EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პლაცებოს ეფექტი »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: lela5
თარიღი: 2014-08-21 20:56:33
პლაცებოს ეფექტი
პლაცებოს ეფექტი წარმოადგენს მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც გულისხმობს ინერტული შაქრის კაფსულის მიღებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პაციენტი გამოჯანმრთელდება, მიუხედავად ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. სანაცვლოდ, მისი საშუალებით ამა თუ იმ დაავადების ეფექტური მკურნალობა პაციენტის რწმენას ემყარება, რაც თავის მხრივ, ამა თუ იმ კონკრეტული დაავადებისგან განკურნების მედიატორია. პლაცებოს ეფექტით მკურნალობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იქნა გამოყენებული. თუმცა, მხოლოდ ბოლო წლებში იქნა სააშკარაოზე გამოტანილი ნეირომეცნირებაში, და თუ რა ცვლილებებს განიცდის ადამიანის ტვინი პლაცებოს კაპსულების გამოყენებისას.
ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მაგალითი პლაცებოს ეფექტურობისა გამოვლინდა იმ პაციენტებზე დაკვირვევებების წარმოებისას, რომელნიც დაავადებულნი იყვნენ მუხლის მწვავე ართრიტის პათოლოგიებით. იმის მცდელობით, რომ დადგენილიყო მუხლზე ჩასატარებელი თუ რომელი ქირურგიული ოპერაცია იქნებოდა ყველაზე უფრო ეფექტური, პროფესორმა ბრუს მესელეიმ, ამერიკელმა ქირურგმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექპერიმენტი, რომელიც მოიცავდა პაციენტების სამ ჯგუფს. პირველ ჯგუფში, ქირურგიული ოპერაცია გულისხმობდა დაზიანებული ხრტილიდან თხელი ფენის მოშორებას; მეორე ჯგუფში, ექიმმა ქირურგიული ჩარევით მუხლის სახსარიდან სითხე გამოდევნა დაზიანებული ქსოვილების მოსაშორებლად. მესამე ჯგუფში, მან ქირურგიული ოპერაციის იმიტირებით პაციენტებს ანესთეზია გაუკეთა სხვა საჭირო ოპერაციებით. თუმცა არანაირი ფაქტიური ქირურგიული ოპერაცია მუხლზე არ ჩატარებულა. შედეგი იყო გასაოცარი, მაშინ როცა სამივე ჯგუფის პაციენტების მუხლის ტკივილი შეუმცირდათ. შეიძლება ითვას რომ, ადგილი ჰქონდა ერთსახოვან ეფექტს, რაც ემყარებოდა პაციენტების რწმენას იმისას, თუ რამდენად ერთმნიშვნელოვნად ეფექტური იყო მათთვის მუხლზე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა.
კვლევა პლაცებოს ეფექტის წარმოებისა განხორციელდა სხვა დაავადებებზე, მათ შორის როგორიცაა ასთმა, პარკინსონის დაავადება, ტკივილი და დეპრესია. ფართო განხილვის საგანი იყო დეპრესია. მხოლოდ შტატები 9.6 მილიარდი ღირებულების სამრეწველო წარმოების ანტიდეპრესანტულ მედიკამენტებს აწარმოებს, არ წარმოადგენს ისეთ ეფექტურ ანტიდეპრესანტს ვიდრე პლაცებო. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კონექტიკუტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჩაატარა ცდა 6 მთავარ ანტიდეპრესანტზე და დაასკვნა რომ, დაახლოებით 80 პროცენტი ანტიდეპრესანტების ღირებულებისა განპირობებული იყო პლაცებოს ეფექტით.
ნეირომეცნიერებს გააჩნიათ ტექნოლოგია იმისათვის რომ განსაზღვრონ ტვინზე მექანიკური ზემოქმედებით პლაცებოს ეფექტის მნიშვნელობა. ტკივილის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მეცნიერებმა დაადგინეს რომ, პლაცებოს როგორც ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ სხეულის საკუთარი ტკივილის შემსუბუქების ცენტრალური ნერვი თუ ენდოგენური ოპოიდური სისტემა გამოყოფს ტვინის ქიმიკალებს, რომელიც ამცირებს ტკივილს. პარკინსონის კვლევასთან დაკავშირებით, რომელშიც დოპამინური დეფიციტი წარმოადგენს მთავარ ფაქტორს, პაციენტები პლაცებოს ტაბლეტის მიღების შემდეგ გამოიმუშავებენ დოპამინს.
ნეირომეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას რომ, ადამიანის სხეულს გააჩნია თვითგანკურნების უნარი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნას სავარაუდო სამედიცინო პრევენციული ზომების მიღებისას.