EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ დღესასწაულობენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში. ნაწილი I »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-19 21:49:58

როგორ დღესასწაულობენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში. ნაწილი I

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის დიდი და ბრწყინვალე დღესასწაულია. საუკუნეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში მისი აღნიშვნის სხვადასხვა ტრადიციები ჩამოყალიბდა.

საფრანგეთი

საფრანგეთში დიდი ხუთშაბათიდან ვნების შაბათამდე იესოს სიკვდილის გლოვის ნიშნად ზარები დუმს. მხოლოდ აღდგომის კვირას იწყებს ზარები რეკვას ქრისტეს აღდგომის სიხარულის გამოსახატად.

ფრანგები აღდგომის დილას ზარების ხმაზე ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. ისინი ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს და ბავშვებს უმალავენ.

2-easter-traditions-france

კვერცხებს ჰაერში ისვრიან და პირველი, ვისი სააღდგომო კვერცხი მიწაზე დაეცემა, ის წაგებულია. ზოგიერთ ადგილას ფრანგი ბავშვები სააღდგომო კვერცხებით სავსე 4 თეთრ ცხენშემბულ კარეტას ელოდებიან.

3-easter-traditions-france

ფრანგები სუფრაზე დებენ ომლეტს ბეკონით ან ძეხვით. ამას მოყვება ხორციანი კერძი – შვლის ან ბატკნის ხორცი, თუმცა შეიძლება ღორის ხორციც იყოს.

მეცში მიირთმევენ გრილზე მომზადებულ გოჭს. ასევე შემონახულია სააღდგომო ცხვრის კერძი – „პასკალინა“, რომლის ავტორობაც ტალეირანს მიეწერება. ცხვრის თავს ტენიან ორცხობილით, ბეკონით და მწვანილით და მსუბუქად წვავენ ზეთში. შემდეგ ალაგებენ ლანგარზე თეთრ ბულიონში მოხარშულ ცხვრის ფეხებთან და ბეკონში შემწვარ მკერდუკანა ჯირკვლებთან, ენასთან და ტვინთან  ერთად. კერძი ხახვიანი ველიუტეს სოუსით იფარება.

პასკალინას კიდევ ერთი რეცეპტი მოხსენიებულია ალექსანდრე დიუმას „კულინარიულ ლექსიკონში“. ექვსთვიანი ბატკანი იტენება დაბეგვილი ცხვრის ხორცით, კვერცხის შემწვარი გულით, ორცხობილით და დაკეპილი მწვანილით, რომელსაც დამატებული აქვს ოთხი სანელებლის ნარევი – დაფქვილი თეთრი წიწაკა, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და კოჭა ანუ ჯანჯაფილი. შეკაზმულ ბატკანს ბეკონში ახვევენ და ღუმელში წვავენ. პასკალინა სუფრაზე მწვანე სოუსთან ან ტრიუფელებიან რაგუსთან ერთად მიაქვთ.

4-easter-traditions-france

შვეიცარია

შვეიცარიაში იმდენი სააღდგომო ტრადიციაა, რამდენი კანტონიც არსებობს, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეს შესახებ მოგიყვებით.

ქვეყნის დასავლეთში ვნების პარასკევს „Les Pleureuses“ (მოტირლები) ქუჩებში  ქრისტეს წამების იარაღებსა და წმინდა ვერონიკას ოფლიან ცხვირსახოცს დაატარებენ.

ქალაქებში ლოცვა და სიმღერა ისმის. ზოგიერთ სოფელში პურს, ყველსა და ღვინოს არიგებენ. ადრე ვნების პარასკევს ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ შიშველი ფეხით შეიძლებოდა.

დღეს ვალისელები აღდგომის მეორე დღის დილას მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე პატარ-პატარა პროცესიებად ახლომდებარე გორაკებზე ადიან. ისინი ცეკვით ეგებებიან მზეს, ქრისტეს აღდგომის სიმბოლოს. ზოგიერთ კანტონში წყალში მზის სხივების დაჭერის ტრადიცია არსებობს.

ბერნში ყველა, გამონაკლისის გარეშე, აღდგომის კვირას ქალაქის ძველ ნაწილში ელევატორის მახლობლად ხვდება. ისინი სააღდგომო კვერცხებით პატარა ბრძოლას აწყობენ – იმარჯვებს ის, ვისი კვერცხებიც მთელი დარჩება.

ფრანგულ შვეიცარიაში სააღდგომო ტრადიციას ეკუთვნის „წყაროების მორთვა“. ორასზე  მეტ საეკლესიო თემში სოფლის წყაროებს ჭრელი სააღდგომო კვერცხებით, ქაღალდით, რტოებითა და ლენტებით გაკეთებული გირლანდებით რთავენ.

easter_switzzz2

რეკორდი ბიბერბაჰს ეკუთვნის: მსოფლიოს ყველაზე დიდ სააღდგომო წყაროზე 8,000 კვერცხისგან დამზადებული გირლანდა კიდია.

DCF 1.0

ბაუცენს, კამენცემსა და ჰოიერსვერდს შორის ობერლაუცზე აღდგომის კვირას სოფლებზე აღდგომის რაინდების პროცესია გაივლის. მსვლელობაში 400-მდე ბრწყინვალედ გამოწყობილი მამაკაცი იღებს მონაწილეობას, რომელთაც საეკლესიო დროშები, ჯვრები და ზოგჯერ იესოს ქანდაკება მოაქვთ.

ესპანეთი

ესპანეთში პოპულარულია სააღდგომო მსვლელობები, რომლის მონაწილე პატარა ბიჭუნებს უბრალო პალმის რტოები უჭირავთ, გოგონებს კი სპეციალურად მორთული ტკბილეული. მღვდელმა ეს ბავშვები უნდა აკურთხოს.

ყველაზე ცნობილი სააღდგომო მსვლელობა სევილიაში იმართება. პალმა-დე-მაიორკაში ეკლესიის წინ აღდგომის კვირას „ქრისტეს ვნებანს“ თამაშობენ.

ყველაზე „საშინელი“ სანახაობა ვერგესეში (ჟირონა) შეგიძლიათ ნახოთ: საშინელ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალაქელი მამაკაცები გამვლელებს აშინებენ.

იტალია

იტალიაში ტრადიციულად აცხობენ  „სააღდგომო ტორტს“, მარილიან ღვეზელს მოხარშული კვერცხებით და ისპანახით ან „სააღდგომო მტრედს“ – „პალომა დი პასკუია“. ეს ღვეზელი ფორმით ეკლესიის გუმბათს წააგავს.

Italia_Colomba_di_Pasqua

ვნების პარასკევს ქუჩებში მოწყობილ პროცესიებს ჯვრები მიაქვთ. პროცესიის მონაწილეები ბნელ ქუჩებში ერთმანეთს გზას სანთლებით უნათებენ. მსვლელობა მდუმარედ მიმდინარეობს. აღდგომაზე მიღებულია ოჯახთან და ბავშვებთან  ერთად სასეირნოდ წასვლა: „Pasquetta“.

კათოლიკე ქრისტიანებისთვის მთავარი სააღდგომო კერძი ცხვრის ხორცი იყო. და ახლაც ამ საჭმელს იტალიის ყველაზე პატარა სოფლებშიც კი აღდგომაზე აუცილებლად მიირთმევენ.

ნეაპოლელებმა გარნირის განსაკუთრებული რეცეპტი მოიგონეს – შემწვარი არტიშოკი, რაც ძალიან უხდება ბატკნის შემწვარ ხორცს ან ყველთან ჩაშუშულ ცხვრის ღვიძლს ბარდითა და კვერცხით. აქ ასევე შემოგთავაზებენ სალათს – ღორის ქადით, ტკბილი წიწაკით, ზეთისხილითა და არტიშოკების გულით ან პომიდვრით, ოხრახუშითა და ნივრით.

საბერძნეთი

საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომაც აქ აღდგომას დაახლოებით იგივე ტრადიციებით ზეიმობენ, როგორც ჩვენთან. სააღდგომო კვერცხებს ღებავენ და შაბათ საღამომდე ინახავენ. საღამოს მესაზე მორწმუნეებს ანთებული თეთრი სანთლები მიაქვთ. შუაღამისას ყველა სანთელი ქრება. ანთებულ სინათლეს, სიცოცხლეს ადამიანები ერთი სანთლიდან მეორეს გადასცემენ.

მართლმადიდებლური აღდგომა საბერძნეთში ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომლის დროსაც ტარდება მასობრივი პროცესიები ანთებული სანთლებით.

სააღდგომო ტრაპეზზე მიირთმევენ ტრადიციულ სუპს ცხვრის გულ-ღვიძლით – მაგირიცას, რომელსაც ადრევე, შაბათს ამზადებენ.

ხსნიან რეცინას – წინა წლის მოსავლის პირველ ღვინოს. ბუნებაში იმართება დიდი სუფრები და პიკნიკები, სადაც ცეცხლზე პატარა ბატკნებს წვავენ.

easter in greecxe-3

სალონიკში ქალაქის მუნიციპალიტეტი ყველას – ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრების უფასოდ უმასპინძლდება – სუფრებზე აწყვია ღვინო, ხორცი და აუცილებლად წითელი სააღდგომო კვერცხები ტკბილ პურთან ერთად.

ბერძნული სიმღერები და ცეკვები დილამდე არ წყდება. სააღდგომო არდადეგები კი ბერძნულ სკოლებში მთელი 15 დღე გრძელდება.

ინგლისი

ინგლისში აღდგომის აღნიშვნის თანამედროვე ტრადიციები ძალიან მხიარული, ნათელი, ფერადი და სახალისოა. აღდგომა წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მიიჩნევა. აღდგომის დღეს მზის ამოსვლისას ეკლესიებში საეკლესიო მსახურებები მიმდინარეობს. ტაძრებში ორღანზე შესრულებული კონცერტები ტარდება.

ამ დღეს მიღებულია ახალი ტანსაცმლის ჩაცმა, რაც ცუდი ამინდის სეზონის დასრულებასა და გაზაფხულის დადგომასთან სიმბოლიზდება.

კვერცხებით, პურით და სხვა საჭმელებით სავსე სააღდგომო კალათები (Easter baskets) სააღდგომო წირვაზე მიაქვთ, რათა ეკლესიაში აკურთხონ. აღდგომის ორშაბათს ბავშვებისთვის ქუჩაში კანფეტებისა და სათამაშოების ჩუქებაა მიღებული.

easter basket-england-1

პატარები მოუთმენლად ელიან კვირას, როცა გაიღვიძებენ და ნახავენ სააღდგომო კურდღლის დატოვებულ ტკბილეულიან კალათს და დამალულ კვერცხებს, რომლებსაც წინა კვირას თავადვე ღებავდნენ და ხატავდნენ. დამალულ კვერცხებს ბავშვები მთელ სახლში ეძებენ.

იმართება სპეციალური შეჯიბრებებიც კი – კვერცხების ძებნა („Eggstravaganza“), რომელშიც ის ბავშვი იმარჯვებს, ვინც ყველაზე მეტი კვერცხი იპოვა. ასეთ ზეიმებს პარკებსა და რესტორნებში მართავენ, თუმცა ბავშვების გასახარად კვერცხების ძებნის შეჯიბრის სახლში მოწყობაც შეიძლება. მაგალითად, სახლში შოკოლადის კვერცხების დამალვა და რაიმე გარითმული მინიშნების, პატარა ლექსის მოფიქრება, რომელიც ბავშვებს კვერცხების ძებნაში დაეხმარება.

5-easter-traditions-1

დასახლება ოლნაიეში დიდ ხუთშაბათს ყოველწლიური სააღდგომო “ბლინების რბოლა” „Pancake Thursday“ იმართება.

შოტლანდია

შოტლანდიაში აღდგომაზე ყველგან სააღდგომო კოცონი ანთია. ეს ტრადიცია შემორჩენილია ჯერ კიდევ კელტური პერიოდიდან, როდესაც ამავე დროს გაზაფხულის დღესასწაულს ზეიმობდნენ.

easter_fire_scotland-1

უელსი

უელსში ვნების კვირას ტრადიციული სიმღერის კონკურსი „Gymansa Canu“ ტარდება. ამისთვის იკრიბებიან საეკლესიო ქოროები მთელი უელსიდან და ცნობილ სახეებსაც იწვევენ.

1-wales

ირლანდია

ირლანდიის ზოგიერთ ქალაქში გროტესკული სააღდგომო ტრადიცია არსებობს: ქაშაყის სიმბოლური დაკრძალვა. ქაშახს მარხავენ იმის ნიშნად, რომ მძიმე მარხვა, რომლის დროსაც ქაშაყი ძირითადი საჭმელია – დასრულდა.

ireland-fish

ირლანდიაში ვნების პარაკევი ძალიან მშვიდი დღეა. მორწმუნეები შუადღემდე არაფერს ჭამენ. აღდგომის შაბათს ასობით წმინდა სანთელი ინთება. ირლანდიელები ამ დღეს მწვანე ხახვისა და ბატკნის სუპს მიირთმევენ.

Easter-ireland

ქუჩებში საცეკვაო შეჯიბრები იმართება და გამარჯვებული ჯილდოდ სააღდგომო ღვეზელს იღებს.

სტატიის გაგრძელების წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.