EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 5) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-05 15:04:21

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 5)
ლევან სანიკიძე 
უქარქაშო ხმლები
 
ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ - ყველა დროის ქართული ბესტსელერი. ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად. წიგნი პირველი.
 

დიდი პონტოელი (გაგრძელება)

38

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 5)

საფასურად სტრატონიკა პომპეუსს სთხოვდა, როცა თქვენ „ამ ბოროტ მოხუცს“
მოსპობთ და სრულ გამარჯვებას მოიპოვებთ, ჩემ შვილს, ქსითარას, სიცოცხლე
შეუნარჩუნეთო.
მითრიდატემ შეიტყო ცოლის ღალატი. გაცოფებულმა მეფემ ღვიძლ შვილს,
ქსითარას დედის თვალწინ ყელი გამოსჭრა და დაუსაფლავებლად ყვავ-ყორნების
არჩივად დააგდო.
ამას ახალი შეთქმულება მოჰყვა. შეთქმულების მოთავე გამხდარა მითრიდატეს
უსაყვარლესი შვილი, მის მიერვე ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული ფარნაკე. მეფემ
შეიტყო ღალატი მისი გულის რჩეულისა. ფარნაკე უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა
მეფის უახლოესმა მრჩეველმა მენოთანმა.

ამოდენა ლაშქრობისათვის მზადების დროს
არ ღირს ესოდენ დაფასებული ვაჟის დასჯაო, _ ჩასჩიჩინებდა ის სიბრაზისაგან
გამხეცებულ მითრიდატეს. მეფემ გულის ჯავრი შვილის თანაშეთქმულებზე იყარა.
მითრიდატეს მალე ახალი უბედურება ეწვია. აჯანყდა ქალაქი ფანაგორია
(ტამანის ნახევარკუნძულზე), სადაც მოემწყვდნენ მეფის შვილები: არტაქსერქსე,
არტაფერნი, დარიოსი, ქსერქსე, ოქსათრი, ევპატრა, კლეოპატრა. ყველა ისინი
აჯანყებულებმა იგდეს ხელთ. მხოლოდ კლეოპატრამ გასაოცარი სიმამაცითა და
მოხერხებით დააღწია თავი მტერს და მიაღწია პანტიკაპეას, სადაც მაშინ იმყოფებოდა
თვითონ მითრიდატე. ფანაგორიის აჯანყების შემდეგ პონტოს მეფეს განუდგნენ
ხერსონესი და თეოდოსია.
მეფის ყველა განაზრახი უფსკრულისაკენ მიექანებოდა.
გადასახადები, რომელიც მითრიდატემ საომარი სამზადისის საჭიროებისათვის
დააწესა, სულს ხდიდა მოსახლეობას და მათში მღელვარებას იწვევდა. „ყველას დაადვა
გადასახადი, თვით უკიდურეს ღარიბებსაც კი.

გადასახადის შემკრები მოხელენი ძალზე
ავიწროებდნენ ხალხს...“ ამდენად, ადგილობრივ __________მოსახლეობაში, რომელიც ახალ დიდ
ომში მითრიდატეს ძირითადი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო, მისი გეგმები არა თუ
თანაგრძნობით არ სარგებლობდა, არამედ უკმაყოფილებასაც იწვევდა და აჯანყების
საშიშროებასაც ქმნიდა.
ლაშქარიც, რომელიც მეფემ შეკრიბა, ახალი წამოწყების მიმართ ძალიან ცუდად
იყო განწყობილი. მეომრებს „არ სურდათ გამგზავრება შორეულსა და ხანგრძლივ
ლაშქრობაში, უცხო ქვეყანაში იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისი დამარცხებაც მათ თავიანთ
ტერიტორიაზე ვერ მოახერხეს“.
მითრიდატეს აღარც ძველი, ერთგული, რომაელებთან რკენაში ნაწრთობი,
ვეტერანი სარდლები და თანაშემწეები შერჩნენ, ხოლო ახალი სარდლები ჯარისკაცებში
პატივისცემითა და ნდობით ვერ სარგებლობდნენ.
ამრიგად, მითრიდატე, მისი ბედუკუღმართი თავგადასავლებისა და ასაკის
მიუხედავად, თითქმის სრულიად მარტოდმარტო დარჩენილი, საოცარი ენერგიითა და
ფანატიზმით შეპყრობილი, ცდილობდა განუხორციელებლის განხორციელებას. ის ერთ
ხანს ავადმყოფობდა კიდეც. სახეზე მუწუკები დააყარა და მისი ხილვა მხოლოდ მის
მკურნალ საჭურისებს შეეძლოთ. მალე გამოჯანსაღდა, მაგრამ მზის სინათლეზე
გამოსული მეფე სულ მალე სამარადისო ბნელეთის გზას უნდა გასდგომოდა...
ბოსფორში აჯანყებამ იფეთქა.
აჯანყებას სათავეში ედგა ისევ მითრიდატეს რჩეული ვაჟი ფარნაკე.
გარიჟრაჟისას მითრიდატე საშინელმა ყიჟინამ და ღრიანცელმა გამოაღვიძა. ის
წამსვე ფეხზე წამოიჭრა და მცველები აფრინა ამბის შესატყობად. მალე შეატყობინეს,
რომ ჯარი და ხალხი აღარ სცნობენ მის ძალაუფლებას.

აჯანყებულები პირდაპირ
უთვლიდნენ: გვსურს, მეფედ იყოს შენი ვაჟი ფარნაკე, ახალგაზრდა და ჯანღონით
39
სავსე, ნაცვლად მოხუცისა, სასტიკისა და შეუბრალებლისა, რომელიც არავის ზოგავს,
ხოცავს თავის შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, სტანჯავს ხალხს.
მითრიდატე პირადი მცველების თანხლებით თვითონ გაეშურა აჯანყებული
შვილის ბანაკისაკენ. მაგრამ მცველმა რაზმებმა უეცრად მიატოვეს და ფარნაკეს
კარავისაკენ გაქუსლეს. ფარნაკემ ბრძანება შეაგება: თუ მართლა ერთგულებისათვის
მოდიხართ, ჯერ მეფე შეიპყარით და ცოცხლად მომგვარეთო. მცველები შემობრუნდნენ
მითრიდატეს შესაპყრობად. მეფემ მტერთა განაზრახი შეიტყო და ცხენი მოსხლიტა.
მცველებმა ისრის სეტყვა დააყარეს და ცხენი მოუკლეს. მოხუცმა მეფემ ფეხად შეასწრო
ციხესიმაგრეში.
მეფე მაღალ გოდოლზე ავიდა და იქიდან დაინახა, როგორ მორთეს
აჯანყებულებმა მისი შვილი მეფის ტანსაცმელში, თავზეც გვირგვინის მინამსგავსად
რაღაც ღეროიანი თავსამკაული დაადგეს, წინ ღრიანცელით გაიძღოლეს და
ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყეს.
მითრიდატემ შვილთან დაზავება სცადა. მან ზედიზედ აახლა თავისიანნი
ფარნაკეს.

იგი სთხოვდა შვილს, დაენდო მამის სიცოცხლე ისე, ვითარცა მამამ შეინდო
შვილი ამასწინდელი ღალატისათვის. უკიდურეს შემთხვევაში, იმდენი გულმოწყალება
მაინც გამოიჩინე, უვნებლად წასვლის ნება მომეცი და სამეფო ტახტი შენთვის
დამილოცნიაო, _ ემუდარებოდა მითრიდატე შვილს.
მაგრამ ფარნაკე მამაზე უფრო სასტიკი და შეუბრალებელი აღმოჩნდა.
ის ურყევად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე: მითრიდატე უნდა მომკვდარიყო.
რა გაეწყობა: უნდა მომკვდარიყო. მითრიდატე აღმოჩნდა ის კაცი, რომელმაც
ღალატით გარშემორტყმულმა მთელ თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აპატია
ღალატისათვის, ისიც თავის ღვიძლ შვილს, _ და ეს ერთადერთი პატიებაც მისთვის
საბედისწერო გამოდგა. მამამ შვილის შეწყალებისათვის იგივე შვილისგან სამაგიერო
შეწყალება ვერ მიიღო.
მითრიდატეს თითქოს არც გაჰკვირვებია შვილის ასეთი უმადურობა, თითქოს
კიდევაც მოეწონა მისი სისხლიერის ასეთი სიმტკიცე სისასტიკეში განსახებული.
მეფემ შემორჩენილი უკანასკნელი ერთგული მხლებლები იხმო. ქება-დიდებით
აავსო ერთგულებისთვის, უხვადაც დაასაჩუქრა და მერე უბრძანა ახალ მეფესთან
წასულიყვნენ. ისინიც დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
მითრიდატესთან მისი ქალიშვილები დარჩნენ, მითრიდატისი და ნისა.
კარებთან ბიტოიტი იდგა, მითრიდატეს უერთგულესი მსახური და
საჭურველთმტვირთველი, წარმოშობით კელტი. ბიტოიტმა მეფეს უარი უთხრა მარტო
დატოვებაზე.
მეფემ ხმლის ქარქაში მშვიდად გახსნა და საწამლავი ამოიღო. საწამლავს მუდამ
განუყრელად ატარებდა.
შვილები მდუმარედ, შეგრძნებულად და განლიგებულად ადევნებდნენ თვალს.
მეფემ საწამლავი ფიალაში შეაზავა.
ასევე მოიქცნენ მისი ქალიშვილები.
(მითრიდატისი ეგვიპტის მეფეზე იყო დანიშნული, ნისა _ კვიპროსის მეფეზე).
მამასავით უჯიათად ეძლეოდნენ სიკვდილს ქალები. მხოლოდ __________ეს იყო, მამას
სთხოვეს, პირველად ჩვენ მივიღებთ საწამლავს, რამეთუ არ გვსურს ვიხილოთ მოხუცი
მშობლის ტანჯვით სიკვდილიო. რაოდენ მძიმე უნდა ყოფილიყო მამისათვის ამ
თხოვნის შესრულება, მაგრამ მაინც აღასრულა შვილების უკანასკნელი სურვილი.
მითრიდატეს ასულნი საწამლავის დალევისთანავე უსულოდ დაეცნენ.
მეფემაც სულმოუთქმელად დაცალა ფიალა.
40
მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა!
მითრიდატე ხომ საჭმელს ისე არ ჭამდა, თუ შიგ წინასწარ ანტისაწამლავს არ
გაურევდა, და შეჩვეოდა საწამლავს მეფის სხეული.
მაშინ მეფემ სირბილი აიტეხა. იქნებ იმოქმედოსო საწამლავმა, მაგრამ კვლავ
ამაოდ.
იგი შედგა, კარებთან ბიტოიტი შენიშნა. უცებ რაღაც გაახსენდა და ბიტოიტს
შესძახა:
„დიდ დახმარებას მიწევდა შენი მარჯვენა საომარ ველზე, მაგრამ ახლა უნდა
გამიწიო ყველაზე დიდი დახმარება: დაუყოვნებლივ უნდა მომისპო სიცოცხლე! უნდა
მომკლა, თორემ მე მელის სამარცხვინო ტყვეობა და საძულველი რომის ქუჩებში
დონდლო პომპეუსის ტრიუმფში გატარება. ასეთი რამე მომელის მე, რომელიც
ამდენხანს ვიყავ ამ ქვეყნის თვითმპრობელი. მე შხამი ვერ მკლავს იმის გამო, რომ მე
უგუნური, თავის დაზღვევის მიზნით, წინასწარ ვიღებდი თავის გადასარჩენად, სხვა
საწამლავთა სახით.

ხოლო ყველაზე საშინელი და მეფეთა ცხოვრებაში ესოდენ
ჩვეულებრივი საწამლავი _ ჯარის, მეგობრებისა და შვილების ღალატი _ მე ვერ
გამითვალისწინებია... და ახლა მე უნდა მომკლა შენ! უნდა მომკლა!“
ერთგულმა მსახურმა შეუსრულა უკანასკნელი თხოვნა თავის მბრძანებელს. მან
მითრიდატეს გამოშვერილ კისერს მახვილი მძლავრად დაჰკრა...
ტრიუმფი რომში
პომპეუსი არაბეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ პეტრასთან
ბანაკად იდგა. მთავარსარდალს ჯარისკაცთა წინაშე ამპარტავნული კოპწიაობა
უყვარდა. იმ დღესაც ცხენს დააჯირითებდა მეომართა შესახედავად. შესანიშნავი
მოჯირითე და მოვარჯიშე იყო. უცებ შიკრიკები გამოჩნდნენ, დაქანცულნი,
გაოფლიანებულ ცხენებზე ამხედრებულნი.

თურმე პონტოდან მოისწრაფოდნენ. სახეზე
რაღაც უსაზღვრო სიხარული აღბეჭდოდათ, შუბებიც დაფნის რტოებით შეემკოთ.
სარდალი თითქოს მიხვდა, რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჯარისკაცთა წინაშე
ზვიადი სიდინჯის დარღვევა არ სურდა და კვლავ განაგრძობდა ჯირითს.
როცა __________მთელი ბანაკი წამოიშალა და ჩვეულებრივი ღრიალით ახალი ამბის
გამოქვეყნება მოითხოვა, პომპეუსი ცხენიდან გადმოხტა, შიკრიკებს ბარათი ჩამოართვა,
ტრიბუნაზე ავიდა და გამოაცხადა: ამ ქვეყნად აღარ არსებობს რომაელთა ყველაზე
დაუძინებელი მტერი მითრიდატე პონტოელი; იგი დაამხო აჯანყებამ, რომელსაც მისი
შვილი ფარნაკე მეთაურობდა; ხოლო თვით ფარნაკე, ბოსფორის ახალი მეფე,
მორჩილებას უცხადებს რომს და პირადად იმპერატორ გნეუს პომპეუსს.
აუწერელი იყო აღტაცება, რაც ამ ამბავმა გამოიწვია რომაელთა შორის. მთელი
კვირა, დღე-ღამეების მანძილზე, არ წყდებოდა ნადიმ-ღრეობანი, ზორვანი და
ვაკხანალიები. ყველამ ირწმუნა, რომ მითრიდატეს სიკვდილი ათასობით მტრის
სიკვდილს უდრიდა.
პომპეუსმა ბანაკი აჰყარა და პონტოსაკენ გაეშურა. ის ჩავიდა ამისოსში, სადაც მას
დახვდა ფარნაკესგან გამოგზავნილი უმდიდრესი ძღვენი, უძვირფასესი ნივთები და
მათთან _ დახოცილთა გვამები.
41
აქ იყო მითრიდატეს ცხედარი. სახეზე აღარ იცნობოდა სახიერებით განთქმული
მეფე, _ ბალზამირებისას თავის ტვინის ამოღება დავიწყნოდათ და ხრწნა მოჰრეოდა
თავ-პირზე. მეფე მისი საარაკო ტანსრულობითა და ჭრილობების სიმრავლით იცნეს.
პომპეუსი განაცვიფრა მითრიდატეს გოლიათურმა ანაგებამ და საომარმა
აღკაზმულობამ.
პომპეუსის ბრძანებით მითრიდატე სინოპში წაასვენეს და იქ დაკრძალეს,
პონტოელ მეფეთა საძვალეში.

მეფის პირადი საგნები რომაელებმა დაიტაცეს...
ამიერკავკასიის დამორჩილების შემდგომ პომპეუსმა წარმატებით დალაშქრა და
დაიპყრო სირია, ფინიკია და და პალესტინა.
61 წელს ძლევამოსილი გნეუს პომპეუსი აზიიდან იტალიისკენ გაეშურა. აპენინს
უახლოვდებოდა იმპერატორი, რომლის საგანგებო, უმაღლესმა იმპერიულმა
ძალაუფლებამ რომს დაუმორჩილა ყველა ქვეყანა, „რომელთაც კი მზე თავის სხივებს
მიმოასხივებს“. არაჩვეულებრივად დიდი იყო რომში ის აღტაცება, რაც მოჰყვა
უთავჟამო „მითრიდატული ომების“ ჟამგანსრულებას, და საერთოდ მუდამ

მოუსვენარ
„აღმოსავლურ საქმეთაგან მოსვენებას“. არაჩვეულებრივი მიღება, ტრიუმფალური
შეხვედრა ელოდა იმპერატორს, რომელმაც შეძლო მრისხანე აღმოსავლეთის, მანამდე
დაუძლეველ ქართველთა, „შმაგად მეომრულ კოლხთა“, სომეხთა და ალბანთა
დამორჩილება.
როგორც __________ტრიუმფატორს ეკადრებოდა, პომპეუსი დააყენეს მოოქროვილ ეტლში,
რომელსაც მორთულ-მოკაზმული ოთხი თეთრი მერანი მოარონინებდა. თვით
ტრიუმფატორს ტანთ ეცვა უძვირფასესი სამოსი, მითრიდატეს გარდერობიდან
მოტაცებული. თავზე ეხურა დაფნის გვირგვინი; თავს ზემოთ მონას ხელთ ეპყრა ოქროს
გვირგვინი _ „კორონა ტრიუმფალის“. ტრიუმფატორის ეტლს გარს ეხვივნენ თეთრ
ტოგებში გამოწყობილი თანამებრძოლნი და ახლობელნი.

ტრიუმფატორის წინ
მოჰქონდათ დაფები, პომპეუსისგან დაპყრობილი ქვეყნების აღნუსხვით; იქ ეწერა:
პონტო, სომხეთი, კაპადოკია, პაფლაგონია, მიდია, კოლხეთი, იბერია, ალბანეთი, სირია,
კილიკია, მესოპოტამია, ფინიკია, პალესტინა, იუდეა, არაბეთი და მეკობრეთა
თავშესაფარნი. იქვე აღნიშნული იყო, რომ პომპეუსმა აღმოსავლურ ლაშქრობათა
წყალობით რომის სახელმწიფო ხაზინაში შეიტანა 20 000 ტალანტი (48 000 000 მან. ოქრ.),
ხოლო ვერცხლის ფული 75 100 000 დრაქმის რაოდენობით. ოქროს მოხარბე რომაელნი
თვალებით სჭამდნენ იბერიის ხელმწიფისეულ ოქროს ტახტს, ოქროს სარეცელსა და
ოქროს მაგიდას; ასევე მითრიდატესეულ სამეფო კვერთხსა და თვით მითრიდატეს ცხრა
წყრთის სიმაღლე ბაჯაღლო ოქროს ქანდაკებას. მოაქანებდნენ მოოქროვილ ეტლებსა და
ტახტრევანებს; მოდიოდნენ აურაცხელი აღმოსავლური ნაძარცვით, ჭურჭლეულით,
აღჭურვილობითა და სხვა მრავალსახოვანი ნივთებით დატვირთული საზიდარები.
ტრიუმფს „ამშვენებდნენ“ აღმოსავლეთის დამარცხებულ  მბრძანებელთა
უმაღლესი მოხელენი, სარდლები და უფლისწულები, ზოგი ტყვენი, ზოგი მძევალნი,
სულ 324 ადამიანი. აქ იყვნენ: მითრიდატეს ხუთი ვაჟი (არტაფერნი, კიროსი, ოქსათრი,
დარიოსი და ქსერქსე) და ორი ასული (ორსაბარისი და ევპატრა), კოლხთა ბატონი
ოლთაკე, სომეხი უფლისწული ტიგრან მრწემი თავის ცოლშვილით, სამი იბერიელი
სარდალი, ორი ალბანელი სარდალი, იუდეველთა მეფე არისტობულე, მითრიდატეს
კავალერიის უფროსი მენანდრე, კილიკიის მმართველნი და სკვითთა სეფე-ქალნი.
მოჰქონდათ ტიგრანისა და მითრიდატეს გამოსახულებანი: როგორ იბრძოდნენ ისინი,
როგორ დამარცხდნენ და გაიქცნენ. გამოხატული იყო, როგორ ჰქონდა მითრიდატეს
ალყა შემორტყმული და როგორ მოკვდა იგი.

აქვე ჩანდნენ მისი ასულნი, რომელთაც
42
მამასთან ერთად სიკვდილი ირჩიეს. იქვე გამოხატულნი იყვნენ აღმოსავლელი
ღმერთები ადგილობრივ სამოსელში. მოჰქონდათ დაფა, რომელზეც ეწერა:
„ხომალდები სპილენძის საბრძოლო ნიღრით წამოყვანილია რვაასი; ქალაქები
დაარსებულია: კაპადოკიაში რვა, კილიკიასა და კელესირიაში ოცი; დამარცხებული
არიან სომხეთის მეფე ტიგრანი, არტაგ იბერიელი, ორიოსე ალბანელი, მიდიის მეფე
დარიოსი, ნაბატეიის მეფე არეთა, ანტიოქე კომაგენელი“.
ტრიუმფი ორ დღეს გაგრძელდა. მესამე დღეს პომპეუსის ბრძანებით ტყვეთაგან
მხოლოდ ორი დასაჯეს სიკვდილით _ სომეხი უფლისწული ტიგრანი და იუდეის მეფე
არისტობულე. დანარჩენი ტყვეები, მცირეოდენი დროის შემდგომ, გაათავისუფლეს და
სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს.
არავინ იცის, დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში იბერიელი უფლისწულები.
კეისრულ-პონტოური
პომპეუსი თავისი ძლევამოსილებისა და აღზევების მწვერვალზე იდგა, მაგრამ
არც მას შერჩა ბოლომდე უთვალავ ადამიანთა სისხლი. პოლიტიკურ ასპარეზზე
გამოდის გაიუს იულიუს კეისარი. უდიდესი გენია ძველი სამყაროისა.

კეისარმა
დაიპყრო მთელი ცენტრალური ევროპა, გალია (საფრანგეთი), გერმანია და ბრიტანია.
მერე რომს დაბრუნდა და ერთის დაკვრით დალეწა პომპეუსის „პრინციპატი“ _
პირველკაცობა; რომიდან გააქცია, საბერძნეთში გაანადგურა და ეგვიპტეში სავსებით
დაასამარა. აქვე კეისარმა ლეგენდადქცეულ ცხელსხეულიან კლეოპატრასთან
ტრფიალებაში გადაწყვიტა უძველესი და უბრწყინვალესი ეგვიპტის ბედი. ეგვიპტის
ტახტ-გვირგვინი პტოლემაიოს XII-ს წაართვა და კლეოპატრას აჩუქა უტკბილესი
ალერსისათვის.
და უცებ კეისარსაც დასჭირდა მახვილის წარმართვა აღმოსავლეთისაკენ.
თხუთმეტი წელი გასულიყო მითრიდატე დიდის დაღუპვიდან და
აღმოსავლეთში ისევ წამოშლილიყვნენ პონტოელ გმირთა აჩრდილები.
ბოსფორის მმართველი ფარნაკე, რომელმაც პირადი პატივმოყვარეობისათვის
მშობელი მამა საფლავის კარამდე მიიყვანა, უკმაყოფილო დარჩენილა, რადგან
პომპეუსმა მას სამმართველოდ მხოლოდ ბოსფორი მისცა, ხოლო პონტო რომის
პროვინციად გამოაცხადა. ფარნაკე უცდიდა დროს, სამაგიერო მიეზღო რომაელთა
უმადურობისათვის. ასეთ ხელსაყრელ დროდ მან მიიჩნია პომპეუსსა და კეისარს შორის
ატეხილი ომები.
ფარნაკე ჯერ თავს დაესხა და აიღო ფანაგორია, რომელსაც რომაელებისაგან
ავტონომია ჰქონდა მინიჭებული. მალე ამის შემდეგ იგი ძლიერი არმიითა და ფლოტით
მიადგა პონტოს და თავისი მამის სამემკვიდრეო სამეფოს სრული დამოუკიდებლობა
გამოაცხადა.
მაშინ მესხეთის მიწაზე უბრწყინვალესი საღვთო ქალაქი იყო ლევკოთეა,
უმდიდრესი და უმშვენიერესი ტაძრით. ფარნაკე მესხეთში შეიჭრა, ლევკოთეა გაძარცვა
და დიდძალი სიმდიდრით დატვირთული დაბრუნდა პონტოში.
იბერიის მაშინდელმა ხელმწიფემ, მეშვიდე ფარნავაზიანმა, ბარტომმა (ანუ
ფარნავაზ მეორემ) ხელი ვერ შეუშალა მესხეთის აოხრებას.
43
სანამ კეისარი პომპეუსს ეგვიპტისაკენ მიერეკებოდა, მერე ეგვიპტის საქმეებსაც
„აწესრიგებდა“, ფარნაკემ ხელთ იგდო მცირე სომხეთიც და კაპადოკიაც.

ამან გამოიწვია
ომი აზიაში მდგარ რომაულ ლეგიონებთან, რომელთაც სათავეში ედგა გამოცდილი
სარდალი დომიციუს კალვინუსი.
ბრძოლა რომაელებსა და პონტოელებს შორის მოხდა ნიკოპოლისთან, სადაც
თვრამეტი წლის წინ მითრიდატე ევპატორმა რომაელებთან უკანასკნელი საბედისწერო
ბრძოლა გადაიხადა. ამჯერად პონტოელებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს. დომიციუსის
ოთხი ლეგიონიდან სამი სავსებით გაიჟლიტა, დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს.
ფარნაკემ თითქოს განიმტკიცა პონტოს ტახტი. მას მამისეული სიმამაცე არ
აკლდა, მაგრამ ჭკუითა და შორსმხედველობით სრულებითაც არ ჰგავდა მითრიდატეს.
იგი ასეთი გამარჯვების შემდგომ სრულ უდარდელობას მიეცა. არ ფიქრობდა, რომ
რომაელები არაფერს დაზოგავდნენ, თავბედი ეწყევლინებინათ გუშინდელი

მარცხისა
და შერცხვენისათვის. არ ფიქრობდა, რომ საჭირო იყო მზადება რომაელთა სარევანშო
გამოსვლის უვნებელსაყოფად, ამის ნაცვლად ის ყოყოჩობდა და იკვეხნიდა, მამის
მემკვიდრეობა დავიბრუნე და მამაჩემზე უფრო ძლიერი და სახელმოხვეჭილი
ხელმწიფე შევიქენიო. გასაოცარ სისასტიკესა და მესისხლეობას იჩენდა.

სისასტიკის ამ
საუკუნეში ყველა გაოცებული იყო მისი განუზომელი გულქვაობით. ფარნაკე
განსაკუთრებით ვერ იტანდა ლამაზ მამაკაცებს და მათი წამება-დამცირებით უდიდეს
სიამოვნებას განიცდიდა.
კეისარმა ის იყო ეგვიპტის გართულებული საქმენი განასრულა, რომ შეიტყო
ფარნაკეს გამოსვლა აზიაში. იგი ჩვეული სისწრაფით, მხოლოდ ერთი ლეგიონის
თანხლებით, პონტოში გაჩნდა. აქ მან მიიღო კიდევ სამი ლეგიონი აზიელ
მმართველთაგან.
ფარნაკემ კეისართან დაზავება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მაინც მხნედ
შეხვდა მტერს მითრიდატეს ძე. ოცდაორი ბრძოლა მომიგია და ეს ერთი კეისარი რა
იქნება, რომ ისიც არ გავაცამტვეროო, იკვეხნიდა იგი.
ბრძოლა მოხდა 47 წლის 2 აგვისტოს, შეტევა პონტოელებმა დაიწყეს.
კეისარი ცხენს მოახტა და შესძახა:
„ნუთუ ეს ბოროტი მკვლელი მამისა დაუყოვნებლივ არ უნდა დაისაჯოს?“
ეს სთქვა, ნიშანი მისცა და რომაული ლეგიონები ზვავივით ეძგერნენ
მოწინააღმდეგეს. ორივე მხარე დიდის თავგანწირვითა და მხნეობით იბრძოდა. ბოლოს,
ხუთი საათის სისხლისღვრის შემდგომ, კეისარმა გასტეხა მტერი.

ფარნაკეს არმია
განადგურდა, თვითონ მეფემ ძლივს გაასწრო ბრძოლის

ველიდან.
პონტო მიატოვა და ბოსფორს დაბრუნდა, მაგრამ იქ მისგანვე დატოვებულმა
ასანდრემ უარი უთხრა ტახტის დაბრუნებაზე.
ბრძოლაც შედგა.
ფარნაკე ბრძოლაში დაეცა.
უთვალავ ბრძოლებში ნაწრთობი კეისარი კი, ფარნაკეს განადგურებითა და
პონტოს ხელახალი დამორჩილებით აღტაცებული იყო; განსაკუთრებით იმის გამო, რომ
მან ასე ერთბაშად და „ერთი შებერვით“ დაიმორჩილა რომაელთათვის მუდამ
შიშისმომგვრელი პონტო. სწორედ ასეთი მოულოდნელობის, სისწრაფისა და აღტაცების
გამომხატველი იყო ის სამი სიტყვა, რომელიც კეისარმა სწორედ ფარნაკეს
დამარცხებასთან დაკავშირებით მისწერა რომს:
„ვენი, ვიდი, ვიცი“ (მიველ, ვნახე, დავამარცხე).
კეისარმა პონტო ისევ რომის პროვინციად გამოაცხადა და იტალიაში დაბრუნდა.
პონტოს ცის თაღზე სამუდამოდ ჩამობნელდა...

გვერდი 1  გვერდი 2  გვერდი 3  გვერდი 4   გვერდი 5   გვერდი 6   გვერდი 7  გვერდი  8