EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ყ »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-04 14:27:39
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ყ
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ყაზბეგი – შედგება ორი სიტყვისგან – “ყაზი”-საგან (საკუთარი სახელი) და “ბეგი”-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.
ყარაშვილი - თურქ. ყარა ნიშნავს შავს, სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით) ქართულად იგივეა რაც გვარი - შავიშვილი.
ყარახანაშვილი - კარახანოვი
კარახანოვის გვარის ადრინდელი ფორმა იყო ყარახანაშვილი. რთულფუძიანი, ორკომპონენტიანი გვარ-სახელია. ყარა თურქთა ენაა და ნიშნავს შავს; ხანი, ხნისა კი იგივეა თურქულად, რაც მებატონე. ყარა, როგორც კი მოხვდა რუსული კალმის ქვეშ, გახდა კარა (ანუ ასო ყ შეცვალა ასო კ-მ).
ყაზარაშვილი გახდა კაზარაშვილი (ყაზაროვი-კაზაროვი). თვით სომხებთანაც ყარახანიანი გახდა კარახანიანი.
კარახანოვები იყვნენ ყარახანოვები (ყარახანაშვილები). იგივე შავხანიშვილები, შავკანიშვილი, შავხელურები. ყარაშვილი რეალურად, იგივე შავიშვილია.
საქართველოში 243 კარახანოვი, ანუ იგივე ყარახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 149, გარეუბანში – 33, ბოლნისში – 15. არიან სხვაგანაც.
ყაუხჩიშვილი – გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში,თბილისSi. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან “ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.
გვარი ყიფიანი სვანურია წარმომავლობით და "ყიფი"ამაყს ნიშნავს. დაახლოებით 11-12-ე საუკუნეში ყიფიანები გვხვდებიან თაკვერის(რაჭა-ლეჭხუმის)და იმერეთის ტერიტორიაზეც.14-ე საუკუნეში რაჭველმა ყიფიანებმა მოიპოვეს თავადების ტიტული ხოლო დანარჩენი ყიფიანები კი აზნაურებად დარჩნენ (იბრალებენ თავადობას).ყიფიანები ასევე იხსენიებიან ერეკლე მეფის დროსაც.
ყურაშვილი - არსებობს მოსაზრება, რომ ყურაშვილებსა და ყრუაშვილებს საერთო წარმომავლობა ჰქონიათ, ოღონდ, სხვაობა იმაშია, რომ ყრუაშვილებიაზნაურები ყოფილან.
გვარის ფუძეა მეტსახელი ყურა.
ყურაშვილთა გვარის გამოკვლევა მოცემული აქვს ბატონ პაატა ცხადაიას, წიგნში „გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში”. ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ეყურუე-ეყურას ქუა-უბანი ემესხესა და ედიხამინჯიეს შუაში.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ყურაშვილებს 79-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 4 971 ყურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 167, ქუთაისში – 755, ცაგერში – 497. არიან სხვაგანაც.