EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ადრე დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-24 15:33:02

ადრე დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა
Titan
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 2,5 მილიარდი წლის წინათ დედამიწის ატმოსფრო ძალიან ჰგავდა სატურნისეული მთავრის, ტიტანის ატმოსფეროს.
 
 კვლევა ნიუქასლის(დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის შემეცნებითმა ჯგუფმა ჩაატარა, ობრეი ზეკლეს ხელმძღვანელობით. მათ დაადგინეს, რომ 2,5 მლრდ. წლის წინათ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირწყალბადი და მეთანი ჭარბობდა, ხოლო ჟანგბადი საერთოდ არ იყო. სწორედ ამ პერიოდში ჰგავდა ის ტიტანის ატმოსფეროს. მას შემდეგ, რაც ცოცხალმა ორგანიზმებმა, რომლებიც პლანეტის წიაღში იყვნენ, ძირითადად მიკრობებმა, ჟანგბადის წარმოება დაიწყეს, ის ატმოსფეროში მაშინვე არ მოხვედრილა. ამისათვის მინიმუმ 150 მილიონი წელი იყო საჭირო. მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ მოხდა დედამიწის მძლავრი ჟანგბადიზაცია.
 
 მეცნიერთა თქმით, მძლავრი ჟანგბადიზაციის პერიოდში, დედამიწის ატმოსფეროში მეთანმა კლება დაიწყო, მან თავისი ადგილი ჟანგბადს დაუთმო.
 
 ჩატარებული კვლევის მიუხედავად, მეცნიერებისთვის ახლაც გამოცანად რჩება, რატომ განიცადა შორეულ წარსულში დედამიწის ატმოსფერომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით, რა იყო მასშტაბური ჟანგბადიზაციის მიზეზი.
 
 ატმოსფერო ძირითადად აზოტისაგან შედგება, ასევე მცირე რაოდენობით მეთანისა და ეათანისგან, რომლებიც წარმოქმნიან ღრუბლებს, ისინი სავარაუდოდ თხევადი, შესაძლებელია მყარი, ნალექების წყაროები არიან(სად დაიკარგა ქსენონი?).
 
სად დაიკარგა ქსენონი? 
 
 ”დაკარგული ქსენონის გამოცანა” თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ამოუხსნელ ამოცანად რჩება. ის, რომ დედამიწის ატმოსფეროში ეს კეთილშობილი გაზი პრაქტიკულად არაა, ძალიან უცნაური ფაქტია. შესაძლებელია, რომ ის მყინვარებსა და დედამიწის წიაღში წასულ მინერალებში იყოს მოყოლილი? ”მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქსენონი არსად არ დაკარგულა, ის ატმოსფეროს გამოეყო და სადღაც სხვაგან იმალება” – ამბობს გერმანელი პროფესორი ჰანს კეპლერი, რომელიც თავის კოლეგა სვიატოსლავ შეკასთან ერთად ამ უცნაურ ისტორიას იკვლევდა.
 
 პასუხს მეცნიერები მინერალებში ეძებდნენ, უფრო სწორად, მაგნიუმის სილიკატ-პეროვსკიტებში, რომელთაგანაც, ძირითადად, დედამიწის ქვედა მანტიაა აგებული(შეგახსენებთ, რომ მანტია დედამიწის ქერქსა და ბირთვს შორის მდებარეობს, მისი მასის ნახევარი სწორედ მანტიაზე მოდის).
 
 გეოფიზიკოსებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ხომ არ შეუძია ქსენონს ამ პეროვსკიტებში ”ჩაკეტვა”. ამისათვის ისინი მინერალებზე სხვადასხვა ზემოქმედებებს ახდენდნენ, 16000 C ტემპერატურაზე და 250 ათას ატმოსფერულ წნევაზე, როგორი პირობებიც მანტიის ქვედა ფენებშია. აღმოჩნდა, რომ ამ დროს მათში ადვილად გროვდება არგონი, სხვა კეთილშობილი გაზი, აი ქსენონი კი არც თუ ისე კარგად.
 
 თითქოს, ისღა დაგვრჩენია, რომ იმედგაწბილებულები დავრჩეთ და ამით კვლევას წერტილი დავუსვათ. თუმცა აქ მეცნიერებს ახალი აზრი გაუჩნდათ: იქნებ ქსენონი არსადაც არ ”იმალება”?
 
 4 მილიარდზე მეტი წლის წინაათ ჩვენი პლანეტა გავარვარებული და გამდნარი იყო. მან ინტენსიური მეტეორიტული ბომბარდირებები გადაიტანა, რის გამო თავისი ატმოსფეროს დიდი ნაწილი დაკარგა. ამ დროს, კეპლერისა და შეკას აზრით, არგონი და სხვა კეთილშობილი გაზები პეროვსკიტებში გადავიდნენ. ქსენონისთვის ადგილი არ დარჩა და ის უბრალოდ კოსმოსში გაიფანტა. ”ყველა თვლის, რომ ქსენონი სადღაც, მიწაზე იმალება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის გაქრა, რადგან დსამალავი ადგილი ვერ ნახა” – დასძენს კეპლერი.
 
 შემდეგ, მეცნიერთა აზრით, სიტუაცია ასე ვითარდებოდა. პლანეტის გაცივებამ არგონსა და სხვა გაზებს მინერალებიდან გამონთავისუფლების საშუალება მისცათ, ისინი ატმოსფეროში მცირე , თუმცა დაკვირვებისათვის ხელსაყრელი რაოდენობით არიან. ქსენონი კი, რომელიც პეროვსკიტებში პრქტიკულად ვერ მოხვდა, მხოლოდ კვალის შესამჩნევი კონცენტრაციით გამონთავისუფლდა.
 
 ეს ვერსია დაკვირვებებით დსატურდება: კეთლიშობილი გაზების ფარდობითი რაოდენობა(არგონი, ქსენონი და კრიპტონი) დედამიწის ატმოსფროში მათი პეროვსკიტებში ხსნადობის მიხედვით კორელირებს. ირიბი მტკიცებულება კი ისაა, რომ ქსენონის მსუბუქი იზოტოპების რაოდენობა ატმოსფეროში მძიმეზე გაცუილებით მცირეა. კეპლერისა და შეკას სცენარში ყველაფერი ბუნებრივად ხდება: მსუბუქი იზოტოპები უფრო ადვილად გადიან კოსმოსში.
 
 სამწუხაროდ ეს საქმე დახურულად არ შეიძლება ჩაითვალოს, ყველა სპეციალისტი ამ ჰიპოთეზას არ იზიარებს. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე მექანიზმი, ალბათ, მარსზეც უნდა მოქმედებდეს, რომლის ატმოსფეროშიც კეთილშობილ გაზებს იგივე ემართებათ. თუმცა პეროვსკიტების რაოდენობა, როგორც დღეისთვისაა ცნობილი, წითელ პლანეტაზე არასაკმარისი რაოდენობითაა.