EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობის თავისთავადი და თვითმყოფადი სისტემა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: USHI
თარიღი: 2014-12-04 19:50:23
ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობის თავისთავადი და თვითმყოფადი სისტემა
გუშინ ეროვნებით სომეხი გოგონა მისვამს კითხვას
- ვინ შექმნა ქართული დამწერლობა და რომელ საუკუნეში?
როგორც ჩანს სხვა ქართველებსაც დაუსვა ანალოგიური შეკითხვა ჩემს მისვლამდე და პასუხი ვერავინ გასცა! მე პასუხი გავეცი მყისიერად რომ ეს იყო ფარნავაზ I, ძვ. წ. III საუკუნეში, მაგრამ დამწერლობა უფრო ადრე იყო შექმნილი. მან უნდობლად ამომხედა და მკითხა
-მეხუთეში არ შეიქმნა ჩვენი წელთაღიცხვით?
-ინტერნეტში მოძებნე და მიხვდები ვუპასუხე მე.
-ინტერნეტში ვერ ვიპოვე მომიჭრა მან.
შენი პრობლემაა ვუპასუხე მეც. ეს სტატია მათთის ვინც ვერ იპოვა და ეძებს!
მოდით დავიწყოთ ქართული დამწერლობიდან და შემდეგ მივყვეთ სხვა ერების დამწერლობას ... მგონი საინტერესო უნდა იყოს სხვადასხვა ერების დამწერლობისა და ენის მიმოხილვა...
მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს, მაგრამ დამწერლობა კი მხოლოდ 14-ია; სხვადასხვა ენები ამ დამწერლობებს იყენებენ. ქართული დამწერლობა ერთ-ერთია ამ თოთხმეტიდან და მას მხოლოდ ჩვენ, ქართველები ვიყენებთ.
ჩვენი წინაპრები ქართულად ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნეში წერდნენ. მოგვიანებით, ქართლის მეფემ ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად ჰყო და ქართულმა დამწერლობამაც ამ პერიოდში უფრო სრულყოფილი სახე მიიღო.
დროთა განმავლობაში ქართული დამწერლობა იხვეწებოდა, ფორმას იცვლიდა, ახალ ნიშნებს იძენდა. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს სამგვარი ქართული დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. თავდაპირველად ქართველები ასომთავრულ დამწერლობას იყენებდნენ, მისი განვითარების შედეგად კი წარმოიშვა ნუსხა-ხუცური დამწერლობა, რომელსაც ღვთისმსახურებაში ხმარობდნენ. საეკლესიო წიგნები დღესაც ხუცური დამწერლობითაა ჩაწერილი. ამ დამწერლობის დასახელება მომდინარეობს სიტყვიდან „ხუცესი“, რაც მღვდელს, ღვთისმსახურს ნიშნავს. ნუსხა-ხუცური დამწერლობიდან განვითარდა მხედრული დამწერლობა, მას საერო დანიშნულება ჰქონდა. მართალია, ეს სამი დამწერლობა ერთმანეთისაგან განვითარდა, ისინი არ მივიწყებულა, ერთდროულად გამოიყენებოდა. ასომთავრულით იწყებდნენ აბზაცებს, წინადადებებს ხუცურ წიგნებში, ასომთავრულითვე წერდნენ წარწერებს ფრესკებზე. თუ თქვენ კარგად შეისწავლით ასომთავრულ დამწერლობას, შეძლებთ წაიკითხოთ, ვინ არიან გამოხატული ხატებსა და ფრესკებზე. რაც შეეხება მხედრულს, მას ხმარობდნენ წერილების მისაწერად, სამეფო ბრძანებების დასაწერად, ლიტერატურული ნაწარმოებებისა თუ მატეანეების ჩასაწერად და ა.შ. დღეს ჩვენც სწორედ მხედრულ დამწერლობას ვიყენებთ.
ქართული დამწერლობა
— ანბანური დამწერლობის თავისთავადი და თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.
ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა.
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[2] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[3] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონისასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში(კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.[4]
1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს
სომხური გაყალბებული ისტორით რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.
სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. [6]ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8] მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქართულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცისმოღვაწეობის ხანა (V ს).
ეს ადასტურებს რომ სომხები ჩვენი ძირძველი მტრები არიან და ფხიზლად უნდა მივადევნოთ თვალი მათ ყოველ გადაადგილებას ჩვენს მიწაზე
ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლომხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:
- ჱ — ჰე
- ჲ — იოტა
- ჳ — ვიე
- ჴ — ხარი
- ჵ — ჰოე
თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში (ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული...).
თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს
რაც უფრო პარადოქსული და სასწაულებრივია ენიგმა, მით უფრო აშკარად დასტურდება, რომ იმას კი არ უნდა ვერწმუნოთ, რასაც იგი სიტყვით გვიცხადებს, არამედ იმას, რასაც ფარავს და იდუმალყოფს.
იმპერატორი იულიანე (IV ს.)
...........(¯`'•.
..............(¯'•(¯'•............_/)/)
...............(¯'•.(¯'•.......((.....((
................(¯`'•(¯'•...((.)..(. ‘ /)
.................(¯`'•.(¯'((.)....|_/
.....,,,~”¯¯¯`'¯(_¸´(_.)......|
...(((./...........................)__
..((((.......),,...........(...__`
..)))).. . .//...¯¯¯¯¯¯¯' .... / /
.(((... .// .............. | ./...../
.))).....| ||.................| |...........♥♥♥
((........) .................) ...........|/
.^^^^.""'"'.^^^^^^^..""".^^^^.""""
ქართულ საიტორიო მწერლობაში არსებობს ერთადერთი ცნობა, რომელიც ქართული ანბანის შექმნას ეხება. ეს ცნობა, რომლის თანახმად, ქართული ანბანი ანუ მწიგნობრობა შექმნა ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI ს. ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება. უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ცნობა, რომელიც მომდევნო თაობების ქართველთა შორის, თითქმის 700 წლის განმავლობაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა, ჩვენი საუკუნის არცერთ მკვლევარს – ისტორიკოსს თუ ფილოლოგს – არ გაუზიარებია. ამ ცნობას უარჰყოფენ ან გვერდს უვლიან, ხანაც ანბანის წარმოშობის საკუთარი კონცეფციის მიხედვით, სავსებით სუბიექტურად განმარტავენ, რამაც არ შეიძლება იმ დასკვნამდე არ მიგვიყვანოს, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც სრულებით არ ესადაგება ანბანის მკვლევართა თვალთახედვას, მათი კვლევა-ძიების მიმართულებასა და საზრისს.
როგორც ცნობილია, ივ. ჯავახიშვილისა და პ. ინგოროყვას მიერ ნავარაუდევი მიახლოვებითი თარიღი ქართული ანბანის წარმოშობისა დიდად უსწრებს წინ ფარნავაზის მეფობის ხანას, ე.ი. III საუკუნეს ძვ. წ-ით. გ. წერეთელი ფარნავაზს, როგორც ქართული ანბანის შემოქმედს საერთოდ არ ახსენებს, რაკი მას ქართული ანბანი არამეული პროტოტიპიდან ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულად მიაჩნია. რ. პატარიძე ქართული ანბანის შექმნის ხანად ძვ. წ-ის V ს. უკანასკნელ მეოთხედს მიიჩნევს, რაც ფარნავაზის მეფობის წლებს საუკუნეზე მეტი ხნით უსწრებს წინ. ელ. მაჭავარიანი თუმცა კი აღნიშნავს, რომ მის ,,ნაშრომში განხილული არცერთი მონაცემი არ ეწინააღმდეგება ქართულ საისტორიო წყაროებში დაცულ ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზის მიერ ძვ. წ. III საუკუნეში ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ’’ (,,საბჭოთა ხელოვნება’’, N 10, 1977), მაგრამ ამ ცნობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული არგუმენტი არ მოჰყავს. ,,ფარნავაზის ცხოვრებაში’’ დაცულ ამ ცნობას იგი ისევე, როგორც გ. წერეთელი, საერთოდ არ განიხილავს.
ზ. სარჯველაძის აზრით, ,,ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ ცნობა ალბათ გულისხმობს* (ხაზგასმა ყველგან ჩვენია, თ. ჩ.) სახელმწიფოს საჭიროებისათვის საკანცელარიო მიზნებით ბერძნულის, ან არამეულის გამოყენებას. სხვაგვარად ძნელად თუ აიხსნებოდა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ადრეული ხანის ბერძნული, არამეული და ა.შ. ძეგლები, ქართული კი არა ‘’ (ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, 1984, გვ. 76, სქოლიო). ცხადი უნდა იყოს, რომ ,,განავრცო ენა ქართული’’ და ,,შექმნა მწიგნობრობა ქართული’’ – არასგზით არ შეიძლება ,,გულისხმობდეს’’ ბერძნულის ან არამეულის გამოყენებას. ზ. სარჯველაძის აზრით, ,,ქართული დამწერლობის წარმოშობა უკავშირდება ქრისტიანობის შემოღებას’’ (იქვე, გვ. 86) და ამიტომ, ანბანის შექმნის ტრადიციული ცნობა მისთვის ჭეშმარიტებას მოკლებულია.
როგორღა განმარტავენ ამ ცნობას ისინი, ვისთვისაც მისი ისტორიული ღირებულება ეჭვს არ იწვევს?
პ. ინგოროყვას მიაჩნია, რომ ,,ფარნავაზის დროს... ჩატარდა შევსება ქართული ანბანისა, დართვა ძველი ანბანის ბოლოში ცალკე საგანგებო ნიშნებისა სპეციფიკური ქართული ბგერებისათვის’’ (ტ. IV, 1978, გვ. 250). მაშასადამე, პ. ინგოროყვას აზრით, ანბანი უკვე ფარნავაზამდე არსებობდა, რაც აშკარად უგულებელყოფს წყაროს ჩვენებას, სადაც, როგორც ვიცით, ლაპარაკია ფარნავაზის მიერ ანბანის შექმნაზე და არა შევსებაზე.
რ. პატარიძის თვალსაზრისით, ,,ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია არა ფარნავაზ მეფისა და საქართველოს დაარსების ხანაში, არამედ გაცილებით ადრე. ამიტომ მემატიანის ცნობა: და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან (ფარნავაზ) შექმნა მწიგნობრობა ქართული, – სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული დამწერლობა ფარნავაზმა შექმნა ან ფარნავაზის დროს შეიქმნა... მემატიანის ცნობა, რომ ,,ამან (ფარნავაზ) შექმნა მწიგნობრობა ქართული’’, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უკვე არსებული (!) ქართული დამწერლობა ფარნავაზ მეფემ ერთიან ქართულ სახელმწიფო დამწერლობად გამოაცხადა’’ (ქართული ასომთავრული, 1980, გვ. 513).
როგორც ვხედავთ, აქაც, საისტორიო წყაროს ჩვენება სუბიექტურად არის განმარტებული, ვინაიდან ,,შექმნა’’ არ ნიშნავს და არც შეიძლება ნიშნავდეს უკვე შექმნილის ,,გამოცხადებას’’. ,,ფარნავაზის ცხოვრებაში’’ მკაფიოდ არის ნათქვამი: ფარნავაზმა ,,შექმნა კერპი დიდი სახელსა თვისსა ზედა...’’ ,,ფარნავაზმა შექმნა მწიგნობრობა ქართული’’...
ამრიგად, საისტორიო წყაროში დაცული ცნობა იმის შესახებ, რომ ანბანი შექმნილია ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ უნაყოფო და უნიადაგო აღმოჩნდა მკვლევართათვის.
ქართული დამწერლობას რომ მსოფლიოს ერები ებრძვიან ეს ფაქტია მაგრამ ვებრძვით ჩვენ თვითონაც, როცა გადმოგვაქვს უცხოური სიტყვები და ვამკვიდრებთ მათ ქართულ ენაში.
ქართული დამწერლობა შექმნილია ფარნავაზის მეფობამდე ბევრად უფრო ადრე.
დასკვნების გამოტანა მკითხველისთვის მომინდვია
ავტორი: უში
...........(¯`'•.
..............(¯'•(¯'•............_/)/)
...............(¯'•.(¯'•.......((.....((
................(¯`'•(¯'•...((.)..(. ‘ /)
.................(¯`'•.(¯'((.)....|_/
.....,,,~”¯¯¯`'¯(_¸´(_.)......|
...(((./...........................)__
..((((.......),,...........(...__`
..)))).. . .//...¯¯¯¯¯¯¯' .... / /
.(((... .// .............. | ./...../
.))).....| ||.................| |...........♥♥♥
((........) .................) ...........|/
.^^^^.""'"'.^^^^^^^..""".^^^^.""""
მსგავსი სტატიები:
ქართული დამწერლობა | მორფოლოგია - ქართული ენა | ქართველი პროფესორის კვლევა, რომელმაც, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს! | შუმერები და საქართველოს ისტორია | ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! ეს მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ! | თემო სახურია ,,კოლხეთის რიტორიკული სკოლა