EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ძველი რომი და რომაელი მოქალაქეები »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-11-19 02:33:36

ძველი რომი და რომაელი მოქალაქეები

old rome

ძველ რომში “სამართლის წყარო” გულისხმობს იმ საშუაებას, ძალას, საიდანაც
სათავეს იღებდა, მომდინარეობდა სამართალი. რომში მიღებული კანონები და წესები
აღმოჩნდა საწყისი ეტაპი და სამართლის განვითარებისათვის წინ გადადგმული
ნაბიჯი ჩვენი არსებობის ისტორიაში. რა ხდებოდა რომში? რა მდგომარეობა იყო
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში? როდის და როგორ ირღვეოდა ადამიანის
თავისუფლება და ვინ იყვნენ პირველი ადამიანის უფლებების დამცველები? ამ
შეკითხვებზე პასუხის გაცემით დავიწყებ თემის განხილვას.
ისტორიულად, ძველ რომში მოქალაქეობის ცნება უკავშირდება სამართლის
წარმოშობას. რომის მოქალაქეობა ადამიანის თავისუფლების სინონიმად
გამოიყენებოდა და სამოქალაქო უფლებები მხოლოდ მოქალაქეებს მიემიჭებოდათ.
რომის მოქალაქეები (status civitatis), ანუ ფიზიკური პირები არ იმყოფებოდნენ
ერთნაირ მდგომარეობაში, მათი უფლებები სხვადასხვაგვარი იყო არა მარტო რომის
სახელმწიფოს განვითრების ცალკეულ პერიოდში, არამედ ეს დამოკიდებული იყო
იმაზეც, თუ ცალკეულ ინდივიდებს კონკრეტულ სიტუაციაში საზოგადოებრივ
ფენაში რა ადგილი ეკავათ, ე.ი. ხდებოდა მათი დაყოფა სხვადასხვა ნიშნებიდან
გამომდინარე.
რომის საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ - პატრიციუები, კლიენტები
და პლებეები.
პატრიციები, ანუ რომის სრულუფლებიანი მოქალაქეები იყვნენ მხოლოდ
ისინი, ვინც ეკუთვნოდა ერთ-ერთ რომაულ კეთილშობილურ გვარს და ამა თუ იმ
კურიაში ირიცხებოდა. თვით სახელწოდება “პატრიცია” ძალზე ძველია და
გვაროვნული წყობილებიდან მომდინარეობს. პატრიციები წარმოშობილი უნდა
იყვნენ ლათინთა და ეტრუსკთა წარჩინებულებისაგან. თვით სახელი წარმოდგა მათი
საერთო წინაპრის Peret - სახელწოდებიდან. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ტერმინი
“პატრიცია” თავდაპირველად აღნიშნავდა რომის გვარის სრულუფლებიან და
ძირძველ წევრს. სრულუფლებიანი პატრიციების გარდა, რომშჳ არსებობდა
არასრულუფლებიანი წარჩინებული ხალხიც, მათ ეწოდებოდათ კლიენტები.
კლიენტები დამოკიდებული იყვნენ სრულუფლებიან პატრიციებზე, ანუ ლათინურად - პატრონებზე. პატრონებსა და კლიენტებს შორის მყარდებოდა შემდეგი
ურთიერთობა: კლიენტი შედიოდა რა პატრონის მფარველობაში, მასთან ერთად
უნდა ყოფილიყო ომში თუ მშვიდობიანობის დროს, უნდა დახმარებოდა თავის
პატრონს შრომაში თუ სხვა სახის საქმიანობაში, პატივი უნდა ეცა მისთვის. თავის
მხრივ, პატრონს მფარველობა უნდა გაეწია კლიენტისათვის, დაეცვა იგი
სასამართლოში, რადგან კლიენტს სასმართლლოში გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.
მათ შორის ურთიერთობა წესრიგდებოდა ადათებითა და რელიგიური ნორმებით.
პატრიციები წარმოიშვნენ ძველი საგვარეულო დიდკაცობიდან და
წარმოადგენდნენ საგვარეულო არისტოკრატიას, რომელიც რექსების ხანაში
ჩამოყალიბდა. პატრიციები მონათმფლობელთა ზედაფენა იყო და გაბატონებული
მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში, მაღალი თანამდებობის დაკავება მხოლოდ მათ
შეეძლოთ.
სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა ხსვადასხვაობაა პლებეების როგორც
წარმოშობის, ისე სოციალური მდგომარეობის შესახებ. პლებეები იყვნენ როგორც
წვრილი, ისე მსხვილი მონათმფლობელები, მაგრამ ისინი ვერ უთანაბრდებოდნენ
ვერც პატრიციებსა და ვერც კლიენტებს. ისინი არ სარგებლობდნენ პოლიტიკური
უფლებებით, გარკვეულ დრომდე არ ეძლეოდათ თანამდებობის დაკავების უფლება.
ისინი სოციალური შემადგენლობითაც არ იყვნენ ერთგვაროვანი, ზოგიერთი
მეცნიერის აზრით, პლებეები რომში მოსული მოსახლეობაა, ზოგი მეცნიერის აზრით,
პლებეები რომში მოსული მოსახლეობაა, ზოგი მათ ეტრუსკების შტამომავლებად
მიიჩნევს, რომლებიც რომის მოქალაქეები გახდნენ. რომში პატრიციებსა და პლებეებს
შორის ბრძოლა თითქმის ორ საუკუნეს გაგრძელდა და დამთავრდა იმით, რომ
პლებეები პატრიციებში გაითქვიფნენ და ერთიანი მონათმფლობელთა კლასი
შექმნეს. ყველაზე მდიდარი პატრიციების შერევა ყველაზე მდიდარ პლებეებთან,
ქმნის რომის მმართველი კლასის ზედაფენას - ნობილიტეტს.
რომის მოქალაქეთა მიმართ არსებობდა, სპეციალური ნორმები, რომლებითაც
ცალკეულ პირებს ან მოქალაქეთა მთელ ჯგუფებს ეზღუდებოდათ სამოქალაქო უფლებათა წრე (Capitis aeminutio), რაც დამოკიდებული იყო ერთ-ერთი სტატუსის
ქონაზე.
1) ნორმები, რომლებითაც ნაწილობრივ იზღუდებოდა მცხოვრებთა
სხვადასხვა ფენა, იყო უფლებაუნარიანობა სამოქალაქო სფეროში, რომელიც
ვრცელდებოდა ბავშვებზე, ქალებზე, ერეტიკოსებზე, ბარბაროსებზე, რწმენის
უარმყოფელებზე, ებრაელებზე, კოლონებზე. ქალები სქესის გამო, რომაულ
სამართალში, არ იყვნენ მამაკაცთა თანასწორუფლებიანი, თუმცა უკვე კლასიკური
პერიოდის ცალკეული იურისტები ხაზს უსვამდნენ, რომ არასწორი და უსამართლოა
ქალთა სქესის წარმომადგენელთა შესაძლებლობების ჯეროვნად შეუფასებლობა. ამ
თვალსაზრისმა რამდენადმე გააუმჯობესა ქალთა მდგომარეობა კერძო სამართლის
სფეროში, ისინი თითქმის გაუთანაბრდნენ მამაკაცებს, მაგრამ პოლიტიკურ სფეროში
ქალთა და მამაკაცთა უფლებები არასდროს ყოფილა თანასწორი. ქალებს
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ყოველგვარი უფლება ჰქონდათ
ჩამორთმეული. პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ ოჯახის უფროსის ძალაუფლების
ქვეშ, თუ ისინი იყვნენ სრულწლოვანი მამაკაცები, სარგებლობდნენ თავიანთი
საზოგადოებრივი ფენის პოლიტიკური უფლებებით, მაგრამ არ ფლობდნენ პასიურ
საარჩევნო უფლებას. თუმცა კლასიკურ პერიოდში, მათ ეს უფლებაც მიიღეს.
პოსტკლასიკური პერიოდის სამართლამდე (ქრისტიანობის გამარჯვებამდე)
რელიგიური კუთვნილება არ იწვევდა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას.
2) შეზღუდვები სხვადასხვა მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა
სხვადასხვა მეთოდებით.
სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის ერთ-ერთი გარემოება იყო,
ეგრეთწოდებული, სავალო მონობა. სავალო მონები (nexi da addiecti) იყვნენ პირები,
რომლებიც ნებაყოფლობით თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ითვლებოდნენ
მოვალედ და იხდიდნენ ვალს. ამ პირებს ვალის გადახდამდე არ გააჩნდათ არც
საჯარო-სამართლებრივი, არც კერძო-სამართლებრივი უფლებამოსილება. იმათი
გამოკლებით, ვისაც სერვიუსის ედიქტის თანახმად შეეძლო ლეგიონში ჩარიცხვა.
ყოველ შემთხვევაში, ამ სახის მონების მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო,  ვიდრე მუდმივი მონებისა, რამდენადაც, ვალის დაფარვის შემთხვევაში კანონით
თავისუფლდებოდა და უბრუნდებოდა იმ საზოგადოებრივი ფენის სამოქალაქო
უფლებები, რომლებსაც მიეკუთვნებოდნენ.
რომში პირები მათი წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობიდან
გამომდინარე იყოფოდნენ სხვადასხვა ფენებად:
1) in mancipio პირები იყვნენ ალიენი ჯურის პირები, რომლებიც
მანციპატიო-ს გზით გაძევებული იყვნენ ,,პატერ ფამილიას” პატერ ფამილიას-ის
მიერ, როგორც წესი, ხუთი წლით და იმ პირობით, რომ ,,პატერ ფამილია” იღებდა ამ
პირთა ანაზღაურებას ახალი ბატონის სახლში გაწეული შრომისათვის. მათ გარდა, ინ
მანციპიო პირებად მიჩნეული იყვნენ ოჯახის უფროსის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ის
პირებიც, რომლებსაც ,,პატერ ფამილია” გადასცემდა რაიმე დანაშაულისათვის
მიყენებული ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ. In mancipio პირების
მდგომარეობა შეესაბამებოდა პრიმიტიული დაქირავებული მუშახელის
მდგომარეობას და ზოგჯერ უთანაბრდებოდა მონათა ყოფას. როგორც ვხედავთ ძველ
რომში აშკარად ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები,
მათ ექცეოდნენ როგორც ნივთებს, ამყოფებდნენ მონობაში, ამუშავებდნენ
ანაზღაურების გარეშე და უმეტეს შემთხვევაში ცვლიდნენ სხვადასხვა ნივთებში, ან
უბრალოდ საჩუქრად გადასცემდნენ ერთი-მეორეს.
2) Auctorati (გლადიატორს) გლადიატორები იყვნენ პირები, რომლებიც,
საჯარო თამაშების ორგანიზატორების წინაშე დებდნენ ფიცს, რომ იბრძოლებდნენ
მათი ბრძანების მიხედვით და გლადიატორთა ბრძოლის ყველა წესის შესაბამისად.
ასეთი ვალდებულების აღების შემდეგ გლადიატორები კარგავდნენ გადაადგილების
შესაძლებლობასა და პირად თავისფლებას, შესაბამისად – სამოქალაქო უფლებებით
სარგებლობის საშუალებასაც.
რომის მოქალაქეები, მტრის მიერ ხელში ჩაგდების შემთხვევაში, კარგავდნენ
მოქალაქეობას და თავისუფლებას და ითვლებოდნენ მონებად. გვაროვნული
წყობილების დროს ტყვეთა გამოსყიდვის მოვალეობა გვარის წევრებზე
ვრცელდებოდა, შემდგომში არსებობდა ტყვე კლიენტების გამოხსნის ტრადიციაც. კლასიკურ და პოსტკლასიკური პერიოდის სამართალში ტყვეთა გამოსყიდვის
ვალდებულება არ იყო მოწესრიგებული.
რომის მოქალაქეები კარგავდნენ მოქალაქეობას, მაგრამ ინარჩუნებდნენ
თავისუფლებასა და უფლებას. თავისუფლება არის თითოეული ადამიანის
ბუნებრივი უნარი აკეთოს, რაც სურს, თუკი ეს აკრძალული არ არის ძალაუფლებით
ან კანონით.
თავისუფალი სტატუსის მქონე რომის მოსახლეობის სამართლებრივი
მდგომარეობა ერთგვაროვანი არ იყო. ისინი იყოფოდნენ ლათინებად და
პერეგრინებად.ლათინები იყვნენ ეთნიკურად რომაელთა მონათესავე ტომების
წარმომადგენლები, ხოლო ლაციუმში (ცენტრალური იტალია) ანუ ლათინთა
კავშირში შემავალ ხალხებს ეწოდებოდათ ლატინი ვეტერეს ანუ ლატინი პრისცი. ეს
ლათინები ძვ. წ. 494 წელს გაფორმებული ცნობილი ხელშეკრულების საფუძველზე,
შეყვანილ იყვნენ რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში. მათი მდგომარეობა
თითქმის უტოლდებოდა რომის მოქალაქეთა მდგომარეობას. მათ ჰქონდათ ყველა
უფლება, გარდა jus honouum-ისა და მის ლეგიონებში სამსახურისა.. ისინი
სამხედრო სამსახურს გადიოდნენ რომაული ჯარის დამხმარე ქვედანაყოფებში,
(მოქალაქის მდგომარეობა) რომში გადასახადების შემთხვევაში, საკუთარ ტომს
დაუტოვებდნენ ერთ ვაჟიშვილს მაინც. ძველ ლათინთა აღნიშნული სამართლებრივი
მდგომარეობა გაქრა მაშინ, როდესაც იტალიის ყველა თავისუფალ მცხოვრებს
მიენიჭა რომის მოქალაქეობა.
პერეგრინები. ძველ დროს რომში სახელმწიფოს ტერიტორიაზე
დატყვევებული ნებისმიერი უცხოელი ითვლებოდა მტრად, თუ, როგორც კლიენტი,
არ იმყოფებოდა რომის რომელიმე მოქალაქის დაცვის ქვეშ და თუ არ სარგებლობდა
თავშესაფრის უფლებით მოქალაქეობის მიღების მიზნით. ყოველი ასეთი
უცხოტომელი ითვლებოდა სამართლის ობიექტად, ე.ი. res nullius-ად და რომის
ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო მისი მონად გადაქცევა. არარომაული და
არალათინური თემების წარმომადგენლები იწოდებოდნენ პერეგრინებად, რომლებიც
ტრიბუნ გაიუსის პაპინიუსის 65წ. (ღვ.წაღ-მდე) კანონით იწოდებოდნენ უცხოელებად. გარდა ამისა, პერეგრინებად ითვლებოდნენ რომის ის მცხოვრებნი,
რომლებმაც დაიბრუნეს თავისუფლება და ზოგიერთი დათავისუფლებული მონა.
ძირითადი უფლება, რომელიც სტატუს libeutatis-ის საფუძველზე ჰქონდათ
პერეგრინებს, იყო უფლება, ესარგებლათ შიდა ურთიერთობების მოწესრიგებისას ამ
თვალსაზრისით, შეზღუდულნი იყვნენ მხოლოდ ძალით დაპყრობილი პერეგრინები.
ისინი ვალდებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ მათთვის დაწერილ კანონებს. გარდა
ამისა, პერეგრინები არ ფლობდნენ არც ერთ იმ უფლებამოსილებას, რომლებიც
გამომდინარეობდა jus civils-ის დებულებებიდან. პერეგრინებისთვის მოქალაქეობის
მიღწევა ლათინებთან შედარებით უფრო რთული იყო. ძირითადი გზა, რომლითაც
პერეგრინები აღწევდნენ მიზანს, იყო შეწყალება (beneficium) რომის სახელმწიფო
ორგანოების მხრივ (კრება, სენატი, კონსული, პრეტორი, პრინცეპსი).
ძველი რომის პოლიტიკა სრულუფლებიან მოქალაქეებად თვლიდა მხოლოდ
ძირძველ რომაელებს. უცხოელი მტრად იყო გამოცხადებული. მას ეწოდებოდა hitis
(ჰისტის), რომლის მოკვლა ან მონად გადაქცევა დაშვებული იყო. მართალია, ეს
პრინციპი აბსოლუტური ფორმით არასოდეს განხორციელებულა, მაგრამ უცხოელები
რომის სახელმწიფოს განვითარების ყველა პერიოდში ფაქტობრივად
იზღუდებოდნენ. მიუხედავად ამისა, სამეურნეო ცხოვრების წინსვლასა და
კავშირურთიერთობას უცხოელ მოქალაქეთა მთელი კატეგორიების
უფლებაუნარიანობის აღიარება მოჰყვა. ამ მხრივ საინტერესოა ლათინებისა და
პარეგრინების უფლებრივი მდგომარეობის ჩამოყალიბება.
ლათინებად თავდაპირველად იწოდებოდა ლაციუმში მცხოვრები ხალხი.
ისინი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ლიცეუმში და როდესაც იგი რომაელებმა
დაიპყრეს, რომაელ მოქალაქეებთან არ გაათანაბრეს, თუმცა უფლება მიეცათ
კომერცია ეწარმოებინათ და სასმართლოში თავიანთი სახელით გამოსულიყვნენ. მათ
რომაელ მოქალაქეებთან ქორწინების უფლებაც ჰქონდათ, ასევე, ზოგჯერ სახალხო
კრებებში ხმის მიცემის უფლებაც მიენიჭათ. ლათინების ეს კატეგორია, ანუ ძველი
ლაციუმის მცხოვრებთა ფენა გაქრა I საუკუნეში, რადგან ლათინებს რომის
მოქალაქეობის უფლება მიეცათ, მეორე კატეგორიის ლათინებად იწოდებოდნენ რომის კოლონიების, პროვინციებისა თუ ოლქების მცხოვრებნი, რომელთაც
მექანიკურად მიენიჭათ რომაელ მოქალაქეთა თანასწორი უფლებები (თუმცა ამ
კატეგორიის ლათინებს რომაელ მოქალაქეზე დაქორწინების უფლება არ ჰქონდათ).
კოლონების ლათინები რომის მოქალაქეობას სხვადასხვა გზით
ღებულობდნენ. მაგალითად, რომის მოქალაქეობა ეძლეოდათ მათ, ვინც თავის
ქალაქში მაგისტრატის ან მუნიციპალური სენატის თანამდებობაზე მოხვდებოდა.
მესამე კატეგორიის ლათინები იყვნენ გაზაატებული პირები, თუმცა მათ
პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდათ და სიკვდილის შემდეგ მათი ქონება მათი
ყოფილი პატრონის ხელში გადადიოდა.
პერეგრინები - ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ რომის სახელმწიფოს
ტერიტორიაზე შემავალი პროვინციების ის მცხოვრებნი, რომლებსაც არც
მოქალაქეობისა და არც ლათინთა უფლებები არ ჰქონდათ მიღებული. ამავე
კატეგორიაში შედიოდნენ უცხოელები, ანუ ის მოქალაქეები, რომლებსაც რომის
ქვეშევრდომობა არ მიუღიათ; ასევე ის რომაელი მოქალაქეები, რომლებიც დაისაჯნენ
და რომიდან განიდევნენ. ასეთი მოქალაქეები, ანუ პერეგრინები, რომში
ითვლებოდნენ უცხოელებად და უუფლებოებად. რომში პერეგრინებისათვის ცალკე
სამართალი ჩამოყალიბდა, რომელსაც ius gentium (იუს გენციუმ) ეწოდებოდა. ამ
სამართლით რეგულირდებოდა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობანი
ძირძველ რომაელებსა და პერეგრინებს შორის, ასევე თვით პერეგრინებს შორისაც.
მათზე რომის ძველი სამართალი არ ვრცელდებოდა.
როგორც ვხედავთ რომში ადამიანის უფლებების დაცვა ძალზედ რთულ
საკითხს წარმოადგენდა. მოსახლეობის დაყოფა ხდებოდა გარკვეული მდგომარეობის
მიხედვით. იმ დროისათვის თანასწორიბის პრინციპზე საუბარიც კი ზედმეტია.