EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 19:10:23
სიზმრების ახსნა / dream explanation
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის).
ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური, აკუსტიკური ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული). სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; სეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს.
ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია (მაგ., მთარგმნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტარგმნიდა, სიზმარშიც ამას აკეთებს). სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.
სიზმარი ძველად
ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. როდესაც პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალებიიმყოფება საგნებში (მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“ უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლათ, „სული“ კი თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. ჩვენი შორეული წინაპრები უმეცარნი იყვნენ. არ შეეძლოთ შებრძოლებოდნენ ბუნების ძალებს და ქმნიდნენ სხვადასხვა მაგიურ წეს-ჩვეულებებს, მკითხაობდნენ, წინასწარმეტყველებდნენ და ასე შემდეგ. სიზმარი, რომლის დროსაც, მათი აზრით, ადამიანების, მცენარეთა და ცხოველთა სულებს, მიაჩნდათ მომავლის საიდუმლოეათა ამოსაცნობ და ღმერთების ნება-სურვილის წინასწარმაუწყებელ საშუალებად. სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის იყო უკეთესი ბრძოლის დაწყება, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად შერჩეული ადგილი და ასე შემდეგ. სიზმირის მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. სიზმრებისა განსაკუთრებით სწამდათ შუა საუკუნეებში. XIX საუკუნეშიც ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ფართოდ სარგებლობდა ე. წ. „სიზმრის ამხსნელი“ წიგნებით.
ჩარლზ დიკენსის ძილი
მოწინავრე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა. სიზმრის ფიზიოლოგიის, მისი შინაგანი მექანიზმის სრული ახსნა შესაძლებელი გახდა უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრების დახმარებით, კერძოდ, შეკაების პროცესის თავისებურებათა გაგების შედეგი. ცდებმა აჩვენა, რომ ნერვული უჯრედის აგზნების მდგომარეობიდან სრულ შეკავებაში გადასვლა და, პირუკვუ, ხდება რიგი შუალედური ე. წ. ჰიპნოზური ფაზებით როცა ძილი ღრმაა, სიზმრებს არ ვნახულობთ, მაგრამ თუ ტვინის ცალკეულ უჯრედებსა და უბნებში შეკავების ძალა რაიმე მიზეზით სუსტდება, და სრულ შეკავებას შეენაცვლება ერთ-ერთი გარდამავალი ფაზა, ვხედავთ სიზმრებს. განსაკუთრებით საინტერესოა პარადოქსული ფაზა. ამ ფაზაში მყოფი უჯრედები სუსტ გაღიზიანებას უფრო ინტენსიურად პასუხობენ, ვიდრე ძლიერს, ზოგჯერ კი გაღიზიანებას, საერთოდ, არ პასუხობენ. პარადოქსულ ფაზაში მყოფ ქერქის უჯრედებში ძველი განცდების ან შთაბეჭდილებების ნახევრად წაშლილი კვალი შეიძლება გადაიქცეს სუსტ გამღიზიანებლად; ამ შემთხვევაში ის, რაც უკვე დიდი ხანია დაგვავიწყდა, ადამიანის ტვინში წარმოშობს მშვენიერ და ამაღელვებელ წარმოდგენებს, ისე, თითქოს მათ ცხადში ვხედვადე. დიფუზური შეკავების ფონზე ძილის დროს ტვინში ხშირად ჩნდება აგზნების კერები. ისინი დაკავშირებულია სურვილებთან და მისწარაფებებთან, რომლებზეც მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდით. ეს მექანიზმი (ფიზიოლოგები მას მთვლემარე დომინანტის გამოცოცხლებას უწოდებენ) უდევს საფუძვლად იმ იშვიათ სიზმრებს, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი და ოცნება ასრულებულია. ტვინი ძილის დროს თავისებურად მოქმედებს და ეს მოქმედება მკვეთრად განსხვავდება სიფხიზლის დროს მის მოწესრიგებული მოქმედებისაგან. როცა ადამიანი ფხიზელია, გარემოს ნათლად, კრიტიკულად აღიქვამს, აანალიზებს საკუთარ ქცევებსა და აზრებს. ყოველივე ეს ხდება დიდი ტვინის ქერქის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მუშაობით. ძილში კი ტვინის ნაწილები შეუთანხმებლად, ქაოსურად მოქმედებენ. ტვინის ქერქის უდიდესი ნაწილი სრული შეკავების მდგომარეობაშია, ალაგ-ალაგ კი ჩართულია ნერვიულ უჯრედთა ცალკეული უბნები, რომლებიც გარდამავალ ჰიპნოზურ ფაზაში იმყოფებიან. ამავე დროს შეკავების პროცესი ადგილს ინაცვლებს ქერქში და იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ სრული შეკავება იყო, უცებ თავს იჩენს ნაწილობრივი აგზნება და პირიქით