EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-10-22 13:12:25
გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ
რაულ მამალაძე
გრაალი, ხე
შემეცნებისა …
(დიდი იბერიის ფესვებთან)
თბილისი 2008
ავტორი : აკადემიკოსი რაულ მამალაძე,
გრაალი ხე შემეცნებისა …
(დიდი იბერიის ფესვებთან)
პირველი გამოცემა, თბილისი 2008
რედაქტორი ოთარ კიკილაშვილი
კორექტორი გელა ბერძენიშვილი
მხათვარი ლიკა სარიშვილი
სტილისტი ალიკო ცინცაძე
© რაულ მამალაძე
ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის აკვანი იბერიული რასსის (მოდგმის) წიაღში დაირწა. იბერიული სულიერ–კულტურული მონაპოვრები საფუძვლად დაედო მას შემდეგ, მის ნაკვალევზე მოსულ ცივილიზაციებს. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ გენეტიკურ ნათესავთაგან გამორჩეულად, დიდი იბერიის პირდაპირი მემკვიდრე ქართველი ხალხია. მისი ენა, ანბანი, ტრადიცია უძველეს დროში დანთებული იმ დიდი კოცონის ალითაა გამთბარი… და მინავლებული ნაღვერდლის გაღვივებას ჟამს ელოდება. თქვენ წარმოიდგინეთ და იბერიული რასსის (მოდგმის) დეკადანსის დადგომისას, ამგვარი, „განპირობებული მომავლის“ სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს.
წიგნში დადასტურებულია ქართული მსოფლშემეცნებითი სამყაროს უმთავრეს, საკვანძო სიტყვების მიღმა რიცხვული, დაფარული კვალის არსებობა. ქართულთან მიმართებაში უარყოფილია სიტყვის ბუნებრივად, ხმების მიბაძვით წარმოქმნის თეორია. მინიშნებულია ციფრული კოდის უმთავრესი თეოსოფიური ღირებულებები და დამტკიცებულია, რომ სიტყვის აზრობრივი მნიშვნელობა, მისი მასინთეზირებელი ასო–ნიშნების სემანტიკისა და მათში ჩადებული, დაფარული მათემატიკური ლოგიკის არსზეა დაფუძნებული; წარმოდგენილია სემანტიურად გახსნილი იბერიული მორფემული მატრიცის ფრაგმენტი და მოსინჯულია ნიადაგი იმის შესამოწმებლად, რომ იგი თავის ღირებულებას სხვა ძირძველი ენების სივრცეშიც ინარჩუნებს ანუ ამჟღავნებს ფუძე–ენის თვისებას; მოტანილია „სიტყვადწარმოქმნის“ ერთიანი მექანიზმის არსებობის ნიშნები.
მოხსნილია იოანე–ზოსიმეს წერილის _ „ქებაÁ და დიდებაÁ ქართულისა ენისაÁ“ _ 94 და 4000 წელთან დაკავშირებული და დღემდე გაუხსნელი შიფრი. გახსნილია ლაზარეს აღდგინების ანბანური საიდუმლო.
ანბანსა და ენაში ამოკითხულია იბერიული პირამიდის რიცხვული ჰიპოსტასი. გახსნილია მასში ადამიანის სულის მოძრაობის ანთროპოსოფიური სურათი.
ქრისტეს ხორციელად მოსვლამდე ათასეული წლებით ადრე შექმნილ ანბანსა და ენაში ამოკითხულია მისი მოსვლის პროგრამა, ქრისტეს გზა, ღვთისმშობლის პირველსახე, ძველი აღთქმიდან „დაბადების“ სტრუქტურული სურათი და ა.შ.. რიცხვულ სისტემაზე დაყრდნობით, ამოკითხულია სახარების ფრაგმენტებში ჩადებული ფარული, თეოსოფიური ინფორმაცია.
გაანალიზებულია, იბერიული მსოფლშემეცნებითი სამყაროს უმთავრესი სტრუქტურები. აღწერილია მთვარის, მზის ასტრონომიული გზები, ახსნილია ადამიანის ანატომიური აგებულების სახელწოდებათა დარქმევის მექანიზმი და დადასტურებულია იბერიული სამყაროს მიერ მათი ზედმიწევნითი ცოდნა.
მიგნებულია მათემატიკური აზროვნების იბერიული სათავეები; ანბანისა და ენის სტრუქტურათა ანალიზით გახსნილია გეომეტრიული, თვლის სისტემის, სინტაქსის და დროის აღრიცხვის სისტემათა მექანიზმები და სხვა მრავალი.
წარმოდგენილი სამეცნიერო ინფორმაციის მიუხედავად, წიგნი ფართო მკითხველზეა გათვლილი და მოყვანილ მათემატიკურ არსში გარკვევა წინასწარ მათემატიკურ მომზადებას არ საჭიროებს. წიგნის სტილი ისეა შერჩეული, რომ რიცხვულ–ასოითი ინფორმაცია ადვილად მისაღები გახდეს მკითხველისთვის.
განხილული და გადაწყვეტილი საკითხების ფონზე, ავტორები სამეცნიერო საზოგადოების წინაშე სვამენ იბერიული რასსის (მოდგმის), იბერიული ცივილიზაციების წარმოშობის, მისი სულიერ–კულტურული მონაპოვრებისა და ისტორიის ახლებურად გააზრების საკითხს.
გრაალი ქართულ ანბანში
დამწერლობა ერის სავიზიტო ბარათია, რომელიც ეროვნული გონის ყველა შიგა და გარეგნულ მახასიათებელს მოიცავს. ქართული ენის სამი დამწერლობა ჩვენი ეროვნულობის გენეტიკური კოდია, მასშია განფენილი ქართული, ეროვნული მსოფლშემეცნებითი სამყარო. მისი სახელი „დედა–ენა“, არა მხოლოდ ენისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გვიჩვენებს, არამედ მის მიმართებასაც სხვა ენებთან… ეზოთე–რულ აზროვნებაში მშობელი, დედა ცოდნის, ინფორმაციის მიღების იდენტია; მშობელი გენეტიკურად და ხორციელად საწყისი ინფორმაციული უზრუნველყოფაა, წყაროსთვალია სიკეთისა და სიცოცხლის… მაშინ „დედა ენაში“ ღვთისმშობლის ჰიპოსტასი16 უნდა ვიხილოთ. უკვე „დედა–ენის“ სახელწოდებაში დევს არის გასა–ღები… მისი სხვა ენათა მიმართ დედობა…
ანბანი რელიგიისა და ენის, ეროვნულობისა და ერის მენტალობის, ტრადიციებისა და მომავლის ჭვრეტის შერწყმა, თავმოყრაა. იგი პრეისტორიული წარმონაქმნი და ერის ცხოვრების თანამგზავრია. ისევე როგორც ენა, ანბანი თავდეპირველ, საწყისთან ერთად ინახავს ჭეშმარიტ ინფორმაციას ერის განზოგადებული თვალთახედვის, შემეცნების, სამყაროს აღქმის, სტრუქტურულ ერთეულთა ურთიერთმიმართების თაობაზე. ლაზარეს მისტერიალური არსებობა (მისი აღდგომის 4000 წელი), ქართულ ანბანში გამონაკლისი არაა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძირითადი სტრუქტურული ერთეული, რასაც სამყაროს აღწერაში ანბანი ეყრდნობა, გზაა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და თითოეული გზა ალეგორიულად აღწერს, მისი გავლისას წინშემხვედრ ფათერაკსა თუ თავგადასავალს. ამგვარად მიიღწევა ქართულ ანბანში სამყაროს მსოფლშემეცნებითი აღწერა. დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებად შეიძლება ჩაითვალოს გზაზე შემხვედრი, განზოგადებისა და თვისობრიობის მატარებელი სტრუქტურები, მაგალითად, კუ, ხე, ბუ, სახლი და ა.შ.
როცა ასეთ მნიშვნელოვან მომენტზე ვსაუბრობთ, როგორიც ანბანისთვის სამყაროს აღწერის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, უნდა ისიც ითქვას, რომ ამა თუ იმ გზის არსებობის თაობაზე დაშვებული ეზოთერული ჰიპოთეზა, მრავალმხრივ შემოწმებას უნდა გადიოლდეს სემანტიური, რიცხვული არსის, ლოგიკური თანმიმდევრობისა და ა.შ. სურათ–ხატების თვალსაზრისითაც კი. მხოლოდ ამ კომპლექსური შემოწმების საერთო შედეგმა უნდა განაპირობოს, მისი მიღებისა თუ უარყოფის თაობაზე, საბოლოო დასკვნა. წიგნში აღმოაჩენთ, რომ ანბანის სტრუქტურული აგებულების შესახებ ამ თეორიულ მიგნებას სერიოზული, ფაქტობრივი საფუძველი აქვს. ქართულ ანბანურ გზებს შორეულ და იდუმალებით სავსე, რაღაცით მაინც ნაცნობ და ახლობელ, ჩვენი წინაპრების საუფლოსკენ მივყავართ.
ქართული ანბანი განსაკუთრებული ფენომენია. ამაზე ჩვენ, ამ წიგნის ყველა აბზაცში ვისაუბრებთ. ანბანის ასო-ნიშანი ანბანურ ჯგუფში ბგერაააას შეესაბამება. ამავე დროს მწკრივში თანმიმდევრობის ადექვატურად ასო-ნიშანი რიცხვს გამოხატავს. მაგალითად, “ა” რიგში პირველია და რიცხვ მნიშვნელობითაც 1-ია; “კ” რიგში მე-11-ეა და რიცხვ-მნიშვნელობითაც 20-ია, “ც” რიგით 29-ეა და რიცხვ-მნიშვნელობით 2000 და ა.შ. ასო-ნიშნებს თავიანთი სახელდება აქვთ, მაგალითად, “ა” – “ან”-ია (“ან”-ი ჰქვია), “ბ” – “ბან”-ი, “დ” – “დონ”-ი და ა.შ.
ქართული ანბანური დამწერლობის რიგი თვლის ათობით სისტემაშია. ასო-ნიშანთა რაოდენობრივი მნიშვნელობების სიმრავლე (ე.წ. რიცხვ-ნიშანი), “ა”-დან “თ”-მდე ციფრებს იძლევა; “ი”-დან “ჟ”-მდე ათეულებს და ა.შ. ასეთი დალაგება, სულ ცოტა, ანბანისა და თვლის სისტემების პარალელური შექმნის დასტურია. ამასთან, არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – რიცხვის თეოსოფიურღირებულებითი სკალა, რომელსაც თვისობრიობა, უპირველესად
ღვთიური კანონზომიერება და წესრიგი შემოაქვს ერთიან ანბანურ-რიცხვით სისტემაში.მასში თქვენ, კითხვისას თანდათანობით ჩაიხედავთ.
იყო პერიოდი, მასზე საუბარს გაურბოდნენ, იგი იმ არაგასამხელ იდუმალებათა რიგიდანაა, რომელიც გაცხადების ღვთიურ ჟამს ელოდებოდა…
თეოსოფიური სისტემის პირველსაწყისად, ასო-ნიშნის რიცხვნიშანში გადასვლის ექანიზმი და მისი მისტიურ სემანტიური მთლიანობა უნდა მივიჩნიოთ. ერ მხრივ, ანბანის ასო-ნიშნების შექმნის ლოგიკური საფუძვლები, მეორე მხრივ, მისი რიცხვ-ნიშანთან დაკავშირება და მისტიურ-სემანტიური მნიშვნელობების გათვალისწინება; საყოფაცხოვრებო, ეთნოფსიქოლოგიის, მეცნიერული და სულიერი ფაქტორების კომპლექსური ასახვა, ანუ მეტაფიზიკური17 და მატერიალურის ერთობლივი აღწერის აუცილებლობა, ურთულესი ამოცანის წინაშე აყენებდა ანბანის შემოქმედ ქურუმთა კასტას. ამ გლობალური კომპლექსური ამოცანის გადაწყვეტისას, ყოვლისმომცველი სრულყოფილების მიღწევა, მხოლოდ ღვთიური წყალბის დასტურად უნდა მივიჩნიოთ. ქართული ანბანის თეოსოფიური არსის აღწეა არ შეადგენს წინამდებარე წიგნის ამოცანას, მაგრამ მკითხველის სასაუბრო თემაზე დამგზავრებისთვის რამდენიმე ძირითადი მომენტი უნდა განვმარტოთ.
სამყაროსა და დროის ციკლურობა, წრებრუნვა, ანბანში რიცხვნიშნების ციკლურობითაა ასახული (რაც მათ მნიშვნელობებსა და რიგით ნომრებს შორის მათემატიკური მოქმედებების კომპლექსშია გამოხატული):
- ან – 1; 1 : 1 = 1;
- ბან – 2; 2 : 2 = 1;
- გან – 3; 3 : 3 = 1;
- …
9. თან – 9; 9 : 9 = 1;
პირველი დონის დასასრული
10. ინ – 10; 10 : (1 + 0) = 10;
11. კან – 20; 20 : (1 + 1) = 10;
12. ლას – 30; 30 : (1 + 2) = 10;
13. …
18. ჟარ – 90; 90 : (1 + 8 ) = 10;
19. რაე – 100; 100 : (1 + 9) = 10;
მეორე დონის დასასრული
20. სან – 200; 200 : (2 + 0) = 100;
21. ტარ – 300; 300 : (3 + 1) = 100;
22. …
28. ჩინ – 1000; 1000 : (2 + 8 ) = 100;
მესამე დონის დასასრული
29. ცან – 2000; 2000 : (2 + 9) = 2000 : 11 =
2000 : (1 + 1) = 2000 : 2 = 1000;
30. ძილ – 3000; 3000 : (3 + 0) = 1000;
31. წილ – 4000; 4000 : (3 + 1) = 1000;
32. …
37. … – 10000; 10000 : (3 + 7) = 1000;
წრებრუნვის ნიშნები, ანბანში რამდენიმე დონეს აფიქსირებენ. მიაქციეთ ყურადღება, ასო-ნიშან “ცან”-ს, იგი ანბანში თეოსოფიური გასაღების ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ითქვას მისი არსებობის დასტურია. ერთი შეხედვით წრებრუნვებით აღმავალი ფართო კიბე იშლება ღვთიური საუფლოსკენ …
წრებრუნვას თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, იგი შეკრული წრეა და რადგან ნული თავდაპირველად არც არსებობდა, შეკრული წრე, სწორედ მისი ნიშანი იყო, მას პირდაპირ ხატავდნენ:
წრე – 0 (“ნული “),
მის წინ ციფრი წრებრუნვების რაოდენობას აფიქსირებდა: 10 – ერთი წრებრინვა; 100 – ათასჯერ ერთი, ანუ მეორე თვისობრივი წრებრუნვა და ა.შ.
ანბანსა და ლექსიკის რიცხვულ-სემანტიური ერთიანობა ხაზს უსვამს მთელისივრცის სრულყოფილებას, უფრო მეტიც, ღვთიურ
სრულყოფილებას და ამსივრცეს გამორჩეულ ადგილს აკუთვნებს ზოგადსაკაცობრიო
სტრუქტურულ საგანძურში. შეიძლება ითქვას, მთელ წიგნს, ამ შეხედულების დასაბუთება მუდმივ კონტექსტად გასდევს.
ქართულ ანბანში იმდენად გლობალური ასოითი, რაოდენობრივი დათეოსოფიურ-ანთროპოსოფიური ფუნდამენტური სისტემაა ხორცშესხმული, რომსაშუალებას ქმნის დამწერლობაში
ასახოს სამყაროს მსოფლმხედველობრივი,მეცნიერული და სემანტიური სრულყოფილი სურათი, უფრო
მეტიც,მომავლამდე მიიტანოს მსოფლშემეცნებითი და იმდროინდელი მეტაფიზიკურიხედვა.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადებულად ასოთა თანდაყოლილი რიცხვულ-სემანტიური დოქტრინა ქრისტეს შემდგომი პერიოდისაა, უკვე ის სახარებისეული ფაქტი, რომ იესო ქრისტე მასზე უწყოდა, ადასტურებს მის ადრექრისტიანულ დაფარულ არსებობას. არსებობს ტექსტი, სდაც აღწერილია, როგორ შეაცბუნა მცირეწლოვანმა იესომ, რიცხვთა იდუმალი აზრის ცოდნით თავისი მასწავლებელი. რიცხვული მისტერიის საუფლო წინაღობად კი არ ქცეულა, პირიქით, განაპირობა ტრადიციული ქრისტიანობის დამკვიდრება საქართველოში. ნურც ე.წ. “რიცხვთა მისტიკას” მივიჩნევთ არაბუნებრივად, რასაც რიცხვთა მისტიკას ვეძახით, რაოდენობრივი აქსიომატიკის საფუძველზე ენობრივი სივრცის სემანტიური დატვირთვის ლოგიკური საფუძველია. ეს არქეოლოგიაა სიტყვაში რიცხვული კვალის დასაძებნად, სიტყვის მიღმა იდუმალი სემანტიურობის, ჩადებული იდუმალი აზრობრივი დატვირთვის ლოგიკური საფუძველია. ეს არქეოლოგიაა სიტყვაში რიცხვული კვალის დასაძებნად, სიტყვის მიღმა იდუმალი სემანტიურობის, ჩადებული იდუმალი აზრობრივი დატვირთვის სახილველად. იგი თვისობრიობის რაოდენობაში ასახვის საშუალებას იძლევა.ბუნებრივი ის გლობალური ლოგიკური მთლიანობა აღმოჩნდა, რასაც ქართულ ენასა და ანბანში ვხვდებით.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს წიგნში აღმოაჩენთ, რომ არსებობს რიცხვთა არითმეტიკული ტოლობები და ურთიერთმიმართებები, მათემატიკური ლოგიკის ელემენტები და იბერიული თეოსოფიური მათემატიკის, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ტოლობები, რომლებზე დაყრდნობითაც შექმნილია იბერიულის სიტყვათა ფუძეები, სიტყვები და მთელი იდეომები18; გამოდის, რომ იბერიულ სიტყვას (ყოველ შემთხვევაში, მათ დიდ უმრავლესობას) რიცხვი უდევს საფუძვლად. აქედან ლოგიკურია დასკვნა, რომ ჯერ ეს მათემატიკური ტოლობები არსებობდა და შემდეგ შეიქმნა ის ენა, რასაც იბერიულს (ქართულს) ვეძახით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვინ შექმნა, ან ხელოვნურია თუ არა ასეთი ენა? ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნიშანი, ყოველმხრივი სრულყოფილებაა, ქართულს აშკარად აქვს.
ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ, არათუ რიცხვულ-სემანტიური და მისტიური ერთიანი სისტემის წარმოშობის, უფრო მეტიც, მისი სრულყოფილების თარიღი იმდენად შორეულ წარსულში იწევს, შეფასება ძნელდება. ბუნებრივად, დღის წესრიგში დგება ქართული ანბანის წარმოშობის ხელახალი დათარიღების საკითხი.
ეს სწორედ ის მოდენტია, როცა ლოგიკა უძლურია და მეცნიერებასთან ეზოთერული აზროვნების თანადგომა ხდება აუცილებელი…
აქვე ჩნდება ერთი საინტერესო და ბუნებრივი ანალოგია: თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში სიტყვა (ბრძანება) გარდაიქმნება ჯერ რიცხვად და შემდეგ ფიზიკურ (ელექტრულ) იმპულსად; ამ იმპულსებზე ხდება კომპიყტერული რეაქცია (შედეგის გამომუშავება, პასუხის დათვლა და ა.შ.). ადამიანის ტვინში კი სიტყვა პირდაპირ ფიზიკურ (ელექტრულ ) იმპულსად გარდაააიქმნება და იგი იწყებს შესაბამის რეაქციას. ახლა, იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვის მიღმა ისევ რიცხვი დევს, ადამიანისა და კომპიუტერის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესთა შორის ზედმიწევნითი მსგავსება სახეზეა.
მუშაობისას არ გვტოვებდა განცდა, რომ რეალურად ვიხილეთ უზარმაზარი, სრულყოფილიმსოფლშემეცნებითი სამყარო, უკიდეგანო ენობრივი სივრცის ლაჟვარდები, რომელიც მხოლოდ უდიდესი კულტურისაა და მეტაფიზიკური აზროვნების ხალხს შეიძლება ჰქონოდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ საფუძვლებზე იდგე კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, აკადემია. შემორჩენილ მატერიალურ ძეგლთა, ამ მათი ნაშთების შედარებით სიმწირეს თავისი ახლნა აქვს, სრულიად განსხვავებულ თვისობრივ დონეს ეთანადება იმდროინდელი სულიერი საგანძური. სულ უფრო ცხადად იკვეთება იბერიული რასსის სულიერი მისია.
შევეცადოთ, გამოთქმული შეფასების დასაბუთებას.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მკითხველს და დამწყებ მკვლევარს განსაკუთრებით აინტერესებს ანბანში გახმაურებული მათემატიკური თეორემების ან მუდმივას ხილვა, ისეთების როგორიცაა პითაგორას თეორემა, “პი” რიცხვი და ა.შ. ვინ მოთვლის, მისი რამდენი ვარიანტია ცნობილი. ეს ბუნებრივიცაა. ზოგი ხედავს წვეთს და მიაჩნია, რომ მდინარე იხილა, ზოგი მდინარეშია და მიაჩნია, რომ ზღვა ნახა, ზოგიც ზღვაშია და ოკეანედ ეჩვენება; რაც უფრო ადრე მივხვდებით, რომ არსი წყალია მით უკეთესი…
პიტაგორას თეორემის მსგავსი, იმ დროისთვისაც ფუნდამენტური მათემატიკური საყრდენი ანბანში მრავალგზისაა გამოყენებული. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ პითაგორას თეორემის კიდევ ერთ ვარიანტს:
ანბანში ასო-ნიშანი “ლას”-ი (12,30) თეოსოფიურად სამის იდენტია, მისი როგორც რიგითი ნომრის, ისე მნიშვნელობის ციფრთა ჯამი სამის ტოლია: 1 + 2 = 3 +0 = 3, თანაც მნიშვნელობით – 30-ია.
მისგან სამი საფეხურით ქვემოთ “იოტა”-ა (15,60), იგი ოთხის იდენტია, მისი მნიშვნელობის რიგოთ ნომერზე გაყოფა ამას ადასტურებს -
60/15 = 4, თანაც მნიშვნელობით – 60-ია;
კიდევ სამი საფეხურით ქვემოთ “ჟან” – ია (18,90), იგი ხუთის იდენტია -
90/18 = 5, თანაც მნიშვნელობით 90-ია
ვიღებთ სამკუთხედს (სამის ტოლი საფეხურები ამის დასტურია) 3,4,5 გვერდებითა და 30, 60, 90 კუთხეებით, თანაც 90 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ 5-ის ტოლი ჰიპოთენუზაა, 60 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ უდიდესი კათეტი – 4-ის ტოლია, ხოლო უმცირესს კუთხეს (30 გრადუსი) უმცირესი კათეტი (3-ის ტოლი) შეესაბამება. ეს პითაგორას ცნობილი სამკუთხედია (იხილეთ ნახაზი 1), პითაგორას თეორემისა და მთელი პლანიმეტრიის საფუძველი (!). მისი ასო-ნიშნები გარკვეულად ირეკლავს ღვთიურ სიტყვას – “ლაჟვარდს”. ის, რომ ეს თეორემა პითაგორას დაბადებამდე 1000 წლით ადრე, შუმერთათვის ცნობილი იყო, პირდაპირ ეხმიანება ჩვენი წიგნის უმთავრეს თემას; იბერიულმა რასსამ ეს თეორემა პითაგორას დაბადებამდე იცოდა…
დავუბრუნდეთ ისევ თხრობის საგანს. ქართული ენის მისტიურობის დასტურია თვით ისეთი იდუმალებით მოსილი ძეგლი, როგორიცაა – “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქრისტიანობა, როგორც რელიგია, საერთოდაც ამ მისტიური სამყაროს წიაღში აღმოცენდა და სულიერად მომზადდა.
„ხოლო აწ ღმერთმა მთელს სხეულში გაანაწილა ასოები, როგორც ინება“(კორინთელთა 12. 18).
საუბარი ანბანური მისტიკის მეორადობის შესახებ იქამდე იყო აქტუალური, სანამ ანბანში მისი ცალკეული შემთხვევები იყო დაძებნილი. დღეისთვის სურათი საპირისპიროდ იცვლება და ამის დაბეჯიდებითი მტკიცება გართულდება; ცხადია, ეს უკანასკნელი დასკვნა, უპირველესად, დედა ენასა და
ანბანს ეხება. აეაერთგზის გამეორებული იდუმალება – „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი…“ დღეს რეალურად კონტურებს იძენს და ამ იდუმალების ბუნდოვანებიდან სულ უფრო ცხადად იკვეთება ღმერთის და სიტყვის ერთობის დიდებული შარავანდი.
„ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და ყოველი ეს ასო ერთი და იმავე სხეულისაა, და თუმცა მრავალია, მაინც ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც.“(კორინთელთა 12.12).
თანდაყოლილი სიმბოლიზმის ინსტიქტი განასხვავებს რასსებს და როგორც აღმოჩნდა თეთრი რასსისთვის იგი რიცხვშია (შავი რასსისთვის – ფერში, ხოლო წითლისთვის – გეომეტრიულ ფიგურებსა და სურათებში) გამოხატული. თეთრი რასსის დევიზში იბერიულმა სამყარომ რეალურად, მხოლოდ „ყოველივე რიცხვით…“ შეიტანა. ამ დევიზის გაგრძელება „… ყოველივე ზომით, ყოველივე წონით“ იმ დამპყრობელის დამატებულია, იბერიული რასსის დეკადანასის პერიოდში რომ იმძვლავრა, მზა სახით რომ მიიღო, დაიპყრო… აითვისა, გაითავისა და თავისად ჩათვალა…
ენა არაა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ პირობითი სიგნალების ერთობლიობა. მაშინ ამ ენის თითოეული ფუძე, ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის რაიმე ობიექტზე წარმოდგენის ანალოგი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ანარეკლი უნდა იყოს. ხოლო ფუძეთა მთელი ერთობლიობა, ამ ხალხის სრული მსოფლშემეცნების იდენტი ხდება19. ხალხის მსოფლშემეცნების ამ გრანდიოზულ სქემაში ანბანი, ბგერითი ნიშანი (ფონემა) უმცირესი ელემენტია, საშენი მასალაა, რომელიც განსაზღვრავს მთელი ნაგებობის სიდიადეს…
თხრობის ლოგიკა მოითხოვს, გავიხსენოთ ბაბილონის გოდოლის შენენბის ბიბლიური თქმულება, რადგან ენასთან დაკავშირებული ღვთიური სასწაულები სწორედ იქიდან იღებს სათავეს…
– „ხოლო ძენი ქამისანი: ხუს და მესარაიმ, ფუდ და ქანენ; ხოლო ხუს შუა ნებაროთ. მან იწყო გმირ–ყოფად ქუეყანასა ზედა.“
– „და ქმნა დასაბამ მეფობისა მისისა
– ბაბილონი.“(მცხეთური ხელნაწერი).
ნებროთ–გმირი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მოიკლა ქართველთა ბაბილონური ეთნარების, ნოეს ძე იაფეთის შვილთაშვილების მიერ. დასაფლავდა საქართველოში და ქართულ მიწად იქცა(!). სწორედ ნებროთის სამეფო – ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას მოხდა ენასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ბიბლიური ფაქტი (იგი ნებროთის გოდოლათაც იწოდება):
– „და თქუა უფალმა ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი – ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენაც იქნებონ ქმნად.“
– „მოვედით, გარდავიდეთ და შევურინეთ მათ ენენი მუნ, რათა არა ესმოდეს თვითოეულსა ხმაი მოყუასისა.“
– „და განათესნა იგინი უფალმა მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყნისასა. და დაცხრეს მშენებელნი ქალაქისა და გოდოლისნი.“ (მცხეთური ხელნაწერი).
დაინაწილა ყველამ თავისი წილი, მავანი ხერხით, მავანი ნაჯახით ჭრიდა და მიჰქონდა ბაბილონიდან ენა თავისთვის. მხოლოდღა ერთმა არ ახლო ხელი, რომელსაც დარჩა იგი… და „შეურევნად“ შეეცადა შეენახა…
თავდაპირველი ფუძე–ენის, ბაბილური ენის, ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის თაობაზე გვაქვს საუბარი…
ქართული უფრთხილდება სიტყვას –„ბაბილო“, იგი მისთვის ღვთიური, მაღალი ვენახია. ბაბილუ – ღვთის კარიბჭეა (აქადეური), ბაბილო – ვენახის ახალი, მწვანე, ლორთქო ფოთოლია (გურ. დიალექტი), баби-лон – დედაკაცის საშო, წაღი (სლავური). ეს არასრული, მაგრამ ერთიანი სემანტიური სივრცეა…
„თქვენ მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ“ – ეუბნევა იესო მრევლს. „მან–ანა“–ში შეგვიძლია „მან“–იდან „ან“–ამდე ანბანის გზა დავინახოთ, ამ ერთა ანბაბისა, ვინაც ის დაჭრა, დაამახინჯა და შეამოკლა…
– „მე ვარ პური სიცოცხლისა“ (იოანე,6, 48-49.) აგრძელებს იგი –
პური – „ხლებ“ (სლავ.)
მუდმივი თანმ–ხლებ–ი თითოეული ადამიანის ძისა. სიტყვა – „პური“–ს ქართულ სემანტიურ არსზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ…
ბაბილონიდან დაიწყო იბერიულმა რასსამ სასოებითი მოვლა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, იმ ღვთიური სასწაულისა, რასაც დღეს ქართული ენა ჰქვია… ბედისწერის უკუღმართობის ვიწროებაში, ეს გზა არ ყოფილა იოლი; მითუმეტეს ანბანურ ბედის წერილში, ასო–ნიშან „ყარ“–ში (ხრწნილებაში) შესვლის შემდეგ. ძნელია იპოვო არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ათასწლეულების წინ ვარსკვლავებზე ამოკითხული ბედისწერა ჭეშმარიტი არაა…
მაშინ დამდგარა ჟამი მისი გაცხადებისა…
თითქოსდა ზემოდან ჩაგვესმის სკალარული სიტყვები, რომელსაც მთელი იბერია ელის:
„ – ლაზარე, გამოედ გარეთ!“
გვერდი 1 / გვერდი 2 / გვერდი 3 / გვრდრდი 4 / გვერდი 5