EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თემო სახურია ,,მდინარე ვერეს მოკლე ისტორია“ »
კატეგორია: შემეცნებითიავტორი: kolxi
თარიღი: 2015-06-21 11:54:02
,,მდინარე ვერეს მოკლე ისტორია“
2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 19 ადამიანი გარდაიცვალა,განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა,წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. ყველასაგან მივიწყებულმა მდინარე ვერემ ქალაქს არნახული ტრაგედია და უბედურება მოუტანა. ჯერ კიდევ 2010 წელს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ”გამას” მიერ მომზადებულ ”მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების ანგარიშში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს კალაპოტი არაერთ ადგილას ჩახერგილია მოთხრილი ხეებით და არ იწმინდება. შესაბამისად მცირდება მისი გამტარუნარიანობა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება იქმნება. თუმცა, ყველაზე დიდ საფრთხეს მდინარე ვერესა და მის ხეობას ”მზიურის” ტერიტორიაზე და ხეობის გარშემო აშენებული მაღალსართულიანი შენობები უქმნის“თუმცა როგორც გამოჩდა არც არავის გაუთვალისწინები სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ”გამას” რეკომენდაცია.
ისტორია
მდნარე ვერე სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, დიდგორის მთის მიდამოებში. მდინარე მტკვარს ერთვის ქალაქ თბილისის ფარგლებში მარჯვნიდან. სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 194 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია — მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი, მარჯვენა — ბეთანიისწყალი.
მდინარე ვერე ისტორიოგრაფიაში მოიხსენიება ,, სკვირეთს“ სახელით. პირველად სკვირეთს ლეონტი მროველთან ვხვდებით, როცა იგი მოგვითხრობს ქართლის სამეფოს ადრეულ ისტორიაზე. ,,ქართველთა ეთნარქს ქართლოსს ხუთი ვაჟი ჰყავდა და თითოეულს თავისი საგამგებლო ქვეყანა – მხარე მისცა. მეხუთე ვაჟს გაჩიოს წილად ხვდა ორბის ციხე და სკვირეთი მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა“
ასევე შემდეგ ისტორიულ წყაროშიც მდინარე ვერე ,, სკვირეთი“_ს სახელით გვხვდება. მემატიანე ფარნავაზ მეფესთან დაკავშირებით მეფის მიერ მხარეთმპყრობელთათვის საგამგებლო ტერიტორიების ჩამოთვლისას გადმოგვცემს, რომ „მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირ და აბოცი“. მდინარე ვერეს(სკვირეთი) იხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი. „ხოლო კოჟორის ჩრდილო კერძ არს სკვრეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩრდილოთ კერძ. შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი.
ვერეს დაბინძურების მოკლე ისტორია
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მდ. ვერეს სათავეში ტყის მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დონემ იმდენად იკლო, რომ XX-ის დასაწყისისთვის XVII საუკუნის ოთხმალიანი ხიდის ქვეშ (ახლანდელ გმირთა მოედანზე) წყალი მხოლოდ ორი მალის ქვეშ მოედინებოდა.
XX-ის 20-იან წლებში მკვეთრად იმატა ნიადაგის ჩამორეცხვა-ეროზიის ფაქტებმა, მდინარის კალაპოტში გაჩნდა დიდი რაოდენობით გამონარიყი.
1927 – პირველი ნაბიჯი დაბინძურებისკენ. მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს.
1930-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება.
1932 – ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა.
1935 – ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას ამოღებული გრუნტი მთლიანად მდინარე ვერეში ჩაყარეს.
1950-იანი წლებიდან დაიწყო ვერეს ხეობის ინტენსიური განაშენიანება, ამავე პერიოდში, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარის წყალშემკრები აუზი, ზოგი შენაკადი საერთოდაც დაშრა. ამავე პერიოდში გადაიხურა მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის ბოლო მონაკვეთი.
1957 წლის ზაფხულში, ძველი ხიდის მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა.
1950-იანი წლების ბოლოდან, ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში მოაქციეს, ნაწილობრივ კი კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.
1970-იანი წლების დასაწყისიდან ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მდ. ვერეს მარჯვენა ნაპირზე, წყნეთის ქუჩიდან – ატენის ქუჩის ჩათვლით. ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე.
1978 – მაშინდელი მონაცემებით, აბრეშუმკომბინატის მარტო სამღებრო საამქროდან დღეში 800 კუბ. მეტრი სხვადასხვა საღებავი ნივთიერება ჩაედინებოდა მდ. ვერეში.
1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.
1985 – მდ. ვერეს ქიმიური დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინება მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. ამ წელს ვერეზე მაქსიმალური გაჭუჭყიანების 19 შემთხვევა აღინიშნა.
1990-იანი წლებიდან წამოწყებული მშენებლობების ახალი ტალღის გამო მდინარე ვერეს დაბინძურების ახალი ეტაპი დაიწყო.
მარკესს უწერია “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, იგი რეალურია”.
გამოყენებული ლიტერატურა
1.მალხაზ ხარბედია ..მდინარე მდინარე სარკოფაგში “ ლიბერალი
2. მდინარე ვერე –საფრთხე მოსახლეობისთვის ,ნეტგაზეთი“
3.ლეონტი მროველი ..ქართლის ცხოვრება“
4. კიკილაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 369, თბ., 1979 წელი.