EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საწვავის ეკონომიური ხარჯვა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-01-24 00:31:15
არასტაბილური ეკონომიკა და საწვავზე მუდმივად მზარდი ფასები ბევრი ჩვენგანის ფიქრის საგანია. ეს პრობლემა ყველაზე მეტად საშუალო და მცირე შემოსავლების მქონე ოჯახებს აწვებათ ზურგზე. საწვავზე ფასების დაწესება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, თუმცა ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ საჭესთან და ვიხადოთ ათეული ლარით მეტი ავზის ასავსებად მაშინ, როცა ჩვენ თავად შეგვიძლია ჩვენი მანქანის ოპტიმალურ მუშაობას შევუწყოთ ხელი და ამით ბენზინის ფული დავზოგოთ.
ქვემოთ მოყვანილი რჩევების შესასრულებლად სულაც არ არის აუცილებელი, მექანიკოსის „სერთიფიკატი“ და გამოცდილება გქოდეთ. პრევენციული ზომები და ცოტაოდენი პროფილაქტიკა დაგეხმარებათ დაზოგოთ ფული, როგორც ნაწილების ყიდვაში, ასევე ავზის ავსებაში.
“ტეკუში რემონტი”
ბევრმა მძღოლმა არ იცის, როგორ უნდა მოუაროს მანქანას, ან ავიწყდებათ, ან, უარეს შემთხვევაში, ეზარებათ კიდეც. მოიშორეთ ეს ცუდი ჩვევა, რადგან სწორი მოვლით არამხოლოდ ოპტიმალურ ფორმას შეუნარჩუნებთ თქვენს ავტომობილს და თავიდან აიცილებთ ნაწილების მუდმივ ცვლას, არამედ საწვავის მოხმარებასაც შეამცირებთ.
რეგულარული შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ საბურავები საჭირო დონეზეა დაბერილი. ისინი ხომ უდიდეს როლს თამაშობენ სვლის პროცესში. ნორმაზე ნაკლებად დაბერილი საბურავები არამხოლოდ მალე ცვდება, არამედ ზრდის საწვავის ხარჯვას. ექსპერტების შეფასებით, საბურავების წესრიგში მოყვანით თქვენ დაზოგავთ საწვავის ღირებულების 10%-ს და იმავდროულად უფრო მართვადს გახდით თქვენს სატრანსპორტო საშუალებას.
ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული პრობლემა, რომელსაც უყურადღებოდ ტოვებს ზოგიერთი მძღოლი, არის ძრავის ჰაერის ფილტრები. მათი დაბინძურების შემთხვევაში თქვენი მანქანის ძრავას გაუჭირდება ნორმალურად ფუნქციონირება და გათვალისწინებულზე მეტ საწვავს “ჩაყლაპავს”. ჰაერის ფილტრების გამოცვლა სასურველია ყოველი 5000 კილომეტრის გავლის შემდეგ. კარგი იქნება, თუკი ფილტრების მდგომარეობას შეამოწმებთ ზეთის გამოცვლის დროს. ამის გაკეთება ადვილია: ამოიღეთ ფილტრი და გახედეთ მზეზე. თუ ფილტრმა სხივები გაატარა, ე.ი. ყველაფერი კარგადაა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეცვალეთ. საწვავის ეკონომიას კიდევ 10%-ით გაზრდით.
თუკი ძრავა მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როოდესაც თავად შეგახსენებთ თავს, მაშინ დროა დაფიქრდეთ, რომ ამ საქციელით ზიანს აყენებთ არამარტო თქვენი ავტომობილის სწორ ფუნქციონირებას, არამედ ზრდით თქვენი საწვავის ხარჯებსაც. დაიმახსოვრეთ, თუ გსურთ თქვენი ავტომობილის ოპტიმალურ მდგომარეობაში ყოფნა, გაუფრთხილდით ამნთებ სანთლებს, საჭიროების შემთხვევაში გაწმინდეთ, ან შეცვალეთ თქვენივე ხელით. აალების გამოტოვება ან არადოული აალება საწვავის ხარჯს 35%-ით ზრდის
“ზაპრავკა”
არასოდეს გაავსოთ ავზი ბოლომდე. დაიმახსოვრეთ, რომ ეს ფულისტყუილად ხარჯვაა. ავზის შევსების დროს, გაინთავლისწინეთ, რომ უნდა დატოვოთ ადგილი, რათა ჩასხმულმა ბენზინმა თავისუფლად იმოძრაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ზედმეტი“ ბენზინი, რომელშიც თქვენ ფული გადაიხადეთ, აორთქლდება და არამხოლოდ თქვენს საფულეს, არამედ მანქანის გამართულ მუშაობასაც დაასვამს დაღს. ასევე, არ დაგავიწყდეთ საწვავის ავზის ხუფის მჭიდროდ დაკეტვა, რათა არ აგიორთქლდეთ ბენზინი. ამ ნიუანსებზე ყურადღების მიუქცევლობის გამო წელიწადის განმავლობაში შესაძლოა ასობით ლარის ღირებულების ბენზინი გაატანოთ ქარს. გაუფრთხილით თქვენს საფულესა და გარემოს.
“ვაჟდენია”
საწვავზე ეკონომიის გაკეთება ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ, რამდენად ხშირად და რამდენად სწრაფად ატარებთ მანქანას. სწრაფ და აგრესიულ მართვას არა მხოლოდ ლიტრობით ბენზინი, არამედ ადამიანების სიცოცხლეც შეიძლება შეეწიროს. შეეცადეთ დაიჭიროთ მუდმივი, თანაბარი სიჩქარე და თავიდან აიცილოთ სწრაფი და მოულოდნელი დამუხრუჭება. ეს თქვენთვის ორმაგად მომგებიანია – იმგზავრებთ უსაფრთხოდ და დაზოგავთ საწვავს.
საწვავის ეკონომიის ყველაზე დიდი მტერი საცობები და უქმ სვლაზე ჩართული მანქანაა. გადატვირთულ გზებს სხვადასხვა მეთოდებით შეგიძლიათ აარიდოთ თავი. საჭესთან დაჯდომამდე გონებაში ჩამოაყალიბეთ ისეთი მარშრუტი, რომლითაც გვერდს აუვლით თქვენთვის ცნობილ გადაჭედილ ქუჩებს. დაიწყეთ მგზავრობა პიკის საათამდე ან მისი დასრულების შემდეგ. საცობში დგომამ შეიძლება ნერვიული სისტემა დაგიზიანოთ. მართალია ეს უფრო მეტად თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ აუცილებლად გაგიზრდით ხარჯებს საწვავზე. არასოდეს გააჩეროთ მანქანა ჩართული 0,5-1 წუთზე მეტი. უქმ სვლაზე მომუშავე ავტომობილი ყოველ 80 წამში წვავს იმ რაოდენობის ბენზინს, რამდენიც გჭირდებათ 1 კილომეტრის გავლის შემთხვევაში.
“აბეზალოვკა”
მართალია, მანქანით მგზავრობამ შეჩვევა იცის. ხშირად მანქანით გადავაადგილდებით მაშინაც კი, როცა შეგვიძლია უბრალოდ ფეხით მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე. მანქანით უფრო და უფრო მეტი მგზავრობა გვავიწყებს ისეთ აუცილებელ ფიზიკურ აქტივობებს, როგორიცაა სეირნობა, ძუნძული, სირბილი. ცხოვრების ჯანმრთელი წესი მხოლოდ ამ პროცედურებს არ გულისხმობს, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფიზიკური ვარჯიში ამაღლებს თქვენს იმუნურ სისტემას და გეხმარებათ სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებაში.
შეუწყვეთ ხელი თქვენს ჯანმრთელობას და დაზოგეთ ფული – ამაზე უკეთესი შემოთავაზება, ალბათ, არც არსებობს!