EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« იბერიული პირამიდა - პირამიდის სულიერი ნიშნულები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-10-22 21:27:10

იბერიული პირამიდა - პირამიდის სულიერი ნიშნულები

იბერიული პირამიდა

მიძინებული სასწალების საუფლო, ქართული (იბერიული) ანბანი და ენა კიდავ არაერთ თავბრუდამხვევ იდუმალებას ინახავს. ისეთი განცდა გვიჩნდება, თითქოს უძველეს განძთსაცავში ამოვყავით თავი, სადაც მტვერწაყრილი ურიცხვი საუნჯეა დახვავებული. კარგად გვესმის, დრომ თავისი კვალი დაატყო, საგანძურის ბევრი ძვირფასი თვალი ქვა ჩაქრა (იმდროინდელმა ბევრმა თეოსოფიურმა არგუმენტმა და ფაქტმა ღირებულება დაკარგა), მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანს ხელში აიღებ, მტვერს გადაწმენდ, მზის სინათლეზე გამოიტან, ისე ლამაზად და სულისწამღებად აკიაფდება, თვალს მოგტაცებს… რაც უმთავრესია, იმაზე მეტად ღირებული გახდება, როგორც ყველაფერი ჭეშმარიტი და უძველესი, ვიდრე თავდაპირველად იყო…

ახლა შევეცდებით ენასა და ანბანში არსებულ ერთ ზებუნებრივ სასწაულზე მოგითხროთ… თქვენთან ერთად, ერთ სულიერ, ღირებულებით განძს გადავაცალოთ წარსულის „მტვერი“:

რეალურად ანბანის პირველ თორმეტი ასო–იშანი სულიერ სამყაროსთანაა შესაბამისობაში. უმთავრეს საფუძვლად ამას მართმადიდებლური სამყაროსთვის მრავალმხრივ ღვთიურად აღიარებული რიცხვი – თორმეტი აქვს. თორმეტი სამჯერ ოთხია (სამოთხეა), ანუ ამტერიალურისა და სულერის ნამრავლი. ამ პირველ თორმეტ სულიერ საყრდენს ასო–ნიშან „თან“–ის – „პირიმზის“, „ცხრათვალა მზის“ სხივები ასხივოსნებენ. „თან“–ის რიცხვ–ნიშანი 9–ა, მზის ცხრათვალის შესატყვისად ცხრის ჩათვლით რიცხვთა ჯამი (უმნიშვნელოვანესი თეოსოფიური მახასიათებელი, ე.წ. რიგობითი ჯამი) კი –

1 + 2 + 3 + … + 8 + 9 = 45;

თავის მხრივ –

45 = 9 * 5.

აქ 9 – მზის „თუალთა“ რაოდენობაა, 5 კი ის რიცხვია, რომლის შესატყვის რიცხვ–ნიშნიდან ანუ „ენ“–იდან ანბანში ყრმა იესო იბადება (ამაში და რიცხვების თეოსოფიური ღირებულებების თაობაზე, აქ გამოთქმულ ყველა შეფასებაში, ქვემოთ დავრწმუნდებით). აი, რას ადგას ცხრათვალა მზე. საბოლოოდ, სულიერ ველს სამი ასო–ნიშანი „თ“; „ლ“; „ა“ საზღვრავს:

„თან“–ი(9) – პირიმზე; „ლას“–ი(12) –ანბანის სულიერების სამანი, თავისთავად ღვთის აპოკრიფი და მეთორმეტე, სულიერი სამყუდრის ბოლო ასო–ნიშანი; „ან“–ი(1), როგორც ანბანის თეოსოფიურ–ღირებულებით საწყისი. მათი ერთობლიობა კი გვიცხადებს მესხურიდან გურულ დიალექტში შესულ სიტყვას – „თლა“ –„ერთ“–იანად, „სულ“–მთლად; თვლა (ამაზე საუბარს ქვემოთ კიდევ გავაგრძელებთ ასო–ნიშან „ლასა“–ს განხილვისას), მათი რიგითი ნომრების ჯამი –

9 + 12 + 1 = 22,

22 განსაკუთრებული, მმართველობითი ღირებულების თეოსოფიური რიცხვია. ეს სიტყვა, „თლა“–მთლიანობა, ანბანის სულიერი ველის სრულყოფილად შემოსაზღვრას გულისხმობს.

სულიერება ქართული ანბანის გვირგვინია, გნებავთ სახურავი და საყუდარი. მასში, ანუ 1–დან 12–მდე ასო და რიცხვ–ნიშნები ოთხი უმნიშვნელოვანესი თვისობრივი საყრდენია, ოთხი მისტიური რიცხვი, რომელებიც დასრულებული წრებრუნვის (ციკლურობის) ნიშანს ატარებენ. ეს უკვე განსხვავებული თეოსოფიური  და როგორც შემდეგში ვნახავთ, სემანტიური ღირებულებების მქონე, თვისობრივად ერთიანი სისტემაა. მათ სისტემურ ერთობლიობას საფუძვლად მათემატიკურად ერთგვაროვანი კონსტრუქციის რიცხვულ შრეზე განლაგება უდევს. ერთად დავრწმუნდებით, რომ იგი სრულიად გამორჩეულია და მისი ტოლფარდი ღირებულებითი სისტემა ანბანში არ მოიპოვება, ესენია:

„ერთი“ – თავისთავად საწყისი და სასრული,

1 = 1.

„ოთხი“ – რიგითი ნომრების ჯამი 1 + 2 + 3 + 4 = 10 (სრული წრებრუნვაა).

„შვიდი“ – რიგითი ნომრების ჯამი 1 + 2 + … + 7 = 28 = 2 + 8 = 10 (სრული წრებრუნვა).

„ათი“ – 10 – თავისთავად თვისობრივი წრებრუნვის ნიშანი 10 = 1 + 0 = 1, თანაც მისი რიგობითი ჯამი 1 + 2 + … + 10 = 55 = 5 + 5 = 10 (სრული წრებრუნვა). ათში ორგზის დასტურდება ციკლურობა და ეს ყურადღება მისაქცევი ფაქტია.

საბოლოოდ გვაქვს: 1 + 4 + 7 + 10 =

= 1 + (1 + 2 + 3 + 4) + (1 + … + 7) + (1 + 0) =

= 1 + 10 + 28 + 1 =

= 1 + (1 + 0) + (2 + 8 ) + 1 =

= 1 + 1 + 1 + 1 = 4.

ამ  ოთხი მისტიური რიცხვის უმჭიდროესი თეოსოფიური ბმა (1–1–1–1 ).

ეს თეოსოფიური ბმა 1; 4; 7; 10 სულიერი თვისობრიობის მატარებელი რიცხვების გარშემო, წარმოსახვითი და ერთი შეხედვით საოცარ წრეწირს ხაზავს. თანაც, ვიღებთ სულიერ სამყაროსთვის ასევე უმნიშვნელოვანეს რიცხვს – 4–ს.

ზოგადი სახით, ერთის შემდგომ ყოველი ზემოთ დასახელებული როცხვის (1,4,7,10) მისაღებად სამი ერთეულით მიმატება გვაქვს,

1; 1 + 3 = 4; 4 + 3 = 7; 7 + 3 = 10.

სამი კი თეოსოფიაში მატერიალური სამყაროს ასახვაა. ამასთან, რიცხვე-ბში გვეძლევა „ოთხი“ – სულიერების შესატყვისი და „შვიდი“ – დროის სპირალუ-რი აღმავლის თეოსოფიურ შესატყვისი. „ათი“ კი, სულიერი სივრცის ბოლო უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტია, საყრდენია. შემდეგში დარწმუნდებით, რომ ასომთავრულში ჩადებული უმრავლესი მსოფლშემეცნებითი სტრუქტურები ასო–ნიშან „ინ“(10)–იდან იღებენ სათავეს, ე.ი. ღვთიური სულიდან (დიდებულია !!!).

ზოგადად, ამგვარ სიმბოლურ შრეთა მათემატიკური გამოსახულება (იგი არითმეტიკული პროგრესიაა) ასეთია :

s(n) = 1 + 9m(m + 1)/2;

9m(m + 1)/2 – შესაკრები ცხრის ჯერადია და ერთის დამატებით ციფრთა ჯამად 10ს იძლევა. ამიტომაც ყველა მათგანი წრებრუნვის აღმნიშვნელია, ანუ ჯამურად 10–ის მომცემია.

ამ სკალარული რიცხვების ჯამი –

1 + 4 + 7 + 10 = 22;

ისევ 22–ია; მიაქციეთ ყურადღება, რომ 22–ე ასო–ნიშანი ანბანში „უნ“–ის, უ–ფლის დაფარული სახელის აპოკრიფიცაა.

თეოსოფიურად 22 = 2 + 2 = 3 + 1 = 1 + 3;

ამ ციფრებიდან მიიღება რიცხვები 13 ასო–ნიშან „მან“–ისა და 31 – „წილი“–ს რიგითი ნომრები (ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტი)/

თორმეტამდე ყველა სხვა (ზემოთ აღწერილი სისტემის გარეთ დარჩენილი) რიცხვის  თეოსოფიური ჯამი კი გვაძლევს –

2 + 3 + 5 + 6 + 8 + 9 + 11 + 12 = 56 = 5 + 6 = 11 (დაიმახსოვრეთ შედეგად მიღებული რიცხვები).

რიცხვები 1(ა); 4(დ); 7(ზ); 10(ი) გვაძლევენ ასო–ნიშნებს ა; დ; ზ; ი; ხოლო უკუფენაში ი; ზ; დ; ა –ს. როგორც შემდეგში დავრწმუნდებით ამ ოთხი ასო და რიცხვ–ნიშნის ერთიანი სისტემა მთელი ანბანის უმთავრესი თეოსოფიური საფუძველია.

მატერიალური სამყარო, სკნელი და ზესკნელი (ქვესკნელის გარეშე) ანბანში 24 ასო–ნიშანიშია ასახული. 24–ე ასო „ქან“–ია. იგი უმნიშვნელოვანესი ასოა – ქრისტეს აპოკრიფია20, ჯვრის იდეოგრამა21; ამასთან სემანტიური მნიშვნელობით სამყაროს საყრდენია, „ქანია“.

ამგვარადაა, ანბანში მოცემული ის თეოსოფიურ, სულიერი ნიშნულები, რომლებიც იბერიული პირამიდის საფუძვლად იქცნენ…

ვინ შექმნა გეომეტრია?

 

პროტოიბერიული სამყაროს სტრუქტურულ ერთეულებზე საუბრისას, უნდა ვახსენოთ სახლის სემანტიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი სიტყვა – „კუ“ და „ხე“. „კუ“ სახლია, მაგრამ სიმტკიცით, სიმაგრით გამორჩეული სახლი, სადაც ღვთიური სული ბინადრობს. „ხე“ ლარივით სწორი სიმაგრეა, მონაკვეთია, ხერხემალია, სახლის საშენი მასალაა.

სიტყვა „კუ“–ს რიცხვული არსი იმდროინდელი სამყაროს გასაგებად უმნიშვნელოვანესია, იგი ზემოთ დამახსოვრებული რიცხვებს იმეორებს –

კ(11) უ(22),

11 + 22 = 33;

აქ, თავისთავად თეოსოფიური ღირებულების მატარებელია სიტყვის საწყისი რიცხვ–ნიშანი – 11; მისი ბოლო – 22 და მათი ჯამი – 33, ღვთის რიცხვი, იესო ქრისტეს ასაკი (არ გვავიწყდება, რომ კაცობრიობის იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, როცა ხორციელად იესო ქრისტე ჯერ არ მოვლენილა).

სიტყვა „კუ“, რადგან სულის საბრძანებელია, ბუნებრივად ადამიანთან უნდა იყოს კავშირში, ამაში ჩვენ ოდნავ ქვემოთ, ადამიანური გზის განხილვისას დავრწმუნდებით. ქართული სიტყვები – „კურთხევა“, „კუბო“ მოიცავენ სიტყვას „კუ“ და ამდენად სულის სემანიტურ სიბრტყეზე რჩებიან, „კუბო“ მისი ბოლო განსასვენებელია; სიტყვა „კუ–ბოში“ მოიცავს მესხურ–გურული დიალექტის სიტყვას – „ბოში“ – მოშვებული, დასვენებული. აქედან „კუ–ბ–ი, ორი „კუ“–ს“ განსასვენებელი უნდა იყოს, რადგან ასო–ნიშანი „ბ“ რიცხვ–მნიშვნელობით ორია.„კურთხევა“ ღვთიური სულის გადმოსვლაა. იგივე აზრს ატარებს „კუნძი“, „კუნძული“ ერთი მათგანი ხის სულის სახლია, მეორე ზღვაში არსებული ხმელეთის სულის საბრძანებელი. ამავე ზღვაში არსებული ხმელეთის სულის საბრძანებელი. ამავე არეალიდან უნდა იყოს სლავურში შემორჩენილი მდინარე მტკვარის (მტ–კუ–არი) სახელი – „კურო“ – ხარი, სულის გადასახლების , გამრავლების აზრობრივი დატვირთვით. „კუნაპეტი“, „კუპრი“ ღვთიური სულის დაბნელების, სულის უკუნეთში ჩანთქმის სემანიტიკით;  „კუნჭული“, ის მცირე ადგილია, სადაც „კუ“ სულის საუფლო ეგულებოდათ. „კუჭკუჭი“ – მთელი სხეულით ხითხითია; „დაკუჭვა“ – დაჭმუჭვნა, სულის სახლის დანგრევაა; „გამოკუჭვა“ გურიაში დაკლული ფრინველის შიგთავსის (სულიერების) გამოღებაა. „კუ“–ს არსის წარმომჩენია სლავური სიტყვა „კუ–კლა“ – თოჯინა, ეს „კუ“–ს გარეგნული სახეა, როცა მასში სული მკვდარია (კ(ვ)ლა). „კუსკუსი“, „კურკა“, „კუდი“, „კუტი“, „კუს თუ გეკუსკუსებისა“ (ხევსურული იდეომა)და ა.შ. „კუ“–ს უკუფენა, უკუწაკითხვა უსულოა, ღვთიურობიდან უკანდახევაა. მაგალითად, „უკ–ან“ – უკუ სვლის საწყისია, „ან“–ია. მისგან იღებენ „უკანა–სკნელს“ –უსულო სამყაროს მკვიდრს, ბოლოს, სკნელს; „უკუფენას“, „უკვეს“, უკუმარს“ და ა.შ.

ამ აზრობრივი სივრცისთვის ყველაზე საინტერესო, ორი გურული სიტყვაა: „კუჭე“ – მწიფე ნაყოფი, „კუხე“ – მკვახე, უმწიფარი. სიტყვა –

კ(11) უ(22) ჭ(32) ე(5),

რიგითი ჯამი გვაძლევს –

11 + 22 + 32 + 5 = 70;

დროში თვისობრივი ცვლილების რიცხვულ ნიშანს, მართლაც „კუჭე“ მაყოფი მწიფს.

ხოლო სიტყვა –

კ(11) უ(22) ხ(33) ე(5),

11 + 22 + 33 + 5 = 71;

რიგით ჯამში სიტყვა „ღმერთი“–ს რიგით ჯამს ემთხვევა

ღ(25) მ(13) ე(5) რ(19) თ(9) – ი,

25 + 13 + 5 + 19 + 9 = 71,

71 = 71.

ე.ი. ნაყოფი თუნდაც მკვახე ღვთიურია; მთავარი მაინც სხვაა, სიტყვა „კუ“ და მეორე „ხე“. ორი ნაწილისაგან შედგება, ერთია „კუ“ და მეორე „ხე“. მათი სინთეზი ღვთიურია, მაგრამ მაინც უმწიფარია. ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ?

პასუხი მეტად საინტერესოა. იგი იბერიულ სამყაროში გეომეტრიის (დღევანდელი გაგებით პლანიმეტრიის) შემოტანას უკავშირდება. „კუხე“ ღვთიური სულის „კუ“–ს სახლის სიბრტყეზე (თიხის ფირფიტაზე, პაპირუსზე, ტყავზე) პირველი „დასმაა“. „კუ – ხე“– ს მიხედვით აგებული „კუ“–ს სახლი მტკიცედ შეკრული კი არა, მკვახე აღმოჩნდა. მას მხოლოდ ორი განზომილება, ორი „ხე“ აღმოაჩნდა – სიგრძე და სიგანე. შეეცადნენ მის გამრავლებას, მიიღეს სიტყვა “კუთხე“  ასო–ნიშანი „თ“ („თან“–ი) მრავლობითის ნიშანია; მაგრამ ერთი წერტილიდან გამოსული რამდენიმე კუთხე „კუ“–ს სახლად ვერ გამოდგა. კუთხის გვერდები, „ხე“–ები მართალია სიბრტყეს ითვისებდა, მაგრამ საყუდარის გარეშე საუფლოს ვერ ქმნიდა…

და ქურუმი იბერიელი პირველად მიდის იმ დასკვნამდე, რომ სიბრტყეზე მტკიცე სახლის ასაგებად ერთდროულად სამი „კუ“– ს დასმაა საჭირო (იხილეთ ნახაზი 2). საქმე გვაქვს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მიგნებასთან, პლანიმეტრიის პირველ გეომეტრიულ ფიგურასთან – „სამკუთხედი“. სამ – კუ – თ – ხე – დი, სამი კუს სახლია, თანაც ხით აგებული, მტკიცე, კარგი „ხედით“ და რაც უმთავრესია, იგი მატერიალურ სამყაროს სამ განზომილებას, სამ–(მ)ზე–რს ეთანადება. რიცხვი „სამი“ სამკუთხედის რიცხვია, იგი უძველეს იბერიულს და შემდეგ ელინურ სამყაროში, ავტორიტეტულ ლინგვისტთა კომენტარებით, ერთების პირველ გამოხატულებად იყო მიჩნეული.

სიტყვა „კუთხე“–ს რიცხვული არსი ამგვარია –

კ(11)  უ(22)  თ(9)  ხ(33)  ე(5),

11 + 22 + 9 + 33 + 5 = 80;

 

„კუ“–ს სახლი

80 თვისობრივი ცვლილების კანონზომიერებაა (8 – კანონზომიერებაა, 0 წრებრუნვა, თვისობრიობა).

რაც შეეხება სიტყვას „სამკუთხედი“ –

ს(20) ა(1) მ(13) კ(11) უ(22) თ(9) ხ(33) ე(5) დ(4) – ი,

20 + 1 + 13 + 11 + 22 + 9 + 33 + 5 + 4 =118,

118 = 1 + 1 + 8 = 10 = 1 + 0 = 1;

სიტყვის რიცხვული არსი თვისობრივ სრულყოფილებას, საწყისს(1) გვაჩვენებს. მართლაც, იგი პლანიმეტრიის საწყისია. იგივე სემანტიურ–რიცხვული არსის მატარებელია „მართ–კუ–თხედი“, მისი რიგობითი ჯამი 126 –

126 = 1 + 2 + 6 = 9;

სიმრავლის (9) ნიშანთანაა აღბეჭდილი. რაც შეეხება სიტყვას „მრავალ–კუ–თხედი“, მისი რიგობითი ჯამი, ერთი წრებრუნვით (10–ით) აღემატება „მართკუთხედისას“ –

136  – 126 = 10;

თავისთავად

136 = 1 + 3 + 6 = 10 = 1 + 0 = 1;

და ისევ დასრულებულ თვისობრიობას, საწყისს ადასტურებს.

დღეს უკვე მეცნიერებამ აღიარა, რომ პირველი გეომეტრიული ფიგურა სიბრტყეზე, სამკუთხედი იყო. ზემოთ მოყვანილი სიტყვების არსი გვიდასტურებს, რომ სამკუთხედს და აქედან გამომდინარე მთელ იმდროინდელ გეომეტრიას (დღევანდელ პლანიმეტრიას) ავტორი ჰყავს და ეს იბერიული რასსაა. აქვე ბუნებრივად ისმის კითხვა, იქნებ მათ ეს მზა სახით აიღეს და აითვისეს, ისევე როგორც შემდეგ მათგან აითვისა ინდოევროპულმა და ელინურმა, რომანულმა სამყარომ. თუ მზა სახის ღირებულების შემოტანა მოხდებოდა, იგი ერთიან სემანიტურ–მსოფლშემეცნებით სივრცეს ვერ შექმნიდა, მითუმეტეს ვერ შევიდოდა ყოფიერებაში, რომელიც მისგან საკმაოდ დაშორებული სივრცეა. ვერ გაიდგამდა ისეთ შორეულ ფესვებს, როგორც იბერიულ ცნობიერებაში მარცვალმა „კუ“–მ გაიდგა. ეს მიგნება სისტემურია და მთელი იბერიული სამყაროსთვის იმდენად ორგანულია, რომ იგი მისი ყოველმხრივი ღირებულებითი განვითარების საწყისი გახდა. იმ ქვას , დაემსგავსა, წყალში ჩაგდებისას წრეებს მთელს ზედაპირზე რომ წარმოშობს.

ახლა ორიოდე სიტყვა გეომეტრიის აქსიომატიკასთან დაკავშირებითაც ვთქვათ : ევკლიდეს მთელი გეომეტრია (პლანიმეტრია) სულ რამდენიმე აქსიომას ეყრდნობა. როგორც აღმოჩნდა, ყველა მათგანი ქართულ სიტყვაშია ჩადებული და ამის შემდეგ, თქვენ თვითონ განსაჯეთ, ვინ შექმნა პლანიმეტრია. მაგალითად, ერთი მათგანი ასეა ჩამოყალიბებული:

„ორ წერტილს შორის შეიძლება სწორი ხაზის გავლება და მასთან მხოლოდ ერთისა.“  ეს აქსიომა ქართულის ერთ სიტყვაშია ჩადებული – „სწორი“: იგი ამგვარად შეიძლება ჩავწეროთ –

„ს – წ – ორი“;

აქ, ასო–ნიშანი „ს“ სულიერების ანბანური ცენტრია და 20–ე ადგილი უჭირავს;

„წ“ – წერტილია, წრეა და ანბანში 31–ე ადგილზე ზის.

თეოსოფიაში წერტილის შესატყვისი თეოსოფიური რიცხვია – 1.

ამ საწყისი ინფორმაციის ფონზე, ფუძეში არსებული დასრულებული სემანტიურობის სიტყვა – „ორი“, „სწორის“ ამდენივე ბოლოს უნდა მიანიშნებდეს. საწყისი ასო–ნიშანია „ს“ (20), დასასრული „წ“ (31),მათ შორის ანბანური მანძილი –

31 – 20 = 11,

ისევ ორი ერთიანისგან შედგება, ანუ ისევ, ორი წერტილის შესახებ მოგვითხრობს. მათ შორის თეოსოფიურად უმცირესი მანძილია –

1 +1 = 2.

აქსიომა მოცემულია.

ამასთან,თერთმეტი თეოსოფიაში პირამიდის ძირის რიცხვია და ფუძიდან ასო–ნიშან „სან“–დან, პირამიდის წვერომდე (ასო–ნიშანი „წილი“ ) მანძილზე მოგვითხრობს.

გავეცნოთ, სიტყვის არსში ჩატანებულ კიდევ ერთ მათემატიკურ ლემას –

„სწორი, რომელსაც არც სათავე აქვს და არც ბოლო, უსასრულოა.“

ასე სწორს ქართული „წრფე“–ს არქმევს. სიტყვის პირველი ასო–ნიშნიანი მორფემა „წ(31) რ(19)“ ჯამში –

31 +19 = 50 – ს გვაძლევს;

მეორე ორი, „ ფ(23) ე(5)“ მორფემა –

23 + 5 = 28 – ს

მათი სხვაობა –

50 – 28 =22 –ს

რიცხვი – 2 თეოსოფიაში უსასრულო სწორი ხაზია. 22 გვეუბნება, რომ „წრფე“–ს თავი და ბოლო არ აქვს. თანაც, თეოსოფიაში იგი პირამიდის წვეროს რიცხვია, მისგან უსასრულობაში წასული სულის ამსახველი.

სიტყვა „წრფე“–ს რიგობითი ჯამი –

31 + 19 + 23 + 5 = 78 –ს

78 –კი, თეოსოფიაში პირამიდის აქსიომატური რიცხვია.

„წრფე“–დანაა მიღებული სიტყვა „წრფელი“, მისი რიგითი ჯამი 90 –ია, მატერიალურ სამყაროში მრავლობითი თვისობრიობის გამომხატველი.

თეორემა– „მართობი დახრილზე ნაკლებია“.

სიტყვისთვის „მ (13) ა(1) რ(19) თ(9) – ი“ რიგითი ჯამი –

13 + 1 + 19 + 9 = 42 –ია ხოლო „ დ(4) ა(1) (33) რ(19) ა(1)“ – ს რიგითი ჯამი –

4 + 1 + 33 + 19 + 1 = 58;

და სულ მარტივად 42 < 58

მართობი დახრილზე ნაკლებია. აქსიომა მოცემულია. სიტყვა „წრე“ და მისი რიცხვული არსი ტვისობრივ წრებრუნვას, თანაც საწყის (წრიულ საწყის ) გვაძლევს –

წ(31) რ(19) ე(5);

31 + 19 + 5 = 55 = 5 + 5 = 10 = 1 + 0 = 1.

ვფიქრობთ, მოყვანილი მაგალითები სრულიად ცხადად აჩვენებს, რომ სიტყვადწარმოქმნის პროცესში შემოქმედმა გეომეტრიის აქსიომატიკა იცოდა.

ამ თემაზე საუბრის დასასრულს გვინდა ვარაუდი გამოვთქვატ, რომ ქართულ ლექსიკაში მთელი გეომეტრიული იმდროინდელი მიღწევწბის ამოკითხვაა შესაძლებელი.განადგურდა ყველა ეტრატი თუ პაპირუსი, მაგრამ დარჩა სიტყვა და თურმე იგი გეომეტრიაც იყო…

ასეთი გახლდათ უძველეს იბერიელთა სამყარო, დიდი, ღვთიური სულიერება… მათი მსოფლმხედველობა, წარმოდგენები, დღევანდელი გადასახედიდან ზოგჯერ ზედმეტად გულუბრყვილო, მაგრამ უდავოდ ჭეშმარიტი ….

ზემოთ მოცემული საწყისი ინფორმაციის პირობებში, დაუბრუნდეთ ისევ სამკუთხედების განხილვას, რომლის სიმაღლეები (იბერიელი სამკუთხედის სიმაღლის ნაცვლად, ალბათ, იტყოდა სიტყვას „ხე“ ) სწორედ ანბანის სულერებისა და მატერიალურის ასო–ნიშნების რაოდენობებმა შეადგინეს; სულიერების სამკუთხედის სიმაღლე, ასო–ნიშნები „ან“–იდან „ლას“–ის ჩათვლით სულ – 12 – ია; ხოლო მატერიალური სამყაროს შესატყვისი სამკუთხედის სიმაღლე, ანუ ასო–ნიშნების რაოდენობაა „ან „ – დან „ქან“ – ის ჩათვლით, სულ – 24 –ია. როგორც აღმოჩნდა მათ უმნიშვნელოვანესი დასკვნებისკენ მივყავართ (იხილეთ ნახაზი 3) :

სამკუთხედ  „ალ(1)ლ(2)“ –ის ფართობი –

s = ½  x  „ქ(1)ქ(2);

რადგანაც „ლ(1)ლ(2)“ სამკუთხედის შუახაზია, ამიტომ „ქ(1)ქ(2) „ = 2“ლ(1)ლ(2)“ და „აქ“ = 2 „ალ“, აქედან შედეგი :

s(“აქ(1)ქ(2)“) = 4 S(„ალ(1)ლ(2)“).

S(„ლ(1)ქ(1) ლ(2)ქ(2)“) =3 s(„ალ(1)ლ(2)“).

და დასკვნა: მეტაფიზიკა მატერიალურ სამყაროში სულიერებას სამჯერ ნაკლებად მიიჩნევს, ვიდრე მატერიალურს.

თუ მთელ მატერიალურ სამყაროს საერთო წვეროს მქონე ტოლ სამკუთხედებად დავყოფთ და სულიერების თავსართთან სიმეტრიულ წონასწორობაში მოვიყვანთ, ანუ 1; 4; 7; 10 რიცხვების თეოსოფიური წრეწირში ჩავხაზავთ ვიღებთ ბოლნისური ჯვრის ჰიპოსტაზს (იხილეთ სურათი 3).

1; 4; 7; 10 რიცხვების თეოსოფიური ბმის წრეწირი ამგვარად მიიღება –

1 = 4 [1 + 2 + 3 + 4 = 10 = 1 + 0 = 1] = 7 [1 + 2 + ...

+ 7 = 28 = 2 + 8 = 10 = 1 +0 = 1 ] = 10 [ 1 + 0 =1].

წრეწირი ამ ოთხი, თეოსოფიურად ტოლი რიცხვის შესაბამის ოთხ ტოლ ნაწილადაა დაყოფილი. თითეულ ნაწილძი ჯვრის ერთი ფრთა თავსდება.

მიაქციეთ ყურადღება, ლოგიკური განვითარების გზაზე მუდმივად გვხვდება ჭეშმარიტების ნიშანი. იდუმალების ლაბირინთში გზის მანათობლად წინაპართაგან დატოვებული ჯვრის სახება, გნებავთ მისტიური რიცხვ–ნიშანი, იმ კვალად უნდა ჩავთვალოთ გზას დამდგარი ადამიანების გზამკვლევად რომ დატოვეს.

 

გვერდი 1 / გვერდი 2 / გვერდი 3 / გვრდრდი 4 / გვერდი 5