EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ზედმეტი ძილიც საშიშია! »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2013-01-24 00:36:31
ზომიერების გრძნობა მართლაც ღვთის საჩუქრია, რადგან ზედმეტობას ყოველთვის ყველაფერში ზიანი მოაქვს. სასარგებლოც კი შეიძლება საშიში გახდეს, თუ ის მეტისმეტია.
გჭირდებათ თუ არა ვიტამინები?
ვიტამინურ–მინერალური კომპლექსის, როგორც ნებისმიერი პრეპარატის, უკონტროლოდ მიღება ჯანმრთელობისთვის საშიშია. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, ორგანიზმი რომელიმე სასარგებლო ნივთიერების მიმართ დეფიციტს განიცდის თუ არა. როგორც წესი, ნორმალური და მრავალფეროვანი კვების დროს, მისი დეფიციტი არ უნდა აღმოცენდეს. სხვა საქმეა, თუ იკვებებით ფასტფუდებით და თქვენს რაციონში იშვიათადაა ქორფა ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი. გახსოვდეთ, გარდა ავიტამინოზისა (ვიტამინების ნაკლებობა), არსებობს ჰიპერვიტამინოზი (ვიტამინების სიჭარბე), რომელიც ორგანიზმისთვის არანაკლებ მავნეა. ამიტომ უმჯობესია, რჩევისთვის ექიმს მიმართოთ.
კანს სწორად მოუარეთ
არ ღირს ზედმეტი გულმოდგინების გამოჩენა კანის მოვლის დროს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ნაწილებს, რომლებიც ცხიმის ჯირკვლებს მოკლებულია, ამიტომ ამ ადგილებზე კანი შეიძლება ძალიან მშრალი იყოს. მაგალითად, თუ თქვენი ტუჩები ძლიერ იქერცლება და ნახეთქებით დაიფარა, სრულებით არ არის აუცილებელი ყოველ საათში დამატენიანებელი კრემი ან ბალზამი წაისვათ. სხვაგვარად ამან შეიძლება უკუგავლენა მოახდინოს – ანთება (ჰეილიტი) და სხვა პრობლემები განვითარდეს. სასურველი ეფექტის მიღება სრულიად შესაძლებელია სწორად შერჩეული სამკურნალო კოსმეტიკით.
მოერიდეთ გადატვირთვას
ფიზიკური აქტივობა ზომიერი და ნორმალურად ასატანი უნდა იყოს. მეტისმეტი დატვირთვა ხშირად კუნთების ტკივილსა და ტრავმებს იწვევს. გარდა ამისა, შესაძლებელია ორგანიზმის გამოფიტვა, უჯრედების აღდგენის დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება.
ბევრი ძილი მავნეა
გამოუძინებლობის არასასურველ ეფექტებზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ, ხოლო ზედმეტი ძილის უარყოფით შედეგებზე ცოტამ იცის. ადამიანებში, რომლებსაც ძალიან ბევრი სძინავთ, ზუსტად ისევე ქვეითდება ბუნებრივი გამძლეობა–ამტანობა დაავადებების მიმართ, როგორც იმ პიროვნებებში, ვინც მუდამ გამოუძინებელია. ამავე დროს დიდხანს ძილის დროს მკვეთრად ქვეითდება ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობა. ეს კი, თავის მხრივ, სხვა არასასურველ შედეგებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს იწვევს. რამდენი უნდა გვეძინოს? ინდივიდუალური ნორმა შეიძლება მერყეობდეს 5–დან 9 საათამდე.
თქვენ როგორი ძილის ნორმა გაქვთ? არსებობს მარტივი კრიტერიუმი: თუ დღის განმავლობაში მხნე და ენერგიული ხართ, თავს კარგად გრძნობთ, ყურადღების კონცენტრაციასთან პრობლემა არ გაქვთ და არ თვლემთ, მაშასადამე, საკმარისად გძინავთ.
ფრთხილად ანალგეტიკებთან!
ადამიანები განსაკუთრებით ბოროტად სარგებლობენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. ანალგეტიკების არასწორად მიღებისას, შეიძლება კუჭთან ან ღვიძლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აღმოცენდეს და ამ პრეპარატების მიმართ წამლისმიერი დამოკიდებულება განვითარდეს. განსაკუთრებით რისკზე მიდიან ისინი, ვინც ტკივილგამაყუჩებელს თვეში 10 ჯერზე მეტად იღებენ.