EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Acrochordus granulatus / გველები »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-15 01:01:15

Acrochordus granulatus / გველები

Acrochordus granulatus

  • ოჯახი: ხორთუმისებრნი (Acrochordidae)
  • გვარი: Wart snakes (Acrochordus)
  • სახეობა: Little file snake (Acrochordus granulatus)
  • ქვესახეობები: არ არსებობს
  • მაქს. ზომა: 2.4 მეტრი
  • შხამის ხარისხი: უშხამო
  • სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 5 წელი (ტყვეობაში)

გავრცელების არეალი: ინდოეთიდან დაწყებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გავლით სოლომონის კუნძულებამდე. ეს მოიცავს ქვეყნებს: მიანმარი, ტაილანდი, კამბოჯა, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, მალაიზია, ინდონეზია, სოლომონის კუნძულები, ჩრდ. ავსტრალია...

საბინადრო გარემო: ეს სახოება არის მთლიანად წყლის სახეობა და ხმელეთზე იგი სავსებით უმწეოა. გვხდებიან პატარა ჭაობებსა და მდინარის შესართავებში, თუმცა ასევე დაფიქსირებულნი არიან ზღვასთანაც.

გარეგნული აღწერილობა: მამრები უფრო პატარები, მდედრები კი უფრო დიდები არიან. მათ გვარში სხვა სახეობებთან შედარებით პატარა ზომისანი არიან. სხეული მოყავისფრო - მონაცისფროა თეთრი ან ყვითელი ზოლებით ზედ. საშუალოთ 0.6 - 2.4 მეტრამდე იზრდებიან. მათი ნესტოები თავის ზედა ნაწილზეა განლაგებული, რაც საშუალებას აძლევთ თავის ბოლომდე ამოყოფის გარეშე ჩაისუნთქონ ჰაერი. ხმელეთის გველებისგან განსხვავებით ამ გველებს განვითარებული აქვთ ფილტვები, რომლებიც გაფართოებულია მთლიან სხეულში, რაც საშუალებას აძლევთ დარჩნენ წყალში საათობით.

კვება: საინტერესოა ფაქტი, რომ ნადირობის ტაქტიკა განსხვავდება სქესებს შორის, ანუ მამრები აქტიურად ნადირობენ მათ ნადავლზე, როცა მდედრები ზიან ერთ ადგილას და ელოდებიან მსხვერპლს (ჩასაფრებითი ტაქტიკა). მსხვერპლს კლავენ მოხრჩობით. იკვებებიან პატარა ზომის თევზებით და ლოკოკინებით.

გამრავლება: ეს გველები წყვილდებიან ორ წელიწადში ერთხელ (ივნისი - ივლისი) და არიან კვერცხცოცხალმშობები. შეწყვილების წინ მდედრები გამოყოფენ ფერომონებს (ქიმიური ნივთიერებები, ჰორმონები,რომელთა გამოყოფაც ხელს უწყობს გარკვეული სოციალური პასუხის წარმოქმნას საწინააღმდეგო სქესის მიმართ), რითაც იქცევენ მამრების ყურადღებას. უმეტესობა შემთხვევაში რამოდენიმე მამრი ჩნდება ხოლმე. არ არის ცნობილი თუ როგორც ირჩევს მდედრი მეწყვილეს, რადგან არ არსებობს მამრებს შორის ბრძოლა მდედრისთვის. წყლის გველებში, მამრი შემოეზვევა ხოლმე გარშემო მდედრს რითაც იწყება სქესობრივი პროცესი. შეწყვილებას მიაქვს საათები. ხანდახან მამრი იხრჩობა ხოლმე შეწყვილებისას, რადგან მდედრი წყვეტს როდის ავიდნენ მაღლა ჰაერის ჩასასუნთქად. მამრებს გააჩნიათ 2 პენისი, მაგრამ მხოლოდ ერთს იყენებენ ერთ მდედრთან. ნაყოფის განვითარების პერიოდი 5 - 7 თვეა. პატარების საშუალო რიცხვია 6. არც მდედრი და არც მამრი არ ავლენს მშობლიურ მზურნველობას ბავშვებს, ამიტომ პატარები დაბადებიდანვე დამოუკიდებელნი არიან.

ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველები არიან ღამის გველები, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილას ატარებენ ცურვასა და ნადირობაში. დღის განმავლობაში დროს ატარებენ ჩამარხულნი ფსკერზე ან წყლის მცენარეებში. ხანდახან წყლის მოქცევის დროს ხმელეთზე გამოდიან. ეს გველები შეიძლება ცხოვრობდნენ ჯგუფებად, მაგრამ ერთმანეთთან არ აქვთ არანაირი კომუნიკაცია. ერთმანეთის მიმართ არ არიან აგრესიულები. ბუნებაში მტრებად ევლინებიან ნიანგები და ზღვის არწივები.

შხამი: შხამი არ გააჩნიათ.

Acrochordus-granulatus