EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები წიგნი ფარნავაზისა შენ, ჰე, ფარნავაზ ჰქმენ ერთ-მთავრობა, (გვერდი 2) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-05 14:38:14
წიგნი ფარნავაზისა
შენ, ჰე, ფარნავაზ ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი.
გრიგოლ ორბელიანი
მცხეთაში მაშინ მამასახლისი იჯდა, სახელად სამარა.
პონტოდან ძლიერი ლაშქრით მოვიდა სარდალი აზონ, ტომით პონტოელი
ქართველი, მაგრამ ქართველთაგან „ბერძნად“ წოდებული. აზონს ალექსანდრე
მაკედონელის თანამებრძოლ სარდლადაც მიიჩნევდნენ.
მოვიდა იგი ძლიერი ჯარით და ძლიერი
სახელით.
დაიპყრო მცხეთა, გული ქართლისა.
დაახოცვინა მამასახლისი სამარა და მისი ძმა.
ასე დაჯდა აზონ ქართლის ერისთავად.
დაჯდა და მცხეთის აკროპოლისზე
აღმართა ორი ვერცხლის კერპი _ გაც და გაიმ.
მოკლულ სამარას ძმას სამი წლის ვაჟი დარჩა, სახელად _ ფარნავაზი.
17
დედამ მამით დაობლებული შვილი კავკასიონის მთებში გახიზნა და იქაურ
მთიელ ქართველობაში გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმულმა ფარნავაზმა არ დაიშალა,
დედასთან ერთად მცხეთაში დაბრუნდა და თავის მამულში დასახლდა.
მალე ფარნავაზს ხმა გაუვარდა, ვითარცა მომხიბლავ ვაჟკაცს, სწავლულ
მწიგნობარს, უებრო მხედარს, მეომარსა და ხელმოუცარავ მონადირეს.
აზონის ყურსაც მისწვდა ფარნავაზის საქმენი სავაჟკაცონი. თვითონ აზონი
ნადირობის დიდი მოყვარული იყო და ფარნავაზიც სწორედ მონადირული
ხელოვნებისთვის დაიახლოვა და დაიმეგობრა.
დედას აშინებდა ფარნავაზის სიახლოვე მეშურნე და მესისხლე აზონთან.
„შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს, ნურას უჩვენებ სიკეთეს და ღირსებას შენსას,
თორემ, ვაი თუ მოგკლან!“ შეშფოთებით ეტყოდა ხოლმე დედა შვილს. ფარნავაზი
დედას ამშვიდებდა, ამხნევებდა და მოძალადე მეგობარს კვლავ დანდობილად
მისდევდა ტყესა და ღრეში.
ერთ დილას ფარნავაზმა ღამეული სიზმარი უამბო დედას.
ვითომ იგი სადღაც უკაცრიელ სახლში მომწყვდეულიყო, საიდანაც გასასვლელი
არსაით ჩანდა; უცებ სარკმლიდან მზის სხივი შემოიჭრა, ფარნავაზს წელზე
შემოერტყა,
განზიდა და გაიყვანა; მერე სადღაც ტრამალ ველზე გავიდა და შედგა; უცებ მზე
ზეციდან ძირს დაეშვა და ფარნავაზის წინ მის სიმაღლეზე დადგა; ჭაბუკმა მზისკენ
ხელი გაწვართა, პირზე სხივოსანი ცვარი ჩამოჰხოცა და პირი იმ მზიურნამცვრევით
დაიბანა!..
ეს საამური ძილისშორისი დედას დაუტევა და თვითონ მარტოდმარტო წავიდა
სანადიროდ.
დიღმის ველზე რომ გააღწია, ირმის ჯოგი წამოუვარდა. მონადირემ წამსვე
მშვილდ-ისარი გამართა და ცხენს ქუსლი ჰკრა. ირმები წინ, ღრმა ტაფობისაკენ
გაფრინდნენ. ფარნავაზმა ისარი დაადევნა.
ერთი მოწყვეტით ჩამოსხლტა ჯოგს. მაინც
სისხლდენით მიჰქროდა დაჭრილი ირემი. ბოლოს, მწუხრის ჟამს, ვეღარ გაუძლო და
ერთ კლდის ძირს მუხლი ჩაიკრიფა.ფარნავაზიც მივიდა, ცხენიდან გარდახდა და
დაუძლურებულ ნადირს კისერზე მკლავი გადაჰხვია.
ის ღამე ერთად გაათიეს კაცმა და ნადირმა.
დილით კოკისპირული წვიმა დაასხა. ფარანვაზმა კლდეს თვალი მოავლო _
თავშესაფარს რასმე ეძებდა.
უცებ მან კლდის ძირში ქვა-ნაშალი შენიშნა, თითქოს კლდეში შესასვლელი
ოდესღაც ვიღაცას ამოექოლოს.
სასწრაფოდ ჩუგლუგი მოიმარჯვა და კლდე-ნაქოლის გამორღვევას შეუდგა. იგი
შევიდა გამოქვაბულში და გაიხარა, რომ გადასაწვიმებელ ადგილს მიაგნო. მაგრამ უფრო
დიდი სიხარული თურმე მას წინ ედო.
როცა ფარნავაზმა გამოქვაბულს თვალი უფრო გულისყურით მოავლო, დაინახა
საგანძური აურაცხელი
ოქრო-ვერცხლისა!
გაოცებულმა და სიხარულით აღვსილმა ჭაბუკმა გამოქვაბულის კარი ისევ
ამოქოლა და სახლისკენ გაქუსლა. იქ მან დედას და თავის სამ დას გაანდო ეს
მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი.
ხუთი ღამის განმავლობაში ფარნავაზს, მის დებსა და დედას, ყველასაგან
საიდუმლოდ და შეუმჩნევლად, გამოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი გამოქვაბულიდან.
გამოჰქონდათ და სხვა, მათთვის უფრო მარჯვე და საიდუმლო ადგილზე ინახავდნენ.
როცა ეს საქმე მოათავა, ფარნავაზმა თავისი მსახური აფრინა დასავლეთ
საქართველოში და ეგრისის მაშინდელ ერისთავს, ქუჯის შეუთვალა:
18
„მე ვარ ფარნავაზი, შენი ნათესავი ქართველი, შენებრ ქართლოსის შთამომავალი,
აწ მოკვდინებულ სამარას ძმისწული.
ხელთა მაქვს დიდძალი ხვასტაგი, ოქრო და
ვერცხლი. მომეცი ნება, მოვიდე შენთან, რამეთუ ვეძმოთ ძმანი ერთურთსა,
მოვიხმაროთ ხვასტაგი ესე და ერთიან ძალით შევებათ აზონ ერისთავსა“.
ქუჯიმ დიდად გაიხარა ფარნავაზის შემონათვალზე და პასუხიც ასეთი აახლა:
„აღსდექ და მოდი ჩემთან, შევერთოთ ერთურთსა, ძმაო ჩემო. შევერთდეთ,
რამეთუ განიხარონ ყოველთა ქართველთა“.
ფარნავაზი დედისა და დების თანხლებით მცხეთიდან იდუმალ გაუჩინარდა და
კოლხეთში გადავიდა.
ქუჯიმ დიდის პატივითა და სიხარულით მიიღო მცხეთელი სტუმრები. მაშინვე
მტკიცე ფიცით შეეკრნენ ერთურთს, რომ ერთიანი ძალით იბრძოლებდნენ აზონის
დასამხობად.
ქუჯიმ ისიც კი განსაზღვრა, ვინ უნდა ყოფილიყო გაერთიანებულ ქართველთა
ბელადი და „უფალი“. მან ფარნავაზს ასე უთხრა:
„თავი და თავი ქართლოსიანნი აღმოსავლეთ ქართველები არიან, ამიტომ შენ
გმართებს უფლობა ჩვენი. ახლა წადი, ნუ დაიშურებ ხვასტაგსა შენსა და ამრავლე
ლაშქარი; და შემდგომაც, თუ ღვთის შეწევნით გავიმარჯვებთ, კვლავ შენ იქნები უფალი
ჩვენი, ხოლო მე ქვრშევრდომი შენი“.
ქუჯის დიდსულოვნებითა და სიბრძნით აღტაცებულმა ფარნავაზმა შეჰყარა
აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველთა საომარი ძალები, კავკასიონითგან მოირთო
ოვსნი და ლეკნი, რომლებიც აზონს დახარკულნი ჰყავდა.
ეტყობა, აზონის მომხრეთა ბანაკშიც არ ყოფილა მტკიცე ერთიანობა. როცა
გადამწყვეტი ბრძოლის დღე მოახლოვდა, აზონის ლაშქარი ათასმა რჩეულმა მხედარმა
მიატოვა და ფარნავაზის ბანაკს შეუერთდა.
აზონმა მოპირდაპირის ძლიერ ძალებს ბრძოლა ვერ შეჰბედა, მცხეთა მიატოვა,
კლარჯეთში გადავიდა და იქ
გამაგრდა.
ფარნავაზმა დაიპყრო მცხეთა და სრულიად ქართლი და შეუდგა კლარჯეთისაკენ
სალაშქრო სამზადისს.
მან ძღვენი გაუგზავნა და შემწეობა სთხოვა სირიის მაშინდელ
ხელმწიფეს, ანტიოქე I სოტერს. ამანაც ფრიად გაიხარა ქართველთა ახალგაზრდა
ბელადის ძღვენითა და სამოკავშირეო წინადადებით. მან ფარნავაზს „შვილი“ უწოდა,
უძვირფასესი გვირგვინი გამოუგზავნა და თან თავის ქვეშევრდომ სომხეთის
მმართველთ ფარნავაზისთვის დამხმარე ძალთა გაგზავნა უბრძანა.
ფარნავაზი ქუჯის თანხლებით, ქართველთა გაერთიანებული ძალებით, დაიძრა
არტანუჯისაკენ.
აზონიც ელოდებოდა პონტოდან მიღებული ახალი საომარი ძალებით.
ბრძოლა მოხდა არტაანის, „ქაჯთა ქალაქის“ მახლობლად. სისხლიანი რკენა
ფარნავაზის გამარჯვებით დამთავრდა. აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მისი ლაშქრის
დიდი ნაწილიც განადგურდა. დანარჩენები ტყვედ ჩავარდნენ.
მთელი კლარჯეთი
თავის დედას _ ქართლს შეუერთდა.
ასე შეიქნა ფარნავაზი ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და განთქმულ
ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
ეს ამბავი მოხდა ქრისტეს წინარე IV-III საუკუნეების მიჯნაზე.
ფარნავაზი ჯერ მხოლოდ 27 წლისა იყო, მაგრამ ახლად წარმოქმნილ დიდ
ქართულ სახელმწიფოს სიბრძნითა და კეთილგონიერებით განაგებდა.
იგი გამეფებისთანავე შეუდგა შინასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარებას.
19
მან ჯერ განახორციელა ადმინისტრაციული რეფორმა. საქართველო
დაჰყო
საერისთავოებად, რომელთაც სათავეში ჩაუყენა ერისთავები. სულ იყო რვა საერისთავო:
არგვეთი (შორაპანსა და ლიხს შორის), კახეთი (არაგვსა და ჰერეთს შორის), ხუნანი
(გარდაბანი, მდ. ბერდუჯიდან ტფილისსა და გაჩიანამდე), სამშვილდე (ტაშირი და
აბოცი), წუნდა (ჯავახეთი, კოლა და არტაანი), ოძრხე (სამცხე და აჭარა), კლარჯეთი
(არსიანითგან შავ ზღვამდე) და ეგრისი (სამეგრელო და სვანეთი, სწორედ ეგრისის
ერისთავი იყო ქუჯი).
შიდა ქართლს (ტფილისიდან ტაშისკარამდე), ვითარცა ცალკე საერისთავოს,
განაგებდა სპასპეტი, მთავარსარდალი, რომელიც იმავე დროს ყველა საერისთავოთა
ზედამდგომად და მეფის პირველ ვაზირად ითვლებოდა.
ჟამიდან ჟამზე თვითონ მეფე პირადად ეწვეოდა ხოლმე საერისთავოებს.
ადგილზე მოიკითხავდა და გაიკითხავდა ყველა საჭირბოროტო საკითხს. უფრო
ხშირად იგი სტუმრობდა კლარჯეთს და ეგრისს.
ფარნავაზი მეგობრობდა და მოყვრობდა თავის ერთგულ თანამებრძოლებთან,
მოკავშირეებთან და ქვეშევრდომებთან. მას ცოლად ჰყავდა ჩრდილო კავკასიელ
დურძუკთა ბელადის ასული, ხოლო თავის დათაგან ერთი ოვსთა მეფეს მისცა ცოლად,
მეორე _ ერთგულ ქუჯის, ეგრისის ერისთავს.
ფარნავაზმა ხელი მიჰყო დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. მან გაამშვენიერა და
ქვის კედელ-ზღუდეებით გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და მისი აკროპოლისი
არმაზ-ციხე, სადაც აღმართა ახალი კერპი არმაზ.
მეფემ აღადგინა ყველა ქალაქი და
ციხესიმაგრე, რომელიც კი მანამდე მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას
დაენგრია. ამას გარდა, დაიწყო ახალ ციხეთა და ქალაქთა მშენებლობა. ასე აშენდა
შორაპნისა და დიმის ციხეები. ეგრისის ცენტრში ქუჯიმ აღაშენა ქალაქი
ციხე-გოჯი.
იმავე IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა განახორციელა ყველაზე დიდი
კულტურული ღონისძიება: „შექმნა მწიგნობრობა ქართული“, რასაკვირველია ქართულ
ანბანზე დაფუძნებული. ჯერჯერობით მხოლოდ ეს არ ვიცით დაზუსტებით:
ფარნავაზმა ქართული ანბანი, ვითარცა ქართული მწიგნობრობის უცილობელი
საძირკველი, ადრეული საუკუნეებიდან აიღო (რაც უფრო სარწმუნოა), თუ თვითონ მის
დროს შეიქმნა, მისი მითითებითა და ხელმძღვანელობით. ასეა, თუ ისე, ერთი რამ
სავსებით უეჭველია:
ქართული ანბანი _ რომლის საფუძველზედაც ფარნავაზმა „განავრცო ენა
ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და
ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“, _ არაუგვიანეს ქრისტეს წინარე III საუკუნის
დამდეგისა, ძალაში შედის, ვითარცა უდიდესი სახელმწიფოებრივი და ეროვნული
მოვლენა.
65 წელი იმეფა ფარნავაზმა და მიიცვალა 92 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს
მისგანვე აღმართული არმაზის ფერხთა ქვეშე.
საურმაგ და მირიან
ფარნავაზის შემდგომ გამეფდა მისი ვაჟი საურმაგ, რომელიც ენერგიულად
იღვწოდა სახელოვანი მამის დიდი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გაზრდისათვის.
მაგრამ ქვეყნის შიგნით, მეფესა და ერისთავთა შორის, მაინცდამაინც __________დიდი
სიმტკიცე არა ყოფილა, რამდენიმე ერისთავი შეითქვა კიდეც სამეფო ხელისუფლების
დასამხობად.
საურმაგმა საკუთარი ძალები არასაკმარისად მიიჩნია და ხელშემწე ძალთა
20
შესაკრებად ჩრდილოეთ კავკასიისაკენ გაეშურა. იგი ჯერ დედის თანხლებით მივიდა
დურძუკეთის ბელადებთან, რომლებიც მას ბიძებად (დედის ძმანი) ერგებოდნენ.
აქვე
საურმაგს ქართლიდან ფეხდაფეხ მოჰყვნენ ფარნავაზის ერთგული წარჩინებულნი.
მოვიდნენ მეფეს მტკიცე ერთგულება შეჰფიცეს და ურჩთა წინააღმდეგ დაუყოვნებლივი
ბრძოლა მოითხოვეს.
საურმაგი შეხვდა ოვსთა მეფესაც, რომელიც მისი მამიდაშვილი იყო.
ბოლოს, საურმაგი ერთგულ ქართლოსიანთა, დურძუკთა და ოვსთა
გაერთიანებული ლაშქრით მოაჯანყეებს შეება და სასტიკადაც გაანადგურა. ჩრდილო
კავკასიელთა ტომები საურმაგმა ერთგულებისათვის კავკასიონს გადმოღმა
გადმოიყვანა და დიდოეთიდან სვანეთამდე დედაწულიანად განასახლა. მალე ისინი
ადგილობრივ ტომებში აღირივნენ და სავსებით გაქართველდნენ.
საურმაგის შემდგომ ქართლის ტახტზე დაჯდა მისი მემკვიდრე მირიან პირველი,
„ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი, მხნე და ქუელი“.
მირიანის მეფობისას ჩრდილო კავკასიელთა და ქართველთა მშვიდობიანობა და
მოყვრობა დაირღვა. დურძუკნი და ჭართალელნი, ერთ ურდოდ შეკრულნი,
დარუბანდზე გადმოიჭრნენ და კახეთს შემოესივნენ. მირიანმა სასწრაფოდ აწვია
ერისთავნი, შეჰყარა ლაშქარი: ცხენოსანნი და ქვეითნი; ქართველთა ჯარებს შეურია
საურმაგისგან გადმოსახლებული ჩრდილოელნი და დაიძრა დურძუკეთისაკენ.
მოპირდაპირენი ერთმანეთს შეხვდნენ დარიალის ჩრდილო შემოსასვლელთან.
მირიანი ცხენიდან გარდახდა და მოწინავე ქვეით ლაშქარს ხმალამოწვდილი გაუძღვა.
ბრძოლა იყო სასტიკი და დაუნდობელი.
თვითონ მეფე იბრძოდა, „ვითარცა ჯიქი
სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმხნითა, ვითარცა ლომი ზახილითა“. ქართველმა
ქვეითებმა მოწინააღმდეგე ხელჩართულში ჩაკაფეს და უკუაქციეს. გაქცეულ მტერს
მეფის ბრძანებით მხედრობა გამოუდგა და სავსებით გაანადგურა. დურძუკეთი
და
ჭართალი მორჩილიქმნა. მირიანმა დარიალის გადმოსასვლელნი ქვის ციხე-
ზღუდეებით ჩაჰკეტა და ჩარაზა.
აზმა მესამე
წიგნი პონტოელ ქართველთა
პირველი პონტოელნი
ქრისტეს წინარე II საუკუნე იდგა.
ფარნავაზიანებს __________დიდი ბრძოლების წარმოება უხდებოდათ ამ დროს
გაძლიერებულ მეზობლებთან: პართიელებთან, სომხებთან, პონტოელებთან.
21
განსაკუთრებული როლი II-I საუკუნეების მსოფლიოს, წინა აზიისა და კერძოდ,
საქართველოს ცხოვრებაში, შეასრულა პონტოს ელინისტურ-ქართულმა სამყარომ.
უკვე ითქვა, რომ პონტოს ქვეყანა მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სინოპიდან მდინარე ჭოროხამდე. ამ ტერიტორიებზე
ძველთაგანვე ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: კოლხები, ხალიბები, ტიბარენები,
მოსინიკები, სანიგები, შკვითინები, დრილები და სხვ.
პონტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა IV-III საუკუნეთა მიჯნაზე (იმ
დროს, როცა მცხეთაში ტახტზე დაჯდა ფარნავაზი).
პონტოს სამეფოს დინასტიის დამაარსებელი იყო მითრიდატე პირველი,
რომელმაც მისცა სახელი მთელ პონტოურ დინასტიას _ „მითრიდატიდების დინასტია“.
მითრიდატეს შემდეგ მეფობდა მისი შვილი არიობარზანი (266-256 წწ.), მის
შემდგომ კი _ მითრიდატე II (256-210 წწ.), ამ დროს სელევკიდური სირიის ამპარტავანი
მბრძანებლები, რომლებიც მანამდე პონტოს ქვეყანას თავის სამფლობელოდ თვლიდნენ,
იძულებული ხდებიან პონტო ცალკე დამოუკიდებელ სახელოწიფოდაც ცნონ და
მისადმი მტრობა მეგობრობითა და მოყვრობით
შეცვალონ.
II საუკუნის დამდეგს დასავლეთიდან დაიძრა მსოფლიოს ახალი მძლავრი
დამპყრობელი _ რომი. 190 წელს რომაელებმა ქ.
მაგნეზიასთან გამართულ ბრძოლაში
სასტიკად დაამარცხეს სელევკიდური სირიის ჯარები და ხელი მიჰყვეს აზიაში
„რომაული წესრიგის“ დამყარებას. რომაელებთან თავიანთი დამხმარე ძალებით
გაეშურნენ აზიის წვრილ-წვრილ სახელმწიფოთა _პერგამოსის, ბითვინიის,
პაფლაგონიის და კაპადოკიის მმართველები. მათ რომს მორჩილება გამოუცხადეს და
სამაგიერო საჩუქრებიც მიიღეს.
იმ დროისათვის აღმოსავლეთში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც რომაელთა
ჩამოსახლებას მტრულად შეხვდა, იყო პონტოს სამეფო. პონტოს მაშინდელ მეფეს,
ფარნაკეს (190-170 წწ.) რომაელებისათვის არც დამხმარე ძალები გაუგზავნია, არც სხვა
რაიმე კავშირი გაუბამს მათთან. უფრო მეტიც: ფარნაკემ დაიწყო ომი რომის
მფარველობის ქვეშ მყოფი პერგამოსის (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) წინააღმდეგ.
„ფარნაკეს ომი“ (182-179 წწ.) პირველ ხანებში პონტოელთა დიდი წარმატებით
მიდიოდა, მაგრამ ბოლოს პერგამოსის, კაპადოკიის, ბითვინიის, გალატიისა და
პაფლაგონიის კავშირმა, რომის დახმარებით, ფარნაკე დაამარცხეს და წინა წლებში
დაპყრობილ ტერიტორიებზე ხელი ააღებინეს.
150 წელს პონტოს სამეფო ტახტზე ავიდა მითრიდატე V ევერგეტი, რომელმაც
რომისადმი მტრული დამოკიდებულება მეგობრული ურთიერთობით შეცვალა. იგი
ყოველ საჭირო შემთხვევაში რომს დამხმარე საომარ ძალებსაც უგზავნიდა. ამის გამო
რომის სენატმა მითრიდატე ევერგეტი „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“
გამოაცხადა.
ევერგეტმა პონტოს სატახტო რეზიდენცია, რომელიც მანამდე ქალაქ ამისოსში
იმყოფებოდა, სინოპში გადაიტანა.
აქვე შეუდგა იგი კაპადოკიის დაპყრობისათვის
სამზადისს. მეფემ თავისი ახლო მეგობარი სარდალი დორილაოსი საბერძნეთში
გაგზავნა დაქირავებული ჯარების ჩამოსაყვანად, თვითონ კი პონტოური ლაშქრით
დაუყოვნებლივ შეიჭრა კაპადოკიაში (მცირე აზიის ცენტრში). მეფე გამარჯვებული
დაბრუნდა სინოპში.
ის ღამე ზეიმ-ღრეობით დაიწყო და სამგლოვიარო ზარით გათენდა. ნაომარი და
ნაქეიფარი მეფე მითრიდატე ევერგეტი სარეცელზე იწვა. გულში მახვილდარჭობილი.
ეს ამბავი მოხდა 120 წელს.
შეთქმულნი არ უპოვნიათ, რადგან არ უძებნიათ.
22
დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ მკვლელთა მეთაური თვითონ დედოფალი,
პატივმოყვარე და გულზვიადი ლაოდიკე არისო. საეჭვო მაინცდამაინც არაფერი იყო:
ქვრივმა დედოფალმა სამგლოვიარო თავსაბურველი სამეფო ჯიღა-დიადემით
შეიცვალა, ტახტზე დაბრძანდა და კანონიერ მემკვიდრეს, ღვიძლ შვილს, ავი თვალი
დაადგა.
მითრიდატე ევერგეტს ლაოდიკესგან რვა შვილი დარჩა _ ორი ვაჟი და ექვსი
ქალი. ვაჟებსაც ორივეს მითრიდატე ერქვა.
წესისამებრ, სამეფო ტახტი ეკუთვნოდა
უფროსს, რომელიც იმ ტრაგედიის ჟამს თერთმეტი წლისა გამხდარიყო.
გვერდი 1 გვერდი 2 გვერდი 3 გვერდი 4 გვერდი 5 გვერდი 6 გვერდი 7 გვერდი 8