EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფრინველები საქართველოში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-11-25 02:14:04
კავკასიური როჭო
კავკასიური როჭო ენდემიკოსია. იგი უმთავრესად განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზემო ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახეულში ზღვის დონიდან 1800-2500 მეტრის სიმაღლეზე. მამალი როჭო მთლად შავი ხავერდოვანი ბუმბულითაა დაფარული. წითელი წარბები ამშვენებს მას, ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი აქვს. ტანი ლამაზი კუდით მთავრდება. დედალი როო რ რუხი ჟანგისფერია, გრძელი კუდით. როჭო 10 კვერცხს დებს და 6-7 წიწილას ჩეკს.
კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus).
ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, წონა 2 კგ. ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულიაკავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800-4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს - ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8-10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს).
ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens).
გნოლი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები).
კაკაბი (Alectoris graeca)
კაკაბი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. ბინადრობს ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით.
გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე.