EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 7 ექსპერიმენტი რამაც დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ რომ ჩვენ საკუთარ თავზე ძალიან ცოტა რამ ვიცით »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-10-21 23:34:32

ჩვენ ხანდახან გვეჩვენება, რომ საკუთარ ხასიათზე ყველაფერი ვიცით  და რომ ზუსტად შეგვიძლია გამოვიცნოთ ნებისმიერი ჩვენი ქმედების რეაქცია. სინამდვილეში სხვადასხვა ექსპერიმენტები ამტკიცებენ , რომ თქვენი ფსიქიკა უფრო რთულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

Evpatori.ge -  შეაგროვა 7 მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ბუნება ბევრად უფრო ძლიერია აღზრდაზე, რომ ადამიანებში იმაზე მეტია დაფარული ვიდრე ჩვენ გვგონია.

1. ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვუბიძგოთ საკუთარ თავს ბევრი რამისკენ


2000  წელს მხატვარმა მარკო ევარისტმა ჩაატარა ჩვენება. მნახველებმა დაინახეს ათი ბლენდერი, თითოეულ მათგანში იყო ოქროს თევზი. ნებისმიერ მაყურებელს შეეძლო გაენადგურებინა ისინი ღილაკზე თითის დაჭრით,

ერთი საათის შემდეგ ერთ-ერთი სტუმარი ასეც მოიქცა.. იმავე წამს ელექტროობა გამორთეს, ადგილზე მივიდა პოლიცია .  გალერიის დირექტორს ბრალი დასდეს ცხოველების მიმართ მკაცრ დამოკიდებულებაზე და გაშტრაფეს.

 

 

2. ჩვენ «ვუსწრებთ» რეალობას ჩვენი წარმოსახვით

1993 წელს  ოჰაიოს მეცნიერებმა რამოდენიმე ქალს წაუსვა გრიმი რომელიც გამოსახავდა სახეზე დიდ საზიზღარ შრამს. მათ ჩაახედეს სარკეში და უთხრეს რომ ასეთი სახით უნდა შეხვედროდნენ უცხო ადამიანებს ამის შემდეგ სახეზე წაუსვეს დამცავი კრემი (როგორც მათ უთხრეს), მაგრამ სინამდვილეში მათ შრამი მოაცილეს ისე რომ ექსპერიმენტის მონაწილეები ამის შესახებ არ გააფრთხილეს.

.შეხვედრის შემდეგ ქალების უმეტესობა ყვებოდა  რომ ისინი შეიქმნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი სხვადასხვა ფორმებით. ასევე მათ შეძლეს ზუსტად აეხსნათ რა სიტყვა და ჟესტიკულაცია გამოიყენა მოსაუბრემ  რომ მათთვის შეურაცხოფა მიეყენებინათ, თუმცაღა არც ერთ მათგანს სახეზე არც ერთი შრამი და ნაწიბური არ ჰქონიათ (შრამი მოცილებული ჰქონდათ მანამდე). უბრალოდ ცოდნა იმის შესახებ რომ ისინი არ გამოიყურებოდნენ როგორც სრულფასოვანი ადამიანები ყოველივე ამან აგრძნობინა მათ თავი დისკრიმინაციის (უფლება შელახულ) მსხვერპლად.

 

3. ჩვენ თითქმის ვერ ვამჩნევთ თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ

ამ ექსპერიმენტში მსახიობი უახლოვდება ფეხით მოსიარულეს, რათა მან მიასწავლოს გზა.  ვიდრე გამვლელი უხსნიდა, მოსაუბრეებს შორის გადიოდნენ მუშები, რომელთაც მიჰქონდათ კარები რომელთც გაიარეს მსახიობსა და მოსაუბრეს შუაში და მსახიობი სხვა მსახიობით ჩაანაცვლეს. მეორე მსახიობი ძალიან განსვავდებოდა პირველისგან: სიმაღლით, ჩაცმულობით, ვარცხნილობით, ხმით და მიუხედავად ამისა ხალხის უმეტესობა ვერ მიხვდა ცვლილებას. ეს არის «სიბრმავე ცვლილებასთან მიმართებაში» ეს ყველაფერი გვიჩვენებს როგორი არჩევადია ჩვენი აღქმა. არ გჯერათ? გამოსცადეთ საკუთარი თვი - აქ ორი ფოტოსურათია, მათ შორის არის ერთი განსხვავება. შეეცადეთ იპოვოთ და როგორც კი იპოვით განსხვავებას მისი არ დანახვა იქნება შეუძლებელი.

 

4. ნების ძალა პირდაპირ აისახება ჩვენს წარმატებაზე

ექსპერიმენტი პირველად 40 წლის წინათ ჩაატარეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლამდელები რომლებმაც შესძლეს ლოდინი ცოტა მეტი (ანუ სკოლაში არ წავიდნენ მაგალითად 6 წლის ასაკში) უფრო ნაკლებად ექმნებოდათ პრობლემა ქცევაში, ნარკოტიკებში და ზედმეტ წონაში მაღალ კლასებში. ეხლა მეცნიერებმა გააგრძელეს გამოკვლევები დიდების ჯგუფში რომლებიც ეხლა 40 წლის არიან. მათ აჩვენებდნენ გამოსახულებას კომპიუტერის ეკრანზე იმავე მიმართულებით მათ უნდა შეესრულებინათ გარკვეული დავალება.  მათ ვინც გამოავლინა არასაკმარისი მოქმედების ნებისყოფა ბავშვობაში, დიდობაშიც ცუდად გაართვეს თავი დავალებას, გამომდინარე იქიდან რომ ყურადღება სურათებზე გადაჰქონდათ. მეცნიერები ხაზს უსვამენ ერთ რამეს, კერძოდ არასაკმარისი ნებისყოფის ძალა არ ნიშნავს განუვითარებელ ინტელექტს  და ზოგიერთ შემთხვევაში სიამოვნებაზე უარის თქმა შეიძლება არასწორი არჩევანი იყოს. «რადგან სწორედ ის ხალხი რომლებიც მიჰყვებიან თავიანთ ემოციურ იმპულსებს,  ხდებიან უდიდესი მოგზაურები ანდა მეწარმეები», - წერს სტატიის ავტორი მაია სალავიცი.

 

5. ჩვენში დამალულია უფრო მეტი აგრესიულობა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ

სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფი მოაწყვეს როგორც ციხე და მოიწვიეს ექსპერიმენტისთვის მოხალისე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.  მოხალისე სტუდენტების უმეტესობა გაყვეს ორ ჯგუფად,   12 ადამიანი თითოში - ზედამხედველებად და პატიმრებად. იქამდე მათ გაატარეს ფსიქოლოგიური ტესტი ფსიქიკურ გაწონასწორებაზე და  ჯანმრთელობაზე.

 

ყველა მონაწილე ორივე ჯგუფიდან იღებდა ერთსა და იმავე თანხას. ექსპერიმენტი უნდა გაგრძელებულიყო 4 კვირა. პატიმრები ატარებდნენ ციხის ტანსაცმელს და ჰქონდათ საკუთარი ოთახები. მათ ჩამოართვეს საკუთარი სახელები და მიანიჭეს ნომრები. მცველებს ჩააცვეს ნამდვილი ფორმები, ზედამხედველებს მისცეს ხელჯოხები და სათვალეები, რათ თვალები დაფარული ჰქონოდათ. მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი: მოეხდინათ დაკვირვება „ტუსაღებზე“ და არავითარ შემთხვევაში არ გამოეენებინათ ძალა.
 

მეორე დღეს პატიმრები აბუნტნენ.  რომ ჩაეხშოთ მათი ბუნტი ზედამხედველებმა გამოიყენეს ხანძრის ჩამქრობი. მალე მცველები უკვე აიძულებდნენ თავიანთ პატიმრებს ცივ ბეტონზე შიშველ ძილს, ხოლო დუშსა და ტვალეტის მოხმარება მათ პრივილეგია გახადეს.

სადისტური მიდრეკილებები გამოამჟღავნა ყოველმა მესამე დაცვის წევრმა - ისინი ღიად დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ პატიმრებს. ერთ ერთმა მონაწილემ (პატიმარმა) შიმშილობა გამოაცხადა და ის იმწამსვე მოათვსეს კარადაში.

სხვა ტუსაღებს შესთავაზეს ან უარი ეთქვათ გადასაფარებელზე ერთი ღამით ან დაეტოვებინათ ბუნტისთვი „ადინოჩკაში“  მთელი ღამით. ადინოჩკაში დატოვებაზე დათანხმდა მხოლოდ ერთი ადამიანი.

ექსპერიმენტი დასრულდა ერთ კვირაში ნაცვლად 4 კვირისა. დაცვის უმეტესობა ნანობდა ექსპერიმენტალური ციხის ნაადრევ დახურვას.
 

6. ავტორიტეტი ჩვენთვის მორალურ ნორმებზე მაღლა დგას

რამდენი ტანჯვა უნდა მიანიჭონ ჩვეულებრივმა ადამიანებმა ერთმანეთს , თუკი ეს შედის მათ საქმიან აუცილებლობაში? იელის უნივერსიტეტის ექსპერიმენტში „მოსწავლეს“ უნდა შეესრულებინა დავალება, „მასწავლებელს“ -   შეემოწმებინა და დაესაჯა თითოეული შეცდომისთვის ელექტრო ტოკით. თავისთავად მოსწავლე იყო მსახიობი და მხოლოდ ქმნიდა სახეს თითქოს დაიტოკა. J

„მასწავლებელი“ გადიოდა სხვა ოთახში სადაც იდგა გენერატორი ჩამრთველებით, სადაც იყო ძაბვა მასწავლებელს მოსწავლის თითოეულ შეცდომაზე უნდა დაეწყო 15 ვოლტი ძაბვით და ასულიყო 450 ვოლტამდე. როცა საქმე მიდიოდა ყველაზე ძლიერი ძაბვის გაშვებაზე სხეულში „მასწავლებელი“ მასწავლებელი აგრძელებდა 450 ვოლტის გამოყენებას. თუკი „მასწავლებელს“ ეჭვი იპყრობდა, ექსპერიმენტატორს მოჰყავდა ძლიერი არგუმენტები რომ ეს აუცილებელია ექსპერიმენტისთვისო. გარდა ამისა“ მასწავლებელი“ დაარწმუნეს , რომ „მოსწავლე“ არ მიიღებდა სერიოზულ დაზიანებას.

შედეგმა აჩვენა, რომ „მასწავლებლების“ უმეტესობა (26 – 40 იდან)  მორჩილად აგრძელებდა მაქსიმუმი ძაბვის გამოყენებას (450 ვოლტი) იქამდე, სანამ ექსპერიმენტატორმა შეჩერების განკარგულება არ გასცა.

ამან აჩვენა უფროსების სრული მზადყოფნა რომლებიც მზად იყვნენ ბევრ რამეზე წასულიყვნენ, თუკი ავტორიტეტი მათ მიუთითებდა.

 

(მაგრამ მეორე კუთხით რომ შევხედოთ ამაში თუკი მათ ფულს უხდიდნენ? თქვენ როგორ მოიქცეოდით?).

 

7. ჩვენი რწმენა ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში

არტურ ელისონი, ელექტროტექნიკის პროფესორი, ხუმრობის მოყვარული, გადაწყვიტა დაესრულებინა ლექცია თამაშით. მან თხოვა მოხალისეთა ჯგუფს (ზოგიერთი მათგანი - მისი კოლეგები არიან) ყურადღება გაემახვილებინათ მაგიდაზე მდგარ რკინის საყვავილეზე. მათ უნდა ეყურებინათ და აზრის ძალით ეიძულებინათ ვაზა ეფრინა. მათ ეს გააკეთეს ვაზა აფრინდა მაგიდის ზემოთ. ელისონს არ გაკვირვებია - ის ეხმარებოდა ვაზას ეფრინა მაგნიტით ელექტრო მაგნიტის დახმარებით.

შემდეგ აზრი ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიყო: ერთ -ერთმა მონაწილემ თქვა, რომ დაინახა რაღაც ნაცრისფერი სუბსტანცია, რომელიც ეხმარებოდა ვაზას ლევიტირებაში (ფრენაში). მეორე მონაწილე ამტკიცებდა, რომ არაფერი არ მომხდარა, და ვაზა არ გაქანებულა ადგილიდან.

ორივემ გადააკეთა რეალობა საკუთარი რწმენის დასამტკიცებლად და შეცდნენ..