EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „ACME Georgia” კორპორატიული ბაზრის ათვისებას იწყებს »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-11-02 18:39:53
„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. მას ძირითადად იყენებენ, სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიები, თავდაცვა და ა.შ. ვინაიდან Dell–ს აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ნოუთბუქის დისტანციურად დაბლოკვა. წარმოდგენილი იქნა ასევე დესკტოპები, რომელსაც Dell-ი „comnercial desktop”-ებს უწოდებს და რაც მთავარია, Dell–ის PowerEdge12th Generation Servere-ები – რეკული სერვერები, ტაუერ სერვერები, Blade სერვერები. ნებისმიერ სერვერს მოჰყვება სპეციალური პლატა, რომელიც განკუთვნილია სერვერის მენეჯმენტისთვის, რაც უსაფრთხოების ზომებს და დაცულობას აასკეცებს.
„Dell–ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, 2011 წლიდან დავიწყეთ კორპორატიული მიმართულების განვითარება საქართველოში. Dell–ი ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში, მსოფლიო მასშტაბით მისი გადაწყვეტილებები ლიდერობს განათლებისა და სამედიცინო სფეროში. ჩვენ გვინდა ეს თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიდეს ქართულ ბაზარზეც, ვინიდან მოთხოვნა და დაინტერესებაც საკმოდ დიდია. Dell–ი როგორც ბრენდი ცნობილია და საკმაოდ პოპულარულია როგორც საცალო, ასევე კორპორტიული მიმართულებით. ჩვენ სემინარზე მოვიწვიეთ ჩვენი კორპორატიული კლიენტები, რომლებიც მზად არიან შეიძინონ ეს ტექნოლოგიები და მათზე დაყრდნობით გამართონ თავიანთი სისტემები,“ – აღნიშნა გიორგი კვახაძემ.
გარდა Dell–ისა, „ACME Georgia”–ს კორპორატიული მიმართულებით აქვს ისეთი ბრენდები, როგორიც არის Lexmark, რომლის ექსკლუზიურ დისტრიბუტორსაც წარმოადგენს საქართველოში. ასევე D-link, რომელიც ძლიერია ქსელურ მოწყობილობაში. კვახაძის განცხადებით, კომპანია მომავალშიც კიდევ ბევრი კორპორატიული განხრის ბრენდების წარმოდგენას აპირებს.
სემინარზე Dell–ის ტექნიკასთან ერთად კორპორატიული კლიენტებისთვის გადაწყვეტილებები წარმოადგინეს და შეთავაზება გააკეთეს სწორედ Lexmark–მა და D-link–მა. გარდა ამისა, მიწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს გათამაშება–გამოკითხვებში, სადაც ყველაზე აქტიური სტუმრები სხვადასხვა ტექნიკით დასაჩუქრდნენ.
საკმაოდ პოზიტიურად და დიდი იმედებით აფასებს Dell–ის დსთ რეგიონალური მენეჯერი, დიმიტრი გრინკო საქართველოში ბრენდის კორპორატიულ ბაზარზე გააქტიურებას. როგორც იგი აღნიშნავს, მას მიზნად აქვს დასახული მაქსიმალურად გაზარდოს Dell–ის ბიზნესი თავის რეგიონში, სადაც საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში Dell–ი საკმოდ ძლიერია კორპორატიულ სეგმენტში. მისი გეგმის თანახმად კი, ბიზნესის გასაზრდელად დსთ–ს ქვეყნებში და საქართველოში, საჭიროა Dell–ი გახდეს უფრო მეგობრული და მისაღები ქართული IT ბაზრისთვის.
„ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია Dell–ის გადაწყვეტილებების შესახებ. სწორედ ამას ემსახურებოდა სემინარიც. ჩვენ მივაწოდეთ IT მენეჯერებს ინფორმაცია Dell–ის ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რომ Dell–ის სისტემები ღია და ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სისტემასთან ინტეგრაციისთვის არ არის საჭირო ახალი ფუნქციების დამატება და ზედმეტი თანხის გადახდა. გარდა ამისა, აუცილებელია მოხდეს ინსტრუქციების ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა, რათა უფრო გაუმარტივდეთ ჩვენს კლიენტებს სისტემის გამართვა,“ – განაცხადა დიმიტრი გრინკომ.
„ACME Georgia”–ს კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის,ზურაბ მუნჯიშვილის თქმით, სემინარზე წარმოდგენილი ტექნიკა გადაინაცვლებს „ACME Georgia”–ს ბაზაზე და გაკეთდება შოურუმი, სადაც მათი პარტნიორები, თუ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანები შეძლებენ პოტენციურ მომხმარებლებს ადგილზე აჩვენონ ტექნიკა და ჩაატარონ ტრეინინგები, მცირე, 6-7–კაციანი ჯგუფებისთვის.
„გარდა ამისა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით 6 აპრილს გამართული პომპეზური სემინარით, მომავალშიც, კვარტალში ორჯერ ჩვენს შოურუმში თავად მოვაწყობთ ნაკლებად ხმაურიან, მაგრამ ძალიან საინტერესო ვორკშოპებს,“ – აღნიშნა ზურაბ მუნჯიშვილმა.
მისივე თქმით, Dell საქართველოში ჯერჯერობით დიდი ინვესტიციებისგან თავს იკავებს. კომპანიის ინვესტიცია ამჟამად ტრეინინგებით, ვორქშოპით და შოურუმით შემოიფარგლება, რომელიც საშუალოდ 100 000 დოლარი დაჯდება.
ავტორი:ნინა ბურჯანაძე