EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ციფრული ფოტოაპარატის არჩევა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-01-22 01:44:48
დიდი კონკურენციის პირობებში ბუნებრივია მწარმოებელმა ფირმებმა პირველ რიგში მომხმარებლების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ მყიდველის არასაკმარისად ინფორმირებული წყალობით ციფრული ტექნოლოგიის განვითარების გზა არ ემთხვევა მომხმარებლების ინტერესებს. მარკეტინგული კვლევების გათვალისწინებით მწარმოებლები უშვებენ ისეთ პროდუქტს, როგორის მოთხოვნაცაა ხალხში. ასევე ითვალისწინებენ მათი ამ პროდუქტისადმი სხვადასხვა არასწორ, სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. მაგალითად მომხმარებლების უმრავლესობას ჰგონია, რომ რაც უფრო მეტი მეგაპიქსელი აქვს კამერას მით უფრო უკეთესია იგი. ისინი ასევე ყურადღებას აქცევენ დიდ ზუმს, პროფესიონალურ აპარატთან ვიზუალურ მსგავსებას და ა.შ.
მატრიცა
აპარატის ყიდვის დროს უმჯობესია თუ ყურადღებას მიაქცევთ მის მატრიცის ფიზიკურ ზომას. მატრიცა არის სენსორი, რომელიც ციფრულ აპარებში ფირის როლს ასრულებს.
რაც უფრო დიდი ზომისაა მატრიცა მით უკეთესი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ მატრიცის ფართობის ერთ ერთეულზე პიქსელების რაოდენობა. რაც უფრო პატარა მატრიცა აქვს აპარატს და მეტი მეგაპიქსელი, მით უფრო იზრდება ფოტოს “ხმაური”, განსაკუთრებით დაბალი განათების პირობებში.
ობიექტივი
რაც შეეხება მოახლოებას (ზუმს). მატრიცის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ობიექტივია. როგორც წესი ობიექტივები არის 3 და მეტჯერადი მოახლოვებით. ძალიან დიდ მოახლოებას ნუ “გაეკიდებით”. ხარისხში წააგებთ. 3-4 ჯერადი მოახლოება სავსებით საკმარისია სიუჟეტების უმრავლესობისთვის. მიაქციეთ ყურადღება 35 მილიმეტრიანი ფირის ზომებში გამოსახულ ფოკუსურ მანძილს (ის მოცემულია ხოლმე აღწერაში). როგორც წესი ის 35-დან იწყება. ყველაზე ხშირია 35-105-იანი 3X მოახლოებინი ობიექტივები.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მაქსიმალურად გახსნილ დიაფრაგმას როგორც ფართე კუთხეზე ისევე ტელეობიექტივის მდგომარეობაში. 2.8-4.0 არის საუკეთესო ზღვრული სიდიდეები. ამაზე დიდი ციფრების მოქონე ობიექტივები უკვე არაა რეკომენდებული. სამწუხაროდ ასეთი დიაფრაგმის მქონე ობიექტივებიანი აპარატები როგორწ წესი ძვირია ღირს. ამიტომ კარგად გაიაზრეთ თუ რის გადაღებას აპირებთ.
როგორ შევარჩიოთ
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაზარი გაჯერებულია ნაირ-ნაირი სხვადასხვა სახის პროდუქციით
აპარატის საყიდლად მისული კლიენტი ძალაინ იბნევა. კარგად არ იცის რა უნდა. დიდია იმის ალბათობა, რომ რომელიმე მაღაზიაში არსებული კონსულტანტის “კლანჭებში” აღმოჩნდეს და არასწორი ნივთი შეიძინოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად წინასწარ უნდა განსაზღვროთ:
- რა თანხის დახარჯვას აპირებთ აპარატში?
- რას ითხოვთ აპარატისგან? (სად უნდა გამოიყენოთ? რა პირობებში? რა დონის ხარისხს ითხოვთ?)
- აპირებთ თუ არა მომავალში ამ მიმართულებით ფინანსების გამეტებას? თუ ეს ერთჯერადი ინვესტიცია უნდა იყოს?
შედარება
ციფრულ ფოტოაპარატებში გამოყოფენ ორ ძირითად კატეგორიას DSLR (ანუ სარკული ციფრული აპარატები) და Compact კატეგორია (პატარა აპარატები, ანუ “სასაპნეები”). ამ ორი ტიპის აპარატის მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ძირითადი რითაც DSLR-ები განსხვავდება “სასაპნეებისაგან” არის ის, რომ სარკულ აპარატებს აქვთ ობიექტივის შეცვლის შესაძლებლობა.
ახლა ვისაუბროთ ამ ორი ტიპის აპარატის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
DSLR ანუ სარკული აპარატები:
პლიუსები
- დიდი მატრიცა და შესაბამისად ცუდი განათებისას “უხმაურო” სურათების გადაღება;
- ობიექტივების შეცვლის შესაძლებლობა;
- დამატებითი განათების და სხვა პროფესიონალური აქსესუარების გამოყენების შესაძლებლობა;
- გაცილებით მაღალი ხარისხის სურათების გადაღება, შესაბამისი ობიექტივების გამოყენების შემთხვევაში;
- აპარატის მექნიკურ/ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის მეტი შესაძლებლობა.
მინუსები
- დიდი ფასი (საქართველოში ციფრული სარკული აპარაების ფასი 1000-1500 ლარიდან იწყება, თუმცა ამ ფასად მხოლოდ სამოყვარულო სარკულ აპარატს თუ შეიძენთ საბაზო ობიექტივით);
- დიდი წონა, დიდი ზომები;
- ვიდეოგადაღების ფუნქცია მხოლოდ ზოგიერთ ახალ მოდელს აქვს.
Compact კამერები, ანუ “სასაპნეები”:
პლიუსები
- პრაქტიკულობა, მსუბუქი წონა და პატარა ზომები (შეგიძლიათ ყოველდღე თან ატაროთ როგორც მობილური ტელეფონი);
- დაბალი ფასი;
- მოდელების 95%-ზე მეტს აქვს ვიდეო გადაღების ფუნქცია.
მინუსები
- სარკულებთან შედარებით ფოტოს დაბალი ხარისხი;
- აპარატის მექანიკურ/ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ნაკლები შესაძლებლობა;
- ფიქსირებული ობიექტივი.
რჩევები
Compact-ის ტიპის აპარატის ყიდვისას არ მიაქციოთ მეგაპიქსელებს დიდი ყურადღება. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ მწარმოებლების მარკეტინგული ხრიკია. “სასაპნეების” უმრავლესობას არ აქვთ ისეთი ოპტიკა, რონ 5-6 მეგაპიქსელზე მეტი გაარჩიონ.
თუ არ აპირებთ აპარატში შემდგომ ინვესტიციებს, ნუ იყიდით DSLR-ს. ასეთი აპარატის ყიდვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კარგ და სხვადასხვა ობიექტივებთან და აქსესუარებთან ერთად იხმართ. ნორმალური ობიექტივების ფასი 600-700 ლარიდან იწყება და ხუთნიშნა ციფრებამდე ადის.
თუკი მაინც იყიდით DSLR-ს და მხოლოდ საბაზო ობიექტივს იხმართ, ხელში შეგრჩებათ აპარატი, რომელიც კარგი Compact-ის დონისაზე ოდნავ უკეთეს სურათებს იღებს, მაგრამ აქვს ყველა ის მინუსი რომელიც DSLR აპარატებს გააჩნიათ.