EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ოვულაციის დღეების განსაზღვრა ბაზალური ტემპერატურის გრაფიკით »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-26 16:55:00

ოვულაციის დღეების განსაზღვრა ბაზალური ტემპერატურის გრაფიკით
ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი შეიძლება საუკეთესო დამხმარე გახდეს ქალისთვის, რომელიც ორსულობას გეგმავს. ეს არის ერთ-ერთი საშუალება რომ ქალმა გაიგოს საკუთარი ოვულაციის შესახებ, შესაბამისად, გაიგოს ჩასახვისთვის ყველაზე სასურველი დღეები და ამით აამაღლოს ორსულობის შანსები. ზუსტად ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოსვლა საშვილოსნოს ყელში) პერიოდშია შესაძლებელი განაყოფიერება 

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს სწორი ნაწლავიდან. თერმომეტრი შეყვანილი უნდა იქნას სწორ ნაწლავში 2-3 სანტიმეტრის სიღრმეში, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შედეგი შეტანილი უნდა იქნას გრაფიკში. ტემპერატურის
 
გაზომვა უნდა დაიწყოთ ციკლის პირველივე დღიდან, დილაობით - თითქმის ერთიდაიგივე დროს, სანამ ლოგინიდან ადგებით. ბაზალური ტემპერატურის გაზომვამდე თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან ამ სხვა სახის ინტიმური ურთიერთობებისგან,
ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი

გრაფიკი ორი შკალისგან შედგება. ზედა შკალით გამოისახება სხეულის ტემპერატურა, ხოლო მარჯვნივ მყოფი შკალით - მენსტრუაციული ციკლის დღეები. გრაფიკი უნდა აწარმოოთ ზუსტად მენსტრუაციული ციკლის დღეების მიხედვით და არა კალენდარული დღეების მიხედვით. ტემპერატურის გაზომვის შემდეგ მონაცემები უნდა შეიყვანოთ გრაფიკში, ამისთვის უნდა იპოვოთ გადაკვეთა ციკლის დღესა შესაბამის ტემპერატურას შორის. გადაკვეთის ადგილას დასვავთ წერტილს. ორი მეზობელი წერტილი შეერთდება ხაზით, რათა მივიღოთ გრაფიკი და უფრო თვალსაჩინო გახდეს ტემპერატურის ცვლილების დინამიკა. 

გრაფიკი ოვულაციის პერიოდში

ოვულაცია - მთავარია, რასაც გრაფიკზე ვეძებთ. თუ თქვენს გრაფიკს დახედავთ, აღმოაჩენთ ტემპერატურის მცირედ ცვლილებას. ოვულაციის წინ შეიძლება შეატყოთ, რომ სხეულის ტემპერატურა მცირედით დაბლა იწევს. ოვულაციის დღეს სხეულის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება საშუალოდ 0,2 – 0,6 გრადუსით (ჩვეულებრივ  37.4-37,6 გრადუსამდე). ოვულაციის შემდეგ გაზრდილი ტემპერატურა გარკვეული დროის განმავლობაში ნარჩუნდება - თითქმის მენსტრუაციამდე და ამის შემდეგ თანდათანობით იკლებს
თუ ოვულაცია არ მოხდა - გრაფიკზე ადგილი არ ექნება ტემპერატურის მკვეთრ მატებას.
უკეთესია თუ ბაზალური ტემპერატურის გრაფიკს გინეკოლოგს აჩვენებთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალს უჭირს ზუსტი დასკვნის გამოტანა, ხოლო ოვულაციამ შეიძლება ტემპერატურის გაცილებით მცირე მატება გამოიწვიოს, ამ ყველაფერს ზუსტად სწორედ სპეციალისტი განსაზღვრავს.