EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ილია ჭავჭავაძე »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-07 23:49:10

ილია ჭავჭავაძე / ilia chavchavadze

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

დაიბადა : 08.11.1837 წ
გარდაიცვალა : 12.09.1907 წ



ჭავჭავაძე ილია გრიგოლის ძე, 27.X (8. XI) 1837, სოფ. ყვარელი - 30.VIII (12.IX), 1907, წიწამური, დაკრძალულია თბილისში. ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან - თბილისის გიმნაზიაში, 1857 - 1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; "ქართვლის დედა" (1860 წ.), "კაკო ყაჩაღი", "მუშა", "ელეგია" და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში. ი. ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს. 1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას. 70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი.

 



ნაწარმოებები :



პოემა : 
აჩრდილი
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ 
მეფე დიმიტრი თავდადებული
ქართვლის დედა
განდეგილი

ლექსი : 
პასუხის პასუხი
მესმის, მესმის სანატრელი 
ალაზანს 
სანთელი
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში
ყვარლის მთებს
ქართვლის დედას
ბაზალეთის ტბა
პოეტი
ლოცვა (მამაო ჩვენო)
გაზაფხული
ნანა
ელეგია
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან
გუთნისდედა
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული

მოთხრობა : 
მგზავრის წერილები 
სარჩობელაზედ 
გლახის ნაამბობი
კაცია-ადამიანი?!
ოთარაანთ ქვრივი 

ესეისტიკა : 
დავით აღმაშენებელი 
ქვათა ღაღადი 
რა გითხრათ? რით გაგახაროთ? 
ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედა 

 

ილია ჭავჭავაძე / დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან…

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, 
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი 
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, 
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; 

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან 
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, 
გულწრფელობითა და სიმართლითა, 
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა: 

იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში! 
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა; 
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში 
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

 

ილია ჭავჭავაძე / მესმის, მესმის სანატრელი…

მესმის, მესმის სანატრელი 
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! 
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს 
დასათრგუნვლად მონობისა. 

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა 
და აღმიგზნებს იმედს გულში… 
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი 
გამაგონე ჩემს მამულში!

 

ილია ჭავჭავაძე / უსულდგმულო ცხოვრება

უსულდგმულო ცხოვრება 
ცის ნიჭად ნუ გგონია, 
იგი მიწის ყოფილა — 
რასაც ბოლო ჰქონია! 

ცხოვრებას აცისკროვნებს 
სული, საქმით მეტყველი, 
და ის უბოლო არის, 
ვით სულის შთამბერველი. 

ნეტა ვინც კარგის საქმით 
აღნიშნავს თავის დროსა! 
ის აქავ ეწაფება 
უკვდავების წყაროსა!..