრითი ჭრილობების მისაყენებლადაა გამიზნული. პირველი ტანტო გაჩნდა ჰეიანის ეპოქაში და კამაკურას ეპოქაში მას უკვე ამზადებდნენ, როგორც ხარისხიანი მაღალ დონეზე შესრულებული ცივი იარაღი. ტანტოს ცნობილი ოსტატი იყო იოსიმიცუ. 
მურომატი ეპოქაში ტანტოები უკვე ფართოდ გამოიყენებოდა, ხოლო ახალ ეპოქაში (სინტოს ეპოქა) მათი გამოყენება შემცირდა. სინ-სინტოს ეპოქაში მათ ისევ იყენებდნენ, მაგრამ ტანტოების ხარისხი დაბალი იყო.
არსებობდა ტანტოს სახეობა სქელი სამკუთხიანი დაშნით - იოროიდოსი რომელიც უფრო ძლირ ჩხვლეტით ჭრილობებს აყენებს და გამოიყენებოდა ახლო ბრძოლებში..
ტანტოს ძირითადად იყენებდნენ სამურაები თუმცა მათ ქალებიც ატარებდნენ. ისინი უფრო პატარა ზომის იყო და კაიკენი ეწოდებოდა. ქალები მათ კიმონოში მალავდნენ და თავდაცვისთვის იყენებდნენ. 
სამურაები მე-16 საუკუნემდე ტანტოს ტატისთან ერთად ატარებდნენ. მერე კი კატანას ვაკიძასთან ერთად. 
ტანტო იყო ნინძების საყვარელი იარაღი - ასევე პოპულარულია იგი იაკუძებშიც. ხშირად მას მარაოს ფორმას აძლევდნენ რასაც ხშირად შეცდომაში შეჰყავდა მოწინააღმდეგე



user posted image


Танто, замаскированное под веер

ტანტო გამოიყენებოდა აიკიდოს, ძიუდოს და კარატეს საბრძოლო ხელოვნებაში.


ეს კი თანამდეროვე ტანტოა - რომელსაც აკეთებენ მისი ისტორიული ფორმების გათვალისწინებით.



არსებობს სამურაის ხმლის კიდევ ერთი ნაირსახეობა - ტატი

ტატი


user posted image


ტატი - ასევე იაპონური ხმალია, რომელიც ცოტა გრძელია კატანასგან.
Тати, тачи (яп. 太刀) — длинный японский меч. 

ტატი წააგავს კატანას - ოღონდ უფრო გრძელია (75 სმ-ზე მეტი) და უფრო მოხრილია. სახელური (ცუკა) ასევე უფრო გრძელია კატანას სახელურისაგან. ტატი კატანასგან განსხვავებით არ იყრებოდა ობიში (ქამარში), არამედ ეკიდებოდა ბარძაყთან და ქარქაშის შემოხვეული იყო გარშემო ტყავით. რაც იცავდა პატრონს შემთხვევითი ჭრილობებისგან. 
იმის გამო, რომ კატანასთან შედარებით ტატი უფრო გრძელი იყო მან ფართო გამოყენება ჰპოვა - განსაკუთრებით კავალერიაში. კატანას სამურაები ატარებდნენ ძირითადად როგორც სამოქალაქო იარაღს, ხოლო ტატის იყენებდნენ ომში.
კატანას წყვილი მოკლე ხმალი იყო ვაკიძასი, ხოლო ტატის კი ტანტო ან აიკუტი. 
მდიდრულად მორთული ტატი გამოიყენებოდა ოფიციალურ მიღებებზე და აღლუმებზე იმპერატორის ან სიოგუნების (იაპონელი დიდგვაროვნების) კარზე. განსაკუთრებით მდიდრულად ირთვებოდა ხმლის ქარქაში - საია. 

ტატის ერთ ერთ ვარიანტად ითვლება ვაკიძასის მსგავსი მოკლე ხმალი კოდატი და ოდატი. ყველაზე გრძელი ოდატი არის მე-15 საუკუნეშუ დამზადებული 3,7 სმ სიგრძის. (2,2 სმ დაშნას სიგრძეა).