EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სადაა არაყი? არ არის არაყი - სოფლელი გოგონას სასკოლო თხზულება »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: UshiKai
თარიღი: 2014-12-26 22:58:09
რუსი პედაგოგის მოგონებებიდან:
ამ ხალხს აბანოსა და მაღაზიის გარეშე გაძლება არასოდეს გაჭირვებიათ. თხილამურებსა და ციგებზე სრიალებდნენ, ტრაქტორით დასეირნობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილობრივი "ელექტრიჩკით" მეზობელ სოფლებსაც შეუვლიდნენ ხოლმე. მეტსაც გეტყვით, ამ კულტღონისძიებებისგან თავისუფალ დროს უქმად არ აცდენდნენ - მთელი სოფელი ერთსულოვნად ეძლეოდა ლოთობით ტკბობას.
რაც შეეხება სკოლას. რა თქმა უნდა, ბევრი მოსწავლე არ დამხვედრია. მეოთხე კლასში 5 მოწაფე იყო, მეხუთეში - სამი, მეექვსეში - 4, მეშვიდეში - თერთმეტი და მერვეში - ექვსი.
არც მასწავლებლები ვებლანდებოდით ფეხებში ერთმანეთს - სულ 4 პედაგოგი გახლდით ჩემი ჩათვლით. ჰო, დირექტორიც გვყავდა, ტაისია ანდრეევნა. ლიმონსა და ფორთოხალს ახარებდა სათბურში და ფერადი ტელევიზორი ჰქონდა - ეს უკანასკნელი ავტომატურად აქცევდა მას სოფლის სულიერ ლიდერად. ტაისია ანდრეევნას სიტყვას პარტიისა და სოფლის საბჭოს განკარგულებაზე ნაკლები ფასი როდი ჰქონდა.
ტავატუელი ბავშვები მართლაც რომ გაგიხარებდნენ გულს - კეთილები, ლამაზები, საოცარი წარმოსახვის პატრონები... მერვეკლასელებს კი გამოარჩევდა კაცი... ისე დატყობოდათ სქესობრივი სიმწიფე, რომ ბავშვებს კი არა პატარა, "მატრიოშკებს" ჰგავდნენ.
ტავატუელ მოწაფეებს ერთადერთი პრობლემა ჰქონდათ: მარცვალ-მარცვალ ძლივსკითხულობდნენ. და როგორ წერდნენ? ამის გახსენება ახლაც ცუდად მხდის, ფაქტობრივად, არ წერდნენ... სასწრაფოდ რაღაც იყო მოსაფიქრებელი.
რა აღარ ვცადე, ხმამაღლა კითხვა, შინაარსის თხრობა, წაკითხულზე მსჯელობა... ბავშვებიც აფასებდნენ ჩემს მონდომებას და დღითი დღე მაოცებდნენ არაორდინალური აღქმის უნარით. მაგალითად, რატომ დარჩა პუშკინის ტატიანა მეუღლესთან და არ გაჰყვა ონეგინს. იქაურებმა ასე ამიხსნეს: "ტატიანა ისევ თავის ბებერთან დარჩა იმიტომ, რომ ის კაცი არც სვამდა არც სცემდა, ონეგინს კი ვინ იცის, რა ხუშტური წამოუვლიდა".
ზეპირი მსჯელობების შემდეგ თხზულებებზეც გადავედით. წერაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ზეპირად უნდა მოეთხროთ. თემა თავისუფალი იყო. საუკეთესო შეფასება წითურმა ნატაშამ დაიმსახურა, სკოლის დამლაგებლის შვილმა, რომელიც მეექვსე კლასში სწავლობდა. გოგონამ ბუნებაზე გვიამბო. სხვათა შორის, ნატაშკა მარცვალ-მარცვალ კი არა, ასო-ასოც ძლივს კითხულობდა. არ აღიარებდა წერის არც ერთ ნორმას, სამაგიეროდ, ცოცხალი გონება ჰქონდა. მისი თზულება ნამდვილად იმსახურებს ფართო ასპარეზს. ვეცდები სიტყვა-სიტყვით გადმოვცე ეს უნიკალური ამბავი.
"ერთხელ მამა სადგურიდან მოდის და დედასთვის არაყი მოაქვს. თვითონ მაღაზიაში გადაკრა და გზაში ძილი მოუნდა. დაწვა, დაიძინა, მერე ადგა და სახლში წამოვიდა. დედილო ეკითხება: არაყი სადაა? ნახეს - არ არის არაყი. დედამ წაუთაქა, მაგრამ არ უტკენია. საერთოდ დედა კეთილია, ისე გცემს, არაფერს გატკენს. მერე ჰკითხა: - სად ეგდე? მამა ეუბნება: - ნაძვის ძირას მეძინა, სადგურიდან მოვდიოდი.
წავიდნენ ორივენი უკან სადგურისკენ და დაუწყეს არაყს ძებნა. ყველა ნაძვის ძირში ეძებეს, მაგრამ სად არის? არ არის არაყი. მობრუნდნენ უკან. დედილომ წაუტირა, მერე მამიკოს ისევ მოსდო, მაგრამ ძალიან არა... კეთილია დედა.
ისევ წავიდნენ არყის საძებნელად. ეძებეს, ეძებეს და... იპოვეს. ნაძვის ძირში კი არა, ფიჭვის ძირას ყოფილა.
ამიტომ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ბუნება და უნდა იცნობდე მას. მამას რომ სცოდნოდა, რით განსხვავდება ნაძვი ფიჭვისგან, არაყს ხომ მაშინვე იპოვიდნენ?! არც დედა მოსდებდა მეორედ".
მაქს ფრაი. 2004 წელი.